" ჰუმანითი" ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის.


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და კომპანია ჰუმანითის მხარდაჭერით დაიწყო ახალი სოციალური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სალაშქრო ტურისტული ინფრასტრუქტურის გამართვას, ქალაქგარე აქტივობას, სოციალურად დაუცველ ბავშვთა გახალისებასა და გააქტიურებას, მოზარდთა ცხოვრების მრავალფეროვნების უზრუნველყოფას და სპორტული აქტივობებისადმი ინტერესის ამაღლებას. ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს ლაშქრობებსა და სპორტულ-შემეცნებით აქტივობებში.