თავბრუსხვევა

რა არის თავბრუსხვევა?

 

თავბრუსხვევა - ეს არის  სხეულის პოზიციის და მოძრაობის არასწორი აღქმა. ყოველ ადამიანს ჰქონია ცხოვრებაში თავბრუსხვევის გამოცდილება :  ბავშვობაში საქანელაზე, ან თვითფრინავში, ან მეგობრების წრეში აქტიურად გატარებული დღესასწაულების შემდეგ და ეს აბსოლუტურად ნორმალურ მოვლენას წარმოადგენს, მაგრამ თუ თავბრუსხვევა ხშირია, აუცილებელია მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა.

თავბრუსხვევის გამომწვევი მიზეზები

სივრცეში სხეულის მდებარეობის შესახებ თავის ტვინს ინფორმაცია მიეწოდება სამი სისტემის მეშვეობით- ვესტიბულური, მხედველობითი და მგრძნობელობითი. თავსბრუსხვევის დროს კი   თავის ტვინში ირღვევა ამ სისტემებიდან მიღებული ინფორმაციის თანხვედრა.

არსებობს თავბრუსხვევის უამრავი მიზეზი. მაგალითად, თუ თავბრუსხვევა აღინიშნება სწრაფი წამოდგომისას ან თავის მოტრიალების დროს, შემდეგ კი  თანდათანობით იკლებს, ეს შეიძლება იყოს ვეგეტატიური დისფუნქციის გამოვლინება (ე.წ. სისხლძარღვოვანი ან  ნეიროდისტონია).

როდესაც თავბრუსხვევას ახლავს სმენის დაქვეითება, ხმაური და შუილი ყურებში და ვითარდება გრიპოზული ინფექციის ფონზე, აღნიშნული ფაქტები შესაძლოა მიუთითებდნენ ყურის ანთებზე - ოტიტზე. თავბრუსხვევის და წონასწორობის დარღვევის  ერთ - ერთი მიზეზი შეიძლება იყოს „ლაბირინთის წყალმანკი”, ან მენიერის დაავადება.

ბევრისთვის ცნობილია თავბრუსხვევა ხანგრძლივი მჯდომარე სამუშაოს მერე მკვეთრი და მოულოდენლი მოძრაობის შემდეგ. მას თან ახლავს ტკივილი კისრის არეში და კისრის კუნთების დაძაბულობა. როგორ წესი ასეთი სიმპტომები გავრცელებულია არანავარჯიშებ ადამიანებში, რომლებიც უმეტეს დროს ატარებენ მჯდომარე პოზიციაში.

თავბრუსხვევა შეიძლება ასევე გამოწვეული  იყოს რიგი წამლების მიღებით, მაგალითად ანტიბიოტიკებით ან ჰიპოტენზიური პრეპარატებით, განსაკუთრებით  დოზის გადაჭარბების დროს.

აქვე უნდა აღინიშნოს ისეთი მოვლენა, როგორიცაა აგორაფობია, ან ღია სივრცის შიში. ამ შემთხვევაში თავბრუსხვევა იწყება  ხალხმრავალ ადგილებში, ზოგჯერ სახლიდან გასვლის დროსაც.

თავბრუსხვევის მიზეზის დასადგენად პირველ რიგში უნდა მიმართოთ ნევროლოგს ან ოტონევროლოგს.

მკურნალობა

თავბრუსხვევის შეტევის დროს მნიშვნელოვანია, რომ დამშვიდდეთ და არ აყვეთ პანიკას. დასხედით, ეცადეთ გააკეთოთ ფოკუსირება  უძრავ საგანზე და არ დახუჭოთ თვალები. თუ თავბრუსხვევას თან ახლავს უსიამოვნო, მტკივნეული შეგრძნებები, რომლებიც არ აღინიშნებოდა ადრე ( ხელის ან ფეხის დაბუჟება, მეტყველების დარღვევები, ტკივილი მუცლის და გულმკერდის არეში), დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

მკურნალობას, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში,  ნიშნავს  ექიმი.