სს „ჰუმანითი ჯორჯია“-ს განცხადება

იმის გათვალისწინებით, რომსაერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო „,  ჰუმანითი ჯორჯიას “  საქმიანობით პირველად  არინტერესდება, ჩვენ მათ  ყველა შეკითხვას არაერთხელ  გავეცით ოფიციალური   პასუხი.  ახლა კი გვინდა როგორც პრესისთვის, ასევე  ფართოსაზოგადოებისთვისაც გავიმეოროთ აქამდე თქმული, რადგან მომავალში კიდევ  არმოხდეს ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია.

პროექტი, რომელიც საპარტნიორო ფონდში  „ჰუმანითი ჯორჯიამ“  წარადგინა ითვალისწინებს  თანამედროვე ფარმაცევტული ქარხნის აშენებას, რომელიც სერტიფიცირებული იქნება    GMP სტანდარტით.

ასევე კომპანია  ვალდებულებას იღებს, გამოისყიდოს ფონდის წილი.  შესაბამისად აქ საუბარია ბიზნეს პროექტზე და არა ვინმეს ანგარებით დაფინანსებაზე,  ან ქველმოქმედებაზე.

სსჰუმანითიჯორჯიას“   ბიზნესგეგმა  და პროექტის მიზნები დაემთხვა   სახელმწიფოს ინტერესებს-გაიზარდა წვდომა ხარისხიან პრეპარატებზე და მოხდა მედიკამენტებზე ფასების მნიშვნელოვანი კლება. პროექტი სახელმწიფოსთვისმომგებიანი, ხალხისინტერესებისათვისსასარგებლოდაბიზნესისკუთხითსრულყოფილადდასაბუთებულია.

კომპანიის „ჰუმანითი ჯორჯიას“ ბიზნეს გეგმის შეფასება მოხდა ცნობილი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის KPMG მიერ.

დღეისათვის ჩვენიხარისხიანიმედიკამენტებიანალოგებთანშედარებით 30 პროცენტიანიფასდაკლებითიყიდება.  „ჰუმანითიჯორჯიასმიზანს წარმოადგენს ეროვნულიწარმოებისხელშეწყობა, რომელიცშეიძლებაგახდეს  იმპორტისჩანაცვლებისპროგრამისნაწილიდამისიპროდუქციაექსპორტზეცკიგავიდეს.

 

ჰუმანითის შემოსვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამაც კი, უკვე გამოიწვია ფასების მნიშვნელოვანი კლება, რასაც ადასტურებს არაერთი ფარმაცევტული კომპანიის მიერ დაგზავნილი საინფორმაციო ხასიათის გზავნილი და კვლევა, რომლითაც წამლის ფასის ინდექსის შემცირება ფიქსირდება (ფანასკერტელის ინდექსი) .

რაც შეეხება კომპანიის ისტორიასა და გამოცდილებას.

ბიზნეს პროექტების რეალიზებას,  ერთობლივი საქმიანობისა და ფინანსირების ოპტიმიზაციისათვის  ახდენენ  სხვადასხვა სუბიექტები, რომლებიც შედიან საერთაშორისო კონსორციუმში, რომელიც თავის მხრივ ამ სფეროს  პროფესიონალებს აერთიანებს. მსოფლიოში მყარი ტენდენციაა, ახალი ფირმების დაფუძნება. ამაშია სწორედ პროგრესის და განვითარების არსი.

„ჰუმანითი ჯორჯიას“  შემთხვევაში კი,  საქმე გვაქვს მსოფლიოში აღიარებული ბიზნესმენის, ალექსანდრე მაშკევიჩის ბიზნეს–ჯგუფთან, რომლის ინტერესები ქართული ფარმაცევტული და ჰოსპიტალური სექტორისადმი, ჯერ კიდევ 2013 წელს დაფიქსირდა.

რაც შეეხება ხარისხს, კომპანიის მიერ იმპორტერებულ ყველა მედიკამენტს გავლილი აქვს სერიული შემოწმება, თითოეული მათგანი შემოწმებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებულ WHO ლაბორატორიაში.

 მედიკამენტები იწარმოება ევროკავშირის ჯი–ემ–პი სტანდარტის მქონე ქარხნებში.

ამასთან ყველა წამალს რეგისტრაცია გავლილი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურში.

კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ კომპანიის მფლობელის ვინაობაშიც შეაქვს ეჭვი.  მათი განცხადებით „ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი რთულია იმის გარკვევა  ალექსანდრე მაშკევიჩი რეალურად დგას თუ არა  ამ კომპანიების უკან“.

სს „ჰუმანითი ჯორჯიამ“  ამაზე გახსნილად ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა, შემდეგ კი უფლებამოსილმა პირებმა პრესას დაუდასტურეს მაშკევიჩის მონაწილეობა ამ უზარმაზარ პროექტში.გთავაზობთ  განცხადებას უცვლელად:

„ალექსანდრე მაშკევიჩი, პარტნიორებთან ერთად, მზადაა საქართველოში რამდენიმე პროექტი განახორციელოს კომპანიების მეშვეობით, რომელთა  ინტერესის ძირითად საგანს სამედიცინო მომსახურებისა და ფარმაცევტული სექტორები წარმოადგენს. ეს ის სფეროებია, სადაც, საერთაშორისო მასშტაბით, ალექსანდრე მაშკევიჩს დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი.  

ფარმაცევტულ სფეროში ოპერირება დაიწყო კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიამ“,  რომლის მიერ  იმპორტირებული ხარისხიანი მედიკამენტები რამდენიმე დღეში გამოჩნდება სააფთიაქო ქსელებში. „ჰუმანითი ჯორჯიას“ დაწყებული აქვს რეგიონში უპრეცენდენტო მასშტაბის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფარმაცევტული ქარხნის, ხარისხის კონტროლის ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებული ლაბორატორიისა და სასაწყობო ცენტრის მშენებლობა.

ჰოსპიტალური განვითარების პროექტის ტენდერში მონაწილეობას იღებს „ალფამედიკ კონსორციუმი“ , რომელიც,  გამარჯვების შემთხვევაში, მზადაა   სექტორში სოლიდური ინვესტიციები განახორციელოს.

ინვესტიციები გათვლილია გრძელვადიან პერიოდზე  და მათი მიზანია კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მედიკამენტებზე ფასების შემცირება.“ 

ალექსანდრე მაშკევიჩის ბიზნეს–ჯგუფი საქართველოში სხვა სისტემურ პროექტებშიც გეგმავს ინვესტირებას.

 

ჩვენ ვართ გახსნილი კომპანია. ჩვენი საქმიანობა გამჭვირვალეა.  ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით კიდევ ერთხელ ღიად და საჯაროდ გამოვხატავთ მზადყოფნას გავცეთ ამომწურავი პასუხები კომპეტენტურ პირებს, რათა არ არსებობდეს  პასუხგაუცემელი კითხვები „ჰუმანითი ჯორჯიას“ საქმიანობასთან დაკავშირებით.