დოცეტაქსელი - ჰუმანითი

სავაჭრო დასახელება

დოცეტაქსელი-ჰუმანითი

DOCETAXEL  - HUMANITY

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება

დოცეტაქსელი

სამკურნალწამლო ფორმა

კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

შემადგენლობა

კონცენტრანტის ყოველი მლ შეიცავს:

აქტიური ნივთერებას:

დოცეტაქსელის ტრიჰიდრატს ექვივალენტურს 20მგ/0.5მლ, 80მგ/2მლ, 120მგ/3მლ დოცეტაქსელისა.

დამხმარე ნივთიერებები - პოლისორბატ 80;

გამხსნელის ყოველი ფლაკონი შეიცავს:

ეთანოლს 13% w/v

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტინეოპლაზიური საშუალება. ტაქსანები

ათქ კოდი L01CD02


ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

დოცეტაქსელის კინეტიკა არ არის დამოკიდებული დოზაზე და შეესაბამება სამკომპონენტიან ფარმაკოკინეტიკურ მოდელს ნახევარგამოყოფის ფაზებით α, β და γ, - შესაბამისად 4წთ, 36წთ და 11.1 სთ. ბოლო ფაზა, რომელსაც განაპირობებს დოცეტაქსელის შესაბამისად ნელი ექსკრეცია პერიფერული განყოფილებიდან. 100მგ/მ2 დოზის ინექციის შემდეგ ერთსაათიანი ინფუზიის დროს მიიღწეოდა მაქსიმალური საშუალო პლაზმური კონცენტრაცია 3.7მგ/მლ, რომელიც შეესაბამებოდა AUC 4.6 მგ.სთ/ლ. საერთო კლირენსის საშუალო მაჩვენებელი და განაწილების მოცულობა გაჯერების ეტაპზე შეადგენდა 21 ლ/სთმ2 და 113 ლ. საერთო კლირენსის სიჩქარის ინდივიდუალური სხვაობა შეადგენდა დაახლოებით 50%. >95% დოცეტაქსელი უკავშირდება პლაზმურ ცილებს.

ტერტ-ბუტილ ეთერის ჯგუფის ციტოქრომ P450-ით მისი ჟანგვის შემდეგ დოცეტაქსელი გამოიყოფოდა 7 დღის განმავლობაში შარდში და ფეკალიებში, რომელიც შეინიშნებოდა მიღებული რადიოაქტიურის შესაბამისად 6% და 75% (14C-დოცეტაქსელი). ფეკალიებში აღმოჩენილი რადიოაქტიურის 80% გამოიყოფოდა პირველი 48 სთ-ს მანძილზე ერთი ძირითადი არააქტიური მეტაბოლიტის და 3 უმნიშვნელო არააქტიური მეტაბოლიტის სახით და ასევე არამოდიფიცირებული პრეპარატის სუბსტანციის მცირე რაოდენობის სახით.

დოცეტაქსელის ფარმაკოკინეტიკა არ არის დამოკიდებული პაციენტის ასაკზე და სქესზე. პაციენტების მცირე რაოდენობას კლინიკური ლაბორატორიული მაჩვენებლებით, რაც მიუთითებს ღვიძლის ფუნქციის მსუბუქ ან ზომიერ დარღვევაზე (ALT, AST ≥1,5 ნორმის ზედა ზღვარზე ტუტე ფოსფატაზას დონეზე ≥2,5 ნორმის ზედა ზღვრაზე) გააჩნდა საერთო  შემცირებული კლირენსი საშუალოდ 27%-ით. დოცეტაქსელის კლირენსი არ იცვლებოდა სითხის მსუბუქი ან ზომიერი ფორმის შეკავებისას. მონაცემები უცნობია პაციენტებში წყლის ძლიერი შეკავებისას. დოცეტაქსელთან ერთად მიღებისას იგი არ მოქმედებს დოქსორუბიცინის და დოქსორუბიცინოლის პლაზმური დონეების კლირენსზე (დოქსორუბიცინის მეტაბოლიტი). დოცეტაქსელის, დოქსორუბიცინის და ციკლოფოსფამიდის  ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები  არ იცვლებოდა კომბინირებული გამოყენებისას. კაპეციტაბინი არ ახდენს გავლენას დოცეტაქსელის ფარმაკოკინეტიკაზე (Cmax და AUC) და დოცეტაქსელს არ გააჩნია ეფექტი კაპეციტაბინის მნიშვნელოვანი მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკაზე (5-დფურ).

დოცეტაქსელის კლირენსი ცისპლატინთან ერთად გამოყენებისას მსგავსია მონოთერაპიაში გამოყენების კლირენსთან. ცისპლატინის ფარმაკოკინეტიკური პროფილი მისი დოცეტაქსელის ინფუზიის შემდეგ მალევე გამოყენებისას მსგავსი იყო ცისპლატინის მონოთერაპიაში გამოყენების პროფილისა. დოცეტაქსელის, ცისპლატინის და 5-ფტორურაცილის კომბინაციაში დანიშვნა მყარი სიმსივნეების მქონე პაციენტებში არ ზემოქმედებდა პრეპარატის ფარმაკოკიენტიკაზე. პრედნიზონის ეფექტი დოცეტაქსელის ფარმაკოკინეტიკაზე მათი ერთად მიღებისას დექსამეთაზონის პრემედიკაციასთან არ შეინიშნებოდა.

ფარმაკოდინამიკა

იგი არის სიმსივნის საწინააღმდეგო ტაქსოიდების ჯგუფის მცენარეული პრეპარატი. პრეპარატის აქტიური ნივთიერებაა დოცეტაქსელი. იგი კუმულირებს მიკროტუბულებს ტუბულინში და ხელს უშლის მათ დეგრადაციას, რაც იწვევს მიტოზის ნგრევის ფაზას და ინტერფაზას სიმსივნურ უჯრედებში. დოცეტაქსელი მდგრადია უჯრედებში სადაც იგი აღწევს პიკურ კონცენტრაციებს. დოცეტაქსელი აქტიურია ზოგიერთი უჯრედების წინააღმდეგ რომლებიც ჭარბად წარმოქმნიან P-გლიკოპროტეინს. ინ ვივო დოცეტაქსელს გააჩნია ფართო სპექტრის მოქმედება თაგვების სიმსივნეების და ადამიანის გადანერგილი სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ.

ჩვენებები

ძუძუს კიბო

  • დოქსორუბიცინთან და ციკლოფოსფამიდთან კომბინაციაში გამოიყენება პაციენტებში ადიუვანტური თერაპიის სახით, რომელთაც ჩაუტარდათ ძუძუს კიბოს ქირურგიული ოპერაცია ლიმფური კვანძით ან მის გარეშე. პაციენტებში ოპერაბელური ძუძუს კიბოთი ლიმფური კვანძით ან მის გარეშე ადიუვანტური თერაპიის ჩატარება შესაძლებელია იმ პაციენტებში, რომელთაც შეუძლიათ მიიღონ ქიმიოთერაპია ძუძუს ადრეული კიბოს პირველადი თერაპიის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
  • დოქსორუბიცინთან კომბინაციაში იგი გამოიყენება პაციენტებში ძუძუს ადგილობრივი ან მეტასტაზური კიბოთი, რომელთაც არ ჩატარებიათ ციტოტოქსიკური თერაპია. მონოთერაპიის სახით იგი ინიშნება ძუძუს ადგილობრივი ან მეტასტაზური კიბოს დროს უშედეგო ციტოტოქსიკური თერპაიის შემდეგ. ქიმიოთერაპია უნდა მოიცავდეს ანტრაციკლინებს ან მაალკილირებელ პრეპარატებს.
  • კაპეციტაბინთან კომბინაციაში იგი ინიშნება ძუძუს ადგილობრივი ან მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ უშედეგო ციტოტოქსიური თერაპიის შემდეგ. მანადმე ჩატარებული ქიმიოთერაპია უნდა მოიცავდეს ანტრაციკლინებს.

ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო

  • იგი ინიშნება პაციენტებში ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს სამკურნალოდ მანამდე ჩატარებული უშედეგო ქიმიოთერაპიის შემდეგ.
  • ცისპლატინთან კომბინაციაში იგი ინიშნება პაციენტებში არარეზექტაბელური, ადგილობრივი ან მეტასტაზური ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს სამკურნალოდ პაციენტებში, რომელთაც მანამდე არ ჩატარებიათ ქიმიოთერაპია.

წინამდებარე ჯირკვლის კიბო

  • პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან კომბინაციაში გამოიყენება პაციენტებში მეტასტაზური წინამდებარე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ რეფრაქტორული ჰორმონალური თერაპიის მიმართ.

კუჭის ადენოკარცინომა

  • ცისპლატინთან და 5-ფტორურაცილთან კომბიანციაში იგი გამოიყენება პაციეტნებში კუჭის მეტასტაზური ადენოკარცინომას სამკურნალოდ, მათ შორის გასტრო-ეზოფაგული ადენოკარცინომის სანმკურნალოდ, მანამდე არჩატარებული ქიმიოთერაპიით.

თავის და კისრის კიბო

  • ცისპლატინთან და 5-ფოტრურაცილთან კომბინაციაში გამოიყენება თერაპიის ინდუქციისას პაციენტებში თავის და კისრის ადგილობრივად პრევალენტური ბრტყელუჯრედოვანი კარცინომას დროს.

დოზირება და მიღების წესი

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების პრევენციისთვის, ასევე სითხის შეკავების თავიდან ასაცილებლად, პაციენტებში დოცეტაქსელი-ჰუმანითის მიღებამდე (გარდა წინამდებარე ჯირკვლის კიბოს დროს) უნდა ჩატარდეს პრემედიკაცია დექსამეთაზონით, დოზით მაგ., 16მგ/დღში (8მგ, 2 -ჯერ დღეში) 3 დღე, 1 დღით ადრე დოცეტაქსელის მიღებამდე.

პაციენტებში წინამდებარე ჯირკვლის კიბოს დროს რომლებიც იღებენ პრედნიზონის ან პრედნიზოლონის კომბინირებულ თერაპიას, უნდა ჩაუტარდეთ დექსამეთაზონით პრემედიკაცია, დოზით 8მგ, 12,3 სთ-ს განმავლობაში და დოცეტაქსელი-ჰუმანითის ინექციამდე 1 საათით ადრე.

რეკომენდებულია პროფილაქტიკის მიზნით გრანულოციტური ნაწლავის მასტიმულირებელი ფაქტორის მიღება (G-CSF) ჰემატოლოგიური გართულებების რისკის შესამცირებლად.

დოცეტაქსელი-ჰუმანითი მიიღება ყოველ 3 კვირაში, ერთსაათიანი ინტრავენური ინფუზიის სახით.

ძუძუს კიბო

პაციენტებში ოპერაბელური ძუძუს კიბოს დროს ადიუვანტური თერაპიის განმავლობაში რეკომენდებული დოზაა დეცეტაქსელი-ჰუმანითის 75მგ/მ2 დოქსორუბიცინის (50მგ/მ2) მიღებიდან 1 საათში + ციკლოფოსფამიდი (500მგ/მ2) ყოველ 3 კვირაში, სულ 6 ციკლი. მონოთერაპიის დროს დოცეტაქსელი-ჰუმანითი მიიღება ყოველ 3 კვირაში 100მგ/მ2 დოზით. დოქსორუბიცინთან კომბინაციაში (50მგ/მ2) ან კაპეციტაბინთან (1250მგ/მ2 პერორალურად 2 კვირა 1-კვირიანი შესვენებით) დოცეტაქსელი მიიღება ყოველ 3 კვირაში ერთხელ დოზით 75მგ/მ2.

ტრასტუზუმაბთან კომბინაციაში დოცეტაქსელი-ჰუმანითის რეკომენდებული დოზაა 100მგ/მ2 ყოველ 3 კვირაში. ტრასტუზუმაბის დოზები და მიღების გზა განისაზღვრება ტრასტუზუმაბის ინსტრუქციის მიხედვით.

წვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს დროს დოცეტაქსელი-ჰუმანითი მიიღება ყოველ 3 კვირაში დოზით 75მგ/მ2 მონოთერაპიის სახით და 75მგ/მ2 პლატინის პრეპარატებთან კომბინაციაში.

პლატინის პრეპარატებთან კომბინაციაში არაეფექტურობის დროს დოცეტაქსელი-ჰუმანითი მიიღება მონოთერაპიის სახით.

საკვერცხის მეტასტაზური კიბოს დროს დოცეტაქსელი-ჰუმანითი მიიღება ყოველ 3 კვირაში დოზით 100მგ/მ2.

თავის და კისრის ადგილობრივი ბრტყელუჯრედოვანი კარცინომას დროს დოცეტაქსელი-ჰუმანითი მიიღება დოზით 75მგ/მ2. დოცეტაქსელის ინფუზიის შემდეგ იმავე დღეს ხდება ცისპლატინის ინფუზია დოზით 75მგ/მ2 1 საათის განმავლობაში, შემდეგ კი 5-ფტორურაცილის უწყვეტი ინფუზიის სახით 750მგ/მ2 24 საათის განმავლობაში 5 დღე. მოცემული რეჟიმი ინიშნება 3 კვირაში ერთხელ და შედგება 4 ციკლისგან. ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ ტარდება სხივური თერაპია.

თავის და კისრის მეტასტაზური ბრტყელუჯრედოვანი კარცინომას დროს დოცეტაქსელი-ჰუმანითი მიიღება ყოველ 3 კვირაში დოზით 100მგ/მ2.

წინამდებარე ჯირკვლის მეტასტაზური ჰორმონული-რეფრაქტორული კიბოს დროს დეცეტაქსელი-ჰუმანითი მიიღება ყოველ 3 კვირაში ერთხელ დოზით 75მგ/მ2. პრედნიზონი ან პრედნიზოლონი ინიშნება პერორალურად 2-ჯერ დღეში დოზით 5მგ მკურნალობის მთელი კრუსის განმავლობაში.

კუჭის მეტასტაზური კიბოს დროს დეცეტაქსელი-ჰუმანითი მიიღება 3 კვირაში ერთხელ დოზით 75მგ/მ2. დოცეტაქსელი-ჰუმანითის ინფუზიის შემდეგ იმავე დღეს ხდება ცისპლატინის ინფუზია 1-3 საათის განმავლობაში დოზით 75მგ/მ2, შემდეგ კი 5-ფტორურაცილის ინფუზია 5 დღე (750მგ/მ2/24 საათანი ინფუზიის სახით) ცისპალტინის ინფუზიის დასრულებისთანავე.

დოზის კორექცია

დოცეტაქსელი-ჰუმანითის ინექცია ხდება იმ შემთხვევაში, თუ ნეიტროფილების რაოდენობა შეადგენს ≥1500/ლ. ნეიტროფილების შემცირებისას <500 უჯრედი/მმ-მდე ერთ კვირაზე მეტი ხნის მანძილზე ან ფიბრილური ნეიტროპენიის განვითარების შემთხვევაში ან კანის სერიოზული რეაქციების განვითარებისას, ასევე მწვავე პერიფერული ნეიროპათიის დროს დეცეტაქსელი-ჰუმანითის მიღებისას, მისი დოზა უნდა შემცირდეს 100-დან 75მგ/მ2-დე და/ან 75-დან 60მგ/მ2-დე. თუ მსგავსი გართულებები განვითარდება დეცეტაქსელი-ჰუმანითის 60მგ/მ2 დოზის მიღებისას უნდა შეწყდეს მოცემული მკურნალობა.

პაციენტებში ოპერაბელური ძუძუს კიბოთი, ადიუვანტურ თერაპიის დროს ფიბრილური ნეიტროპენიის განვითარებისას უნდა მიიღონ G-CSF ყოველ შემდგომ ციკლში.  ფიბრილური ნეიტროპენიის შენარჩუნებისას დეცეტაქსელი-ჰუმანითის დოზა უნდა შემცირდეს 60მგ/მ2-დე და გაგრძელდეს G-CSF -ის მიღება. თუ G-CSF -ის მიღება არ მოხდება, დეცეტაქსელი-ჰუმანითის დოზა უნდა შემცირდეს 60მგ/მ2.

მეორე ხარისხის ტოქსიკურობის განვითარების შემთხვევაში, რომელიც გრძელდება დოცეტაქსელით/კაპეციტაბინით მკურნალობის მეორე ციკლამდე, მკურანლობის შემდგომი ციკლის გადადება შესაძლებელია, ვიდრე ტოქსიკურობა არ შემცირდება 0-1 ხარისხამდე და დეცეტაქსელი-ჰუმანითის მკურნალობის შემდგომი ციკლის დროს მისი ორიგინალი დოზის 100% უნდა იქნეს გამოყენებული.

პაციენტებში მეორე ხარისხის ტოქსიკურობის რეციდივის ან მესამე ხარისხის ტოქსიკურობის განვითარებისას თერაპიის ნებისმიერი ციკლის დროს, უნდა შეწყდეს მკურნალობა და შემცირდეს ტოქსიკურობა 0-1 ხარისხამდე, შემდეგ განახლდეს დოცეტაქსელი-ჰუმანითის ინექცია დოზით 55მგ/მ2. შემდგომ მე-4 ხარისხის ტოქსიკურობის განვითარების შემთხვევაში დოცეტაქსელი-ჰუმანითის მიღება უნდა შეწყდეს.

კაპეციტაბინის დოზის კორექცია დოცეტაქსელი-ჰუმანითისთან კომბინაციაში უნდა მოხდეს კაპეციტაბინის ისნტრუქციის შესაბამისად.

არაწვრილუჯერდოვანი ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებში კომბინირებული თერაპიის დროს, რომლებიც საწყისად იღებდნენ დოცეტაქსელი-ჰუმანითის დოზებით 75მგ/მ2 ცისპლატინთან ან კარბოპლატინთან კომბინაციაში, თუ წინა ციკლის დროს თრომბოციტების რაოდენობა შემცირდა <25 000/ლ-მდე (ცისპლატინის დროს), და <75 000/ლ-დე (კარბოპლატინის დროს), ან პაციენტებში რომლებსაც განუვითარდათ ფიბრილური ნეიტროპენია, ან პაციენტებში დოცეტაქსელის დოზის ჰემატოლოგიური ტოქსიურობის მწვავე გამოვლინენებით, მომდევნო ციკლში დოცეტაქსელი-ჰუმანითის დოზა უნდა შემცირდეს 65მგ/მ2-დე. ცისპლატინის დოზის კორექციის დროს აუცილებელია ცისპლატინის გამოყენების ინსტრუქციების დაცვა.

დოცეტაქსელი-ჰუმანითის და ცისპლატინის ან 5-ფტორურაცილის  კომბინაციაში ფიბრილური ნეიტროპენიის ან სხვადასხვა ინფექციების განვითარებისას G-CSF დოზის მაგივრად დოცეტაქსელის დოზა უნდა შემცირდეს 60მგ/მ2-დე. გართულებული ნეიტროპენიის განვითარების შემდგომი ეპიზოდების დროს რეკომენდებულია დოცეტაქსელი-ჰუმანითის დოზის შემცირება 45მგ/მ2-დე. მე-4 ხარისხის თრომბოციტოპენიის განვითარებისას რეკომენდებულია დეცეტაქსელი-ჰუმანითის დოზის შემცირება 60მგ/მ2-დე.  დეცეტაქსელი-ჰუმანითის შემდგომი ციკლები დასაშვებია, როდესაც სისხლში ნეიტროფილების რაოდენობაა  >1500/მკლ და თრომბოციტების- >100 000/მლ. უნდა შეწყდეს მკურნალობა თუ ტოქსიურობა გრძელდება.

ცისპლატინის დოზის კორექცია უნდა მოხდეს ცისპლატინის ინსტრუქციის თანახმად.

განსაკუთრეული პოპულაცია

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, ALT ან AST დონეების მომატებით ნორმის ზედა ზღვარზე ზემოთ 1.5-ჯერ ან ტუტე-ფოსფატაზას დონის გაზრდისას ნორმის ზედა ზღვარზე 2.5-ჯერ, რეკომენდებული დოზაა 75მგ/მ2. პაციენტებში ბილირუბინის მომატებით და/ან AST და ALT მოქმედების მომატებით (>3.5 ნზზ) ტუტე ფოსფატაზას მომატებულ დონეებთან ერთად (>6 ნზზ) დოცეტაქსელი-ჰუმანითის გამოყენება დაუშვებელია.

ამ დროისთვის არ არსებობს მონაცემები დოცეტაქსელის გამოყენების შესახებ სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში პაციენტებში ღვიძლის დისფუნქციით.

ხანდაზმული პაციენტები

ფარმაკოკინეტიკური მონაცემების ანალიზების მიხედვით განსაკუთრებული ინსტრუქციები არ არსებობს დოცეტაქსელის მიმართ მისი ხანდაზმულებში გამოყენებასთან დაკავშირებით. კაპეციტაბინთან კომბინაციაში გამოყენებისას >60 წლის პაციენტებში რეკომენდებულია კაპეციტაბინის საწყისი დოზის შემცირება (კაპეციტაბინის ინსტრუქციების მიხედვით).

ხსნარის მომზადების წესი

20მგ/0.5მლ საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი: ფლაკონის შემადგენლობა არის 24.4 მგ/0.61 მლ, იმისათვის რომ მოხდეს უკვე შერეული ხსნარის მომზადების დროს ქაფის წარმოქმნის გამო ფლაკონის კედლებზე და „მკვდარი“ ზონის შექმნის გამო სითხის დანაკარგის კომპენსირება. ამგვარად, ფლაკონში პრეპარატის სიჭარბე უზრუნველყოფს შემადგენლობის თანმხლებ გამხსნელში განზავების შემდეგ  მანამდე შერეული ხსნარის მინიმალური რაოდენობა იყოს 2მლ, რომელიც შეიცავს 10მგ/მლ დოცეტაქსელს, რომელიც შეესაბამება 20მგ-ს (ეტიკეტზე მითითებული დოზა). 80მგ/2მლ საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი: ფლაკონის შემადგენლობაა 94.4 მგ/2.36მლ მანამდე შერეული ხსნარის მომზადებისას, ფლაკონის კედლებზე ქაფის წარმოქმნის და „მკვდარი“ სივრცის განვითრების გამო სითხის დანაკარგის კომპენისრებისთვის. ამგვარად, ფლაკონში პრეპარატის სიჭარბე განაპირობებს შემადგენლობის განზავების შემდეგ თანმხლებ გამხსნელში მანამდე შერეული ხსნარის მინიმალური რაოდენობა იყოს 8მლ, რომელიც შეიცავს 10მგ/მლ დოცეტაქსელს და შეესაბამება 80მგ-ს (ეტიკეტზე მითითებული დოზა).

პარენტერალური გამოყენებისთვის საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი მანამდე უნდა  განზავნდეს თანმხლებ გამხსნელში.

დოცეტაქსელი-ჰუმანითის მანამდე შერეული ხსნარის მომზადება (დოცეტაქსელი 10მგ/მლ) განზავებამდე ფლაკონი და გამხსნელი უნდა მოთავსდეს ოთახის ტემპრეატურაზე 5 წუთის განმავლობაში.

გამხსნელის ფლაკონის სრული შემდაგენლობა მტლიანად ამოიღება შპრიცის ნემსით და შეიყვანება დოცეტაქსელი-ჰუმანითის ფლაკონში.

საჭიროა ნარევის ბოთლის ბრუნვა (არა შენჯღრევა!) 45 წამის მანძილზე და შეყოვნება ოთახის ტემპერატურაზე 5 წუთის მანძილზე. შემდეგ უნდა მოხდეს ხსნარის შემოწმება ჰომოგენურობაზე და გამჭვირვალობაზე (ქაფის არსებობა ნორმალურია 5 წუთის შემდეგაც კი). მანამდე შერეული ხსნარი რეკომენდებულია საინფუზიო ხსნარისთვის მისი მომზადებისთანავე. დოცეტაქსელი-ჰუმანითის მანადე შერეული ხსნარის შენახვა შესაძლებელია მაცივარში (2-8°C ტემპერატურაზე) ან ოთახის ტემპერატურაზე 8 სთ განმავლობაში.

საინფუზიო ხსნარის მომზადება

მანამდე შერეული ხნსარის საჭირო რაოდენობა სასურველი დოზის მიხედვით თავსდება საინფუზიო ჩანთაში ან ბოთლში, რომელიც შეიცავს 250მლ 5% დექსტროზას ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარს. თუ დოცეტაქსელი-ჰუმანითის სასურველი დოზა აჭარბებს 200მგ, უნდა მოხდეს ინფუზიისთის უფრო მეტი მოცულობის სითხის გამოყენება, იმისათვის რომ დოცეტაქსელი-ჰუმანითის კონცენტრაცია არ იყოს 0.74 მგ/მლ-ზე მეტი.

აუცილებელია ჩანთის ან ბოთლის შემადგენლობის შერევა ინფუზიისთვის. მოცემული ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს 4 საათის განმავლობაში ინტრავენური ინფუზიისთვის ოთახის ტემპერატურაზე და ნორმალური განათების პირობებში.

დოცეტაქსელი-ჰუმანითის მანამე შერეული საინფუზიო  ხსნარი უნდა შემოწმდეს გამოყენებამდე; დაუშვებელია ნალექის არსებობის შემთხვევაში ხსნარის გამოყენება.

დეცეტაქსელი-ჰუმანითი არის სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, რის გამოც იგი საჭიროებს სიფრთხილის გამოჩენას მისი მომზადებისას. რეკომენდებულია ხელთათმანების გამოყენება.

დოცეტაქსელი-ჰუმანითის საინფუზიო ხსნარის ნარევის კონცენტრატთან კონტაქტისას კანზე, მისი მობანვა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს საპნიანი წყლით. ლორწოვან გარსზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს წყლით გამორეცხვა.

გვერდითი მოვლენები

დოცეტაქსელი-ჰუმანითის გვერდითი მოვლენების სიმწვავე შეიძლება გაიზარდოს სხვა ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან კომბინაციაში გამოყენებისას. დეცეტაქსელი-ჰუმანითის მონოთერაპიის და კომბინაციაში დოქსორუბიცინთან, ცისპლატინთან, ტრასტუზუმაბთან, კაპეციტაბინთან, პრედნიზონთან და პრედნიზოლონთან (მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები ასოცირებული მკურნალობასთან), დოქსორუბიცინთან და ციკლოფოსფამიდთან (მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები ასოცირებული მკურნალობასთან), 5-ფოტრურაცილთან (მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები ასოცირებული მკურანალობასთან) გამოყენების დროს განვითარებული გვერდითი მოვლენები  აღწერილია ქვემოთ.

დოცეტაქსელი-ჰუმანითი დოზით 100მგ/მ2 მონოთერაპიის სახით

ძალიან ხშირი

-         ნეიტროპენია (შექცევადი და არაკუმულაციური, უჯრედების ძალიან მცირე რაოდენობა საშუალოდ ვითარდება მე-7 დღეს, მწვავე ნეიტროპენიის საშუალო ხანგრძლივობა, ანუ <500 უჯრედი/მ3, შეადგენდა 7 დღეს), ანემია, ალოპეცია, გულისრევა, ღებინება, სტომატიტი, დიარეა და დაღლილობა.

-         ნერვული მგრძნობელობის ნიშნები სინათლის მიმართ და საშუალო სიმწვავის ხაირსხი, რომელიც გამოიხატება პარესთეზიით, დიზესთეზიით და ტკივილით.  ნეირომოტორიკის დარღვევები გამოიხატება სისუსტეში. სიმპტომები სპონტანურად გვარდება 3 თვის მანძილზე. სიმპტომების შექცევადობის მონაცემები დაკავშირებული პაციენტთა 35.3%, ნეიროტოქსიურობით მკურნალობის შემდეგ 100მგ/მ2 დეცეტაქსელი-ჰუმანითის მიღებისას მონოთერაპიის სახით. მწვავე პერიფერული ნეიროტოქსიურობის შემთხვევაში დოზის შემცირებაა საჭირო.

-         ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ჰიპერემია, გამონაყარი ქავილით ან მის გარეშე, გულმკერდის დაჭიმულობა, წელის ტკივილი, დისპნოე, ცხელება ან სიცივის შეგრძნება, როგორც წესი ვითარდება დოცეტაქსელის ინფუზიის დაწყებიდან რამოდენიმე წუთში და აქვს მსუბუქი ან ზომიერად მწვავე ხასიათი. მწვავე რეაქციებს წინ უსწრებს ჰიპოტენზია და/ან ბრონქული სპაზმი, ან გენერალიზებული გამონაყარი (ერითემა).

-         შექცევადი კანის რეაქციები, რომელიც მიიჩნევა მსუბუქ ან ზომიერ ფორმად. რეაქციები ხასიათდება გამონაყარით, ადგილობრივი გამონაყარის ჩათვლით ძირითადად ფეხებზე და მკლავებზე (მათ შორის ხელ-ფეხის ერითროდიზესთეზიის სინდრომის მწვავე ფორმა), ასევე იდაყვებზე, სახეზე და გულმკერდზე, ხშირად თან ახლავს ქავილი. როგორც წესი გამონაყარი ვითარდება დოცეტაქსელის ინფუზიიდან 1 კვირაში.

-         ინფუზიის ინექციის ადგილას რეაქციები როგორც წესი მსუბუქი ფორმისაა და მოიცავს ჰიპერპიგმენტაციას, ანთებას, კანის სიწითლეს ან სიმშრალეს, ვენების ანთებას ან სისხლჩაქცევას ან ვენების შეშუპებას.

-         სითხის შეკავება პერიფერული ედემას სახით და ნაკლებად ხშირად პლევრას ეფუზიის, პერიკარდიალური ეფუზიის, ასციტის და სხეულის წონის მომატების სახით. პერიფერული შეშუპება, როგროც წესი იწყება ქვედა კიდურებში , გენერალიზებული ფორმა შესაძლოა მიიღოს სხეულის წონის მატებით 3კგ ან მეტით. სითხის შეკავების სიხშირე და სიმწვავე კუმულაციური ხასიათისაა. საშუალო კუმულაციური დოზა მკურნალობის შეწყვეტის დროს აჭარბებდა 1000მგ/მ2 და სითხის შეკავების შექცევადობის საშუალო დრო შეადგენდა 16.4 კვირას (0-დან 42 კვირამდე). საშუალო და მწვავე ხარისხის სითხის შეკავება შეინიშნებოდა მოგვიანებით (საშუალო კუმულაციური დოზა: 818.9 მგ/მ2) პაციენტებში პტრემედიკაციის დროს, პრემედიკაციის გარეშე პაცინეტებთან შედარებით (საშალო კუმულაციური დოზა: 489.7 მგ/მ2); თუმცა, ზოგიერთ პაციენტში შეინიშნებოდა თერაპიის ადრეულ კურსში.

-         ინფექციები (სეფსისის და პნევმონიის ჩათვლით, 1.7% ფატალური შემთხვევები)

-         ნეიტროპენია, ფიბრილურის ჩათვლით, ანემია

-         ჰიპერმგრძნობელობა

-         ანორექსია

-         პერიფერული სენსორული და პერიფერული მოტორული ნეიროპათია, დისგევზია

-         დისპნოე

-         სტომატიტი, დიარეა, გულისრევა, ღებინება

-         ალოპეცია, კანის რეაქციები, ფრჩხილები

-         მიოდინია

-         სითხის შეკავება. ასთენია ტკივილი

ხშირად

-         ნეიტროპენიასთან ასოცირებული ინფექციები

-         თრომბოციტოპენია

-         არითმია

-         ჰიპოტენზია, ჰიპერტენზია, ჰემორაგია

-         ყაბზობა, მუცლის ტკივილი, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა (მათ შორის მწვავე ფორმები)

-         ართრალგია

-         ინფუზიის ადგილას რეაქციები, გულმკერდის არაგულისმიერი ტკივილი

-         სისხლში ბილირუბინის მაღალი დონე, სისხლში ტუტე-ფოსფატაზას მომატებული დონე, AST და ALT მომატება

არახშირი

-         გულის უკმარისობა

-         ეზოფაგიტი

იშვიათი

-         გამონაყარი შემდგომი დესქვამაციით, იშვიათად იწვევდა დოცეტაქსელი-ჰუმანითის მიღების შეწყვეტას.

-         ფრჩხილების ძლიერი ცვლილება, ხასიათდება ჰიპოპიგმენტაციით ან ჰიპერპიგმენტაციით და ზოგჯერ ტკივილით და ონიქოლიზით.

-         სისხლდენის ეპიზოდები, თან ახლავს თრომბოციტოპენია

ძალიან იშვიათი

-         შეუქცევადი ალოპეცია

კანის რეაქციების 73% გვარდებოდა 21 დღის მანძლზე.

დოცეტაქსელი-ჰუმანითის დოზა 75მგ/მ2 მონოთერაპიის სახით

ძალიან ხშირი

-         ინფექციები

-         ნეიტროპენოია, ანემია, თრომბოციტოპენია

-         ანორექსია

-         პერიფერული სენსორული ნეიროპათია

-         გულსირევა, სტომატიტი, ღებინება, დიარეა

-         ალოპეცია, სითხის შეკავება, ტკივილი

ხშირი

-         ფიბრილური ნეიტროპენია

-         მომატებული მგრძნობელობა (მსუბუქი)

-         პერიფერული მოტროული ნეიროპათია

-         არითმია (მსუბუქი)

-         ჰიპოტენზია

-         ყაბზობა

-         ფრჩხილების ანომალია (მწვავე: 0.8%)

-         მიოდინია

-         სისხლში ბილირუბინის მოამტება

დოცეტაქსელი-ჰუმანითი 75მგ/მ2 დოქსორუბიცინთან კომბინაციაში

ძალიან ხშირი

-         ინფექციები

-         ნეიტროპენია, მათ შორის ფიბრილური , ანემია, თრომბოციტოპენია

-         პერიფერული სენსორული ნეიროპათია

-         გულისრევა, სტომატიტი, დიარეა, ღებინება, ყაბზობა

-         ალოპეცია

-         ასთენია, სითხის შეკავება, ტკივილი, ფრჩხილების ანომალია, კანის რეაქციები

ხშირი

-         მოამტებული მგრძნობელობა

-         ანორექსია

-         პერიფერული მოტორული ნეიროპათია

-         გულის უკმარისობა, არითმია (მსუბუქი)

-         მიოდონია

-         ინფუზიის ადგილას რეაქციები

-         ბილირუბინის, ტუტე ფოსფატაზას მომატება სისხლში

არახშირი

-         ჰიპოტენზია

-         AST/ ALT მომატება

დოცეტაქსელი-ჰუმანითი 75მგ/მ2ცისპლატინთან კომბინაციაში

ძლიან ხშირად

-         ინფექციები

-         ნეიტროპენია, ანემია, თრომბოციტოპენია

-         ჰიპერმგრძნობელობა

-         ანორექსია

-         პერიფერული სენსორული და პერიფერული მოტორული ნეიროპათია

-         გაულისრევა, ღებინება, დიარეა, სტომატიტი

-         ალოპეცია, ფრჩხილების შეცვლა, კანის რეაქციები

-         მიოდინია

-         ასთენია, სითხის შეკავება, ცხელება

ხშირი

-         ფიბრილური ნეიტროპენია

-         არითმია

-         ჰიპოტენზია

-         ყაბზობა

-         რეაქციები ინფუზიის ადგილზე, ტკივილი

-         სისხლში ბილირუბინის მომატება, ALT მომატება

იშვიათად

-         გულის უკმარისობა

-         AST  და ტუტე ფოსფატაზას მომატება სისხლში

დოცეტაქსელი-ჰუმანითი 100მგ/მ2კომბინაციაში ტრასტუზუმაბთან

ძალიან ხშირი

-         ნეიტროპენია, ფიბრილური ნეიტროპენია (მათ შორის ნეიტროპენია, ანტიბიოტიკების მიღების ფონზე ცხელება) ან ნეიტროპენიული სეფსისი

-         ანორექსია

-         უძილობა

-         პარესთეზია, თავის ტკვილი, დისგევზია, ჰიპერესთეზია

-         მომატებული ცრემლიანობა, კონიუნქტივიტი

-         ლიმფოიდური ედემა

-         ეპისტაქსი, ფარინგოლარინგეალური ტკივილი, ნაზოფარინგიტი, დისპნოე, ხველა, რინორეა

-         გულისრევა, დიარეა, ღებინება, ყაბზობა, სტომატიტი, დისპეფსია, მუცლის ტკივილი

-         ალოპეცია, ერითემა, გამონაყარი, ფრჩხილების ცვლილება

-         მიალგია, ართრალგია, ტკივილი კიდურებში, ძვლების ტკივილი, ზურგის ტკივილი

-         ასთენია, პერიფერული ედემა, პირექსია, დაღლილობა, მუკოზიტი, ტკივილი, გრიპის მსგავსი მდგომარეობა, გულმკერდის ტკივილი, სიცივის შეგრძნება

-         სხეულის წონის მატება

ხშირი

-         გულის უკმარისობა

-         ლეთარგია

დეცეტაქსელი-ჰუმანითი 75მგ/მ2 კაპეციტაბინთან კომბინაციაში

ძალიან ხშირი

-         ნეიტროპნია, ანემია

-         ანორექსია, მადის დაკარგვა

-         დისგევზია, პარესთეზია

-         ცრემლიანობის მომატება

-         ფარინგოლარინგეალური ტკივილი

-         სტომატიტი, დიარეა, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია

-         ხელ-ფეხის ერითროდიზესთეზიის სინდრომ