Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/humanity/public_html/includes/functions.db.php on line 8

Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/humanity/public_html/includes/functions.db.php on line 8

„ჰუმანითი ჯორჯია“ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმზე

სასტუმრო რედისონში სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა. „განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი 2016" -ში მონაწილეობა მიიღო 40-მდე ახალგაზრდამ, რომელთაც ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით უცხოეთში აკადემიური (სამაგისტრო და სადოქტორო) ხარისხი მოიპოვეს.


ფორუმის გამართვის მიზანია, მაღალკვალიფიციური კადრების დასაქმების ხელშეწყობა. ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ პოტენციურ დამსაქმებლებს უშუალოდ გააცნონ თავისი გამოცდილება და შესაძლებლობები.


აპლიკანტებით ფორუმზე „ჰუმანითი ჯორჯიას“ გარდა, 24 კერძო დამსაქმებელი, სულ 40-მდე კერძო და სახელმწიფო ორგანიზაცია დაინტერესდა. „ჰუმანითი“ ჯორჯიას წარმომადგენლები გაესაუბრნენ ახალგაზრდებს, რომლებმაც განათლების საერთაშორისო ცენტრის დახმარებით უცხოეთში მიიღეს განათლება. კურსდამთავრებულებს საშუალება მიეცათ პირადად გაცნობოდნენ სამინისტროების, სსიპ-ების, ქართულ ბაზარზე მოქმედი წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს, დაესვათ მათთვის კითხვები, მიეწოდებინათ ინფორმაცია საკუთარი კანდიდატურის შესახებ.