ინდაპამიდი-ჰუმანითი

სავაჭრო დასახელება

ინდაპამიდი-ჰუმანითი

INDAPAMIDE - HUMANITY

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ინდაპამიდი

სამკურნალწამლო ფორმა

შენელებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

შემადგენლობა

თითეული ტაბლეტი შეიცავს:

ინდაპამიდი     1.5 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

დიურეზული საშუალებები, სუფონამიდები.

ათქ კოდი: C03BA11


ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

ინდაპამიდი 1.5 მგ წარმოადგენს გახანგრძლივებული მოქმედების მატრიცულ სისტემაზე დაფუძნებულ დოზას, რომელშიც ხდება პრეპარატის აქტიური ნივთიერების დისპერგირება, რაც ხელს უწყობს ინდაპამიდის გახანგრძლივებულ მოქმედებას.

აბსორბცია:

გამოთავისუფლებული ინდაპამიდი სწრაფად და სრულიად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ.

მცირე საკვების მიღება ზრდის შეწოვის სიჩქარეს, თუმცა არ მოქმედებს შეწოვილი პრეპარატის რაოდენობაზე. ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, შრატში პიკური დონე მიიღწევა 12 საათში, განმეორებითი მიღება ამცირებს შრატში დონეების ცვლილებას 2 დოზას შორის. არსებობს შიდა ინდივიდუალური ცვლილება.

დისტრიბუცია:

ინდაპამიდის პლაზმურ ცილებთან კავშირი 79%-ია.

პლაზმური ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდია 14-24 სთ (საშ. 18 სთ).

წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 7 დღის შემდეგ.

განმეორებითი დოზების მიღება არ იწვევს აკუმულაციას.

მეტაბოლიზმი:

ელიმინაცია ძირითადად ხდება შარდის მეშვეობით (დოზის 70%) და ფეკალიებით (22%) არააქტიური მეტაბოლიტის სახით.

მაღალი რისკის მქონე სუბიექტები:

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ შეინიშნება ფარმაკოკინტიკური პარამეტრების ცვლილება.

ფარმაკოდინამიკა

ინდაპამიდი წარმოადგენს სულფონამიდის წარმოებულს ინდოლური რგოლით, ფარმაკოლოგიურად დაკავშირებულია თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან, რომელიც მოქმედებს კორტიკალური განზავების სეგმენტში ნატრიუმის რეაბსორბციის ინჰიბირების გზით. იგი ზრდის ნატრიუმის და ქლორიდების შარდში გამოყოფას და ნაკლებად, კალიუმის და მაგნიუმის გამოყოფას, ამავე დროს  კი ზრდის შარდის გამოყოფას და ამგვარად ახდენს ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას.

მონოთერაპიაში გამოყენებისას კვლევის მე-2 და მე-3 ფაზაში გამოვლინდა 24-საათიანი ანტიჰიპერტენზიული მოქმედება. მსგავსი მოქმედება განხორციელდა ისეთი დოზის გამოყენებისას, როდესაც დიურეზული ეფექტი მსუბუქი ინტენსივობის იყო.

ინდაპამიდის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება უკავშირდება არტერიული წნევის გაუმჯობესებას და არტერიოლარული და საერთო პერიფერული მდგრადობის შემცირებას.

ინდაპამიდი ამცირებს მარცხენა ვენტრიკულარულ ჰიპერტორფიას.

თიაზიდს და მასთან მოკავშირე დიურეზულებს, გარკვეული დოზით გააჩნიათ მდგრადი თერაპიული ეფექტი, რის გამოც იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარება. დაუშვებელია დოზის მომატება მკურნალობის არაეფეფქტურობის შემთხვევაში.

ჰიპერტენზიულ პაციენტებში ასევე შეინიშნებოდა რომ ინდაპამიდი:

  • არ მონაწილეობს ლიპიდურ მეტაბოლიზმში: ტრიგლიცერიდები, LDL-ქოლესტერინი და HDL -ქოლესტერინი;
  • არ მონაწილეობს ნახშირწყლების მეტაბოლიზმში დიბეტით დაავადებულ ჰიპერტენზიულ პაციენტებშიც კი.

გამოყენების ჩვენებები

ინდაპამიდი ინიშნება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, ცალკე ან სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან კომბინაციაში.

ინდაპამიდი ასევე ინიშნება მარილების და სითხის შეკავების სამკურნალოდ, რომელიც ასოცირდება გულის შეგუბებით უკმარისობასთან.

დოზირება და მიღების წესი

გამოიყენება პერორალურად.

მიიღება ერთი ტაბლეტი 24 საათში ერთხელ, სასურველია დილით, მთლიანად, დაუღეჭავად , წყლის მიყოლებით.

მაღალი დოზების მიღებისას ინდაპამიდის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება არ იზრდება , მაგრამ იმატებს სალურეზული მოქმედება.

თირკმლის უკმარისობა:

თირკმლის მწვავე უკამრისობის დროს (კრეატინინის კლირენსი < 30მლ/წთ), მკურნალობა უკუნაჩვენებია.

თიაზიდები ან მოკავშირე დიურეზული საშუალებები სრულიად ეფექტურია მხოლოდ თირკმლის ნორმალური ფუნქციის ან მინიმალურად დარღვეული ფუნქიცის დროს.

ხანდაზმულები:

ხანდაზმულებში უნდა მოხდეს პლაზმური კრეატინინის კორექცია ასაკთან , სქესთან და წონასთან მიმართებაში. ინდაპამიდი SR-ს გამოყენება შესაძლებელია ხანდაზმულებში თირკმლის ნორმალური ფუნქციის ან მინიმალურად დარღვეული ფუნქციის დროს.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები:

ღვიძლის მწვავე უკმარისობისას მკურნალობა უკუნაჩვენებია.

ბავშვები და მოზარდები:

ინდაპამიდი SR-ს ტაბლეტები არ არის რეკომენდებული ბავშვებში და მოზარდებში უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ მონაცემების არარსებობის გამო.

გვერდითი მოვლენები

კლინიკურ ან ლაბორატორიულ პარამეტრებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების უმრავლესობა დოზაზე დამოკიდებულია.

თიაზიდებთან მოკავშირე დიურეზულმა საშუალებებმა, მათ შორის ინდაპამიდმა შესაძლებელია გამოიწვიოს შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები, რომლებიც მოცემულია შემდეგი სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100, <1/10); არახშირი (>1/1000, <1/100); იშვიათი (>1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), უცნობია (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების მიხედვით).

სისხლის და სისხლმბადი სისტემის მხრივ:

ძალინ იშვიათი: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, აპლაზური ანემია, ჰემოლიზური ანემია

გულის მხრივ:

ძალიან იშვიათი: არითმია, ჰიპოტენზია.

უცნობია: ორთოსტატული ჰიპოტენზია.

მხედველობის მხრივ:

უცნობია: შექცევადი მწვავე მიოპია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

არახშირი: ღებინება

იშვიათი: გულისრევა. ყაბზობა, პირის სიმშრალე

ძალიან იშვიათი: პანკრეატიტი

უცნობია. ანორექსია, დისპეფსია, დიარეა

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათი: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

უცნობია: ღვიძლის უკმარისობის დროს შესაძლებელია ღვიძლის ენცეფალოპათიის განვითარება (იხ. ნაწილი 4.3 და 4.4), ღვიძლის ფერმენტების მომატება.

კვლევები:

კლინიკური კველევების დროს, ჰიპოკალემია (პლაზმური კალიუმი <3.4 მმოლ/ლ) შეინიშნებოდა პაციენტების 10% და <3.2 მმოლ/ლ პაციენტების 4% მკურნალობიდან 4-6 კვირის შემდეგ. მკურნალობიდან 12 კვირის შემდეგ პლაზმური კალიუმის საშუალო შემცირება შეადგენდა 0.23 მმოლ/ლ.

ძალიან იშვიათი: ჰიპერკალცემია

უცნობია: კალიუმის ნაკლებობა ჰიპოკალემიით, განსაკუთრებით სერიოზული  მაღალი რისკ-ჯგუფის პაციენტებისთვის, ჰიპონატრემია ჰიპოვოლემიით, რომელიც პასუხისმგებელია დეჰიდრატაციასა და ორთოსტატულ ჰიპოტენზიაზე. ქლორიდის იონების ერთდროულად დაკარგვამ შესაძლებელია გამოიწვიოს მეორადი კონპენსატორული მეტაბოლური ალკალოზი:  მოცემული ეფექტის ინტენსივობა და ხარისხი მსუბუქია, ზრდის პლაზმურ შარდმჟავას და სისხლში გლუკოზას დონეს მკურნალობის დროს: მოცემული დიურეზული საშუალებების შესაბამისობა უნდა სათანადოდ განისაზღვროს პოდაგრით ან დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.

ჰიპერტენზიის სამკურნალოდ რეკომენდებული დოზის გამოყენებისას ინდაპამიდი უარყოფითად არ მოქმედებს  პლაზმურ ტრიგლიცერიდებზე, LDL-ქოლესტერინის ან LDL-HDL ქოლესტერინის წილზე. ინდაპამიდი უარყოფითად არ მოქმედებს გლუკოზას ამტანობაზე დიაბეტით დაავადებულ ან მსგავსი დაავადების არმქონე პაციენტებში.

მეტაბოლიზმი და კვება:

უცნობია: ჰიპერგლიკემია, ჰიპონატრემია, მეტაბოლური ალკალოზი

ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ:

უცნობია: კუნთების სპაზმი

ნერვული სისტემის მხრივ:

იშვიათი: ვერტიგო, დაღლილობა, თავის ტკვილი, პარესთეზია

უცნობია: თავბრუსხვევა

თირკმლის და საშარდე გზების მხრივ:

ძალიან იშვიათი: თირკმლის უკმარისობა

უცნობია: სისხლში ურატული დონის მომატება

რეპროდუქციული სისტემის მხრივ:

უცნობია: იმპოტენცია

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ძირითადად დერმატოლოგიური, ალერგიული და ასმთური რეაქციებისადმი მიდრეკილ სუბიექტებში:

ხშირი: მაკულოპაპულეზური გამონაყარი

არახშირი: პურპურა

იშვიათი: მულტიფორმული ერითემა, ეპიდერმული ნეკროლიზი

ძალიან იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება და/ან ჭინჭრის ციება. ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი

უცნობია: მანამდე არსებული წითელი მგლურას შესაძლო გამწვავება.

შეინიშნებოდა ფოტომგრძნობელობის რეაქციები.

უკუჩვენებები

-         ინდაპამიდის, სხვა სულფონამიდების ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

-         თირკმლის მწვავე უკმარისობა

-         ღვიძლის ენცეფალოპათია ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა

-         ჰიპოკალემია

-         ბოლო დროს განვითარებული ცერებროვასკულარული მოვლენა

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

კომბინაციები, რომელთა გამოყენებაც უნდა მოხდეს სიფრთხილით:

მოციმციმე არითმიის გამომწვევი პრეპარატები:

- ანტიარითმული საშუალებების Ia კლასი (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დისპირამიდი),

- ანტიარითმული საშალუალებების III კლასი (ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი),

- ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალებები:

ფენოთიაზინები (ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, ლევომეპრომაზინი, თიორიდაზინი, ტრიფლუოპერაზინი), ბენზამიდები (ამისულპრიდი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ტიაპრიდი), ბუტიროფენონები (დროპერიდოლი, ჰალოპერიდოლი).

სხვა: ბეპრიდილი, ციზაპრიდი, დიფემანილი, ერითრომიცინი IV, ჰალოფანტრინი, მიზოლასტინი, პენტამიდინი, სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ვინკამინი IV.

ვენტრიკულარული არითმიების განვითარების მომატებული რისკი, განსაკუთრებით მოციმციმე არითმიის დროს (ჰიპოკალემია წარმოადგენს რისკ-ფაქტორს).

საჭიროა ჰიპოკალემიის მონიტორინგი და კორექცია კომბინაციის დანიშვნამდე. კლინიკური, პლაზმური ელექტროლიტები და ეკგ მონიტორინგი.

ნივთიერებების გამოყენება, რომლებიც არ იწვევენ მოციმციმე არითმიას ჰიპოკალემიის არსებობისას.

აასს-ები (სისტემურად მიღებული) მათ შორის ცოგ-2 სელექციური ინჰიბიტორები, სალიცილის მჟავას მაღალის დოზა (≥3გ/დღეში):

ინდაპამიდის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების შესაძლო შემცირება.

დეჰიდრატაციის შემთხვევაში არსებობს თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკი (შემცირებული გორგლოვანი  ფილტრაცია). უნდა მოხდეს პაციენტის ჰიდრატაცია; მკურნალობის დასაწყისში უნდა მოხდეს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.

ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები:

მოულოდნელი ჰიპოტენზიის რისკი და/ან თირკმლის მწვავე უკმარისობა, როდესაც ინიშნება ACE ინჰიბიტორები მანადმე არსებული ნატრიუმის ნაკლებობის დროს (განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის არტერიის სტენოზით).

ჰიპერტენზიის დროს, როდესაც მანამდე ჩატარებულ მკურნალობას დიურეზული საშუალებებით შეიძლება გამოეწვია ნატრიუმის დეფიციტი, აუცილებელია:

- მოხდეს დიურეზული საშუალებების მიღების შეწყვეტა ACE ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყებამდე 3 დღით ადრე და აუცილებლობის შემთხვევაში განახლდეს ჰიპოკალემიური დურეზულის საშაულებების მიღება;

- ან დაინიშნოს ACE ინჰიბიტორების საწყისი დაბალი დოზები და გაიზარდოს დოზები თანდათანობით.

გულის შეგუბებითი უკმარისობის დროს, უნდა მოხდეს ACE ინჰიბიტორების დაბალი დოზებით მკურნალობის დაწყება, თანმხლები ჰიპოკალემიური დიურეზული საშუალების დოზის შესაძლო შემცირების შემდეგ.

ყოველ შემთხვევაში, საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი (პლაზმური კრეატინინი) ACE ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში.

სხვა შენაერთები, რომლებიც იწვევენ ჰიპოკალემიას: ამფოტერიცინი B (IV), გლუკო- და მინერალო-კორტიკოიდები (სისტემურად მიღებული), ტეტრაკოსაქტიდი, მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები:

ჰიპოკალემიის გაზრდილი რისკი (დანამატის ეფექტი).

პლაზმური კალიუმის მონიტორინგი და კორექცია საჭიროების შემთხვევაში. განსაკუთრებით დიგიტალისებით მკურნალობის დროს. არამასტიმულირებელი  საფაღარათო საშუალებების გამოყენება.

ბაკლოფენი:

მომატებული ანტიჰიპერტენზიული ეფექტი.

პაციენტების ჰიდრატაცია; თირკმლის ფუქნციის მონიტორინგი მკურნალობის დასაწყისში.

დიგიტალისის პრეპარატები:

ჰიპოკალემია, რაც იწვევს დიგიტალისის ტოქსიური ეფექტებისადმი მიდრეკილებას.

პლაზმური კალიუმის და ეკგ მონიტორინგი და აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კორექცია.

კომბინაციები, რომელთა გათვალისწინებაც უნდა მოხდეს:

კალიუმის დამზოგველი დიურეზული საშუალებები (ამილორიდი, სპირონოლაქტონი, ტრიამტერინი):

როდესაც რაციონალური კომბინაცეიები სასარგებლოა ზოგიერთ პაციენტში, ჰიპოკალემია (განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის და დიაბეტის მქონე პაციენტებში) ან ჰიპერკალემია შეიძლება განვითარდეს. უნდა განხორციელდეს პლაზმური კალიუმის და ეკგ მონიტორინგი და აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კორექცია.

მეტფორმინი:

მეტფორმინით გამოწვეული ლაქტატაციდოზის მომატებული რისკი გამოწვეული თირკმლის შესაძლო უკმარისობით , ასოცირებული დიურეზულ საშუალებებთან და განსაკუთრებით მარყუჟოვან დიურეზულებთან.

დაუშვებელია მეტფორმინის გამოყენება, როდესაც პლაზმური კრეატინინი აჭარბებს 15მგ/ლ (135 µმოლ/ლ) მამაკაცებში და 12მგ/ლ (110 µმოლ/ლ) ქალებში.

იოდიზირიებული კონტრასტული საშუალებები:

დიურეზული საშუალებებით გამოწვეული დეჰიდრატაციის შემთხვევაში იზრდება თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკი, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იოდიზირებული კონტრასტული საშუალების გამოყენებისას.

იოდიზირებული საშუალების გამოყენებამდე საჭიროა რეჰიდრატაცია.

იმიპრამინის მსგავსი ანტიდეპრესანტები, ნეიროლეფსიური საშუალებები:

ანტიჰიპერტენზიული ეფექტი და ორთოსტატული ჰიპოტენზიის გაზრდის მომატებული რისკი (დანამატის ეფექტი).

კალციუმის მარილები:

ჰიპერკალცემიის რისკი, რომელიც იწვევს კალციუმის შარდში გამოყოფის შემცირებას.

ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი:

პლაზმური კრეატინინის რისკის გაზრდა მოცირკულირე ციკლოსპორინის დონეების ცვლილების გარეშე, წყლის/ნატრიუმის ნაკლებობის დროსაც კი.

კორტიკოსტეროიდები, ტეტრაკოსაქტიდი (სისტემურად მიღებული):

შემცირებული ანტიჰიპერტენზიული ეფექტი (კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული წყლის/ნატრიუმის შეკავება).

კომბინაცეიები, რომელთა გამოყენებაც არ არის რეკომენდებული:

ლითიუმი:

პლაზმაში ლითიუმის დონის მომატება ჭარბი დოზირების ნიშნების გარეშე, როგორც უმარილო დიეტის დროს (შარდში ლითიუმის შემცირებული რაოდენობა).

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ დიურეზული საშუალებების გამოყენება აუცილებელია, საჭიროა პლაზმაში ლითიუმის დონის მონიტორინგი და დოზის კორექცია.

განსაკუთრებული გაფრთხილებები

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს თიაზიდთან დაკავშირებულმა დიურეზულმა საშუალებებმა შესაძლებელია გამოიწვიოს ღვიძლის ენცეფალოპათია, განსაკუთრებით ელექტროლიტების დისბალანსის დროს. უნდა შეწყდეს დიურეზული საშუალებების გამოყენება.

ფოტომგრძნობელობა:

ადგილი ჰქონდა ფოტომგრძნობელობის რეაქციებს თიაზიდების და თიაზიდთან დაკავშირებული დიურეზული საშუალებების მიღებისას. ფოტომგრძნობელობის რეაქციის განვითარებისას უნდა შეწყდეს მკურნალობა. დიურეზული საშუალებებით მკურნალობის განახლების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა მზის და ხელოვნური ულტრაიისფერი სხივებისგან თავის დაცვა.

გალაქტოზას აუტანლობის, ლაპ ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადების მქონე პაციენტებში, დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება.

წყალ-ელექტროლიტების ბალანსი:

  • პლაზმაში ნატრიუმის დონე:

მისი შემოწმება აუცილებელია მკურნალობის დაწყებამადე, ხოლო შემდეგ კი რეგულარულად. ნებისმიერმა დიურეზულმა საშუალებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპონატრემია, ზოგჯერ ძალიან სერიოზული შედეგებით. პლაზმაში ნატრიუმის დონის შემცირება შეიძლება დასაწყისში იყოს უსიმპტომო  და ამიტომ აუცილებელია რეგულარული მონიტორინგი, შესაძლებელია უფრო ხშირად განვითარდეს ხანდაზმულებში და ციროზით დაავადებულ პაციენტებში.

  • პლაზმაში კალიუმის დონე:

კალიუმის ნაკლებობა ჰიპოკალემიით, წარმოადგენს თიაზიდების და მასთან დაკავშირებული დიურეზული საშუალებების ძირითად რისკს.

ჰიპოკალემიის განვითარების რისკი (<3.4 მმოლ/ლ) თავიდან უნდა იქნეს აცილებული მაღალი რისკ -ჯგიფის პოპულაციაში, ანუ ხანდაზმულებში, ცუდად ნაკვები, ციროზით დაავადებულ პაციენტებში შეშუპებით და ასციტით, ასევე პაციენტებში, არტერიების დაავადებით და გულის უკმარისობით. მსგავს სიტუაციაში, ჰიპოკალემია ზრდის დიგიტალისების გულის მხრივ ტოქსიურობას და არითმიის განვითარების რისკს.

ინდივიდები ხანგრძლივი QT  ინტერვალით ასევე იმყოფებიან რისკის ქვეშ, მიუხედავად იმისა, თანდაყოლილია თუ იატროგენული.

ჰიპოკალემია, ისევე როგოც ბრადიკარდია, წარმოადგენენ მწვავე არითმიისკენ მიდრეკილების ფაქტორებს, განსაკუთრებით პოტენციურად ფატალური მოციმციმე არითმიისადმი.

საჭიროა პლაზმაში კალიუმის დონის უფრო ხშირი მონიტორინგი ყველა ზემოთ მოცემული მდგომარეობის დროს. პლაზმაში კალიუმის დონის პირველი შემოწმება უდნა განხორციელდეს მკურნალობის პირველი კვირის მანძილზე.

ჰიპოკალემიის განვითარებისას საჭიროა მისი კორექცია.

  • პლაზმაში კალციუმის დონე:

თიაზიდებმა და მასთან დაკავშირებულმა დიურეზულმა საშუალებებმა შესაძლებელია შეამცირონ შარდში კალციუმის გამოყოფა და გამოიწვიონ პლაზმაში კალციუმის მსუბუქი და გარდამავალი მატება. ჰიპერკალცემია ასევე შესაძლოა განვითარდეს არსებული ჰიპერპარათიროიდიზმით.

უნდა შეწყდეს მკურნალობა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევამდე.

  • სისხლში გლუკოზას დონე:

სისხლში გლუკოზას დონის მონიტორინგი აუცილებელია დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, განსაკუთრებით ჰიპოკალემიის არსებობისას.

  • შარდმჟავა:

პოდაგრას შეტევებისადმი მიდრეკილება შეიძლება გაიზარდოს ჰიპერურიკემიის დროს.

  • თირკმლის ფუნქცია და დიურეზული საშუალებები:

თიაზიდები და მასთან დაკავშირებული დიურეზული საშუალებები სრულიად ეფექტური არიან მხოლოდ თირკმლის ნორმალური ფუნქციის ან მისი მსუბუქი დარღვევის დროს (პლაზმური კრეატინინის დონე <25მგ/ლ, ანუ 220 µმოლ/ლ მოზრდილებში). ხანდაზმულებში პლაზმური კრეატინინის კორექცია უნდა მოხდეს ასაკის, წონის და სქესის მიხედვით.

ჰიპოვოლემია, დიურეზული საშუალებებით გამოწვეული წყლის და ნატრიუმის მეორადი დაკარგვა მკურნალობის დასაწყისში  იწვევს გორგლოვანი ფილტრაციის შემცირებას. შესაძლებელია განვითარდეს სისხლში შარდოვანას და პლაზმური კრეატინინის მომატება. თირკმლის ფუქნციის გარდამავალ უკმარისობას არ გააჩნია რაიმე სახის მოქმედება თირკმლის ნორმალური ფუქნციის დროს, მაგრამ შესაძლებელია გააუარესოს მანამდე არსებული თირკმლის უკმარისობა.

  • სპორტსმენები:

სპორტსმენებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ პრეპარატი შეიცავს ნივთიერებას, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს დოპინგის ტესტზე დადებითი რეაქცია.

ჭარბი დოზირება

ინდაპამიდის 40მგ მიღებისას, ანუ 27-ჯერ მეტი თერაპიულ დოზაზე, არ შეიმჩნევა ტოქსიურობა,.

მწვავე მოწამვლის ნიშნები ემსგავსება წყალ/ელექტროლიტების დარღვევისას განვითარებულ ნიშნებს (ჰიპონატრემია, ჰიპოკალემია). კლინიკურად, შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, ჰიპოტენზია, სპაზმები, ვერტიგო, ძილიანობა, დაბნეულობა, პოლიურია ან ოლიგურია ანურიამდე (ჰიპოვოლემიით).

საწყის ზომებს მოიცავს მიღებული ნივთიერების(-ების) სწრაფი ელიმინაცია კუჭის ამორეცხვის მეშვეობით და/ან აქტივირებული ნახშირის მიღებით, რომლის შემდეგაც საჭიროა წყალ/ელექტროლიტების ბალანსის აღდგენა სამედიცინო დაწესებულებაში.

შეფუთვის ფორმა

ბლისტერზე 10 ტაბლეტი და 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება araumetes 250С temperaturaze, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

24 თვე

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -  II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი

MEPRO PHARMACEUTICALS PVT.LTD. (Unit – II)., ინდოეთი

savaWro licenziis mflobeli

ss. “ humaniTi jorjia “, saqarTvelo