პონდულაქსი-ჰუმანთი

სავაჭრო დასახელება

პონდულაქსი-ჰუმანითი

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება

ლაქტულოზა

სამკურნალწამლოფორმა

პერორალური ხსნარი

შემადგენლობა

ყოველი 5 მლ შეიცავს:

ლაქტულოზას 3.35გ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

საფაღარათო საშუალებები, ოსმოსური მოქმედების მქონე საფაღარათო პრეპარატები.

ათქ კოდი: A06AD11


ფარმაკოკინეტიკა

ფარმაკოკინეტიკური მონაცემები წარმოდგენილი არ არის, რადგანაც ლაქტულოზას შეწოვა ორგანიზმის მიერ არ ხდება.

ფარმკოლოგიური მოქმედება

ფარმაკოდინამიკა

ლაქტულოზას მოქმედება ყაბზობის მკურნალობის დროს დამოკიდებულია ფერმენტების უუნარობაზე მოახდინოს წვრილ ნაწლავში სინთეზური დისაქარიდის, ლაქტულოზას ჰიდროლიზი მის შემადგენელ მოლეკულებად- ფრუქტოზად და გალაქტოზად. ამიტომ, იმის გამო რომ ლაქტულოზა პრაქტიკულად არ შეიწოვება, იგი გადადის მსხვილ ნაწლავში ქიმიურად უცვლელი სახით და ქმნის სუბსტრატს სინანტროპული საქაროლიზური ბაქტერიისთვის. ამიტომ, დაშლის შედეგად მიღებული ნივთიერებები, მარტივი ორგანული ნაერთები, როგორიც არის რძემჟავა და ძმარმჟავა, ხელს უწყობენ ნაწლავშიდა ოსმოსური წნევის მომატებას, რის შედეგადაც იზრდება ფეკალური მასების მოცულობა და ხდება პერისტალტიკის გააქტიურება. წარმოიქმნება საქაროლიზური ბაქტერიების ბიომასა და აღდგება ნორნმალური ნაწლავრული ფლორა. ხდება ფეკალური მასების გათხიერება და ნაწლავის მოქმედების ნორმალიზება, ნაწლავებში ლორწოს გაღიზიანების და პირდაპირი ჩარევის გარეშე

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მქონე პაციენტებში გამოიყენება ლაქტულოზას შედარებით დიდი დოზები; ნაწლავებში ხდება pH-ის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც ამცირებს ამონიუმის იონების და სხვა აზოტოვანი ტოქსინების აბსორბციას პორტლურ მიმოქცევაში. ლაქტულოზას მკურნალობის შემდეგ შეინიშნებოდა სისხლში ამიაკის კონცენტრაციის სწრაფი შემცირება.

ჩვენებები

ყაბზობა; ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (პორტლური სისტემური ენცეფალოპათია).

გამოყენების მეთოდი და ოზირება:

აბზობა:

მოზრდილები:

თავდაპირველად 15მლ ორჯერ დღეში.

 

ბავშვები:

1 – 5 წლამდე - 5 მლ ორჯერ დღში.

5-10 წლამდე - 10მლ ორჯერ დღეში.

დოზირება შესაძლოა მერყეობდეს პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. ზემოთ მოცემული დოზირება ითვლება სახელმძღვანელოდ. საბოლოოდ უნდა მოხდეს  დოზის კორექცია როგორც წესი, შემცირების მიმართულებით, ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია:       

თავდაპირველად 30მლ - 50მლ 3-ჯერ დღში; დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ გამოიწვიოს დღეში 2-3-ჯერ დეფეკაცია.

მიღების წესი: პერორალურად.

გვერდითი ეფექტები

მკურნალობის პერიოდში დიარეას დროს, საჭიროა სათანადო რაოდენობის სითხის მიღება; უნდა მოხდეს დოზის შემცირება, იმისათვის რომ არ მოხდეს სითხის და კალიუმის დაკარგვა და ენცეფალოპათიის გამწვავება. პროდუქტმა შესაძლებელია დროებით გამოიწვიოს მეტეორიზმი და მუცლის სპაზმები.

უკუჩვენებები

უკუნაჩვენებია იმ შემთხვევაში თუ არსებობს კუჭნაწლავის ტრაქტის ობსტრუქციის მტკიცებულება და უგალაქტოზო დიეტაზე მყოფ პაციენტებში.

წამლებთან ურთიერთქმედება

არ არის წარმოდგენილი

განსაკუთრებული გართხილებები

პროდუქტის გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ლაქტოზას აუტანლობა. პროდუქტის ფიზიოლოგიური მოქმედების გამო, ეფექტის მისაღებად შესაძლებელია საჭირო იყოს 48 საათი, თუმცა პროდუქტს გააჩნია „გადატანითი“ ეფექტი, რაც მისცემს საშუალებას პაციენტს დროთა განმავლობაში თანდათანობით შეამციროს დოზა.

ჭარბი დოზირება

პაციენტებმა უნდა მიიღონ ბევრი სითხე. ანტიქოლინერგული პრეპარატის გამოყენება, როგორიცაა ატროპინის მეთონიტრატი ხელს შეუწყობს ნაწლავის ჭარბი პერისტალტიკის კომპენსირებას.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის დროს პროდუქტის მიღება უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით.

შეფუთვა

200მლ პოლიეთილენის ბოთლი მოთავსებულია მიყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად..

შენახვის პირობები

შეინახეთ ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე. ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ვარგისობის ვადა

წარმოების თარიღიდან 24 თვე.

მწარმოებელი

Windlas Healthcare (P) Ltd., ინდოეთი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

სს „ჰუმანითი ჯორჯია“, საქართველო