ჩვენი კომპანია

ჰუმანითი არის ფარმაცევტული კონცერნი, რომელიც სპეციალიზდება მედიკამენტების შექმნა-განვითარებასა და წარმოებაზე.

ჰუმანითის პროდუქციის პორტფოლიოში შედის 700-ზე მეტი ფართო სპექტრის სხვადასხვა დოზისა და მიღების წესის მქონე მედიკამენტი.

განვითარების სხვადასხვა ეტაპს გადის ასევე ჰუმანითის 156 ახალი პროდუქცია (ჰუმანითის კვლევისა და განვითარების ცენტრი).

ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია 13 ათქ კოდით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მედიკამენტები გამოიყენება თანამედროვე მედიცინის ყველა სფეროში.

 

 

 

ჩვენი კვლევისა და განვითარების ცენტრის გუნდი სპეციალიზდება ფარმაცევტულად აქტიური ინგრედიენტების მიწოდების ახალი სისტემების შემუშავებაში. ჩვენ პირველ რიგში ორიენტირებული ვართ თერაპიის ეფექტურობის გაძლიერებასა და მკურნალობის გვერდითი მოვლენების შემცირებაზე. გარდა ამისა, ჩვენი კვლევისა და განვითარების ცენტრის ინოვაციური დეპარტამენტის ძირითადი მიმართულებაა თავსებადი ორიგინალური კომბინაციების (ე.წ. „ჯენერიკული მედიკამენტები“) შემუშავება.

მიზნად ისახავს რა დაეხმაროს პაციენტებს რომლებიც საჭიროებენ სხვადასხვა სახის მკურნალობას, ჰუმანითი კონცენტრაციას ახდენს ისეთი მედიკამენტების შექმნა-განვითარებაზე, რომლებიც გამოიყენება თანამედროვე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მძიმე დაავადებების სამკურნალოდ. ჩვენ ვატარებთ აქტიურ კვლევებს ისეთ სოციალურად მნიშვნელოვან ნოზოლოგიებში, როგორიცაა: ნერვული სისტემის დაავადებების ონკოლოგია, განსაკუთრებით, გაფანტული სკლეროზი და ალცჰეიმერის დაავადება, კარდიოვასკულური დაავადება, II ტიპის დიაბეტი და სხვადასხვა ეთიოლოგიის ტკივილის სინდრომი.

ამასთანავე, ჰუმანითი ორიენტირებულია ისეთი მედიკამენტების წარმოებაზე, რომელიც შეესაბამება უპირატესობის, მდგრადობისა და სანდოობის მსოფლიო სტანდარტებს. ჩვენთვის ალტერნატივა უბრალოდ მიუღებელია.

ადამიანები - მათი სიცოცხლე, მათი კეთილდღეობა - დამოკიდებულია ჩვენს მიერ შესრულებულ სამუშაოზე. ჩვენს მთელ ძალისხმევას ვდებთ ჩვენს მიერ შექმნილ პროდუქტში.