მეტოტრექსატი-ჰუმანითი

სავაჭრო დასახელება:

მეტოტრექსატი-ჰუმანითი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

მეტოტრექსატი

სამკურნალწამლო ფორმა:

საინექციო ხსნარი

შემადგენლობა

ყოველი ფლაკონი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

მეტოტრექსატი 500 მგ

არააქტიური ნივთიერებები:

ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH დასარეგულირებლად), საინექციო წყალი.

ფარმაკოთერაპიულიჯგუფი:

ანტინეოპლაზური საშუალებები, ფოლის მჟავას ანალოგები.

ათქ კოდი: L01BA01


ფარმაკოლოგიური თვისებები

მოქმედების მექანიმზი

მეტოტრექსატი არის ფოლიუმის მჟავას ანტაგონისტი ციტოსტატიკური ეფექტით. ის აინჰიბირებს  ფოლიუმის მჟავის კონვერსიას ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავად, რადგან მას აქვს მეტი აფინურობა ფერმენტ დიჰიდროფოლატრედუქტაზას მიმართ, ვიდრე ბუნებრვი სუბსტრატის - ფოლიუმის მჟავის მიმართ. აღნიშნულის შედეგად მცირდება დნმ-ის სინთეზი და ხდება ახალი უჯრედების ფორმირების ინჰიბიცია.

ფარმაკოკინეტიკა

ინტრავენური ადმინისტრირებისას, მეტოტრექსატი პიკურ კონცენტრაციას პლაზმაში აღწევს დაახლოვებით 0,5-1 საათის მანძილზე. თუმცა არსებობს მრავალი ვარიაცია,განსაკუთრებით განმეორებითი დოზების ადმინისტრირებისას. აბსორციის შემდეგ მეტოტრექსატის დოზის დაახლოვებით ნახევარი უკავშირდება პლაზმის ცილებს, მაგრამ ეს კავშირი უკუგანვითარებადია და მეტოტრექსატი ადვილად დიფუნდირდება უჯრედებში. განსაკუთრებით  დიდი რაოდენობით   პოლიგლუტამატის სახით  ის გვხვდება  ღვიძლში, ელენთაში და თირკმელში, სადაც რჩება რამოდენიმე კვირიდან, რამოდენიმე თვემდე. მცირე რაოდენობით მეტოტრექსატი ასევე გადადის ცერებროსპინალურ სითხეში. მისი ნახევარ-გამოყოფის პერიოდი 3-10 საათია დაბალი დოზების ადმინისტრირებისას, ხოლო 8-15 საათი მაღალი დოზებით თერაპიის დროს. მეტოტრექსატის უმეტესი ნაწილი გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით 24 საათის მანძილზე.

ჩვენებები:

მწვავე ლეიკემიები

არა–ჰოჯკინის ლიმფომები

ქორიოკარცინომა და სხვა ტროფობლასტური სიმსივნეები

რბილი ქსოვილისა და ოსტეოგენური სარკომები

სოლიდური კიბო მათ შორის ძუძუს, ფილტვის, თავისა და კისრის, შარდის ბუშტის, საშვილოსნოს,საკვერცხის, სათესლეების კარცინომა

 სოკოსებრი მიკოზის შორსწასული შემთხვევები

ფსორიაზის მძიმე ფორმები, ფსორიაზული ართრიტი

მძიმე რევმატიული ართრიტი,

მძიმე სერონეგატიური ართრიტები

დოზირება და მიღების წესი

გაფრთხილება:

როდესაც მეტოტრექსატი ინიშნება სიმსივნური დაავადებების დროს, პრეპარატის დოზა  უნდა შეირჩეს განსაკუთრებული სიფრთხილით, სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით.

დოზის არასწორი კალკულაციის შედეგად აღინიშნა ფატალური გამოსვალის შემთხვევები

ჯანდაცვის მუშაკები და პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული პრეპარატის შესაძლო ტოქსიური ეფექტების შესახებ.

მეტოტრექსატი 100მგ/მლ არის ჰიპერტონული ხსარი  და არ უნდა ვიხმაროთ ინტრათეკალურად.

ადმინისტრირების მეთოდი:

მეტოტრექსატი შესაძლებელია  ადმინისტრირდეს ინტრამუსკულარულად, ინტრავენურად და ინტრაარტერიარულად. დოზის კალკულაცია ჩვეულებრივ ხდება სხეულის კვადრატული მეტრზე გადაანგარიშებით ან სხეულის წონის მიხედვით. 100მგ-ზე მაღალი დოზა ყოველთვის საჭიროებს კალციუმის ფოლინატის გამოყენებას.

სხვადასხვა ჩვენებების დროს მეტოტრექსატის გამოყენების გზა და დოზა ძლიერ განსხვავებულია, ამავე დროს არსებობს მრავალი სქემა თითოეული ნოზოლოგიისას. ამიტომ მნიშვნელოვანია დოზის შერჩევის დროს ექიმმა გამოიყენოს  შესაბამისი სპეციალური სახელმძღვანელოები.ქვემოთ წარმოდგენილია დოზირების მხოლოდ ზოგიერთი სქემა.

დოზირება:

მეტოტრექსატი შესაძლებელია დაინიშნოს დაბალი,საშუალო და მაღალი დოზით

დაბალი დოზით თერაპია:

15-50 მგ/სხეულის თითოეულ მ2 -ზე,ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად კვირის მანძილზე, ერთი ან რამოდენიმე დოზის სახით. 

 40-60 მგ/მ2 -ზე (თავისა და კისრის კიბო) კვირაში ერთხელ ინტრავენური ბოლუსური ინექციის სახით.

საშუალო დოზით თერაპია:

100მგ/მ2 -დან 1000მგ/მ2 -მდე, ერთჯერადი დოზის სახით. გავრცელებული სქვამოზური ეპითელიალური და შარდის ბუშტის სიმსივნის დროს, მეტოტრექსატის საშუალო დოზა შეადგენს 100-200 მგ/მ2 -ზე.

მაღალი დოზით თერაპია: 

ზოგიერთი ავთვისებიანი დაავადების დროს,მაგალითად ავთვისებიანი ლიმფომის, მწვავე ლიმფური ლეიკემიის, ოსტეოგენური სარკომისა და მეტასტაზური ქორიოკარცინომის მკურნალობისას, მეტოტრექსატის დოზა არის 1000 მგ ან მეტი სხეულის კვადრატულ მეტრზე, 24 საათის მანძილზე. მაღალი დოზით თერაპიას თან უნდა ახლდეს კალციუმის ფოლინატის ადმინისტრირება. 

კალციუმის ფოლინატი

კალციუმის ფოლინატის დოზირების რეჟიმი ძლიერ არის დამოკიდებული მეტოტრექსატის საშუალო და  დიდი დოზის ადმინისტრირების გზებზე და თავად დოზაზე. აუცილებელია ექიმმა ნახოს შესაბამისი პროტოკოლი კალციუმის ფოლინატის გამოყენებისათვის,

კალციუმის ფოლინატის ადმინისტრირებასთან ერთად მნიშვნელოვანია მივიღოთ ზომები მეტოტრექსატის სათანადო ექსკრეციის უზრუნველსაყოფად ( დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფის უზრუნველყოფა და შარდის ალკალინიზაცია) აუცილებელია რენალური ფუნქციის მონიტორინგი, პლაზმის კრეატინინის კონტროლის  მეშვეობით. 

მოზრდილები

მწვავე ლიმფოციტური ლეიკემია

დაბალი დოზებით მეტოტრექსატი წარმოადგენს კომპლექსური პროტოკოლის შემადგენელ ნაწილს, რომელიც უზრუნველყოფს რემისიის შენარჩუნებას მოზრდილებში მწვავე ლიმფოციტური ლეიკემიით. ერჯერადი დოზა  არის 20-40 მგ/მ2- ზე.შემანარჩუნებელი დოზა ვარირებს 15- დან 30 მგ/მ2 -მდე კვირაში ერთხელ ან ორჯერ.

სხვა შესაძლო ვარიანტები:

  • 3.3 მგ/მ2  ციტოსტატიკურ აგენტებთან კომბინაციაში ერთხელ დღეში, 4-6 კვირის მანძილზე.
  • 2.5 მგ/კგ ყოველ კვირა.
  • მაღალი დოზის რეჟიმი-  1მ/მ2-დან  12 მ/მ2 -მდე (ი.ვ. 1-6 საათის მანძილზე) ყოველ 1-3 კვირაში.
  • 20 მგ/მ2  კომბინაციაში სხვა ციტოსტატიკურ აგენტებთან  კვირაში ერთხელ.

ძუძუს კიბო

ციკლოფოსფამიდის, მეტოტრექსატის და ფთორურაცილის ციკლური კომბინაცია გამოიყენება როგორც ადიუვანტური თერაპია რადიკალური მასტექტომიის შემდეგ ძუძუს პირველადი კიბოს დროს იღლიის ლიმფური კვანძის არსებობისას. მეტოტრექსატის დოზა შეადგენს 40 მგ/მ2 -ს ინტრავენურად ციკლის პირველ და მერვე დღეს, მკურნალობა მეორდება სამკვირიანი ინტერვალებით. მეტოტრექსატი ინტრავენურად დოზებით  10-60 მგ/მ2  შეიძლება ჩართული იყოს ციკლური კომბინაციის რეჟიმში სხვა ციტოტოქსიურ მედიკამენტებთან ერთად გავრცელებული ძუძუს კიბოს მკურნალობის დროს.

ოსტეოსარკომა

ეფექტური ადიუვანტური ქიმიოთერაპიისას საჭიროა რამოდენიმე ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიული მედიკამენტის კოადმინისტრირება. მეტოტრექსატის მაღალ დოზებთან და კალციუმის ფოლინატთან ერთად სქემაში ასევე  შეიძლება ჩართული იყოს დოქსორუბიცინი, ცისპლატინი და ბლეომიცინის, ციკლოფოსფამიდის და დაქტინომიცინის კომბინაცია. მეტოტრექსატი გამოიყენება დოზით 8,000-12,000 მგ/მ2-ზე ერთხელ კვირაში.თუკი დოზა არასკამრისია იმისათვის, რომ ინფუზიის ბოლოს მიღწეულ იყოს პლაზმური კონცენტრაცია 10-3 მოლ/ლ-ზე, მაშინ შემდგომი მკურნალობისას მეტოტრექსატის დოზა უნდა გაიზარდოს 15 გ/მ2 -მდე. მეტოტრექსატი შეიძლება გამოყენებულ იყოს ასევე მონოთერაპიულად ოსტეოსარკომის მეტასტაზური შემთხვევების მკურნალობისას.

ხანშიშესული პაციენტები

დოზის შემცირება  უნდა განვიხილოთ ასაკოვან პაციენტებში ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დაქვეითების გამო, ასევე ფოლატის რეზერვების შემცირების გამო ასაკოვან პაციენტებში.

პაციენტები თირკმლის უკმარისობით

მეტოტრექსატი გამოიყენება სიფრთხილით პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, დოზა უნდა იყოს შერჩეული კრეატინინის კლირენსის  და მეტოტრექსატის პლაზმური კონცენტრაციის მიხედვით.

  • როდესაც კრეატინინის კლირენსი >50 ( მლ/წთ), უნდა მივცეთ მეტოტრექსატის დოზის 100%
  • როდესაც კრეატინინის კლირენსი 20-50 ( მლ/წთ), უნდა მივცეთ მეტოტრექსატის დოზის 50%
  • როდესაც კრეატინინის კლირენსი <20( მლ/წთ), მეტოტრექსატის მიცემა რეკომენდებული არ არის.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით.

მეტოტრექსატი ინიშნება სიფრხილით ( თუკი საერთოდ ინიშნება) პაციენტებში მიმდინარე ან ანამნეზში არსებული ღვიძლის დაავადებების დროს, განაკუთრებით თუკი ეს დაავადებები გამოწვეულია ალკოჰოლის ჭარბი მიღებით. მეტოტრექსატი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთა ბილირუბინის დონე >5 მგ/დლ-ზე (85.5 μმოლ/ლ). როდესაც ადგილი აქვს ღვიძლის ენზიმების მუდმივ მატებას, საჭიროა მეტოტრექსატის დოზის შემცირება ან საერთოდ მკურნალობის შეწყვეტა.

პედიატრიული პაციენტები

მეტოტრექსატი სიფრთხილით გამოიყენება პედიატრიულ პაციენტებში. დოზის შერჩევა უნდა ხდებოდეს გამოქვეყნებული მკურნალობის პროტოკოლების მიხედვით.

სპეციალური უსაფრთხოების ზომები

საინექციო მეტოტრექსატი უნდა გაიხსნას შესაბამის, კონსერვანტებისაგან თავისუფალ ხსნარშიმ მაგალითად გლუკოზის 5% ხსნარში ან ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარში.მედიკამენტის ადმინისტრირება უნდა მოხდეს მხოლოდ გამოცდილი  პროფესიონალის მიერ, პრეპარატის განზავება უნდა ხდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე, სპეციალურად გამოყოფილი პერსონალის მიერ, აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის ხმარება ( ხელთათმანი,თვალის დაცვა, და პირბადე).ორსული სამედიცინო პერსონალის მიერ არ უნდა ხდებოდეს მეტოტრექსატის გახსნა და ამინისტრირება. მეტოტრექსატი არ უნდა მოხვდეს კანზე და ლორწოვან გარსზე. დაბინძურების შემთხვევაში დაბინძურებული არე დაუყოვნებლივ უნდა ჩამოიბანოს გამდინარე წყალში მინიმუმ 10 წუთის მანძილზე.

ნებისმიერი გამოყენებული ხსნარი უნდა  განადგურდეს. ნარჩენები უნდა მოთავსდეს სპეციალურ კონტეინერში, სპეციალური წარწერით. პერსონალი, რომელსაც ქონდა შეხება ანტინეოპლასტურ აგენტებთან საჭიროებს მონიტორინგს.

უკუჩვენებები 

  • ჰიპერმგრძნობელობა მეტოტრექსატის და/ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
  • ღვიძლის მძიმე უკმარისობა
  • ალკოჰოლდამოკიდებულება
  • თირკმლის მძიმე უკმარისობა ( კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 20მლ/წთ-ზე) 
  • სისხლის დისკრაზია- ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ან გამოხატული ანემია
  • სერიოზული, მწვავე ან ქრონიკული ინფექციები, მაგალთად ტუბერკულოზი და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი.
  • პირის ღრუს წყლული ან აქტიური გასტროინტესტინური წყლული.
  • ორსულობა და ძუძუთი კვება
  • ვაქციანცია ცოცხალი ვაქცინით.

განსაკუთრებული გაფრთხილებები

აღწერილია მეტოტრექსატის ფატალური ტოქსიურობა ინტრავენური ადმინისტირირებისას დოზის არასწორი კალკულაციის გამო.ვინაიდან მაღალია მძიმე ტოქსიური რეაქციების რისკი, მეტოტრექსატი უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ სიცოცხლისათვის საშიში ნეოპლასტიური დაავადებების დროს.  ექიმმა უნდა გააფრთხილოს პაციენტი მკურნალობის რისკის თაობაზე, საჭიროა მუდმივად ხდებოდეს პაციეტნის მონიტორინგი. მეტოტრექსატით მკურნალობისას, ისევე როგორც სხვა ციტოტოქსიური აგენტებით მკურნალობისას,პაციენტებში რომელთაც აღენიშნებათ სწრაფად მზარდი სიმსივნეები, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სიმსივნის ლიზისის სინდრომს.

ასეთ დროს საჭიროა შესაბამისი თერაპია და ფარმაკოლოგიური ჩარევა, რათა თავიდან ავიცილოთ ან შევამსუბუქოთ ეს გართულებები.

მეტოტრექსატი და არასტეროიდული ანთების საწინაამღდეგო მედიკამენტები ( ასსმი) დაფიქსირდა მოულოდნელი მძიმე (მათ შორის ფატალური) მიელოსუპრესია, აპლასტური ანემია და გასტროინტესტინური ტოქსიურობა მეტოტრექსატის კოადმინისტირებისას ( ძირითადად მაღალი დოზით) არასტეროიდულ ანტიანთებით პრეპარატებთან.

რადიოთერპისათან ერთად მეტოტრექსატის გამოყენებამ შესაძლებლია გაზარდოს რბილი ქსოვილის ნეკროზისა და ოსტეონეკროზის რისკი.

მეტოტრექსატის ინტრავენურმა ადმინისტრირებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე ენცეფალიტი ან ენცეფალოპათია, შესაძლო ფატალური გამოსავლით.

მეტოტრექსატი და პლევრალური ექსუდატი/ასციტი

მეტოტრექსატის ელიმინაცია ორგანიზმში დაგროვილი სითხეებიდან ძალიან ძნელია ( მაგალითად პლევარლური სითხე, ასციტი). პაციენტებში სითხის დიდი რაოდენობით, მეტოტრექსატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა სითხის დრენირება და მეტოტრექსატის პლაზმური კონცენტრაციის მონიტორინგი.

თუკი ადგილი აქვს სტომატიტს, დიარეას, ჰემატომეზესს ან კუპრისფერი განავალის არსებობას, მეტოტრექსატით მკურნალობა უნდა შევწყვიტოთ, რადგან არის ჰემორაგიული ენტერიტის და ფატალური გამოსავლის საშიშროება, ნაწლავური პერფორაციისა და დეჰიდრატაციის გამო.

ინფექცია და იმუნოლოგოიური მდგომარეობები.

მეტოტრექსატი ჩვეულებრივ უკუნაჩვენებია პაციენტებში იმუნური სისტემის სუპრესიით ან თუკი ვლინდება იმუნოდეფიციტი  ლაბორატორიულ ტესტებში.

პოტენციურად ფატალური ოპორტუნისტული ინფექციები,  Pneumocystis carinii -ით გამოწვეული პნევმონიის ჩათვლით, შესაძლებელია განვითარდეს მეტოტრექსატით მკურნალობის დროს.  

იმუნიზაცია

მეტოტრექსატმა შესაძლებელია შეცვალოს იმუნოლოგიური ტესტების შედეგები.განსაკუთრებით სიფრთხლე არის საჭირო  ქრონიკული ინფექციების დროს ( მაგალითად  herpes zoster, ტუბერკულოზი, ჰეპატიტი  B ან C) რადგან შესაძლებელია მოხდეს ამ ინფექციების აქტივაცია.მეტოტრექსატით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ცოცხალი ვაქცინებით ვაქინაცია.

კანის ტოქსიურობა: ფოტოტოქსიურობის რისკის გამო, პაციენტმა უნდა აირიდოს მზის პირდაპირი სხივები და სოლარიუმი.

მკურნალობის მონიტორინგი

მკურნალობის წინ რეკომენდებულია სისხლის ანალიზი, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების შესწავლა, ტესტი ჰეპატიტზე ( B და C), გულმკერდის რენტგენოგრაფიული კვლევა. მეტოტრექსატის ტოქსიური ეფექტის გამოვლენა შესაძლებელია დაბალ დოზებზეც კი, შესაბამისად მნიშვნელოვანია პაციენტის მონიტორინგი. საჭიროებისას ტარდება ძვლის ტვინის ბიოფსია. პლაზმაში მეტოტრექსატის რაოდენობის მონიტორინგი მნიშველოვნად ამცირებს მეტოტრექსატის ტოქსიურობას.

ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია ჩვეულებივ ჩნდება მეტოტრექსატით მკურნალობის დაწყებიდან 4–14 დღის განმავლობაში, თუმცა ხანდახან შესაძლებელია გაჩნდეს 12–21 დღის შემდგომაც. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი სარგებელი მნიშვნელოვანდ აჭარბებს რისკს.

ჰემატოლოგიური სუპრესია: ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრი კლებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ღვიძლის ფუნქციონალური ტესტები: მკურნალობა არ უნდა დავიწყოთ ან უნდა შევწყვიტოთ  თუკი ღვიძლის ფუნქციონალური ტესტები ან ბიოფსიით მიღებული პარამეტრები არ არის ნორმაში. ღვიძლის ენზიმების მუდმივი ელევეციისას უნდა განვიხილოთ დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შესაძლებლობა.

თირკმლის ფუნქცია: თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს მცირდება მეტოტრექსატის ელიმინაცია,რა შესაძლებელია გამოვლინდეს მძიმე გვერდითი მოვლენებით.საჭიროა მჭიდრო მონიტორინგი.  

რესპირატორული სისტემა: შესაძლებელია განვითარდეს მწვავე ან ქრონიკული ინტერსტიციული პნევმონიტი, ხშირად ასოცირებული ეოზინოფილიასთან. შესაძლებელია ასევე ფატალური გამოსავალი. მეტოტრექსატით მკურნალობა არ უნდა დავიწყოთ პაციენტებში ფილტვისმიერი სიმპტომებით.

ვიტამინები ან სხვა პროდუქტი, რომელიც შეიცავს ფოლის მჟავას, ფოლინის მჟავას ან მის დერივატებს ამცირებენ მეტოტრექსატის ეფექტურობას.

პედიატრიულ  პაციენტებში მეტოტრექსატი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ. სერიოზული ნეიროტოქსიურობა, რომელიც ხშირად ვლინდება გენერალიზებული ან ფოკალური ეპილეფსიური გულყრების მოულოდნელი მატებით, აღინიშნება პედიატრიულ პაციენტებში ლიმფობლასტური ლეიკემიით, რომლებიც მკურნალობენ ინტრავენური მეტოტრექსატის საშუალაო დოზით (1 გ/მ2).

ხანშიშესულები.ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების დაქვეითების გამო და ასევე ფოლის მჟავის დაბალი რეზერვების გამო, ხანშიშესულ პაციენტებში უნდა გავითვალისწინოთ პრეპარატის დაბალი დოზით დანიშვნა.

ნატრიუმი

მეტოტრექსატის ინექცია 100მგ/მლ შეიცავს 193.98 მგ (8.436 მმოლ) ნატრიუმს მაქსიმალურ დღიურ დოზაზე გადაანგარიშებით. შესაბამისად ეს უნდა მივიღოთ მხედველობაში, როდესაც პაციენტი იმყოფება დიეტაზე ნატრიუმის შეზუდვით.

ურთიერთქმდება სხვა მედიკამენტებთან

ციპროფლოქსაცინი შესაძლებელია ამცირებდეს მეტოტრექსატის ექსკრეციას.

არასტეროიდული ანთების საწინაამღდეგო მედიკამენტებისერთდროული გამოყენება მეტოტრექსატის მაღალ დოზებთან იწვევს მეტოტრექსატის პლაზმური რაოდენობის მატებას და მოქმედების პროლონგირებას, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ფატალური ჰემატოლოგიური და გასტროინტესტინური ტოქსიურობა.

ლეფლუნომიდის კოადმინისტრირება მეტოტრექსატთან ზრდის პანციტოპენიის რისკს.

პრობენეციდი არღვევს რენალურ ტუბულარულ ტრანსპორტს და შესაბამისად თავიდან უნდა ავიცილოთ მისი კოადმინისტრირება მეტოტრექსატთან.

პენიცილინი ამცირებს მეტოტრექსატის რენალურ კლირენსს, შესაბამისად ჩნდება რისკი ჰემატოლოგიური და გასტროინტესტინური ტოქსიურობის მატების .

პერორალური ანტიბიოტიკები, ტეტრაციკლინი, ქლორამფენიკოლი შესაძლებელია ამცირებდნენ მეტოტრექსატის აბსორბციას ან უშლიდნენ ხელს ენტეროჰეპატურ ცირკულაციას.

პოტენციურად ნეფროტოქსიური ქიმიოთერაპიული მედიკამენტების კოადმინისტრირებისას მეტოტრექსატის მაღალ დოზებთან იმატებს რენალური ტოქსიურობა.

რადიოთერაპიისა და მეტოტრექსატის ერთდროული გამოყენებისას იზრდება რბილი ქსოვილების ნეკროზისა და ოსტეონეკროზის რისკი.

ციტარაბინისა და მეტოტრექსატის გამოყენებისას იზრდება სერიოზული ნევროლოგიური გვერდითი მოვლენების რისკი, დაწყებული თავის ტკივილიდან დამთავრებული პარეზით, კომით და ინსულტის მსგავსი ეპიზოდებით.

თეოფილინის კლირენსი მცირდება მეტოტრექსატის კოადმინისტირებისას.

მერკაპტოპურინის პლაზმური კონცენტრაცია იზრდება მეტოტრექსატის კოადმინისტირებისას.

მედიკამენტები პლაზმის ცილებთან მაღალი შეკავშირების უნარით, როგორიცა  სალიცილატები, ფენილბუტაზონი, ფენიტოინი ზრდიან მეტოტრექსატის ტოქსიურობას მისი ჩანაცვლების გზით. 

ფუროსემდისა და მეტოტრექსატის კოადმინისტირებისას იზრდება მეტოტრექსატის რაოდენობა ტუბულარული სეკრეციის კონკურენტული ინჰიბიციის გამო.

პროტონული ტუმბოს ინჰბიტორებისა და მეტოტრექსატის კოადმინისტირებისას, განსაკუთრებით კი მაღალი დოზებით იზრდება მეტოტრექსატის პლაზმური რაოდენობა.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა: მეტოტრექსატი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.მან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის სიკვდილი, აბორტი ან ტერატოგენული ეფექტები, როდესაც ენიშნება ორსულ ქალებს. პირველი ტრიმესტრის მანძილზე მეტოტრექსატის მიღება იწვევს მალფორმაციების რისკი მკვეთრ მატებას.

ძუძუთი კვება:მეტოტრექსატი თერაპიული დოზებით მიღებისას ისეთი რაოდენობით გადადის დედის რძეში, რომ ჩნდება რისკი ნაყოფზე მისი ზემოქმედებისა, შესაბამისად მეტოტრექსატით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ფერტილობა: მეტოტრექსატი შესაძლებელია იყოს გენოტოქსიური. ამიტომ ქალს შვილოსნობის პოტენციალით არ უნდა დაენიშნოს მეტოტრექსატი სანამ არ გამოირიცხება ოსრულობა.  ასევე მეტოტრექსატმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს სპერმატოგენეზზე, ამიტომ ორსულობა უნდა ავიცილოთ თავიდან, როდესაც პარტნიორი მკურნალობს მეტოტრექსატით.

გვერდითი მოვლენები

უხშირესი გვერდითი მოვლენები მოიცავს წყლულოვან სტომატიტს, ლეიკოპენიას, გულისრევას.  ზოგადად გვერდითი მოვლენების სიმძლავრე დოზა დამოკიდებულია.სხეულის სისტემების მიხედვით გვერდითი მოვლენები შემდგენაირად ნაწილდება:

კანი: მიძიმე,ხანდახან ფატალური, დერმატოლოგიური რეაქციები,მულტიფორმული ერითემის ჩათვლით,სტივენ-ჯონსონის სინდრომი, კანის ნეკროზი, ექსფოლიატიური დერმატიტი, ეპიდერმული ნეკროლიზი, პრურიტი, ურტიკარია, დერმატიტი, ფოტოსენსიტიურობა, პიგმენტური ცვლილებები, ალოპეცია, ტელეანგიექტაზია, აკნე, ფურუნკულოზი. ფსორიაზით დაავადებულ პაციენტებში აღწერილია კანის დაწყლულება და იშვიათად ფსორიაზული ფოლაქის მტკივნეული ეროზია.  .

სისხლი: ძვლის ტვინის დეპრესია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ანემია, ჰიპოგამაგლობულინემია, ჰემორაგიები, სეპტიცემია.

ალიმენტარული სისტემა: გინგვინიტი, ფარინგიტი, სტომატიტი, მუკოზიტი, ანორექსია, გულისრევა, დიარეა, ჰემატომეზესი, მელენა, გასტროინტესტინური წყლულები და სისხლდენა,პანკრეატიტი, ენტერიტი.

ღვიძლი: ტრანსამინაზების ელევაცია,ღვიძლის ნეკროზი, ცხიმოვანი გადაგვარება, ჰეპატიტი, პერიპორტალური ფიბროზი, ღვიძლის ციროზი.

შარდსასქესო სისტემა: თირკმლის უკმარისობა, აზოტემია, ცისტიტი, ჰემატურია, ოოგენეზისა და სპერმატოგენეზის დარღვევა, გარდამავალი ოლიგოსპერმია, მენსტრუალური დისფუნქცია, ფერტილობა, ნაყოფის განვითარების ანომალია, მძიმე ნეფროპათია, ვაგინიტი, ვაგინალური წყლულები, ჰემატურია.  

სასუნთქი სისტემა: მწვავე და ქრონიკული ინტერსტიციული პნევმონია,ხშირად ასოცირებული ეოზინოფილიასთან, შესაძლებელი ფატალური გამოსავლით. ფილტვის მწვავე შეშუპება, იშვიათად ფილტვის ფიბროზი. 

ცენტრალური ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, თავბუსხვევა, მხედველობის დარღვევა, აფაზია, კოგნიტური პრობლემები, ჰემიპარეზი და გულყრები.

აღწერილია ლეიკოენცეფალოპათია მეტოტრექსატის მაღალი დოზების ინტრავენური ადმინისტრირების მერე, ან მეტოტრექსატის მცირე დოზების ადმინისტრირებისას   კრანიო-სპინალური დასხივების შემდგომ.

გულის დაავადებები: პერიკარდიტი, ექსუდაციური პერიკარდიტი

ინფექციები: ოპორტუნისტული ინფექციები ( ხანდახან ფატალური) აღწერილია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მეტოტრექსატით, როგორც ნეოპლაზური ასევე არანეოპლაზური დაავადებების გამო.პნევმონია გამოწვეული   Pneumocystis carinii-ით ყველაზე ხშირია. სხვა ინფექციებს მიეკუთვნება ნოკარდიოზი, ჰისტოპლაზმოზი, კრიპტოკოკოზი, ციტომეგალოვირუსი, Herpes Zoster.

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელ ქსოვილოვანი დაავადებები: ართრალგია/მიალგია სისხლძარღვოვანი დაავადებები: ვასკულტი, ჰიპოტენზია, თრომბოემბოლური ინციდენტები ( თრომბოფლებიტი, ფილტვის ემბოლია, არტერიული, ცერებრული და ღრმა ვენების თრომბოზები)

დოზის გადაჭარბება:

კალციუმის ფოლინატი არის საშუალება, რომელიც ანეიტრალებს მეტოტრექსატის ტოქსიურ ეფექტს ჰემატოპოეზურ სისტემაზე.როდესაც ხდება მეტოტრექსატის დიდი დოზების მიცემა ან დოზის გადაჭარბება, საჭიროა კალციუმის ფოლინატის ინტრავენური ინფუზია დოზით 75მგ-მდე 12 საათში, რომელიც გრძელდება 12 მგ.-ის ინტრამუსკულური ინექციებით ყოველ 6 საათში,სულ 4 -ჯერ. იქ სადაც გამოყენებულია მეტოტრექსატის საშუალო დოზა , რომელიც იწვევს ტოქსიურობას, კალციუმის ფოლინატი ეძლევა ინტრამუსკულურად დოზით 6-12 მგ. ყოველ 6 საათში,სულ 4-ჯერ. ზოგადად, როდესაც არსებობს ეჭვი დოზის გადამეტებაზე, კალციუმის ფოლინატის დოზა უნდა უტოლდებოდეს ან აჭარბებდეს მიღებული მეტოტრექსატის დოზას, ხოლო მისი  ადმინისტრირება უნდა ხდებოდეს   იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, სასურველია პირველი საათის მანძილზე და არა უმეტს 4 საათისა, რადგან შემდგომ ეფექტურობა მკვეთრად ქვეითდება.

შეფუთვა

5 მლ შუშის ფლაკონი. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გაყინოთ.

დილუციის შემდეგ: განზავებული ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა დემონსტრირებულია გლუკოზის 5%-იანი და ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იანი ხსნარებისათვის, კონცენტრაციებით 5მგ/მლ და 20მგ/მლ, 36 საათის მანძილზე არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე და 35 დღის მანძილზე, როდესაც ტემპერატურა უტოლდება 2-8°C. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით პროდუქტი უნდა იყოს გამოყენებული მყისიერად განზავების შემდეგ. თუკი არ მოხდა მყისიერი გამოყენება, მაშინ შემდგომი გამოყენება უნდა მოხდეს არაუმეტეს 24 საათის ინტერვალისა 2 - 8°C ტემპერატურის პირობებში, თუ განზავება მოხდა კონტორლირებულ ვალიდურ ასეპტიკურ გარემოში. 

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი მყისიერად გამოიყენება.

ვარგისიანობის ვადა

გაუხსნელი ფლაკონი-24 თვე

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - გამოიყენება ექიმის დანიშნულებით

მწარმოებელი:

N.V. Remedies Pvt. Ltd., ინდოეთი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

სს „ჰუმ