Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/humanity/public_html/includes/functions.db.php on line 8

Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/humanity/public_html/includes/functions.db.php on line 8

პარაზიტები ადამიანის ორგანიზმში

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით,  მსოფლიოში 4 მილიარდი ადამიანი დაავადებულია პარაზიტებით. ასეთი მასიური ინფიცირება  გამოწვეულია პრობლემის არასაკმარისი შეფასებით, მოსახლეობის არასათანადო გათვითცნობიერებით , არაეფექტური დიაგნოსტიკით და შემდგომი მკურნალობით.

როგორ ხდება პარაზიტებით ორგანიზმით ინვაზია?

პარაზიტებით ინვაზიის გზების  ცოდნა აუცილებელია ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.

პარაზიტებით ინვაზია შემდეგი გზებით შესაძლებელია მოხდეს:

  • დაუბანელი ხელები
  • დაბინძურებული წყალი (როგორც დალევა, ასევე  ბანაობა მასში)
  • გაურეცხავი ხილი და ბოსტნეული
  • უმი, ან თერმულად საკმარისად დაუმუშავებელი თევზი და ხორცი
  • დაავადებულ ცხოველთან კონტაქტი

 

პარაზიტული ინვაზიის სიმპტომები.

თითოეულ პარაზიტს ახასიათებს მისთვის დამახასიათებელი  ლოკალიზაცია ადამიანის სხეულში, შესაბამისად, დაავადების გამოვლინების სიმპტომებიც განსხვავდება. თუმცა, არის ყველა ჰელმინტოზისთვის საერთო სიმპტომებიც, რომლებსაც მიეკუთვნება:

  • ინტოქსიკაცია.

ინტოქსიკაცია გამოწვეულია პარაზიტის ცხოვრების შედეგად გამოყოფილი პროდუქტების ზემოქმედებით. პაციენტს შესაძლებელია აღენიშნებოდეს  თავის ტკივილი, სისუსტე, გულისრევის შეგრძნება, მადის დაქვეითება,  გაღიზიანებადობა.

  • ალერგია.

აღენიშნება ორგანიზმის ალერგიული ფონის მატება.  ხშირად ვლინდება კანის გამონაყარით, რომელიც ცუდად ექვემდებარება მკურნალობას, დიათეზით. გამონაყარი გამოწვეულია პარაზიტების ტოქსინების ზემოქმედებით. ალერგიის მიმართ წინასწარი განწყობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია უფრო მძიმე სიმპტომების განვითარება - ლორწოვანი გარსების შეშუპება, ბრონქოსპაზმი და სხვა.

  • წონაში კლება.

განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება ბავშვებში, როდესაც მიუხედავად ნორმალური კვებისა, ბავშვი არ იმატებს წონაში. წონის კლების მიზეზს  პაციენტსა და პარაზიტებს შორის კონკურენცია წარმოადგენს.

  • სხეულის ტემპერატურია პერიოდული მომატება.

აღენიშნება დაბალი სიცხე  ( 37.5. მდე) გაციების ან სხვა დაავადებების სიმპტომების არარსებობის ფონზე.   

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია.

შესაძლებელია მეტეორიზმის, ყაბზობის, დიარეის და მუცლის ტკივილის განვითარება. საკმაოდ ხშირად, ეს სიმპტომები აიხსნება დისბაქტერიოზით, რომელსაც წარუმატებლად მკურნალობენ ანტიბიოტიკებით და პრობიოტიკებით.

  • ანემია.

პარაზიტები  იკვებებიან ადამიანის ორგანიზმის ხარჯზე,  ამიტომაც  მოხმარებული საკვები ნივთიერებები, მიკრო, მაკრო ელემენტები და ვიტამინები ხშირად არ არის საკმარისი ადამიანის ორგანიზმის დასაკმაყოფილებლად.  აღნიშნული  ნაკლებობის პირველ  ნიშანს   რკინადეფიციტური ანემია წარმოადგენს.

  • მადის გაუკუღმართება, ტკბილი საკვების მომატებული მოთხოვნილება.

ამ სიმპტომების განვითარება  აიხსნება  გარკვეული საკვები ნივთიერებების დეფიციტით პაციენტის ორგანიზმში.

აღნიშნული  სიმპტომების განვითარებისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

პროფილაქტიკა

  • ჯანმრთელი ცხოვრების წესი და პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა
  • საკვები პროდუქტების სწორი თერმული და კულინარიული დამუშავება
  • მხოლოდ დაფილტრული ან გადადუღებული წყლის მოხმარება
  • პარაზიტებზე შინაური ცხოველების რეგულარული შემოწმება და მკურნალობა
  • დაავადებული პირების დროული აღმოჩენა და მკურნალობა
  • ჰელმინტოზების ქიმიოპროფილაქტიკა წელიწადში 2 ჯერ.

მკურნალობა.

 

თვითნებურად წამლის მიღება არ არის რეკომენდებული. ჰელმინტებით ინვაზიაზე ეჭვის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ვინაიდან პრეპარატის შერჩევა, მკურნალობის სქემები და დოზირება  ინდივიდუალურია, პარაზიტის სახეობის და დაავადების მიმდინარეობის გათვალისწინებით.

მკურნალობა მიმართულია არამხოლოდ პარაზიტის განადგურებაზე, არამედ ორგანიზმში მისი არსებობით გამოწვეული დაზიანებების მკურნალობაში (გელმინტების მასიური სიკვდილით გამოწვეული ტოქსიკოზის მართვა, ალერგიული ფონის შემცირება, ანემიასთან ბრძოლა და ა.შ)