Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/humanity/public_html/includes/functions.db.php on line 8

ეროვნული ფარმაცევტული პრაქტიკის ხუთი ასპექტი:

  • ვერც ერთ ქვეყანას ვერ ექნება უსაფრთხო ჯანმრთელობა, თუ იგი მთლიანად იქნება დამოკიდებული „მედიკამენტებზე საზღვარგარეთიდან“;

  • არც ერთი ქვეყანა არ უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ საზღვარგარეთ წარმოებული მედიკამენტების „შეფუთვასა და დაფასოებაზე“, როდესაც მას შეუძლია ჰქონდეს ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება;

  • არც ერთი ქვეყანა არ უნდა იყოს დამოკიდებული მოძველებულ, პრიმიტიულ და არაეფექტურ მედიკამენტებზე;

  • არც ერთი ქვეყანა არ უნდა იყოს მსოფლიო მედიცინისა და ფარმაცევტიკის პროგრესის გათვალისწინების გარეშე;

  • საქართველო არ არის გამონაკლისი იმ ქვეყნებს შორის, სადაც მომგებიან შიდა წარმოების შექმნას შეუძლია, მოიტანოს სარგებელი როგორც ადგილობრივად, ასევე გლობალურად.

აღნიშნული ხუთი ასპექტის გათვალისწინებით, ჰუმანითი ჯორჯიას პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში სრულ ციკლიანი, სოციალურად ხელმისაწვდომი ფარმაცევტული პროდუქციის კომპლექსის შექმნა. ამ მიზნის განხორციელება შესაძლებელია შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • პროდუქციის ასორტიმენტი, რომელიც ეფუძნება უახლეს პროგნოზებს ადგილობრივი და გლობალური სამედიცინო საჭიროებების შესახებ;

  • ბიომედიკამენტების წარმოების პოტენციალი, რომელიც ითვალისწინებს „ბიო მიმსგავსებულ“ მედიკამენტებს წარმოების პროცესში;

  • ყველა თანამედროვე მედიკამენტის მიწოდების სისტემებისა და დოზირების ფართო სპექტრი;

  • წამყვანი გლობალური ფარმაცევტული პროდუქტების სტანდარტებთან ხარისხის სრული შესაბამისობა;

  • ევროკავშირისა და პოსტ საბჭოთა ქვეყნებში ბაზარზე დამკვიდრების პოტენციალი.

ჰუმანითი ჯორჯიას პროექტის სრული ციკლის მქონე ფარმაცევტული საწარმო მოემსახურება ქვეყნის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ამაღლებას.