დექსამეტაზონი-ჰუმანითი

სავაჭრო დასახელება:

დექსამეტაზონი-ჰუმანითი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

დექსამეტაზონი

სამკურნალწამლო ფორმა:

საინექციო ხსნარი

შემადგენლობა:

1მლ ხსნარი შეიცავს:

დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატს, რომელიც შეესაბამება დექსამეტაზონის ფოსფატის 4მგ-ს

დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, კრეატინინი, ნატრიუმის ციტრატი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისათვის, გლუკოკორტიკოიდები

ათქ კოდი: H02AB02


ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

დექსამეტაზონის ფოსფატი მიეკუთვნება ხანგრძლივი მოქმედების გლუკოკორტიკოსტეროიდებს. კუნთში შეყვანის შემდეგ სწარფად აბსორბირდება ინექციის ადგილიდან და სისხლის მიმოქცევის შედეგად ვრცელდება ქსოვილებში. სისხლის პლაზმას ცილებს უკავშირდება დაახლოებით 80%. კარგად აღწევს ჰემატოენცეფალურ და სხვა ჰისტოჰემატურ ბარიერში. დექსამეტაზონის მაქსიმალური კონცენტრაცია ლიქვორში შეინიშნება ინტრავენური შეყვანიდან 4 საათის შემდეგ და სისხლის პლაზმაში შეადგენს კონცენტრაციის  15-20% . ინტრავენური შეყვანის შემდეგ სპეციფიური მოქმედება ვლინდება 2 საათის შემდეგ და გრძელდება 6-24 საათის მანძილზე. დექსამეტაზონი მეტაბოლიზდება ღვიძლში მნიშვნელოვნად ნელა კორტიზონზე. ნახევარგამოყოფის პერიოდი სისხლის პლაზმადან - დაახლოებით 3-4.5 საათია. შეყვანილი დექსამეტაზონის დაახლოებით 80% ელიმინირდება თირკმელებით გლუკორონიდის სახით 24 საათის მანძილზე.

ფამრაკოდინამიკა

სინთეზური გლუკოკორტიკოიდული პრეპარატი. აქვს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და დესენსიბილიზაციური მოქმედება. გააჩნია იმუნოსუპრესიული მოქმედება. უნიშვნელოდ აკავებს ორგანიზმში ნატრიუმს და წყალს. მსგავსი ეფექტები უკავშირდება ანთების მედიატორების გამოთავისუფლებას ეოზინოფილების მეშვეობით; ლიპოკორტიების წარმოქმნის ინდუცირებით და ღრუბლოვანი უჯრედების რაოდენობის შემცირებას, რომლებიც გამოიმუშავებენ ჰიალურონის მჟავას; კაპილარების გამტარობის შემცირებას; ციკლოოქსიგენაზას აქტივობის დათრგუნვას (ძირითადად ცოგ -2) და პროსტაგლანდინების სინთეზს ; უჯრედული მემბრანების სტაბილიზაციას (განსაკუთრებით ლიზოსომალური). იმუნოსუპრესიული ეფექტი განპირობებულია ციროკინების გამოთავისუფლებით (ინტერლეიკინი-I, II, გამა-ინტერფერონი) ლიმფოციტებისა და მაკროფაგებისგან. ნივთიერებათა ცვლაზე ძირითადი ზემოქმედება დაკავშირებულია ცილების კატაბოლიზმთან, ღვიძლში გლუკონეოგენეზის გაზრდით და პერიფერული ქსოვილების მიერ გლუკოზის უტილიზაციის შემცირებით. პრეპარატი თრგუნავს ვიტამინ D-ს აქტივობას, რაც იწვევს კალციუმის შეწოვის შემცირებას და მისი ორგანიზმიდან გამოყოფის გაძლიერებას. დექსამეტაზონი თრგუნავს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის სინთეზსა და სეკრეციას და მეორადად - ენდოგენური გლუკოკორტიკოიდების სინთეზს. პრეპარატის მოქმედების განსაკუთრებულობას წარმოადგენს ჰიპოფიზის ფუნქციის მნიშვნელოვანი დათრგუნვა და მინერალოკორტიკოიდული მოქმედების არარსებობა.

ჩვენებები

-                     სხვადასხვა გენეზის შოკი (ანაფილაქტიური, პოსტტრავმული, ოპერაციისშემდგომი, კარდიოგენული, ჰემოტრანსფუზიული და ა.შ.)

-                     თავის ტვინის შეშუპება (თვის ტვინის სიმსივნეების, ქალა-ტვინის ტრავმის, ნეიროქირურგიული ოპერაციების, თავის ტვინში სისხლჩაქცევის, მენინგიტის, ენცეფალიტების, სხივური დაზიანებების დროს)

-                     ასთმური სტატუსი

-                     მწვავე ალერგიული რეაქციები (კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი, დერმატოზი, მწვავე ანაფილაქტიური რეაქციები სამედიცინო პრეპარატებზე, შრატის გადასხმა, პიროგენული რეაქციები)

-                     მწვავე ჰემოლიზური ანემია

-                     თრომბოციტოპენია

-                     აგრანულოციტოზი

-                     მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია

-                     მძიმე ინფექციური დაავადებები (ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში)

-                     თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა

-                     სახსრების დაავადება (ბეჭის  პერიართრიტი, ეპიკონდილიტი, ბურსიტი, ტენდოვაგინიტი, ოსტეოქონდროზი, სხვადასხვა ეტიოლოგიის ართრიტები, ოსტეოართროზი)

-                     რევმატოიდული დაავადებები

-                     კოლაგენოზი

დექსამეტაზონის საინექციო ხსნარი 4მგ/მლ გამოიყენება მწვავე და გადაუდებელი მდგომარეობების დროს, როდესაც პარენტერალური შეყვანა წარმოადგენს სიცოცხლისთვის აუცილებელს. პრეპარატი განკუთვნილია მოკლევადიანი გამოყენებისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

გამოყენების წესი და დოზირება

დოზირების რეჟიმი არის ინდივიდუალური და დამოკიდებულია ჩვენებაზე, დაავადების სიწვავეზე და პაციენტის თერაპიის მიმართ რეაქციაზე. პრეპარატი შეიყვანება კუნთში, ინტრავენურად ნელი ბოლუსური ან ინფუზიის სახით, შესაძლებელია ასევე პერიარტრიკულარული ან სახსარშიდა შეყვანაც. ხსნარის მომზადების მიზნით ინტრავენური ინფუზიისთვის საჭიროა ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის, 5% გლუკოზას ხსნარის ან რინგერის ხსნარის გამოყენება.

მოზრდილებში ინტრავენურად, კუნთში შეიყვანება 4-დან 20მგ-დე 3-4-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 80მგ. სიცოცხლისთვის საშიში მწვავე სიტუაციების დროს შესაძლებელია საჭირო გახდეს დიდი დოზების გამოყენება. პარენტერალური უწყვეტი გამოყენება შეადგენს 3-4 დღეს, შემდეგ გადადიან პერორალური თერაპიის შემანარჩუნებელ თერაპიაზე  . ეფექტის მიღწევის შემთხვევაში დოზა მცირდება რამოდენიმე დღის განმავლობაში შემანარჩუნებელ დოზამდე (საშუალოდ 3-6მგ. დღეში დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე) ან მკურნალობის შეწყვეტამდე პაციენტზე უწყვეტი დაკვირებით. გლუკოკორტიკოიდების მასიური დოზების სწრაფმა ინტრავენურმა შეყვანამ შესაძლებელია გამოიწვიოს გულსისხლძარღვთა კოლაფსი: ინექცია ტარდება ნელა, რამოდენიმე წუთის განმავლობაში.

თავის ტვინის შეშუპება (მოზრდილებში): საწყისი დოზა 8-16 მგ ინტრავენურად, შემდეგ 5მგ ინტრავენურად ან კუნთში ყოველ 6 საათში ერთხელ დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღწევამდე. თავის ტვინზე ქირურგიული ოპერაციების დროს მოცეული დოზირება ნელ-ნელა უნდა შემცირდეს. უწყვეტმა მკურნალობამ შესაძლებელია წინააღმდეგობა გაუწიოს ქალაშიდა წნევის მომატებას, რომელიც დაკავშირებულია ტვინის სიმსივნესთან.

ბავშვებში ინიშნება კუნთში . პრეპარატის დოზა შეადგენს 0.2მგ/კგ-დან 0.4 მგ/კგ-მდე დღეში. მკურნალობა უნდა შემცირდეს მინიმალურ დოზამდე დროის უმოკლეს პერიოდში. სახსარშიდა შეყვანისას დოზა დამოკიდებულია დაზიანებული მიდამოს ანთების ხარისხზე, ზომაზე და  მდებარეობაზე. პრეპარატი შეიყვანება ერთხელ 3-5  დღეში (ბურსისთვის) და ერთხელ 2-3 კვირაში (სახსრისთვის)

მსხვილი სახსრები

1.6 მგ - 3.0 მგ

წვრილი სახსრები

0.6 მგ - 0.8 მგ

ბურსა

1.6 მგ - 3.0 მგ                                                       

მყესების გარსი

0.3 მგ - 0.8 მგ

ერთსა და იმავე სახსარში შეიყვანება არაუმეტეს 3-4 -ჯერ და არაუმეტეს 2 სახსარში ერთდროულად. დექსამეტაზონის უფრო ხშირმა შეყვანამ შესაძლოა დააზიანოს სახსრის ხრტილი. სახსარშიდა ინექციები უნდა ჩატარდეს მკაცრ სტერილურ პირობებში.

გვერდითი მოვლენები

დექსამეტაზონი, როგორც წესი კარგად გადაიტანება. მას გააჩნია დაბალი მინერალოკორტიკოიდული აქტივობა: მისი წყალ-ელექტროლიტების ცვლაზე გავლენა მცირეა. როგორც წესი, დაბალი და საშუალო დოზები არ იწვევენ ნატრიუმის და წყლის შეკავებას ორგანიზმში.

ერთჯერადი შეყვანის დროს:

-                     გულისრევა, ღებინება

-                     არითმიები, ბრადიკარდია გულის გაჩერებამდე

-                     არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი (განსაკუთრებით პრეპარატის დიდი დოზების სწრაფი შეყვანისას).

-                     გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება

-                     იმუნიტეტის დაქვეითება

ხანგრძლივი თერაპიის დროს:

-                     სტეროიდული შაქრიანი დიაბეტი ან ლატენტური შაქრიანი დიაბეტის მანიფესტაცია, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა, იცენკო-კუშინგის სინდრომი, ბავშვებში სქესობრივი განვითარების შეჩერება, სასქესო ჰორმონების ფუნქციის დარღვევა (მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ამენორეა, ჰირსუტიზმი, იმპოტენცია)

-                     პანკრეატიტი, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის სტეროიდული წყლული, ეროზიული ეზოფაგიტი, კუჭ-ნაწლავის სისხლდენები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კედლის პერფორაცია, მადის მომატება და შემცირება, საჭმლის მონელების დარღვევები, მეტეორიზმი, ბოყინი, იშვიათად - ღვიძლის ტრანსამინაზების და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მომატება, ჰემატომეგალია.

-                     მიოკარდიუმის დისტროფია, გულის უკმარისობის გამოხატულობის განვითარება და გაძლიერება, არტერიული წნევის ცვლილება, ჰიპერკოაგულაცია, თრომბოზები. პაციენტებში მწვავე და ქვემწვავე მიუკარდიუმის ინფარქტი - ნეკროზის კერის გავრცელება, ნაწიბურის ქსოვილის ფორმირების შენელება, რასაც შეუძლია გამოიწვიოს გულის კუნთის გახლეჩვა.

-                     დელირიუმი, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, დეპრესია, პარანოია, ქალაშიდა წნევის მომატება მხედველობის ნერვის დისკის შეშუპებით (ტვინის ფსევდოსიმსივნე - ხშირად ბავშვებში, როგორც წესი დოზის ძალიან სწრაფი შემცირების შემდეგ , სიმპოტმები - თავის ტკივილი, მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა ან მხედველობის გაორება), ეპილეფსიის გამწვავება, ფსიქიური დამოკიდებულება, ნერვიულობა, ძილის დარღვევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კრუნჩხვები, ამნეზია, კოგნიტური დარღვევები

-                     თვალის შიდა წნევის მომატება, გლაუკომა, მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება, უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა, რქოვანას და სკლერას განლევა, თვალის ბაქტერიული, სოკოვანი ან ვირუსული დაავადებების გამწვავება, ეგზოფტალმი, მხედველობის უეცარი დაკარგვა (პარენტერალური შეყვანის დროს შესაძლებელია თვალის სისხლძარღვებში პრეპარატის კრისტალების დაგროვება)

-                     კალციუმის მომატებული გამოყოფა, ჰიპოკალციემია, სხეულის მასის მომატება, უარყოფითი აზოტური ბალანსი, მომატებული ოფლიანობა

-                     სითხის და ნატრიუმის შეკავება (პერიფერული შეშუპება), ჰიპერნატრიემია, ჰიპოკალემიური ალკალოზი

-                     ბავშვებში ზრდის და გაძვლოვანების პროცესის შენელება (ზრდის ეპიფიზური ზონების ნაადრევი დახურვა), ოსტეოპოროზი (ძალიან იშვიათად - ძვლების პათოლოგიური მოტეხილობები, თეძოს  და მხრის ძვლის თავის ასეპტური ნეკროზი), კუნთების მყესების გაწყვეტა, პროქსიმალური მიოპათია, კუნთოვანი მასის შემცირება (ატროფია). სახსარში ტკივილის გაძლიერება, სახსრის შეშუპება, სახსრის უმტკივნეულო დაზიანება, შარკოს არტროფატია (სახსარშიდა შეყვანის დროს)

-                     ჭრილობების შენელებული შეხორცება, პატექიები, ეკქიმოზი, კანის გათხელება, ჰიპერ- ან ჰიპოპიგმენტაცია, სტეროიდული ფერიმჭამელები, სტრიები, პიოდერმიის და კანდიდოზის განვითარებისკენ მიდრეკილება

-                     ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით, ადგილობრივი ალერგიული რეაქციები - კანის გამონაყარი, ქავილი. კორტიკოსტეროიდების-ფოსფატების დიდი დოზების ინტრავენური ინექციების შემდეგ ადგილობრივად ჩხვლეტის და წვის შეგრძნება.

-                     ადგილობრივი რეაქციები პარენტერალური შეყვანის შემდეგ: შეყვანის ადგილას წვა, , ტკივილი, ჩხვლეტა, ინფექციები შეყვანის ადგილას, იშვიათად - მიმდებარე ქსოვილების ნეკროზი,  ნაწიბურების წარმოქმნა ინექციის ადგილას; კანის და კანქვეშა უჯრედის ატროფია კუნთში შეყვანისას (განსაკუთრებით საშიშია შეყვანა დელტისებურ კუნთში)

-                     ინფექციის განვითარება ან გამწვავება (განაპირობებს ერთდროულად მიღბული იმუნოსუპრესიული საშუალებები და ვაქცინაცია), ლეიკოციტოზი, ლეიკოციტურია, სახეზე სისხლის მოწოლა, მოხსნის სინდრომი, თრომბის წარმოქმნის და ინფექციის რისკი

უკუჩვენებები

-                     დექსამეტაზონის ან პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

-                     სისტემური ინფექცია იმ შემთხვევაში, როცა ხდება სპეციფიური ანტიბაქტერიული თერაპიის გამოყენება

-                     პერიარტიკულარული ან სახსარშიდა შეყვანისთვის: არსებული ართროპლასტიკა, პათოლოგიური სისხლდენა (ენდოგენური ან ანტიკოაგულანტების მიღებით გამოწვეული), ძვლის სახსარშიდა მოტეხილობა, სახსარში ინფექციურ (სეპტიური) ანთებითი პროცესი და პერიარტიკულარული ინფექციები (მათ შორის ანამნეზში არსებული ), ასევე საერთო ინფექციური დაავადება, ბაქტერემია, სისტემური სოკოვანი დაავადება, გამოხატული პერიარტიკულარული ოსტეოპოროზი, სახსარში ანთების არარსებობა („მშრალი“ სახსარი, მაგ. ოსტეოართროზის დროს სინოვიტის გარეშე), სახსრის ძვლის გამოხატული დესტრუქცია და დეფორმაცია (სახსრის ერთობლივი სივრცის მკვეთრი შევიწროება, ანკილოზი), სახსრის არასტაბილურობა ართრიტის შედეგად, ძვლის ეპიფოზების ფორმირებადი სახსრის ასეპტიური ნეკროზი, ინექციის ადგილას ინფექციები (მაგ. სეპტიური ართრიტი გონორეა, ტუბერკულოზის შედეგად).

-                     ბავშვებში ზრდის პერიოდში გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღება უნდა ხდებოდეს მხოლოდ აბსოლუტური ჩვენების შემთხვევაში, ექიმის სათანადო მეთვალყურეობის ქვეშ.

სიფრთხილით

განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის შემთხვევაში პაციენტებში შემდეგი დაავადებებით და მდგომარეობებით, ამასთან ერთად საჭიროა პაციენტის მდგომარეობის ხშირი კონტროლი:

-                     არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა

-                     კუშინგის სინდრომი

-                     მწვავე ფსიქოზი ან მწვავე აფექტური დარღევევების შემთხვევები (განსაკუთრებით მანამდე არსებული სტეროიდული ფსიქოზები)

-                     თირკმლის უკმარისობა

-                     კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლული

-                     ღვიძლის უკმარისობა

-                     აქტიური და ლატენტური ტუბერკულოზი, რადგან გლუკოკორტიკოიდებს შეუძლიათ გამოიწვიონ რეაქტივაცია

-                     ოსტეოპოროზი

-                     შაქრიანი დიაბეტი (ან მემკვიდრეობითი მიდრეკილება დიაბეტისადმი)

-                     სისტემური მიკოზები

-                     სახსრების ინფექციური დაზიანებები

-                     გაცხიმოვნება III-IV ხარისხის

-                     გლაუკომა (ან მემკვიდრეობით მიდრეკილება გლაუკომისადმი)

-                     მანამდე არსებული კორტიკოსტეროიდინდუცირებული მიოპათია

-                     ეპილეფსია

-                     შაკიკი

-                     პარაზიტული ინვაზიები, კერძოდ, ამებიაზი

-                     იმუნოდეფიციტური მდგომარეობები

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან   

შესაძლებელია დექსამეტაზონის ფარმაცევტული შეუთავსებლობა სხვა ინტრავენურად გამოსაყენებელ პრეპარატებთან - მისი შეყვანა რეკომენდებულია განცალკევებულად სხვა პრეპარატებისგან (ინტრავენური ბოლუსური, ან სხვა საწვეთურით, მეორე ხსნარის სახით). დექსამეტაზონის ხსნარის ჰეპარინთან შერევისას წარმოიქმნება ნალექი.

დექსამეტაზონის ერთდროული გამოყენება:

-                     ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების ინდუქტორებთან ( ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, პრიმიდონი, რიფაბუტინი, რიფამპიცინი, ფენიტოინი, ფენილბუტაზონი, თეოფილინი, ეფედრინი) შესაძლებელია დექსამეტაზონის ეფექტის შესუსტება ორგანიზმიდან მისი გამოყოფის მომატების შედეგად.

-                     დიურეზულებთან (განსაკუთრებით თიაზიდებთან და კარბოანჰიდრაზის ინჰიბიტორებთან) და В ამფოტერიცინთან - შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმიდან კალიუმის გამოყოფის მომატება და გულის უკმარისობის განვითარების რისკის მომატება

-                     ნატრიუმისშემცველ პრეპარატებთან - შეშუპების და არტერიული წნევის მომატება

-                     საგულე გლიკოზიდებთან - უარესდება მათი ამტანობა და იზრდება პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის განვითარების ალბათობა (გამოწვეული ჰიპოკალიემიის გამო)

-                     არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან - ასუსტებს (იშვიათად აძლიერებს) მათ მოქმედებას (საჭირო ხდება დოზის კორექცია).

-                     ანტიკოაგულანტებთან და თრომბოლიზურ საშუალებებთან - იზრდება სისხლდენების განვითარების რისკი კუჭ-ნაწლავის წყლულის გამო.

-                     ეთანოლთან და არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან - ძლიერდება ეროზიულ - წყლულოვანი დაზიანებები კუჭ-ნაწლავში და სისხლდენის განვითარება (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაციაში ართრიტების მკურნალობის დროს შესაძლებელია გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზების შემცირება თერაპიული ეფექტის სუმაციისთვის). ინდომეტაცინი, განდევნის რა დექსამეტაზონს ალბუმინთან კავშირიდან , ზრდის მისი გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.

-                     პარაცეტამოლთან - იზრდება ჰეპატოტოქსიურობის განვითარების რისკი (ღვიძლის ფერმენტების ინდუქცია და პარაცეტამოლის ტოქსიური მეტაბოლიტის წარმოქმნა)

-                     აცეტილსალიცილის მჟავასთან - აჩქარებს მის გამოყოფას და ამცირებს სისხლში კონცენტრაციას. კორტიკოსტეროიდების მიღებისას იზრდება სალიცილატების თირკმლისმიერი კლირენსი, ამიტომ კორტიკოსტეროიდების მოხსნამ შესაძლებელია გამოიწვიოს სალიცილატების მიერ ორგანიზმის ინტოქსიკაცია.

-                     ინსულინთან და პერორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან, ჰიპოტენზიურ საშუალებებთან - მცირდება მათი ეფექტურობა.

-                     ვიტამინ D-სთან - მცირდება Ca2+-ზე მისი ზემოქმედება და შეწოვა ნაწლავში

-                     სომატოტროპულ ჰორმონთან - მცირდება ამ უკანასკნელის ეფექტურობა

-                     M-ქოლინობლოკატორებთან (ანტიჰისტამინური პრეპარატების და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ჩათვლით) და ნიტრატებთან  - ხელს უწყობს თვალის შიდა წნევის მომატებას

-                     იზონიაზიდებთან და მექსილეთინომთან - ზრდის მათ მეტაბოლიზმს (განსაკუთრებით „ნელი“ აცეტიალტორების), რაც იწვევს მათი პლაზმური კონცენტრაციების შემცირებას.

-                     კარბოანჰიდრაზის ინჰიბიტორებს და „მარყუჟოვან“ დიურეზიულებს შეუძლიათ გაზარდონ ოსტეოპოროზის განვითარების რისკი.

АКТГ-ები აძლიერებენ დექსამეტაზონის მოქმედებას.

ერგოკალციფეროლი და პარატჰორმონი ხელს უშლიან ოსტეოპათიის განვითარებას, რომელსაც იწვევს დექსამეტაზონი.

ციკლოსპორინი და კეტოკონაზოლი ანელებენ რა დექსამეტაზონის მეტაბოლიზმს შეუძლიათ ზოგიერთ შემთხვევებში გააძლიერონ მათი ტოქსიურობა, ზრდიან ბავშვებში კრუნჩხვების განვითარების რისკს.

ანდროგენული და სტეროიდული ანაბოლური პრეპარატების ერთდროული გამოყენება დექსამეტაზონთან იწვევენ პერიფერულ შეშუპებას , ჰირსუტიზმს, ფერიჭამიების გაჩენას. ესტროგენები და პერორალური ესტროგენების შემცველი კონტრაცეპტივები ამცირებენ დექსამეტაზონის კლირენსს, რასაც შესაძლოა თან ახლდეს მისი მოქმედების გამოხატული გაძლიერება.

მიტოტანმა და სხვა თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის ინჰიბიტორებმა შესაძლებელია გამოიწვიონ დექსამეტაზონის დოზის მომატების აუცილებლობა.

ცოცხალ ანტივირუსულ ვაქცინებთან ერთდროული გამოყენებისას  და იმუნიზაციის სხვა სახეობების ფონზე ზრდის ვირუსების აქტივაციის და ინფექციების განვითარების რისკს. ანტიფსიქოზური საშუალებები (ნეიროლეპტიური საშუალებები) აზათიოპრინი ზრდიან კატარაქტას განვითარების რისკს დექსამეტაზონის დანიშვნისას.

ანტითირეოზული პრეპარატების ერთდროული გამოყენაბისას მცირდება , ხოლო თირეოიდულ ჰორმონებთან - იზრდება დექსამეტაზონის კლირენსი.

ისეთ პრეპარატებთან ერთად მიღებისას, რომლებიც ზრდიან გლუკოკორტიკოიდების მეტაბოლურ კლირენსს (ეფედრინი და ამინოგლუტეტიმიდი), შესაძლებელია დექსამეტაზონის ეფექტის შესუსტება ან დათრგუნვა; კარბამაზეპინთან - შესაძლებელია დექსამეტაზონის მოქმედების შემცირება; იმატინიბთან - შესაძლებელია იმატინიბინის კონცენტრაციის შემცირება სისხლის პლაზმაში მისი მეტაბოლიზმის ინდუქციის და ორგანიზმიდან გამოყოფის გაზრდის შედეგად.

ანტიფსიქოზურ საშუალებებთან, ბუკარბანთან, აზათიოპრინთან ერთდროული გამოყენებისას  წარმოქიმნება კატარაქტას განვითარების რისკი.

მეტოთრექსატთან გამოყენებისას - შესაძლებელია ჰეპატოტოქსიურობის გაძლიერება; პრაზიკვანტელთან - შესაძლებელია სისხლში პრაზიკვანტელის კონცნტრაციის შემცირება.

იმუნოსუპრესიული და ციტოსტატური საშუალებები აძლიერებენ დექსამეტაზონის მოქმედებას.

განსაკუთრებული მითითებები

პოსტმარკეტინგულ კვლევებში ადგილი ჰქონდა სიმსივნის ლიზისის სინდრომის განვითარების იშვიათ შემთხვევებს პაციენტებში ჰემოპლასტოზით მხოლოდ დექსამეტაზონის ან მისი სხვა ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან კომბინაციაში გამოყენების შემდეგ. პაცეინტები, რომლებიც იმყოფებიან სიმსივნის ლიზისის სინდრომის განვითარების რისკის ქვეშ, უნდა იმყოფებოდნენ სათანადო კონტროლის ქვეშ და მათ მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები.

პაციენტები და/ან მეთვალყურეები მომზადებულები უნდა იყვნენ შესაძლო სერიოზული გვერდითი მოვლენების განვითარებისთვის ფსიქიური სისტემის მხრიდან. სიმპტომები, როგორც წესი ჩნდება მკურნალობის დაწყებიდან რამოდენიმე დღის ან კვირის მანძილზე. მოცემული გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი უფრო მაღალია დიდი დოზების მიღებისას ან სისტემატური მოქმედებისას, თუმცა დოზის დონე არ იძლევა რეაქციის დაწყების, სიმძიმის ან ხანგრძლივობის წინასწარ განსაზღვრის საშუალებას. რეაქციათა უმრავლესობა ქრება დოზის შემცირების ან პრეპარატის მოხსნის შემდეგ, თუცმა ზოგჯერ საჭიროა სპეციფიური მკურნალობა. პაციენტები და/ან მეთვალყურეები უნდა დაუკავშირდნენ ექიმს ფსიქოლოგიური სიმპტომების განვითარების შემთხვევაში , კერძოდ დეპრესიის, სუიციდური აზრების შემთხვევაში, თუმცა მსგავსი რეაქციები ვითარდება არცისე ხშირად. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს სისტემური კორტიკოსტეროიდების მიღების საკითხი პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ან ანამნეზში აქვთ მწვავე აფექტური ფსიქოზი, მანამდე არსებული სტეროიდული ფსიქოზი - მკურნალობა ტარდება მხოლოდ სიცოცხლისთვის საჭიროების მიხედვით.

გლუკოკორტიკოიდების პარენტერალური დანიშვნის შემდეგ შესაძლებელია სერიოზული ანაფილაქტიური რეაქციების განვითარება, როგორიცაა ხორხის შეშუპება, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, უფრო ხშირად პაციენტებში ანამნეზში არსებული ალერგიით. ანაფილაქტიური რეაქციების განვითარების შემთხვევაში უნდა გატარდეს შემდეგი ზომები: 0.1-0.5 მლ ადრენალინის ინტრავენური ნელი შეყვანა დაუყოვნებლივ (ხსნარი 1:1000:0.1 – 0.5მგ ადრენალინი  სხეულის წონის მიხედვით), ამინოფილინის ინტრავენური შეყვანა და აუცილებლობის შემთვევაში - ხელოვნური სუნთქვის ჩატარება. 

გვერდითი მოვლენები შესაძლოა შემცირდეს მინიმალური ეფექტური დოზების მოკლე დროის მანძილზე დანიშვნით და ერთჯერადი სადღეღამისო დოზის შეყვანა დილით. აუცილებელია დოზის ხშირი ტიტრირება დაავადების აქტივობის მიხედვით. ქალა-ტვინის ტრავმების მქონე პაციენტებში ან ინსულინით დაუშვებელია  გლუკოკორტიკოიდების დანიშვნა, რადგან იგი არ მოუტანს სარგებელს და შესაძლოა ავნოს კიდეც. შაქრიანი დიაბეტის, ტუბერკულოზის, ბაქტერიული და ამებური დიზენტერიის, არტერიული ჰიპერტენზიის, ტრომბოემბოლიების, გულის და თირკმელების უკმარისობის, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტის, დივერტიკულიტის, ნაწლავის ახლად ჩამოყალიბებული ანასტომოზის დროს დექსამეტაზონის მიღება უნდა მოხდეს დიდი სიფრთხილით და ძირითადი დაავადების ადექვატური მკკურნალობისას.

პრეპარატის უეცარი მოხსნის დროს, განსაკუთრებით მისი დიდი დოზებით გამოყენებისას, ვითარდება გლუკოკორტიკოსტეროიდების მოხსნის სინდრომი: ანორექსია, გულისრევა, შენელებულობა, გენერალიზებული ძვალ-კუნთოვანი ტკივილი, საერთო სისუსტე. დოზის ძალიან სწრაფი დაწევა ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია, სიკვდილი.

პრეპარატის მოხსნის შემდეგ რამოდენიმე თვის განმავლობაში შესაძლებელია თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის შენარჩუნება. თუ ამ პერიოდში განვითარდება სტრესული სიტუაციები, დროებით ინიშნება  გლუკოკორტიკოიდები, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში - მინერალოკორტიკოიდები.

პრეპარატის მიღებამდე სასურველია პაციენტის გამოკვლევა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი პათოლოგიის დასადგენად. მოცემული პათოლოგიისადმი წინასწარ განწყობილ პაციენტებში აუცილებელია პროფილაქტიკის მიზნით დაინიშნოს ანტაციდური საშუალებები.

პრეპარატით მკურნალობის დროს პაციენტმა უნდა დაიცვას კალიუმით, ცილებით, ვიტამინებით, ნახშირწყლებით და ნატრიუმით მდიდარი  დაბალცხიმიანი დიეტა.

დექსმეტაზონის მიერ ანთებითი რეაქციის და იმუნური ფუქნციის დათრგუნვის შედეგად  იზრდება ინფექციების მიმართ მგრძნობელობა. ინტერკურენტული ინფექციების, სეპტიური მდგომარეობების არსებობისას დექსამეტაზონით მკურნალობა უნდა შეუთავსდეს ანტიბაქტერიულ თერაპიას.

ჩუტყვავილამ შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალი პაციენეტბში დაქვეითებული იმუნური სისტემით. პაციენტებში, რომელთაც არ გადაუტანიათ ჩუტყვავილა, უნდა მოერიდონ ახლო კავშირს ჩუტყვავილით დაავადებულ პაციენტებტან , ხოლო კონტაქტის შემთხვევაში მიმართონ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.