ლიპრო-ჰუმანითი

სავაჭრო დასახელება:

ლიპრო-ჰუმანითი

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება:

ლიზინოპრილი

სამკურნალწამლო ფორმა:

ტაბლეტები 5მგ, 10მგ, 20მგ

შემადგენლობა:

ყოველი ტაბლეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას - ლიზინოპრილ დიჰიდრატს ექვივალენტურს 5მგ, 10მგ, 20მგ ლიზინოპრილისა

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი სამკურნალო საშუალება, ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები

ათქ კოდი: C09AA03  


ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლიპრო–ჰუმანითი აინჰიბირებს ანგიოტენზინ გარდამქმნელ ფერმენტს (აგფ), რომელიც ხელს უწყობს ანგიოტენზინ I–ის გარდაქმნას ვაზოკონსტრიქტორულ პეპტიდად– ანგიოტენზინ II-ად. ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბირება იწვევს ვაზოპრესული აქტივობის დაქვეითებას და ალდოსტერონის სეკრეციის შემცირებას.

ფარკამოდინამიკა:

პაციენტების უმრავლესობაში ლიზინოპრილის ინდივიდუალური დოზის პერორალური ადმინისტრირების შემდეგ ანტიჰიპერტენზიული აქტივობა შეინიშნება ერთ საათში, არტერიული წნევის მაქსიმალური დაქვეითება კი ხდება 6 საათში. მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდებული ერთჯერადი დღიური დოზის მიღების შემდგომ ანტიჰიპერტენზიული ეფექტი გრძელდება 24 საათის მანძილზე, წნევის დაქვეითების საშუალო მაჩვენებელი 24 საათის შემდგომ ნაკლებია, ვიდრე   6 საათის შემდგომ.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური ადმინისტრირების მერე ლიპრო-ჰუმანითის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 7 საათში. ლიზინოპრილი პრაქტიკულად არ განიცდის მეტაბოლიზმს და გამოიყოფა შარდის მეშვეობით შეუცვლელი სახით. ლიზინოპრილის აბსორბციაზე გავლენას არ ახდენს საკვების არსებობა გასტროინტესტინურ ტრაქტში.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია

ლიპრო-ჰუმანითი ნაჩვენებია ესენციური და რენოვასკულური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ

  • გულის უკმარისობა

ლიპრო-ჰუმანითი ნაჩვენებია გულის უკმარისობის დროს როგორც ადუვანტური თერაპია პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ შარდმდენებს და/ან სათითურას პრეპარატებს.

  • მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი მკურნალობა

ლიპრო-ჰუმანითით მკურნალობის დაწყება ნაჩვენებია მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებიდან 24 საათის მანძილზე, ჰემოდინამიკურად სტაბილურ პაციენტებში, პაციენტების გადარჩენის მაჩვენებლის გაუმჯობესებისათვის.

  • დიაბეტური ნეფროპათია

ლიპრო-ჰუმანითი ნაჩვენებია დიაბეტური ნეფროპათიის სამკურნალოდ ინსულინდამოკიდებულ პაციენტებში ნორმალური არტერიული წნევით და ინსულინდამოუკიდებელ პაციენტებში ჰიპერტენზიით.

უკუჩვენებები:

ლიპრო-ჰუმანითი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერსენსიტიურობა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, ანამნეზში აღენიშნებათ თანდაყოლილი ან იდიოპათური ანგიო-ნევროზული შეშუპება. უკუნაჩვენებია აგფ ინჰიბიტორების გამოყენება ალისკირენის შემცველ მედიკამენტებთან, პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით ( პირველი და მეორე ტიპი) ან თირკმლის საშუალო და მძიმე უკმარისობით ( გლომერულოფილტრაცია ნაკლებია 60/მლ/წთ/1.73 მ3)

სიფრთხილის ზომები:

ანგიოშეშუპება შესაძლებელია გამოვლინდეს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ლიპრო-ჰუმანითით. ასეთ დროს მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ჰიპოტენზია შესაძლებელია აღინიშნოს ლიპრო-ჰუმანითის პირველი და მეორე დოზის მიღების ან დოზის მატების დროს, ძირითადად იმ პაციენტებში, რომელთაც შარდმდენების ფონზე აღენიშნებათ ჰიპოვოლემია, შეზღუდულად ღებულობენ სუფრის მარილს, იმყოფებიან დიალიზზე, აღენიშნებათ დიარეა, გულისრევა, ღებინება ან აქვთ რენინ-დამოკიდებული რენოვასკულური ჰიპერტენზია.

ჰიპოტენზია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს

ლიზინოპრილით მკურნალობა არ უნდა დავიწყოთ პაციენტებში მიოკარდიუმის ინფარქტით, რომელთაც აქვთ სერიოზული ჰემოდინამიკური ცვლილებების რისკი ვაზოდილატატორებით მკურნალობის ფონზე. აღნიშნულ ჯგუფს მიეკუთვნებიან პაციენტები არტერიული წნევით, რომელიც დაბალია 100 მმ. ვწყ. სვ–ზე და პაციენტები კარდიოგენული შოკით. მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებიდან პირველი სამი დღის მანძილზე ლიზინოპრილის დოზა უნდა შემცირდეს თუ არტერიული წნევა არის ნაკლები 120მმ.ვწყ. სვ–ზე. შემანარჩუნებელი დოზა უნდა შემცირდეს 5 -2,5 მგ–მდე, თუკი სისტოლური წნევა 100 მმ.ვწყ. სვ–ზე ნაკლებია. თუკი ჰიპოტენზია გრძელდება ( სისტოლური წნევა ნაკლებია 90მმ. ვწყ. სვ.–ზე ერთ საათზე მეტი ხნის მანძილზე) ლიზინოპრილის მიღება უნდა შევწყვიტოთ.

თირკმლის უკმარისობა. რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბიციის გამო, თირკმლის ფუქნციის ცვლილება შესაძლებელია მოხდეს იმ პაციენტებში, რომელთა თირკმლის ფუნქცია დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობაზე. ასეთ ჯგუფს მიეკუთვნებიან პაციენტები თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზით ან სოლიტარული თირკმლის არტერიის უნილატერალური სტენოზით, ასევე პაციენტები გულის მძიმე უკმარისობით. ასეთ პაციენტებში რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბიტორები იწვევენ ოლიგურიას, პროგრესულ აზოტემიას ,იშვიათად კი თირკმლის მწვავე უკმარისობას და სიკვდილს.

რენინ-ანგიოტენზინური სისტემის ორმაგი ბლოკი

აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინის რეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენება ალისკირენის შემცველ პროდუქტებთან ერთად ზრდის ჰიპოტენზიის, სინკოპეს, ინსულტის, ჰიპერკალიემიის, თირკმლის ფუნქციის დარღვევისა და თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკს პაციენტებში პირველი და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით და თირკმლის ფუნქციის მძიმე და საშუალოდ გამოხატული დარღვევებით. ზოგადად აგფ ინჰიბიტორების კოადმინისტრირება ანგიოტენზინის რეცეპტორების ანტაგონისტებთან და ალისკირენის შემცველ პროდუქტებთან არ არის რეკომენდებული, რადგან ასეთი მკურნალობა ასოცირებულია ჰიპოტენზიის, თირკმლის უკმარისობის და ჰიპერკალიემიის მომატებულ რისკთან.

ნეიტროპენია/ აგრანულოციტოზი. აგრანულოციტოზი და ძვლის ტვინის დეპრესია შეიძლება გამოვლინდეს აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს.

ჰიპერკალიემია. ჰიპერკალიემიის განვითარების რისკ –ფაქტორებს მიეკუთვნება თირკმლის უკამრისობა, შაქრიანი დიაბეტი, კალიუმის შემანარჩუნებელი შარდმდენების (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ან ამილორიდი) და კალიუმის შემცველი კვებითი დანამატების გამოყენება

ჰიპოგლიკემია. აგფ ინჰიბიტორებითმკუნალობის დაწყებისას, განსაკუთრებით პირველი თვეების მანძილზე, საჭიროა მჭიდრო მონიტორინგი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისა, რომლებიც მკურნალობენ პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებებით ან ინსულინით.

სარქვლოვანი სტენოზის და ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის მქონე პაციენტებში აგფ ინჰიბიტორები სიფრთხილთ გამოიყენება.

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციების დარღვევით აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობისას აღინიშნა ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის რაოდენობის მატება.

ხველა აღნიშნება აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს. ხველა არის არაპროდუქტიული, მუდმივი და წყდება აგფ ინჰიბიტორებით თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.

ანაფილაქსიური რეაქცია ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში აღინიშნა, როდესაც დიალიზისას გამოიყენებოდა პოლიაკრილ-ნითრილის მემბრანა და პაციენტები მკურნალობდნენ აგფ ინჰიბიტორებით, შესაბამისად რეკომენდებულია სხვა ტიპის დიალიზის მემბრანის ან სხვა ჰიპოტენზიური პრეპარატების გამოყენება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ჰიპოტენზია- ლიზინოპრილით სიმპტომური ჰიპოტენზიის რისკი მცირდება თუ მკურნალობის დაწყებამადე შევწყვიტავთ შარდმდენების მიღებას ან ლიზინოპრილს დავნიშნავთ დაბალი დოზით.

ჰიპერკალიემია. რადგან ლიზინოპრილი ამცირებს ალდოსტერონის პროდუქციას, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს პლაზმის კალიუმის მატებას, განსაკუთრებით კალიუმის შემანარჩუნებელი შარდმდენებისა და კალიუმის პრეპარატების მიღებისას.

ოქრო. ნიტრიტოიდული რეაქცია ( სახის სიწითლე, გულისრევა, პირღებინება, და ჰიპოტენზია) ვითარდება იშვიათად ოქროს შემცველი საინქციო მედიკამენტების (sodium aurothiomalate ) და აგფ ინჰიბიტორების ერთდროული დანიშვნისას.

სიმპატიკურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი მედიკამენტები (განგლიობლოკატორები ან ადრენობლოკატორები) უნდა გამოვიყენოთ სიფრთხლით. ბეტა ადრენობლოკატორები იწვევენ ლიზინოპრილის ჰიპოტენზიური ეფექტის პოტენცირებას.

არასტეროიდულმა ანტიანთებითმა მედიკამენტებმა , მათ შორის ციკლოოქსიგენაზა 2–ის სელექტიურმა ინჰიბიტორებმა, შეიძლება შეამცირონ შარდმდენებისა და სხვა ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების ეფექტი. პაციენტებში დარღვეული რენალური ფუნქციით არასტეროიდული ანტიანთებითი მედიკამენტებისა და აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის შემდგომი გაუარესება.

რენინ-ანგიოტენზინური სისტემის ორმაგი ბლოკი აგფ ინჰიბიტორებით,ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებით ან ალისკირენის შემცველი პროდუქტებით უკუნაჩვენებია პაციენტებში დიაბეტით ან თირკლმის უკამარისობით ჰიპოტენზიის, თირკმლის უკმარისობის და ჰიპერკალიემიის რისკის გამო.

ლითიუმის მარილები. ლითიუმის ელიმინაცია შესაძლებელია შემცირდეს აგფ ინჰიბიტორების მიღების ფონზე.

განსაკუთრებული მითითებები

ორსულობა. ორსულობის დადგენისას, ლიზინოპრილით მკურნალობა უნდა შეწყდეს. ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში ლიზინოპრილით მკურნალობა ასოცირებულია ნაყოფის ან ახალშობილის დაზიანებასთან, ჰიპოტენზიის, თავის ქალის ჰიპოპლაზიის, ანურიის, თირკმლის უკმარისობის და ნაყოფის სიკვდილის ჩათვლით.

მეძუძური დედები. აგფ ინჰიბიტორების გარკვეული რაოდენობა შეინიშნება დედის რძეში, შესაბამისად აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს.

ხანშიშესულ პაციენტებში აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობისას სისხლის წნევის ცვალებადობა და გვერდითი მოვლენები იყო იდენტური ახალგაზრდა პაციენტებისა, თუმცა ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში ხანშიშესულ პაციენტებში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში და პლაზმური კონცენტრაცია- დროის მრუდის ქვეშ არსებული მიდამო ორმაგდება, ამრიგად ხანშიშესულ პაციენტებში დოზის მატება მეტი სიფრთხილით უნდა განხორციელდეს.

პედიატრიული პაციენტები. ლიზინოპრილის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შესწავლილია პედიატრიულ პაციენტებში 6–დან 16 წლამდე. არ არსებობს ინფორმაცია პაციენტებში 6 წლის ქვევით და ასევე იმ პედიატრიული პაციენტების თაობაზე, რომელთა გლომერულური ფილტრაცია ნაკლებია 30მლ/წთ/1.73 სმ3-ზე

დოზირება და გამოყენების მეთოდი

ლიზინოპრილი ინიშნება პერორალურად ერთხელ დღეში, ერთი და იგივე დროს. ლიზინოპრილის შეწოვა არ არის დამოკიდებული საკვებზე.

ჰიპერტენზია.

ლიზინოპრილი გამოიყენება როგორც მონოთერაპიულად, ასევე კომბინაციაში სხვა ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებთან. ჰიპერტენზიის მკურნალობისას ჩვეულებრივ საწყისი დოზა არის 10 მგ. პაციენტებში მკვეთრად გააქტივებული რენინ– ანგიოტენზინ– ალდოსტერონული სისტემით (მაგლითად პაციენტებში რენოვასკულური ჰიპერტენზიით, ჰიპოვოლემიით, სუფრის მარილის მიღების შეზღუდვით, მკვეთრი ჰიპერტენზიით) საწყისი დოზა 2,5–5 მგ.-ია. თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში საწყისი დოზა კიდევ უფრო დაბალია (იხილეთ ქვევით)

შემანარჩუნებელი დოზა ჩვეულებრივ 20 მგ.-ია, ერთჯერადი მიღებით. თუკი სასურველი თერაპიული ეფექტი არ იქნა მიღწეული 2– 4 კვირის მანძილზე, შესაძლებელია განვიხილოთ დოზის შემდგომი მატება. კლინიკურ კვლევებში მაქსიმალური დოზა არის 80 მგ.

პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ შარდმდენებს ლიზინოპრილის დანიშვნამდე 2–3 დღით ადრე უნდა შევწყვიტოთ შარდმდენების მიღება. თუკი ეს შეუძლებლია, უნდა განვიხილოთ ლიზინოპრილის უფრო დაბალი საწყისი დოზა– 5 მგ. ასევე უნდა ვაწარმოოთ თირკმლის ფუნქციისა და კალიუმის კონტროლი.

თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში საჭიროა დოზის კორექცია კრეატინინის კლირენსის მიხედვით.

 

ლიპრო-ჰუმანითის დოზის კორექცია თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში.

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ.)

საწყისი დოზა (მგ/დღ)

ნაკლებია 10მლ/წთ–ზე ( დიალიზზე მყოფი პაციენტებს ჩათვლით)

2.5 მგ*

10-30 მლ/წთ

2.5-5მგ

31-80 მლ/წთ

5-10მგ

* დოზისა და მიღების სიხშირის შერჩევა ხდება სისხლის წნევის მიხედვით.

დოზის ტიტრაცია შეიძლება, სანამ არ იქნება მიღწეული წნევის კონტროლი, მაქსიმუმი დღიური დოზა- 40მგ.

დოზირება 6– 16 წლამდე პედიატრიულ პაცინტებში არტერიული ჰიპერტენზიით.

პაციენტებში 20–დან 50 კგ.-მდე რეკომენდებული დოზა არის 2.5 მგ. ერთხელ დღეში, პაციენტებში, რომელთა წონა ≥50 კგ-ზე. რეკომენდებულია დოზა- 5 მგ. ერთხელ დღეში. დოზის ინდივიდუალური კორექცია შესაძლებელია მაქსიმუმ დოზამდე, რომელიც შეადგენს 20 მგ–ს პაციენტებში წონით 20–დან 50 კილოგრამამდე და 40 მგ.- ს პაციენტებში, რომელთა წონა მეტია ≥50კგ–ზე.

გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ლიზინოპრილი გამოიყენება როგორც ადუვანტური თერაპია დიურეტიკებთან და/ან სათითურას პრეპარატებთან და ბეტა ბლოკერებთან ერთად. ლიზინოპრილი უნდა დაინიშნოს საწყისი დოზით 2,5 მგ. დღეში ერთხელ. მედიკამენტი ეძლევა სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, რათა განისაზღვროს ინიციალური ეფექტი სისხლის წნევაზე. ლიზინოპრილის დოზას ვზრდით:

–                    არაუმეტეს 10 მილიგრამისა

–                    არანაკლებ ორი კვირის ინტერვალისა

–                    პაციენტის მიერ ასატან დოზამდე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 35 მგ.-ს დღეში ერთხელ

დოზის შერჩევა ხორცილედება პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებებისა და კლინკური პასუხის მიხედვით.

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი

საწყისი დოზა ( ინფარქტის განვითარების პირველი 3 დღის მანძილზე) :

ლიზინოპრილით მკურნალობა შესაძლებელია დაიწყოს სიმპტომების გამოვლენიდან 24 საათის მანძილზე. მკურნალობა არ უნდა დავიწყოთ, თუ არტერიული წნევა ნაკლებია 100 მმ. ვწყ.სვ.-ზე. პერორალური ლიზინოპრილის პირველი დოზა არის 5 მგ., 24 საათის მერე პაციენტს კვლავ ეძლევა პრეპარატის 5 მგ., ხოლო 48 საათის მერე 10მგ., შემდგომში გრძელდება მკურნალობა პრეპარატის 10 მგ.-ით ყოველდღიურად. პაციენტებს დაბალი სისტოლური წნევით (120მმ. ვწყ.სვ. ან ნაკლები), მკურნალობის დაწყებისას ან ინფარქტის განვითარებიდან პირველი სამი დღის მანძილზე, უნდა მივცეთ პრეპარატის უფრო დაბალი დოზა- 2,5 მგ.

შემანარჩუნებელი დოზა.

ლიზინოპრილის შემანარჩუნებელი დოზა არის 10 მგ. ერთხელ დღეში. ჰიპოტენზიის განვითარებისას (არტერიული წნევა ნაკლებია 100მმ. ვწყ, სვ.-ზე) დღიური შემანარჩუნებლი დოზა 5 მგ.-ია, თუმცა დოზა შეიძლება დროებით შევამციროთ 2,5 მგ.-მდე. პროლონგირებული ჰიპოტენზიისას (არტერიული წნევა ნაკლებია 90 მმ.ვწყ.სვ.-ზე ერთ საათზე მეტ ხანს) ლიზინოპრილით მკურნალობა უნდა შევწყვიტოთ.

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 6 კვირის მანძილზე, შემდეგ ხდება პაციენტის კონტროლი- თუკი სახეზეა გულის უკმარისობის ნიშნები, საჭიროა ლიზინოპრილით მკურნალობის გაგრძელება.

დიაბეტური ნეფროპათია

პაციენტებში, ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტით, ინიშნება 10მგ 1 ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 20 მგ-მდე დღეში, პაციენტებში ინსულინდამოკიდებული დიაბეტით დოზირება ანალოგიურია.

მკურნლობა თირკმლის ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებში.

არ არსებობს ლიზინოპრილით მკურნალობის  გამოცდილება პაციენტებში თირკმლის ტრანსპლანტატით. ამრიგად, ასეთი პაციენტების მკურნალობა ლიზინოპრილით რეკომედებეული არ არის.

გვერდითი მოვლენები

შემდეგი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა ლიზინოპრილით და სხვა აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს, რაც გამოხატული იყო სხვადასხვა სიხშირით: ხშირი გვერდითი მოვლენები (≥l%,<10%): თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ხველა, გულისრევა, პირღებინება, პანკრეატიტი, ჰეპატიტი, როგორც ჰეპატოცელულარული, ასევე ქოლესტაზური, სიყვითლე და ღვიძლის უკმარისობა, თირკმლის დისფუნქცია.

არახშირი გვერდითი მოვლენები (≥0.1%, <l%): ხასიათის ცვლილებები, პარესთეზია, ვერტიგო, გემოვნების შეცვლა, ძილის პრობლემები, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ცერებროვასკულური ინციდენტი, ტაქიკარდია, რეინოს სინდრომი, გულისრევა, მუცლის ტკივილი, სიწითლე, პრურუტი, შარდოვანს მატება სისხლში, კრეატიტინის მატება, სისუსტე, ასთენია,ჰიპერკალიემია.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (≥0.01%,<0.1%): ჰემოგლობინის დაქვეითება, ჰემატოკრიტის დაქვეითება, გონების დაბინდვა, პირის სიმშრალე, ურემია,თირკმლის მწვავე უკმარისობა, გინეკომასტია, შრატის ბილირუბინის მატება, ჰიპონატრიემია.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები(<0.01%): ძვლის ტვინის დეპრესია, ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, ლიმფადენოპათია, აუტოიმუნური დაავადება, ურტიკარია,ალოპეცია, ფსორიაზი, ჰიპერსენსიტიურობა/ ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპოგლიკემია, ბრონქოსპაზმი, სინუსიტი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენ ჯონსის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, კანის ფსევდოლიმფომა, ოლიგურია,ანურია.

ჭარბი დოზირება

აგფ ინჰიბიტორებით ჭარბი დოზირება მოიცავს: ჰიპოტენზიას, ცირკულატორულ შოკს, ელექტროლიტურ დისბალანსს, თირკმლის უკმარისობას, ჰიპერვენტილაციას, ტაქიკარდიას, ბრადიკარდიას, თავბრუსხვევას, შფოთვას, კომას.

რეკომენდებულია მკურნალობა ფიზიოლოგიური ხსნარის ინფუზიით. თუკი ხელმისაწვდომია განიხილება ანგიოტენზინ II-ის და ინტრავენური კატექოლამინების ინფუზია. უნდა მივიღოთ ზომები ლიზინოპრილის ელიმინაციისათვის (ღებინების გამოწვევა, კუჭის ლავაჟი, აბსორბენტების და სოდიუმ სულფატის მიცემა). ლიზინოპრილის ელიმინაცია შესაძლებელია მოვახდინოთ ჰემოდიალიზის მეშვეობით,

შეფუთვა:

10 ტაბლეტი მოთავსებულია Alu/Alu ბლისტერზე. 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა:

2 წელი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით

მწარმოებელი

XL LABORATORIES PVT. LTD., ინდოეთი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

სს „ჰუმანითი ჯორჯია“, საქართველო