კლოპიდოგრელი-ჰუმანითი

სავაჭრო დასახელება:

კლოპიდოგრელი-ჰუმანითი

CLIPIDOGREL - HUMANITY

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

კლოპიდოგრელი

სამკურნალწამლო ფორმა

გარსით დაფარული ტაბლეტები

შემადგენლობა:

ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: კლოპიდოგრელის ბისულფატს, ექვივალენტურს 75 მგ კლოპიდოგრელისა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტითრომბული საშუალებები, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, გარდა ჰეპარინისა

ათქ კოდი B01AC04


ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ერთჯერადი და განმეორებითი პერორალური მიღების შემდეგ დღეში 75 მგ დოზირებით, კლოპიდოგრელი სწრაფად შეიწოვება. უცვლელი კლოპიდოგრელის საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები (დაახლოებით 2,2-2,5ნგ/მლ 75მგ-ის ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ) შეინიშნებოდა 45 წუთის შემდეგ. შარდით გამოყოფილი კლოპიდოგრელის მეტაბოლიტების მიხედვით, შეწოვა ხდება არანაკლებ 50%.

განაწილება

კლოპიდოგრელი და სისხლის ნაკადში არსებული მისი ძირითადი (არააქტიური) მეტაბოლიტი, უკავშირდება პლაზმის ცილებს (98% და 94% შესაბამისად). კავშირი გაუჯერებელია კონცენტრაციის ფართო დიაპაზონში.

მეტაბოლიზმი

კლოპიდოგრელი განიცდის ღვიძლში ინტენსიურ მეტაბოლიზმს. კლოპიდოგრელი მეტაბოლიზდება ორი ძირითადი გზით: ერთი განპირობებულია ეთერაზებით და იწვევს ჰიდროლიზს ნახშირმჟავას არააქტიური წარმოებულის წარმოებით (სისხლის ნაკადში არსებული მეტაბოლიტების 85%), მეორე განპირობებულია სხვადასხვა P450 ციტოქრომებით. კლოპიდოგრელი პირველ რიგში მეტაბოლიზდება შუალედურ მეტაბოლიტად, 2-ოქსო-კლოპიდოგრელად. 2-ოქსო-კლოპიდოგრელის შუალედური მეტაბოლიტის შემდეგი მეტაბოლიზმი იწვევს აქტიური მეტაბოლიტის თიოლური წარმოებული კლოპიდოგრელის წარმოქმნას. მეტაბოლიზმის ეს გზა განპირობებულია CYP3A4, CYP2C19, CYP1A2 და CYP2B6-ით. აქტიური თიოლური მეტაბოლიტი სწრაფად და შეუქცევადად უკავშირდება თრომბოციტების რეცეპტორებს, ამ გზით თრომბოციტების დათრგუნვით. აქტიური მეტაბოლიტის Cmax იზრდება 2-ჯერ, როგორც 300მგ კლოპიდოგრელის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, ასევე შემანარჩუნებელი 75მგ დოზის მიღების შემდეგ 4 დღის მანძილზე. Cmax შეიმჩნევა მიღებიდან დაახლოებით 30-60 წუთის შემდეგ.

გამოყოფა

კლოპიდოგრელის მიღების შემდეგ, დაახლოებით 50% გამოიყოფა შარდით და დაახლოებით 46% - ფეკალური მასებით შეყვანიდან 120 საათის განმავლობაში. ერთჯერადი 75მგ პერორალური დოზის მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დააახლოებით 6 საათს. პრეპარატის ერთჯერადი და განმეორებითი მიღების შემდეგ ძირითადი,  სისხლში ცირკულირებადი (არააქტიური) მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 8 საათს.

ფარმაკოგენეტიკა

CYP2C19 მონაწილეობს როგორც აქტიური, ასევე შუალედური მეტაბოლიტის წარმოქმნაში. კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა და ანტითრომბოზული ეფექტები იცვლება CYP2C19 გენოტიპზე დამოკიდებულებით. ალელი CYP2C19*1 სრულიად შეესაბამება ფუნქციონალურ მეტაბოლიზმს, მაშინ როდესაც CYP2C19*2 და CYP2C19*3 ალელები არიან უფუნქციონი. CYP2C19*2 და CYP2C19*3 ალელები წარმოქმნიან დაბალი ფუნქციის მქონე ალელებს ევროპულ (85%) და აზიურ (99%) ნელ მეტაბოლიტებში. სხვა სახის ალელები, რომლებიც ასოცირდება მეტაბოლიტების არსებობასთან ან მათ შემცირებასთან, უფრო ხშირად გვხვდება და მოიცავს CYP2C19*4,*5,*6,*7 და *8. CYP2C19 ალელების სიჭარბე განსხვავდებოდა რასის/ეთნიკური ნიშნის მიხედვით.

პაციენტში ნელი მეტაბოლიზატორის სტატუსით, შეინიშნება დაკარგული ფუქნციის მქონე ორი ალელი, როგორც ზემოთ იყო აღწერილი. ნელი მეტაბოლიზატორის CYP2C19 გენოტიპების სიხშირე შეესაბამება 2% ევროპელებს, 4% აფრიკულ რასას და 14% ჩინური წარმოშობის ადამიანებს. არსებობს ტესტები პაციენტის CYP2C19 გენოტიპის დასადგენად.

აქტიური მეტაბოლიტების ექსპოზიციასა და თრომბოციტების აგრეგაციის საშუალო დათრგუნვაში ულტრასწრაფ, სწრაფ და საშუალო მეტაბოლიტებს შორის არსებითი სხვაობა არ შეინიშნებოდა. ნელ მეტაბოლიზატორებს აქტიური მეტაბოლიტების ექსპოზიცია აღენიშნებოდათ < 63-71% სწრაფ მეტაბოლიტებთან შედარებით. დოზირების რეჟიმის 600მგ/75მგ მიღებისას, ანტითრომბოზული საპასუხო რეაქცია შენელებული იყო ნელ მეტაბოლიზატორებში, რის გამოც საშუალო ПАТ (5მკმ ადფ) შეადგენდა 24% (24 საათს) და 37% (5 დღე), 39% ПАТ (24 საათს) და 58% (5 დღე) სწრაფ მეტაბოლიზატორებთან შედარებით და 37% (24 საათი) და 60% (5 დღე) - საშუალო მეტაბოლიზატორებთან შედარებით. როდესაც ნელი მეტაბოლიზატორები იმყოფებოდნენ 600მგ/150მგ დოზირების რეჟიმზე, აქტიური მეტაბოლიტების ექსპოზიცია მეტი იყო, ვიდრე 300მგ/75მგ დოზირების რეჟიმის დროს. ამას გარდა, ПАТ  შედაგენდა 32% (24სთ) და 61% (5 დღე), რაც მეტი იყო ნელ მეტაბოლიზატორებთან შედარებით, რომლებიც იმყოფებოდნენ 300მგ/75მგ რეჟიმზე, და ანალოგიურად -  მეტაბოლიზატორების CYP2C19 ჯგუფებში, რომლებიც იმყოფებოდნენ 300მგ/75 მგ დოზირების რეჟიმზე . შესაბამისი დოზირების რეჟიმი ამ პოპულაციისთვის არ არის დადგენილი. აქტიური მეტაბოლიტების ექსპოზიცია შემცირდა 28% საშუალო მეტაბოლიზატორებში და 72% ნელ მეტაბოლიზატორებში, მაშინ, როდესაც თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვა (5მკმ ადფ) შემცირდა ПАТ-თან სხვაობით 5.9%-ით და 21,4% -ით შესაბამისად, სწრაფ მეტაბოლიზატორებთან შედარებისას.

განსაკუთრებული პაციენტები

კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ პაციენტებში (თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა) უცნობია.

თირკმლის ფუნქციის დაღვევა

კლოპიდოგრელის დღეში 75 გრ განმეორებითი დოზების  მიღებისას, პაციენტებში თირკმელების მძიმე დაავადებით (კრეატინინის კლირენსი 5-15მლ/წთ) თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვა, რომელიც გამოწვეულია ადფ-თ (ადენოზინდიფოსფატი) იყო შედარებით სუსტი (25%), ვიდრე ჯანმრთელ სუბიექტებში, თუმცა, სისხლდენის დროის გახნაგრძლივება ანალოგიური იყო ჯანმრთელ სუბიექტებში არსებული დროისა, რომლებიც იღებდნენ კლოპიდოგრელის 75მგ დღეში. ამას გარდა, კლინიკური ამტანობა ყველა პაციენტში იყო კარგი.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

კლოპიდოგრელის დღეში 75მგ განმეორებითი დოზების მიღების შემდეგ 10 დღის მანძილზე, პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით, თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვა, რომელიც გამოწვეულია ადფ-ს მიერ, ანალოგიური იყო ჯანმრთელი პაციენტებისა. სისლხდენის დროის საშუალო გახანგრძლივება ორივე ჯგუფში ანალოგიური იყო.

ფარმაკოდინამიკა

კლოპიდოგრელი წარმოადგენს აქტიური ნივთიერების წინამორბედს, რომლის ერთ-ერთ მეტაბოლიტს წარმოადგენს თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორს. კლოპიდოგრელი განიცდის მეტაბოლიზმს CYP2C19 ენზიმების მეშვეობით, შედეგად წარმოიქმნება აქტიური მეტაბოლიტი, რომელიც თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას. კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტი სელექციურად აინჰიბირებს ადენოზინდიფოსფატის  მისი თრომბოციტების P2Y12 რეცეპტორებთან კავშირს და შედეგად ახდენს გლიკოპროტეინული კომპლექსის GPIIb/IIIa ადფ აქტივაციას და ამ გზით ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას. თრომბოციტების შეუქცევადი კავშირის შედეგად, რომელზეც ხდება ზემოქმედება , ხდება მათი დაზიანება მთელი  დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე (დაახლოებით 7-10 დღე), ხოლო თრომბოციტების ნორმალური ფუნქციის აღდგენა ხდება თრომბოციტების ციკლის შესაბამისი სიჩქარით. ადფ-სგან განსხვავებული აგონისტებით გამოწვეული თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვა ხდება ასევე, თრომბოციტების აქტივაციის გაძლიერების ბლოკირებით. ვინაიდან, აქტიური მეტაბოლიტი წარმოიქმნება CYP450 ენზიმების საშუალებით, რომელთაგან ზოგიერთი წარმოადგენს პოლიმორფინს ან ხდება მათი სხვა პრეპარატებით დათრგუნვა, ყველა პაციენტში თრომბოციტების დათრგუნვის ხარისხი არ არის საკმარისი.

პირველივე დღიდან 75მგ დღეში განმეორებითი დოზების მიღება იწვევდა თრომბოციტების აგრეგაციის მნიშვნელოვან დათრგუნვას. ინჰიბირების ეფექტი ძლიერდება პროგრესულად და  წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 3-7 დღის შემდეგ. წონასწორული მდგომარეობის სტადიაში ინჰიბირების საშუალო დონე რომელიც შეიმჩნეოდა 75 მგ დოზირებისას, შეადგენდა 40-60%. თრომბოციტების აგრეგაცია სისხლდენის დროს როგორც წესი, თანდათნობით უბრუნდებოდა საწყის დონეს მკურნალობის შეწყვეტიდან 5 დღის შემდეგ.

ჩვენებები

ატეროთრომბული მოვლენების პროფილაქტიკა

-         მოზრდილი პაციენტები მიოკარდიუმის ინფარქტით (რამოდენიმე დღიდან 35 დღემდე), იშემიური ინსულტით (7 დღიდან 6 თვემდე), ან პაციენტები პერიფერული არტერიების დიაგნოსტირებული დაავადებით

-         მოზრდილი პაციენტები, მწვავე კორონარული უკმარისობის სინდრომით:

-         მწვავე კორონარული უკმარისობის სინდრომი ST სეგმენტის მომატების გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი Q- კბილის გარეშე), მათ შორის პაციენტები  კორონარული სტენტირებით კორონარულ სისხლძარღვებში კანქვეშა შეღწევის მეშვეობით, აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში;

-         მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი ST სეგმენტის გაზრდით აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში, პაციენტებში მედიკამენტოზური თრომბოლიზური თერაპიის ჩასატარებლად.

ატეროთრომბული და თრომბოემბოლიური მოვლენების პროფილაქტიკა მოციმციმე არითმიის დროს

-         მოზრდილი პაციენტები მოციმციმე არითმიით, რომელთაც გააჩნიათ სისხლძარღვების დაავადების განვითრების თუნდაც ერთი რისკ-ფაქტორი, პაციენტები K ვიტამინის ანტაგონისტების აუტანლობით და პაციენტები, რომელთაც არ აღენიშნებათ სისხლდენის მომატებული რისკი, ატეროთრომბული და თრომბოემბოლური მოვლენების, მათ შორის თავის ტვინის ინსულტის თავიდან ასაცილებლად, კომბინაციაში აცეტილსალიცილის მჟავასთან.

მიღების წესი და დოზირება

მიიღება პერორალურად. შესაძლებელია საკვებისგან დამოუკიდებლად მიღება.

მოზრდილები და ხანდაზმული პაციენტები

კლოპიდოგრელის მიღება უნდა მოხდეს 75 მგ ერთხელ დღეში.

მწვავე კორონარული უკმარისობის სინდრომით დაავადებულ პაციენტებში:

-         მწვავე კორონარული უკმარისობის სინდრომი ST სეგმენტის მომატების გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი): კლოპიდოგრელით მკურნალობა უნდა დაიწყოს ერთჯერადი 300მგ დარტყმითი დოზით, შემდეგ გაგრძელდეს 75მგ ერთხელ დღეში  (აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად 75 – 325მგ დღეში). ვინაიდან აცეტილსალიცილის მჟავას უფრო მაღალი დოზების მიღება დაკავშირებულია სისხლდენის განვითარების რისკთან, რეკომენდებულია მისი დოზა არ აჭარბებდეს 100მგ. მკურნალობის  ოპტიმალური ხანგრძლივობა ფორმალურად არ არის დადგენილი. კლინიკური კველევების მონაცემები წარმოადგენს იმის საფუძველს რომ პრეპარტის მიღება მოხდეს 12 თვემდე, მაქსიმალური დადებითი ეფექტი შეიმჩნევა მკურნალობიდან 3 თვის შემდეგ.

-         მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი ST  სეგმენტის მომატებით:  კლოპიდოგრელის მიღება უნდა მოხდეს 75მგ ერთჯერადი დღიური დოზის სახით, დაწყებული 300მგ დარტყმითი დოზით აცეტილსალიცილის მჟავასთან  და სხვა თრომბოლიზურ პრეპარატებთან კომბინაციაში ან მათ გარეშე. 75 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში კლოპიდოგრელით მკურნალობა უნდა დაიწყოს დარტყმითი დოზების გარეშე. კომბინირებული თერაპია უნდა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად სიმპტომების გამოვლენისთანავე და გაგრძელდეს 4 კვირის მანძილზე მაინც. კლოპიდოგრელის აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციის მკურნალობის ეფექტი 4 კვირის შემდეგ მოცემული დაავადების დროს არ შესწავლილა (იხ. ფარმაკოდინამიკა).

მოციმციმე არითმიის დროს კლოპიდოგრელი ინიშნება 75მგ ერთჯერადი დღიური დოზი სახით. მიღება უნდა დაწყოს აცეტილსალიცილის მჟავით (75-325მგ დღეში) და გაგრძელდეს კლოპიდოგრელთან კომბინაციაში.

თუ გამოგრჩათ დოზა:

-         გავიდა 12 საათზე ნაკლები პრეპარატის მიღების დაგეგმილი დროიდან: დოზა უნდა იქნეს მიღებული მაშინვე და შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს დაგეგმილი დროის მიხედვით.

-         გავიდა 12 საათზე მეტი: პაციენტებმა უნდა მიიღონ შემდეგი დღიური დოზა ჩვეულებრივ დაგეგმილ დროს, მაგრამ დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება.

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

თირკმლის ფუქნციის დარღევვის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია (იხ. „ განსაკუთრებული მითითებები)

გვერდითი მოვლენები

სისხლდენა წარმოადგენს ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენას, დარეგისტრირებული როგორც კლინიკურ კველევბში , ასევე პოსტმარკეტინგულ პერიოდში.

კლინიკურ კველევებში გამოვლენილი არასასურველი მოვლენები ან სპონტანური შეტყობინებები ჩამოთვლილია ქვემოთ.

ხშირი (1/100, <1/10)

-         ჰემატომა და ტრავმული დაზიანება

-         ცხვირიდან სისხლდენა

-         კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, დიარეა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია

-         სისხლდენა პუნქციის ადგილიდან

არახშირი (1/1000, <1/100)

-         თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ეოზინოფილია

-         თავის ტვინის სისხლჩაქცევა (ადგილი ჰქონდა რამოდენიმე შემთხვევას ლეტალური შედეგით), თვის ტკივილი, პარესთეზია, თავბრუსხვევა

-         სისხლჩაქცევა თვალში (კონიუნკტივალური, ოკულარული, რეტინალური)

-         გასტრიტი, ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, მეტეორიზმი

-         გამონაყარი, ქავილი, კანში სისხლჩაქევა (პურპურა)

-         ჰემატურია

-         სისხლდენის დროის გახანგრძლივება, ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

იშვიათი (1/10000, <1/1000)

-         ნეიტროპენია, მათ შორის მწვავე

-         ვერტიგო (ვესტიბულარული თავბრუსხვევა)

-         რეტროპერიტონული სისხლდენა

ძალიან იშვიათი  (< 1/10000)

-         თრომბოზული თრომბოციტოპენული პურპურა, აპლაზური ანემია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, მწვავე თრომბოციტოპენია, გრანულოციტოპენია, ანემია

-         შრატისმიერი დაავადება, ანაფილაქტოიდური რეაქციები

-         ჰალუცინაციები, ცნობიერების დარღვევა

-         გემოს შეგრძნების დარღვევა

-         ძლიერი სისხლდენა, ჭრილობიდან სისხლდენა, ვასკულიტი, ჰიპოტენზია

-         რესპირატორული ტრაქტის სისხლდენა (სისხლის ამოხველება, ფილტვიდან სისხლდენა), ბრონქოსპაზმი, ინტერსტიციული პნევმონიტი

-         კუჭ-ნაწლავის და რეტროპერიტონული სისხლდენა ლეტალური შედეგით, პანკრეატიტი, კოლიტი (მათ შორის წყლულოვანი და ლიმფოციტური), სტომატიტი

-         მწვავე ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის ანალიზის პათოლოგიური მაჩვენებელი

-         ბულეზური დერმატიტი (ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა), ანგიოედემა, ერითემული გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ეგზემა და ბრტყელი სირსველი

-         ძვალ-კუნთოვანი სისხლდენა (ჰემართროზი, ართრიტი, არტრალგია, მიალგია)

-         გლომერულონეფრიტი, სისხლში კრეატინინის დონის მომატება

-         ცხელება

უკუჩვენება

-         მოქმედი ნივთიერების ან სხვა რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

-         ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა

-         ძლიერი სისხლდენა, როგორიცაა სისხლდენა პეპტიური წყლულიდან ან ქალაშიდა სისხლდენა

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

პერორალური ანტიკოაგულანტები: კლოპიდოგრელის მიღება პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად არ არის რეკომენდებული, რადგან მოცემულმა კომბინაციამ შესაძლებელია გააძლიეროს სისხლდენა (იხ. „განსაკუთრებული მითითებები“). მიუხედავად იმისა, რომ 75 მგ კლოპიდოგრელის მიღება დღეში არ ცვლიდა S-ვარფარინის ფარმაკოკინეტიკას და საერთშორისო ნორმალიზებულ თანაფარდობას პაციენტებში ვარფარინის ხანგრძლივი მიღებისას, კლოპიდოგრელის და ვარფარინის ერთდორულად მიღებისას იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი.

გლიკოპროტეინ IIb/IIIa ინჰიბიტორები: კლოპიდოგრელის მიღება სიფრთხილით უნდა მოხდეს პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ გლიკოპროტეინ IIb/IIIa ინჰიბიტორებს (იხ. განსაკუთრებული მითითებები).

აცეტილსალიცილის მჟავა : აცმ არ ცვლის თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვას რომელიც ინდუცირებულია ადფ-ით. თუმცა კლოპიდოგრელი აძლიერებს აცმ-ს  თრომბოციტების აგრეგაციის ეფექტს, ინდუცირებული კოლაგენით. ერთდროულად აცმ-ს 500მგ ორჯერ დღეში  მიღებისას რამოდენიმე დღის განმავლობაში არ იწვევდა სისხლდენის დროის მნიშვნელოვან გაზრდას. კლოპიდოგრელსა და აცეტილსალიცილის მჟავას შორის შესაძლებელია ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედება, რომელიც იწვევს სისხლდენის რისკის გაზრდას. შესაბამისად, ამ პრეპარატების ერთდროული მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით (იხ. განსაკუთრებული მითითებები). ამას გარდა, კლოპიდოგრელი და აცმ ინიშნებოდა ერთ წლამდე ვადით (იხ. ფარმაკოდინამიკა).

ჰეპარინი: კლოპიდოგრელის მიღებისას არ იყო საჭირო ჰეპარინის დოზის ცვლილება ან არ მოქმედებდა მის ეფექტზე. ჰეპარინის ერთდროულად მიღებას არ ქონია გავლენა თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვაზე. კლოპიდოგრელის და ჰეპარინის ერთდროულად მიღებისას შესაძლებელია ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება, რომელმაც შესაძლებლია გამოიწვიოს სისხლდენის განვითარება. შესაბამისად, ამ პრეპარატების ერთდროულად მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით .

თრომბოლიზური საშუალებები: კლოპიდოგრელის ფიბრინის სპეციფიური და ფიბრინის არასპეციფიურ თრომბოლიზურ საშუალებებთან და ჰეპარინთან ერთად გამოყენება გამოკვლეული იყო პაციენტებში მწვავე მიოკარიდუმის ინფარქტით. კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენების სიხშირე ანალოგიური იყო თრომბოლიზური საშუალებების და ჰეპარინის აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად მიღებისას გამოვლენილ სიხშირეზე.

არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები: კლოპიდოგრელის და ნაპროქსენის ერთდროულად მიღებამ  გამოიწვია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ფარულის სისხლის დაკარგვის მომატება . თუმცა, საკმარისი კლინიკური კვლევების არარსებობის გამო სხვა არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებთან ურთეირთქმედების შესახებ, ამ დროისთვის უცნობია ახასიათებს თუ არა ყველა სახის არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის მომატებული რისკი. შესაბამისად, არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების და კლოპიდოგრელის ერთდროული მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით.

სხვა სახის თანხმლები თერაპია: ვინაიდან კლოპიდოგრელი მეტაბოლიზდება აქტიურ მეტაბოლიტად ხშირად CYP2C19 -ის დახმარებით, მოსალოდნელია რომ სამკურნალო საშუალებების მიღება, რომლებიც იწვევენ ამ ენზიმის აქტივობის დათრგუნვას, გამოიწვევს კლოპიდოგრელის აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციის შემცირებას. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია. სიფრთხილის გამო დაუშვებელია იმ პრეპარატების ერთდროულად მიღება რომლებიც თრგუნავენ CYP2C19-ს.

ციტოქრომი P450 2C19 (CYP2C19)

ფარმაკოგენეტიკა: პაციენტები, რომლებიც წარმოადგენენ CYP2C19-ის ნელ მეტაბოლიზატორებს, კლოპიდოგრელის რეკომენდებული დოზების მიღებისას წარმოიქმნება ნაკლები აქტიური მეტაბოლიტები, და შესაბამისად გააჩნია ნაკლები ეფექტი თრომბოციტების ფუნქციაზე. არსებობს პაციენტებში CYP2C19-ის გენოტიპის გასნაზღვრის ტესტები. სამკურნალო საშუალებები რომლებიც თრგუნავენ CYP2C19, არიან ომეპრაზოლი და ეზომეპრაზოლი, ფლუვოქსამინი, ფლუოქსეტინი, მოკლობემიდი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი, ტიკლოპიდინი, ციპროფლოქსაცინი, ციმეტიდინი, კარბამაზეპინი, ოქსკარბაზეპინი და ქლორამფენიკოლი.

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (პტი):

ომეპრაზოლის 80მგ ერთხელ დღეში მიღებისას ან კლოპიდოგრელთან ერთად ან მათ შორის 12 საათიანი ინტერვალების დაცვით, მცირდება აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიცია 45%-ით (დარტყმითი დოზა) და 40%-ით (შემანარჩუნებელი დოზა). შემცირება დაკავშირებულია 39% (დარტყმითი დოზა) და 21% (შემანარჩუნებელი დოზა) თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვასთან. ეზომეპრაზოლის კლოპიდოგრელთან ერთად მიღებისას მოსალოდნელია აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიციის შემცირება. სიფრთხილის გამო დაუშვებელია კლოპიდოგრელთან ერთად ომეპრაზოლის ან ეზომეპრაზოლის გამოყენება (იხ. განსაკუთრებული მითითებები). მეტაბოლიტის ექსპოზიციის შემცირება შედარებით ნაკლებად გამოიხატებოდა პანტოპრაზოლის და ლანსოპრაზოლის დროს.

აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციები შემცირდა 20%-ით (დარტყმითი დოზა) და 14%-ით (შემანარჩუნებელი დოზა) პანტოპრაზოლით მკურნალობის დროს 80მგ ერთხელ დღეში დოზირებით. ამას თან ახლდა თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირების  საშუალო შემცირება 15% და11%. ეს მონაცემები ნიშნავს იმას, რომ კლოპიდოგრელის მიღება შესაძლებელია პანტოპრაზოლთან ერთად,’ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ამცირებენ კუჭის მჟავიანობას, როგორებიცაა H2-რეცეპტორების ბლოკატორები (ციმეტიდინის გარდა, რომელიც წარმოადგენს CYP2C19 ინჰიბიტორს) და ანტაციდები მოქმედებენ კლოპიდოგრელის ანტითრომბოზულ აქტივობაზე.

სხვა სამკურნალო საშუალებები

კლოპიდოგრელის ატენოლოლთან  ან ნიფედიპინთან ან ორივესთან ერთად მიღებისას არ შეინიშნებოდა კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედება. ფენობარბიტალის ან ესტროგენის ერთდროულ გამოყენებას არ ქონია არსებითი ზემოქმედება კლოპიდოგრელის ფარმაკოდიმანიკურ აქტივობაზე.

დიგოქსინის და თეოფილინის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლებოდა კლოპიდოგრელთან ერთად მიღებისას.

ანტაციდები არ ცვლიდნენ კლოპიდოგრელის აბსორბციის ხარისხს.

ფენიტოინი და ტოლბუტამიდი, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP2C9 -ის მეშვეობით შესაძლებელია კლოპიდოგრელთან გამოყენება საფრთხის გარეშე.

განსაკუთრებული მითითებები

სისხლდენები და ჰემატოლოგიური დარღვევები

მკურნალობის დროს  სისხლდენის და ჰემატოლოგიური არასასურველი რეაქციების განვითარების რისკის გამო, კლინიკური სიმპტომების გამოვლენისთანავე, რომლებიც მიუთითებენ სისხლდენაზე, საჭიროა გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი და/ან სხვა შესაბამისი ანალიზი (იხ. გვერდითი მოვლენები). ისევე როგორც სხვა ანტითრომბოზული საშუალებები, კლოპიდოგრელის მიღებაც უნდა მოხდეს სიფრთხილით პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ძლიერი სისხლდენის რისკის ქვეშ, რომელიც დაკავშირებულია ტრავმებთან, ქირურგიულ ან სხვა პათოლოგიურ მდგომარეობებთან , ასევე პაციენტებში რომლებიც იმყოფებიან აცეტილსალიცილის მჟავას, ჰეპარინის, გლიკოპროტეინ IIb/IIIa ინჰიბიტორების ან არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის ცოგ-2 ინჰიბიტორებით თერაპიაზე. აუცილებელია პაციენტების კონტროლი სისხლდენის მათ შორის ფარული სილხლდენების ნიშნების აღმოსაჩენად, განსაკუთრებით მკურნალობის პირველ კვირას და/ან გულზე ინვაზიური პროცედურების ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ. არ არის რეკომენდებული კლოპიდოგრელის პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად მიღება, რადგან შესაძლებელია გაძლიერდეს სისხლდენა (იხ. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან). თუ პაციენტმა უნდა გადაიტანოს ელექტიური ქირურგიული ჩარევა, და ანტითრომბული ეფექტი დროებით არასასურველია , კლოპიდოგრელის მიღება უნდა შეწყდეს ოპერაციამდე 7 დღით ადრე. ნებისმიერი დაგაგმილი ოპერაციის წინ და ახალი პრეპარატის მიღებამდე პაციენტებმა უნდა აცნობონ თერაპევტებს ან სტომატოლოგებს რომ იღებენ კლოპიდოგრელს. კლოპიდოგრელი ზრდის სისხლდენის დროს და სიფრთხილით უნდა მოხდეს მისი გამოყენება პაციენტებში პათოლოგიური ცვლილებებით და სისხლდენის მიმართ წინასწარგანწყობისას (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის და თვალისშიდა). უნდა მოხდეს პაციენტების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ლოქსიგრელის მიღებისას (ცალკე ან აცმ-სთან კომბინაციაში) სისხლდენის შესაჩერებლად შესაძლებელია მეტი დრო იყოს საჭირო, და რომ უნდა აცნობონ მკურნალ ექიმს თუ აღენიშნებათ გაუთვალისწინებელი (ლოკალიზაციის ან ხანგრძლივობის მიხედვით) სისხლდენა.

თრომბოზული თრომბოციტოპენული პურპურა

ძალიან იშვიათად, ლოქსიგრელის მიღების შემდეგ, და ზოგჯერ წყვეტილი ექსპოზიციისას შეინიშნებოდა თრომბოზული თრომბოციტოპენული პურპურა. იგი ხასიათდება თრომბოციტოპენიით და მიკროანგიოპათიური ჰემოლიზური ანემიით ნევროლოგიურ ცვლილებებთან, თირკმელების დისფუნქციასთან ან ცხელებასთან  ერთად. თთპ წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას, რომელცი საჭიროებს დაუყოვნებელ მკურნალობას პლაზმაფერეზთან ერთად.

მწვავე იშემიური ინსულტი

მონაცემების არარსებობის გამო ლოქსიგრელის მიღება არ არის რეკომენდებულილი პირველი მწვავე იშემიური ინსულტის შემდეგ 7 დღის მანძილზე.

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

ლოქსიგრელის გამოყენება პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით შეზღუდულია. შესაბამისად, მსგავს პაციენტებიში ლოქსიგრელის მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

პრეპარატის გამოყენება ღვიძლის ფუნქციის საშუალო სიმძიმის დარღვევისას , პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ჰემორაგიული დიათეზის მიმართ, შეზღუდულია. ამის გამო, მსგავს პაციენტებში ლოქსიგრელის მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით.

დამხმარე ნივთიერებები

ლოქსიგრელი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებში იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევებით, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაპას ლაქტაზას დეფიციტი და გლუკოზის და გალაქტოზის მალაბსრობციის სინდრომი, პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

პრეპარატი შეიცავს ჰიდროგენიზებულ აბუსალათინის ზეთს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს კუჭის დარღვევები და დიარეია.

გამოყენება პედიატრიაში

ლოქსიგრელის მიღების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და მოზარდებში 18 წლამდე არ არის დადგენილი.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობაზე კლოპიდოგრელის ზემოქმედების შესახებ კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო, არ არის სასურველი კლოპიდოგრელის ორსულობის დროს გამოყენება.

უცნობია გამოიყოფა თუ არა კლოპიდოგრელი დედის რძეში. კლინიკამდელმა კვლევებმა გამოავლინეს, რომ კლოპიდოგრელი აღწევა დედის რძეში. სიფრთხილის გამო ლოქსიგრელით მკურნალობისას დაუშვებელია ძუძუთი კვება.

ნაყოფიერება

კლინიკამდელ კვლევებში არ დამტკიცებულა კლოპიდოგრელის ზემოქმედება ნაყოფიერებაზე.

პრეპარატის ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე

თავბრუსხვევის არახშირი შემთხვევების და იშვიათი გვერდითი მოვლენების გამო პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით ავტომობილის და მექანიმზების მართვისას.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: კლოპიდოგრელის ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლებელია გახანგრძლივდეს სისხლდენის დრო და გამოიწვიოს სისხლდენის გართულება.

მკურნალობა: სისხლდენის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. ანტიდოტი არ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება სისხლდენის გახანგრძლივებული დროის კორექცია, თრომბოციტების ტრანსფუზიამ შესაძლოა შეაჩეროს კლოპიდოგრელის ეფექტი.

შეფუთვის ფორმა

7 ტაბლეტი მოთავსებულია ბლისტერზე. ოთხი ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

Senaxvis pirobebi

inaxeba araumetes 25°C temperaturaze, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობისვადა

2 წელი.

გაცემისწესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მწარმოებელი

MEPRO PHARMACEUTICALS PVT. LTD. (Unit-II)., ინდოეთი

savaWro licenziis mflobeli

ss “ humaniTi jorjia”, saqarTvelo