კასპოფუნგინი -ჰუმანითი

სავაჭრო დასახელება

კასპოფუნგინი - ჰუმანითი

Caspofungin – HUMANITY

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

კასპოფუნგინი

სამკურნალწამლო ფორმა:

ი.ვ. სანფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის მოსამზადებელი ლიოფილიზებული ფხვნილი

შემადგენლობა:

ყოველი ფლაკონი შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას - კასპოფუნგინის აცეტატს ექვივალენტურს 50 მგ/ 70 მგ.კასპოფუნგინისა.

დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, მანიტოლი, ყინულოვანი ძმარმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.

ფარმაკოთერაპიული თვისებები:

ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

 ათქ კოდი: J02AX04.


ფარმაკოლოგიური თვისებები

მოქმედების მექანიზმი

კასპოფუნგინის აცეტატი არის ნახევრად სინთეზური ლიპოპეპტიდური (ექინოკანდინი) შენაერთი, რომელიც სინთეზირებულია Glarea lozoyensis პროდუქტის ფერმენტირებისგან. კასპოფუნგინის აცეტატი აინჰიბირებს ბეტა (1.3) – D -გლუკანის სინთეზს, რომელიც არის უმრავლესობა მიცელიალური სოკოს და საფუარას უჯრედის კედლის ძირითადი კომპონენტი. ბეტა (1,3) – D- გლუკანი არ არის წარმოდგენილი ძუძუმწოვართა უჯრედებში.

კასპოფუნგინის ფუნგიციდური მოქმედება გამოვლინდა კანდიდას საფუარას წინააღმდეგ. in vitro და in vivo კვლევებმა გამოავლინა რომ ასპერგილოზის ექსპოზიცია კასპოფუნგინის მიმართ იწვევს ჰიფალურ აპიკალური დაბოლოებების და განტოტების წერტილების ლიზისს და სიკვდილს, სადაც ხდება უჯრედის ზრდა და დაყოფა.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

განაწილება

კასპოფუნგინი ძლიერ უკავშირდება ალბუმინს. კასპოფუნგინის დაუკავშირებელი ფრაქცია პლაზმაში მერყეობს 3.5% ჯანმრთელ მოხალისეებში 7.6%-დე პაციენტებში ინვაზიური კანდიდოზით. განაწილებას მნიშვნელოვანი როლი აკისრია კასპოფუნგინის პალზმურ კინეტიკაში და წარმოადგენს სიჩქარის მაკონტროლებელ საშუალებას ალფა- და ბეტა-უტილიზაციის ფაზებში. ქსოვილებში განაწილება მიიღწევა 1.5-2 დღეში მიღების შემდეგ, როდესაც დოზის 92%  ვრცელდებოდა ქსოვილებში. როგორც მოსალოდნელია, კასპოფუნგინის ქსოვილებში არსებული მხოლოდ მცირე ფრაქცია მოგვიანებით უბრუნდება პლაზმას ძირითადი შენაერთის სახით. ამიტომ, ელიმინაცია ხდება წონასწორული განაწილების არარსებობის დროს და კასპოფუნგინის განაწილების მოცულობის განსაზღვრა ამჟამად შეუძლებელია.

ბიოტრანსფორმაცია

კასპოფუნგინი განიცდის სპონტანურ დეგრადაციას შენაერთის ღია წრეში. შემდგომი მეტაბოლიზმი მოიცავს პეპტიდის ჰიდროლიზს და N-აცეტილირებას. კასპოფუნგინის დეგრადაციის შედეგად ფორმირებული  ორი შუალედური პროდუქტის შენაერთი მოცემულ ღია წრეში, ქმნიან კოვალენტურ პროდუქტებს პლაზმურ ცილებთან და იწვევენ დაბალ დონიან შეუქცევად კავშირს პლაზმურ ცილებთან. ინ ვიტრო კვლევები მიუთითებს, რომ კასპოფუნგინი არ არის ციტოქრომ P450 ფერმენტების 1A2, 2A6, 2C9, 2C19, 2D6 ან 3A4 ინჰიბიტორი. კლინიკურ კვლევებში კასპოფუნგინი არ ამცირებს ან არ აინჰიბირებს სხვა პრეპარატების CYP3A4 მეტაბოლიზმს. კასპოფუნგინი არ წარმოადგენს P-გლიკოპროტეინის სუბსტრატს და არის ცუდი სუბსტრატი ციტოქრომ P450 ფერმენტისთვის.

ელიმინაცია

კასპოფუნგინის ელიმინაცია პლაზმადან ნელა მიმდინარეობს 10-12 მლ/წთ კლირენსით. კასპოფუნგინის პლაზმური კონცენტრაციები იხრება პოლიფაზურად 1 საათიანი ინტრავენური ინფუზიის შემდეგ. მოკლე ალფა ფაზა მიმდინარეობს ინფუზიის შემდეგ, რომელსაც მოყვება ბეტა ფაზა ნახევარგამოყოფის პერიოდით 9-11 სთ. დამატებითი გამა ფაზა ასევე ხდება ნახევრგამოყოფის პერიოდით 45 სთ. განაწილება ექსკრეციასა ან ბიოტრასნფორმაციისგან განსხვავებით წარმოადგენს დომინანტურ მექანიზმს, რომელიც გავლენას ახდენს პლაზმურ კლირენსზე. რადიოაქტიული დოზის დაახლოებით 75% გამოიყოფოდა 27 დღის განმავლობაში: 41% შარდში და 34% ფეკალიებში. მიღებიდან პირველი 30 სთ-ს განმალვობაში კასპოფუნგინის მცირე ექსკრეცია ან ბიოტრანსფრომაცია შეინიშნება. ექსკრეცია ნელია და რადიოაქტიურობის ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა 12-15 დღეს. კასპოფუნგინის მცირე რაოდენობა გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში (დაახლოებით 1.4% დოზის). კასპოფუნგინი ავლენს ზომიერ არახაზოვან ფარმაკოკინეტიკას გაზრდილი კუმულაციით დოზის გაზრდასთან ერთად და დოზის დროზე დამოკიდებულებით, მრავალჯერადი დოზის მიღების შედეგად წონასწორული მდგომარეობის მისაღწევად.

ფარმაკოდინამიკული ეფექტები

კასპოფუნგინს გააჩნია in vitro  მოქმედება ასპერგილოზის სახეობების წინააღმდეგ Aspergillus fumigatus [N = 75], Aspergillus flavus [N = 111], Aspergillus niger [N = 31], Aspergillus nidulans [N = 8], Aspergillus terreus [N = 52], და Aspergillus candidus [N = 3]). კასპოფუნგინს ასევე გააჩნია  in vitro მოქმედება კანდიდას სახეობების წინააღმდეგ (Candida albicans [N = 1,032], Candida dubliniensis [N = 100], Candida glabrata [N = 151], Candida guilliermondii [N = 67], Candida kefyr [N = 62], Candida krusei [N = 147], Candida lipolytica [N = 20], Candida lusitaniae [N = 80], Candida parapsilosis [N = 215], Candida rugosa [N = 1], და Candida tropicalis [N = 258]), მრავალჯერადი რეზისტენტული ტრასპორტის მუტაციის მქონე იზოლატების ჩათვლით, რომელთაც გააჩნიათ შეძენილი ან შიდა რეზისტენტობა ფლუკონაზოლის, ამფოტერიცინ B და 5-ფლუკოტოზინის მიმართ.  შეინიშნებოდა კასპოფუნგინის მიმართ in vitro  რეზისტენტობის განვითარება ასპერგილოზის სახეობების მიერ. შეზღუდულ კლინიკურ გამოცდილებაში, შეინიშნებოდა კასპოფუნგინის მიმართ რეზისტენტობა პაციენტებში ინვაზიური ასპერგილოზის დროს. რეზისტენტობის მექანიზმი დადგენილია. კასპოფუნგინის მიმართ რეზისტენტობის ინტენსივობა კანდიდას და ასპერგილოზის სხვადასხვა კლინიკური იზოლატების მიერ, იშვიათია.

თერაპიული ჩვენებები

  • ინვაზიური კანდიდოზის მკურნალობა მოზრდილებში და ბავშვებში.
  • ინვაზიური ასპერგილოზის მკურნალობა მოზრდილებში და ბავშვებში, რომლებიც რეზისტენტულნი არიან ან აქვთ აუტანლობა ამფოტერიცინი B-ს , ამფოტერიცინი B-ს ცხიმების და/ან იტრაკონაზოლის მიმართ. რეზისტენტობა განისაზღვრება ინფექციის პროგრესირებით ან მკურნალობის უშედეგობით სოკოს საწინააღმდეგო ეფექტური თერაპიული დოზების მიღებიდან მინიმუმ 7 დღის შემდეგ.
  • სოკოვანი ინფექციის (როგორიცაა კანდიდოზი ან ასპერგილოზი)  ემპირიული თერაპია ცხელებისა და ნეიტროპენიის მქონე მოზრდილებში და ბავშვებში.

დოზირება და მიღების წესი

დოზირება

მოზრდილები

მკურნალობის პირველ დღეს მიიღება ერთჯერადი 70მგ დარტყმითი  დოზა, შემდეგ 50მგ დღეში. >80კგ სხეულის მასის მქონე პაციენტებში საწყისი 70მგ დარტყმითი დოზის შემდეგ რეკომენდებულია კასპოფუნგინის 70მგ დღეში. სქესის ან რასის მიხედვით დოზის კორექცია არ არის საჭირო .

ბავშვები (12 თვიდან 17 წლამდე)

ბავშვებში ( 12 თვიდან 17 წლამდე)  დოზირება განისაზღვრება სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით (იხ. გამოყენების ინსტრუქცია პედიატრიულ პაციენტებში, მოსტელერის ფორმულა). ყველა ჩვენებაში ერთჯერადი 70მგ/მ2 დარტყმითი დოზა (არაუმეტეს 70მგ-ზე მეტი დღეში) მიიღება პირველ დღეს, შემდეგ კი 50მგ/მ2 დღეში (არაუმეტეს 70მგ-ზე მეტი დღეში). თუ 50მგ/მ2 დღიური დოზა კარგად გადაიტანება, მაგრამ არ შეინიშნება ადექვატური კლინიკური პასუხი, დღიური დოზის გაზრდა შესაძლებელია 70მგ/მ2-მდე დღეში (არაუმეტეს 70მგ დღეში).

კასპოფუნგინის უსაფრთხოება და ეფექტურობა სათანადოდ არ შესწავლილა კლინიკურ კვლევებში, რომელიც ჩატარდა ახალშობილებსა და 12 თვემდე ასაკის ჩვილ ბავშვებში. მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში მკურნალობისას საჭიროა სიფრთხილე. შეზღუდული მონაცემების მიხედვით, ახალშობილებში და ჩვილ ბავშვებში (3 თვემდე) შესაძლებელია დაინიშნოს კასპოფუნგინი დღიური დოზით 25მგ/მ2 და მცირე ასაკის  ბავშვებში (3-11 თვის) დღიური დოზით 50მგ/მ2 .

გამოყენების ინსტრუქცია მოზრდილ პაციენტებში

1 საფეხური- ჩვეულებრივი ფლაკონის გახსნა/აღდგენა

ფხვნილის გასახსნელად გამოიღეთ ფლაკონი ოთახის ტემპერატურაზე და ასეპტურ პირობებში დაუმატეთ 10.5 მლ საინექციო წყალი. გახსნილი ფლაკონის კონცენტრაცია იქნება: 5.2 მგ/მლ (50მგ ფლაკონი) ან 7.2 მგ/მლ (70 მგ ფლაკონი).

შეურიეთ ფრთხილად, ვიდრე არ მიიღება სუფთა ხსნარი. გახსნილი ხსნარის შემოწმება უნდა მოხდეს ვიზუალურად გაუფერულების ან მასში ნაწილაკების არსებობის აღმოსაჩენად. მოცემული გახსნილი ხსნარის შენახვა შესაძლებელია 24 სთ-ს მანძილზე არაუმეტეს 25°C ტემპერრატურაზე.

2 საფეხური - გახსნილი ფლაკონის დამატება საინფუზიო ხსნარში (განზავება)

საბოლოო საინფუზიო ხსნარის გამხსნელები: ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი ან რინგერ ლაქტატის ხსნარი. საინფუზიო ხსნარის მომზადება ხდება ასეპტურად, გახსნილ კონცენტრატზე სათანადო რაოდენობის ხსნარის დამატებით (როგორც მოცემულია ქვემოთ ცხრილში) 250მლ-იანი საინფუზიო პაკეტში ან ბოთლში. შემცირებული მოცულობის საინფუზიო ხსნარი- 100მლ უნდა გამოიყენებოდეს, თუ სამედიცინო თვალსაზრისით აუცილებელია 50მგ ან 35მგ დღიური დოზებისთვის. დაუშვებელია შემღვრეული ან ნალექიანი ხსნარის გამოყენება

საინფუზიო ხსნარის მომზადება მოზრდილებში

დოზა*

აღდგენილი კასპოფუნგინის მოცულობა ინტრავენურ პაკეტში ან ბოთლში გადასატანად

სტანდარტული პრეპარატი

(გახსნილი კასპოფუნგინი დამატებული 250მლ-ზე) საბოლოო კონცენტრაცია

შემცირებული მოცულობის საინფუზიო ხსნარი (გახსნილი კასპოფუნგინი დამატებული 100მლ-ზე) საბოლოო კონცენტრაცია

50 მგ

10 მლ

0.20 მგ/მლ

-

50 მგ შემცირებულ მოცულობაში

10 მლ

-

0.47 მგ/მლ

35 მგ ღვიძლის ზომიერი დისფუნქციისთვის (ერთი 50მგ ფლაკონიდან)

 

7 მლ

 

0.14 მგ/მლ

-

35 მგ ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დისფუნქციისთვის (ერთი 50მლ ფლაკონიდან) შემცირებულ მოცულობაში

 

7 მლ

-

 

0.34 მგ/მლ

70 მგ

10 მლ

0.28 მგ/მლ

არ არის რეკომენდებული

70 მგ

(ორი 50მგ ფლაკონიდან)**

14 მლ

0.28 მგ/მლ

არ არის რეკომენდებული

35 მგ ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევისთვის (ერთი 70მგ ფლაკონიდან)

5 მლ

0.14 მგ/მლ

0.34 მგ/მლ

 

 *10.5მლ გამოიყენება ყველა ფლაკონის გასახსნელად/აღსადგენად

**70მგ ფლაკონის არარსებობის შემთხვევაში, 70მგ დოზის მომზადება შესაძლებელია ორი 50მგ ფლაკონიდან.

გამოყენების ინსტრუქცია ბავშვებში

სხეულის ზედაპირის ფართობის გამოთვლა (BSA) პედიატრიულ პაციენტებში

ინფუზიის მომზადებამდე, უნდა მოხდეს სხეულის ზედაპირის ფართობის გამოთვლა შემდეგი ფორმულის გამოყენებით: (მოსტელერის ფორმულა)

BSA (მ2) =

70მგ/მ2 საინფუზიო ხსნარის მომზადება > 3 თვის ასაკის პედიატრიული პაციენტებისთვის            (50მგ ან 70მგ ფლაკონის გამოყენებით)  

  1. განსაზღვრეთ დარტყმითი დოზა, რომლის გამოყენებაც უნდა მოხდეს პედიატრიულ პაცინეტებში პაციენტის სხეულის ზედაპირის ფართობის (BSA) (იხ. გამოანგარიშება ზემოთ) და შემდეგი ტოლობის გამოყენებით:

BSA (მ2) x 70მგ/მ2 = დარტყმითი დოზა

1 დღეს მაქსიმალური დარტყმითი დოზა არ უნდა აჭარბებდეს 70მგ მიუხედავად პაციენტისთვის გამოთვლილი დოზისა.

  1. გამოიღეთ კასპოფუნგინის ფლაკონი ოთახის ტემპერატურაზე.
  2. ასეპტურ პირობებში დაუმატეთ 10.5 მლ საინექციო წყალი. მოცემული გახნსილი ხსნარის შენახვა შესაძებელია 24 სთ-ის მანძილზე არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.  ამის შედეგად მიიღება კასპოფუნგინის საბოლოო 5.2 მგ/მლ კონცენტრაცია ფლაკონში   (თუ გამოიყენება 50მგ ფლაკონი) ან 7.2 მგ/მლ (თუ გამოიყენება 70მგ ფლაკონი).
  3. ფლაკონიდან ამოიღეთ სამედიცინო პროდუქტის მოცულობა, რაც ტოლია გამოთვლილი დარტყმითი დოზის (საფეხური 1). ასეპტური პირობების დაცვით გადაიტანეთ გახსნილი კასპოფუნგინის მოცემული მოცულობა (მლ) ი.ვ. პაკეტში (ან ბოთლში), რომელიც შეიცავს 250მლ 0.9%, 0.45% ან 0.225% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარს, ან რინგერ ლაქტატის საინექციო ხსნარს. ალტერნატიულად, გახსნილი კასპოფუნგინის მოცულობა (მლ) შეიძლება დაემატოს 0.9%, 0.45% ან 0.225% შემცირებული მოცულობის ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარს ან რინგერ ლაქტატის საინექციო ხსნარს, რომ არ მოხდეს  საბოლოო კონცენტრაციის 0.5მგ/მლ გადაჭარბება. მოცემული საინფუზიო ხსნარის გამოყენება შესაძლებელია 24 საათის მანძილზე თუ ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ან 48 საათის მანძილზე თუ ინახება მაცივარში 2-8°C ტემპერატურაზე.

50მგ/მ2 საინფუზიო ხსნარის მომზადება პედიატრიული  >3 თვის პაციენტებისთვის (50მგ ან 70მგ ფლაკონის გამოყენებით)

  1. განსაზღვრეთ დღიური შემანარჩუნებელი დოზა პედიატრიულ პაციენტებში გამოსაყენებლად პაციენტის სხეულის ზედაპირის ფართობის (BSA) და შემდეგი ტოლობის გამოყენებით:

BSA (მ2) x 50მგ/მ2 = დღიური შემანარჩუნებელი დოზა

დღიურმა შემანარჩუნებელმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 70მგ მიუხედავად პაციენტისთვის გამოთვლილი დოზისა.

  1. გამოიღეთ კასპოფუნგინი ფლაკონი მაცივრიდან ოთახის ტემპერატურაზე.
  2. ასეპტური პირობების დაცვით დაუმატეთ 10.5 მლ საინექციო წყალი. მოცემული გახსნილი ხსნარის შენახვა შესაძლებელია 24 სთ არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე. ამის შედეგად მიიღება საბოლოო 5.2 მგ/მლ კონცენტრაცია ფლაკონში (50მგ ფლაკონის გამოყენებისას) ან 7.2მგ/მლ (70მგ ფლაკონი ფალკონის გამოყენებისას).
  3. ფლაკონიდან ამოიღეთ სამედიცინო პროდუქტის მოცულობა, რაც ტოლია გამოთვლილი შემანარჩუნებელი დოზის (საფეხური 1). ასეპტური პირობების დაცვით გადაიტანეთ გახსნილი კასპოფუნგინი მოცემული მოცეულობა (მლ) ი.ვ. პაკეტში ( ან ბოთლში), რომელიც შეიცავს 250მლ 0.9%, 0.45% ან 0.225% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარს, ან რინგერ ლაქტატის საინექციო ხსნარს. ალტერნატიულად, გახსნილი კასპოფუნგინის მოცულობა შეიძლება დაემატოს 0.9%, 0.45% ან 0.225% შემცირებული მოცულობის ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარს ან რინგერ ლაქტატის საინექციო ხნსარს, საბოლოო კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 0.5მგ/მლ. მოცემული საინფუზიო ხსნარის გამოყენება შესაძლებელია 24 სთ-ს მანძილზე თუ ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ან 48 სთ თუ ინახება მაცივარში 2-8°C ტემპერატურაზე.

შენიშვნები მომზადებისას:

a. თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მასა იხსნება სრულად. აურიეთ ნაზად ვიდრე არ მიიღებთ სუფთა ხსნარს.

 b.  შეამოწმეთ ვიზუალურად ხსნარის გაუფერულების ან მასში ნაწილაკების არსებობის აღმოსაჩენად. დაუშვებელია გამოყენება, თუ ხსნარი ნალექიანია ან ამღვრეულია.

c.  კასპოფუნგინის ფორმულა უზრუნველყოფს ფლაკონის სრულ დოზას (50მგ ან 70მგ), როდესაც ფლაკონიდან ხდება 10მლ -ს ამოღება.

მკურნალობის ხანგრძლივობა

ემპირიული თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ პასუხზე. თერაპია უნდა გაგრძელდეს ნეიტროპენიის მოგვარებიდან 72 საათამდე (ANC≥500). სოკოვანი ინფექციების მქონე პაციენტებში მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს მინიმუმ 14 დღეს და უნდა გაგრძელდეს 7 დღით ნეიტროპენიის და კლინიკური სიმპტომების მოხსნის შემდეგ.

ინვაზიური კანდიდოზის მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ და მიკრობიოლოგიურ პასუხზე. ინვაზიური კანდიდოზის ნიშნების და სიმპტომების გაუმჯობესების შემდეგ და კულტურებზე უარყოფითი პასუხის შემდეგ, შესაძლებელია დაინიშნოს სოკოს საწინააღმდეგო პერორალური თერაპია. ინვაზიური ასპერგილოზის მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია პაციენტის ფონური დაავადების სიმწვავეზე, იმუნიტეტზე და კლინიკურ პასუხზე. ზოგადად, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სიმპტომების გაქრობიდან 7 დღის განმავლობაში. 4 კვირაზე მეტი ხნით მკურნალობის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია. თუმცა, არსებული მონაცემები მიუთითებენ, რომ კასპოფუნგინი კარგად გადაიტანება უფრო ხანგრძლივი თერაპიის დროს (მოზრდილებში 162 დღემდე  და ბავშვებში 87 დღემდე).

განსაკუთრებული პოპულაცია

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტებში (65 წლის ზევით), AUC იზრდება დაახლოებოთ 30%-ით. თუმცა, არ არის საჭირო სისტემატურად დოზის კორექცია. >65 წლის პაციენტების მკურნალობის შესახებ მონაცემები არასაკმარისია.

თირკმლის დისფუნქცია

არ არის საჭირო დოზის კორექცია თირკმლის დისფუნქციის დროს.

ღვიძლის დისფუნქცია

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის მქონე მოზრდილებში, არ არის საჭირო დოზის კორექცია.  ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევის მქონე მოზრდილებში, რეკომენდებულია კასპოფუნგინის მიღება დღიური დოზით 35მგ დღეში  ფარმაკოკინეტიკური მონაცემების გათვალისწინებით. პირველ დღეს მიიღება საწყისი 70მგ დარტყმითი დოზა. არ არის კლინიკური გამოცდილება ღვიძლის მწვავე დისუფნქციის მქონე პაციენტებში  და  ღვიძლის ფუნქციის რომელიმე ხარისხის დარღვევის მქონე ბავშვებში კასპოფუნგინის მიღების შესახებ.

გამოყენება მეტაბოლური ფერმენტების ინდუქტორებთან ერთად

შეზღუდული მონაცემების მიხედვით, მეტაბოლური ფერმენტების ზოგიერთ ინდუქტორთან ერთად, რეკომენდებულია კასპოფუნგინის დღიური დოზის მომატება 70მგ-მდე, 70მგ დარტყმითი დოზის მიღების შემდეგ.

იმავე ინდუქტორებთან ერთად ბავშვებში (12 თვიდან 17 წლამდე) კასპოფუნგინი ინიშნება დღიური დოზით 70მგ/მ2 (არაუმეტეს 70მგ დღიური დოზა).

მიღების წესი

გახსნისა და განზავების შემდეგ, ხსნარის მიღება უნდა მოხდეს ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით 1 საათის მანძილზე.

კასპოფუნგინის მიღება უნდა მოხდეს დღეში ერთხელ.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

კასპოფუნგინის მიღებისას ადგილი ჰქონდა ანაფილაქსიის განვითარებას. მსგავს შემთხვევაში, უნდა შეწყდეს კასპოფუნგინის გამოყენება და დაინიშნოს შესაბამისი თერაპია. ისეთი ალერგიული  გვერდითი რეაქციებისას, როგორიცაა გამონაყარი, სახის შეშუპება, ანგიოედემა, ქავილი, სითბოს შეგრძნება ან ბრონქოსპაზმი,  შესაძლებელია საჭირო გახდეს თერაპიის შეწყვეტა და/ან სათანადო მკურნალობის დანიშვნა. შეზღუდული მონაცემების მიხედვით კასპოფუნგინის მიერ არ ხდებოდა მოქმედება  არა-კანდიდოზურ საფუარზე და არაასპერგილოზის ობზე. კასპოფუნგინის ეფექტურობა მოცემული სოკოვანი პათოგენების მიმართ არ არის დადგენილი. კასპოფუნგინის ციკლოსპორინთან ერთად გამოყენება შეფასდა ჯანმრთელ მოზრდილ მოხალისეებში და მოზრდილ პაციენტებში. ზოგიერთ ჯანმრთელ მოზრდილ მოხალისეში, რომლებიც იღებდნენ ორ 3მგ/მლ დოზას ციკლოსპორინს კასპოფუნგინთან ერთად, გამოვლინდა ალანინ ტრანსამინაზას (ALT)  გარდამავალი მომატება და ასპარტატ ტრანსამინაზას (AST)  მომატება 3-ჯერ მეტად ნორმულ ზედა ზღვარზე, რაც რეგულირდებოდა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი დისფუნქციის მქონე მოზრდილ პაციენტებში, AUC იზრდებოდა დაახლოებით 20% და 75%-ით, შესაბამისად. დღიური დოზის 35მგ-მდე შემცირება რეკომენდებულია ღვიძლის ზომიერი დისფუნქციის მქონე პაციენტებისთვის. არ არსებობს კლინიკური გამოცდილება ღვიძლის მწვავე დისფუნქციის მქონე პაციენტებში ან ღვიძლის რაიმე სახის დისფუნქციის მქონე პედიატრიულ პაციენტებში. მოსალოდნელია უფრო მაღალი ექსპოზიცია, ვიდრე ღვიძლის ზომიერი დისფუნქციის დროს და კასპოფუნგინის გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს მოცემულ პაციენტებში. ლაბორატორიული დარღვევები  ღვიძლის ფუნქციის ანალიზებში შეინიშნებოდა ჯანმრთელ მოხალისეებში, მოზრდილებსა და ბავშვებში კასპოფუნგინით მკურნალობის დროს. ზოგიერთ მოზრდილ და პედიატრიულ პაციენტში სერიოზული ფონური მდგომარეობით, რომლებიც იღებდნენ სხვადასხვა პრეპარატებს კასპოფუნგინთან ერთად, შეინიშნებოდა კლინიკურად მნიშვნელოვანი ღვიძლის დისფუნქცია, ჰეპატიტი და ღვიძლის უკმარისობა; არ დადგენილა კასპოფუნგინთან მიზეზობრივი კავშირი. კასპოფუნგინის მიღებისას  ღვიძლის ფუნქციის ანალიზების დარღვევისას უნდა ტარდებოდეს ღვიძლის ფუნქციების მუდმივი მონიტორინგი და უნდა მოხდეს რისკის/სარგებლის შეფასება.

პრეპარატი შეიცავს საქაროზას. პაციენტებში იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებით, ფრუქტოზას აუტანლობით ან საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობით, დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება

in vitro  კვლევები მიუთითებენ, რომ კასპოფუნგინი არ არის ციტოქრომ P450-ის რომელიმე ფერმენტის ინჰიბიტორი. კლინიკურ კვლევებში კასპოფუნგინი არ აინდუცირებდა სხვა ნივთერებების  CYP3A4 მეტაბოლიზმს. კასპოფუნგინი არ არის სუბსტრატი P-გლიკოპროტეინისთვის და არის ცუდი სუბსტრატი ციტოქრომ P450 ფერმენტისთვის. კასპოფუნგინი ამცირებდა ტაკროლიმუსის კონცენტრაციებს 26%-ით ჯანმრთელ მოზრდილ მოხალისეებში. პაციენტებში ორივე პრეპარატის მიღებისას საჭიროა ტაკროლიმუსის სისხლში კონცენრაციების მონიტორინგი და ტაკროლიმუსის დოზის კორექცია. ჯანმრთელ მოზრდილ მოხალისეებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში კასპოფუნგინის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლებოდა იტრაკონაზოლის, ამფოტერიცინ B, მიკოფენოლატის, ნელფინავირის ან ტაკროლიმუსის მიერ კლინიკურად მნიშვნელოვანი ხარისხით. კასპოფუნგინი არ ზემოქმედებდა ამფოტერიცინ B-ს, იტრაკონაზოლის, რიფამპიცინის ან მიკოფენოლატ მოფეტილის ფარმაკოკინეტიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების მონაცემები შეზღუდულია , არ არის საჭირო ამფოტერიცინ B-ს, იტრაკონაზოლის, ნელფინავირის ან მიკოფენოლატ მოფეტილის კასპოფუნგინთან ერთად გამოყენებისას სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების მიღება.

პოპულაციის ფარმაკოკინეტიკული კვლევის შეზღუდული მონაცემები მიუთითებენ, რომ კასპოფუნგინის გამოყენება ინდუქტორებთან ერთად, როგორიცაა ეფავირენზი, ნევირაპინი, რიფამპიცინი, დექსამეთაზონი, ფენიტოინი ან კარბამაზეპინი, შეიძლება იწვევდეს კასპოფუნგინის AUC-ის შემცირებას. მეტაბოლური ფერმენტების ინდუქტორებთან ერთდროული მიღებისას მოზრდილ პაციენტებში 70მგ-იანი დარტყმითი დოზის მიღების შემდეგ კასპოფუნგინის დღიური დოზა უნდა გაიზარდოს 70მგ-მდე.

პედიატრიულ პაციენტებში ფარმაკოკინეტიკური კვლევის რეგრესიის ანალიზის შედეგები მიუთითებენ, რომ დექსამეტაზონის კასპოფუნგინთან ერთად გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კასპოფუნგინის საბაზისო კონცენტრაციების კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება. მსგავსი მოვლენა შესაძლოა მიუთითებდეს რომ პედიატრიულ პაციენტებს აღენიშნებათ მოზრდილების მსგავსი ინდუქტორებით  შემცირება. კასპოფუნგინის პედიატრიულ პაციენტებში (12 თვიდან 17 წლამდე) პრეპარატის კლირენსის ინდუქტორებთან ერთად გამოყენებისას, როგორიცაა რიფამპიცინი, ეფავირენზი, ნევირაპინი, ფენიტოინი, დექსამეთაზონი ან კარბამაზეპინი, კასპოფუნგინი ინიშნება დღიური დოზით 70მგ/მ2 (არაუმეტეს 70მგ დღეში).

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

კასპოფუნგინის ორსულებში გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. დაუშვებელია კასპოფუნგინის გამოყენება ორსულობის დროს, თუ არ არის ძლიერ აუცილებელი. ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა ტოქსიკურობის განვითარება. კასპოფუნგინი გადის პლაცენტურ ბარიერს ცხოველებში.

ლაქტაცია

უცნობია, კასპოფუნგინი გადადის თუ არა დედის რძეში. ცხოველებში არსებული ფარმაკოდინამიკული/ტოქსიკოლოგიური მონაცემები  მიუთითებენ კასპოფუნგინის გადასვლაზე რძეში. კასპოფუნგინის მიღებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ფერტილობა

არ არსებობს კლინიკური მონაცემები  ფერტილობაზე კასპოფუნგინის ზემოქმედების შესაფასებლად.

ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

არ ჩატარებულა კვლევები ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ.

გვერდითი მოვლენები:

შეინიშნებოდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსია და სავარაუდოდ ჰისტამინით განპირობებული გვერდითი მოვლენები). ინვაზიური ასპერგილოზით დაავადებულ პაციენტებში შეინიშინებოდა ფილტვის შეშუპება, მოზრდილების რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ARDS) და რადიოგრაფული ინფილტრატები.

მოზრდილი პაციენტები

ფლებიტი წარმოადგენდა ხშირად განვითარებულ ადგილობრივ გვერდით მოვლენას პაციენტთა ყველა ჯგუფში. სხვა სახის ადგილობრივი რეაქციები იყო ერითემა, ტკივილი/ დაჭიმულობა, ქავილი, გამონადენი და წვის შეგრძნება. შეინიშნებოდა შემდეგი სახის გვერდით მოვლენები:

[ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100 - < 1/10), იშვიათი (≥1/1,000 - <1/100)]

სისხლისდალიმფურისისტემისმხრივ:

ხშირი: ჰემოგლობინის შემცირება, ჰემატოკრიტის შემცირება, ლეიკოციტების შემცირება

იშვიათი: ანემია, თრომბოციტოპენია, კოაგულოპათია, ლეიკოპენია, ეოზინოფილების გაზრდა, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის გაზრდა, ლიმფოციტების რაოდენობის შემცირება, ლეიკოციტების გაზრდა, ნეიტროფილების შემცირება.

მეტაბოლიზმისდაკვებისდარღვევები:

ხშირი: ჰიპოკალიემია

იშვიათი: სითხის შეკავება, ჰიპომაგნიემია, ანორექსია, ელექტროლიტური დისბალანსი, ჰიპერგლიკემია, ჰიპოკალცემია, მეტაბოლური აციდოზი

ფსიქიატრიულიდარღვევები

იშვიათი: შფოთვა, დეზორიენტაცია, უძილობა

ნერვულისისტემისდარღვევები:

ხშირი: თავის ტკივილი

იშვიათი: თავბრუსხვევა, დისგევზია, პარესთეზია, ძილიანობა, ტრემორი, ჰიპესთეზია

თვალისმხრივ:

იშვიათი: თვალის სიყვითლე, მხედველობის დაბინდვა, ქუთუთოების შეშუპება, ცრემლდენის გაზრდა

გულ-სისხლძარღვთა სისტემისმხრივ:

იშვიათი: ტაქიკარდია, არითმია, წინაგულების ფიბრილაცია, გულის შეგუბებითი უკმარისობა

სისხლძარღვოვანი დარღვევები:

ხშირი: ფლებიტი

იშვიათი: თრომბოფლებიტი, ჰიპერემია, სახის ჰიპერემია, ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ:

ხშირი: ქოშინი

იშვიათი: ცხვირის დაცობა, ფარინგოლარინგეალური ტკივილი, ტაქიპნოე, ბრონქოსპაზმი, ხველა, ქოშინი პაროქსიზმული ღამის, ჰიპოქსია, ხიხინი, ქოშინი

გასტროინტესტინური დარღვევები:

ხშირი: გულისრევა, დიარეა, ღებინება

იშვიათი: მუცლის ტკივილი, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, პირის სიმშრალე, დისპეფსია, კუჭის დისკომფორტი, მუცლის შებერვა, ასციტი, ყაბზობა, დისფაგია, მეტეორიზმი

ჰეპატობილიარული დარღვევები:

ხშირი: ღვიძლის მაჩვენებლების მომატება (ალანინ-ამინოტრანსფერაზას, ასპარტატ ამინოტრანსფერაზას, სისხლის ტუტე ფოსფატაზას, ბილირუბინი პირდაპირი და არაპირდაპირი)

იშვიათი: ქოლესტაზი, ჰეპატომეგალია, ჰიპერბილირუბინემია, სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური დარღვეევბი, ჰეპატოტოქსიკურობა, ღვიძლის დარღვევები, გამა-გლუტამილტრანსფერაზას გაზრდა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:

ხშირი: გამონაყარი, ქავილი, ერითემა, ჰიპერჰიდროზი

იშვიათი: მულტიფორმული ერითემა,  მაკულარული გამონაყარი, მაკულო-პაპულარული გამონაყარი, გენერალიზებული ჭინჭრის ციება,  ალერგიული დერმატიტი, გენერალიზებული ქავილი, ერითემატოზული გამონაყარი, გენერალიზებული გამონაყარი, ქავილი, კანის დაზიანება

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ხშირი: ართრალგია

იშვიათი: ზურგის ტკივილი, კიდურების ტკივილი, ძვლების ტკივილი, კუნთების სისუსტე, მიალგია

თირკმელების და საშარდე გზების მხრივ:

იშვიათი: თირკმლის უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა

ზოგადი დარღვევები და ინექციის ადგილის მხრივ:

ხშირი: ცხელება, შემცივნება, ქავილი ინფუზიის ადგილას.

იშვიათი: ტკივილი, კათეტერის ადგილის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, სიცივის შეგრძნება, სიცხის შემგრძნება, ერითემა ინფუზიის ადგილ