ლენალიდომიდი-ჰუმანითი

სავაჭრო დასახელება

ლენალიდომიდი-ჰუმანითი

LENALIDOMIDE-HUMANITY

საერთაშორისოარადაპატენტებულიდასახელება

ლენალიდომიდი

სამკურნალწამლო ფორმა

ჟელატინის მყარი კაფსულები

შემადგენლობა

ლენალიდომიდი - ჰუმანითი 

5 მგ : ყოველი ჟელატინის მყარი  კაფსულა შეიცავს:

ლენალიდომიდი 5 მგ

ლენალიდომიდი - ჰუმანითი 

10 მგ: ყოველი ჟელატინის მყარი  კაფსულა შეიცავს:

ლენალიდომიდი 10 მგ

ლენალიდომიდი - ჰუმანითი  

15 მგ: ყოველი ჟელატინის მყარი  კაფსულა შეიცავს:

ლენალიდომიდი 15 მგ

ლენალიდომიდი - ჰუმანითი 

25 მგ: ყოველი ჟელატინის მყარი  კაფსულა შეიცავს:

ლენალიდომიდი 25 მგ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტინეოპლაზიური და იმუნომამოდულირებელი საშუალებები

ათქ კოდი: L04AX04 


ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

ჯანნმრთელ მოხალისეებში პერორალური მიღების შემდეგ ლენალიდომიდი კარგად შეიწოვება, Tmax - 0,625-1,5 სთ. მიელოდისპლაზიური სინდრომის (MDS) მქონე პაციენტებში ფარმაკოკინეტიკური მონაცემები არ არსებობს. პრეპარატის საკვებთან ერთად მიღებისას  Cmax მცირდება დაახლოებით 36%-ით. თუმცა, AUC  რჩება უცვლელი. ლენალიდომიდის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია. Cmax და AUC იზრდება დოზის პროპორციულად. განმეორებითი დოზების მიღება არ იწვევს პრეპარატის კუმულაციას.

განაწილება

ლენალიდომიდი 30%-ით უკავშირდება ცილებს.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა:

ლენალიდომიდის მეტაბოლური პროფილი ადამიანებში შესწავლილი არ არის. ჯანმრთელ მოხალისეებში პრეპარატის ორი მესამედი გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 3 საათს.

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

ლენალიდომიდის მოქმედების მექანიზმი სრულად არ არის შესწავლილი; იგი ავლენს ანტინეოპლაზიურ, იმუნომომამოდულირებელ და ანტიანგიოგენურ  თვისებებს.

იგი აფერხებს პრო-ანთებითი ციტოკინების სეკრეციას და ზრდის ანტიანთებითი ციტოკინების  სეკრეციას პერიფერიული მონონუკლეარების სისხლის უჯრედებიდან. აფერხებს ნამალვას (ადამიანის B უჯრედული ლიმფომა) და KG-1 (ადამიანის მიელობლასტი) უჯრედის ზრდას მე-5 ქრომოსომის დელეციით.  აფერხებს მრავლობითი მიელომის უჯრედების ზრდას უჯრედული ციკლის დაკავების და აპოფტოზის სტიმულირებით.

გამოყენების ჩვენებები

ინიშნება იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებთაც აქვთ ტრანსფუზია-დამოკიდებული ანემია დაბალი ან საშუალო 1-ლი რისკის მიელოდისპლაზიური სინდრომების გამო, რომელიც ასოცირებულია 5q ციტოგენეტიკურ ანომალიის დელეციასთან, დამატებითი ციტოგენეტიკური ანომალიებით ან მის გარეშე.

დექსამეთაზონით მკურნალობასთან ერთად, მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტების სამკურნალოდ, რომლებთაც გავლილი აქვთ  მინიმუმ ერთი თერაპია.

დოზირება და მიღების წესი

ახლად დიაგნოსტირებული მრავლობითი მიელომა

ლენალიდომიდი დექსამეტაზონთან კომბინაციაში, დაავადების პროგრესირებამდე,  პაციენტებში, რომლებიც არ არიან მზად გადანერგვისთვის.

ლენალიდომიდით მკურნალობა არ უნდა დაიწყოს თუ ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) არის <1.0 x 109/ლ ან/და თრომბოციტების რაოდენობაა  <50 x 109/ლ.

რეკომენდებული დოზა

ლენალიდომიდის რეკომენდებული საწყისი დოზაა 25 მგ, პერორალურად, დღეში ერთხელ, განმეორებითი 28 დღიანი ციკლის 1-ელ - 21-ე დღეებში. დექსამეთაზონის რეკომენდებული დოზაა 40 მგ პერორალურად, დღეში ერთხელ, დღე განმეორებითი 28 დღიანი ციკლის 1, მე-8, მე-15 და 22-ე დღეებში. პაციენტებს შეიძლიათ გაგრძელონ ლენალიდომიდის და დექსამეთაზონის თერაპია დაავადების პროგრესირებამადე ან აუტანლობისას.

დოზირება გრძელდება ან იცვლება კლინიკურ და ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით.  ≥75 წლის ასაკის პაციენტებში დექსამეთაზონის საწყისი დოზა შეადგენს 20 მგ / დღეში 28 დღიანი მკურნალობის ციკლის 1-ელ, მე-8, მე-15 და 22-ე დღეებში. ლენალიდომიდის რეკომენდებული დოზა თირკმლის ზომიერი დისფუნქციის მქონე პაციენტებში შეადგენს 10 მგ დღეში დღეშიერთხელ.

რეკომენდბული დოზის კორექცია მკურნალობის დროს და მკურნალობის განახლებისას:

დოზის კორექცია, როგორც ეს შეჯამებულია ქვემოთ, რეკომენდებულია მე-3 ან მე-4 ხარისხის თრომბოციტოპენიის, ნეიტროპენიის, ან სხვა მე-3 ან მე-4 ხარისხის ტოქსიკურობის სამართვად, რომელიც შეფასებულია როგორც ლენალიდომიდთან დაკავშირებული.

 დოზისშემცირების საფეხურები                                                                                                                                                               

 

ლენალიდომიდი

დექსამეთაზონი

საწყისი დოზა

25 მგ

40 მგ

დოზის დონე -1

20 მგ

20 მგ

დოზის დონე -2

15 მგ

12 მგ

დოზის დონე -3

10 მგ

8 მგ

დოზის დონე - 4

5 მგ

4 მგ

დოზის დონე -5

2.5 მგ

არ არის მონაცემები

 

 თრომბოციტოპენია

როდესაც თრომბოციტების რაოდენობა

რეკომენდებული კურსი

მცირდება  < 25 x 109/ ლ-მდე

შეაჩერეთ ლენალიდომიდის დოზირება დარჩენილი ციკლის განმავლობაშიª

უბრუნდება  ≥ 50 x 109/ ლ-ს

შემცირეთ ერთი დოზის დონით, როდესაც დოზირება განახლდება შემდეგი ციკლის დროს

ª თუ > ციკლის მე-15 დღეს გამოვლინდება დოზის შემზღუდავი  ტოქსიკურობა (DLT), ლენალიდომიდის დოზირება შეწყდება მინიმუმ დარჩენილი მიმდინარე 28 დღიანი ციკლის განმავლობაში.

 ნეიტროპენია

როდესაც ნეიტროფილების რაოდენობა

რეკომენდებული კურსი

მცირდება  < 0.5 x 109/ლ-მდე

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

უბრუნდება  ≥ 1 x 109/-ს როდესაც ნეიტროპენია ერთადერთი დაკვირვებადი ტოქსიკურობაა

დაუბრუნდით ლენალიდომიდის საწყისი დოზას დღეში ერთხელ

უბრუნდება  ≥ 0.5 x 109/ლ-ს, როდესაც დოზაზე-დამოკიდებული ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა, გარდა ნეიტროპენიისა, ვლინდება

განაახლეთ ლენალიდომიდით მკურნალობა დოზის 1 დონეზე ერთხელ  დღეში

< 0.5 x 109/ლ-ზე ქვემოთ შემცირებისას

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

უბრუნდება  ≥ 0.5 x 109/ლ-ს

განაახლეთ ლენალიდომიდით მკურნალობა დოზის შემდომი დონეზე ერთხელ  დღეში.

ნეიტროპენიის შემთხვევაში, მხდეველობაში უნდა იყოს მიღებული პაციენტის მართვაში ზრდის ფაქტორების გამოყენება.

მიელოდისპლაზიურისინდრომი 

ლენალიდომიდით მკურნალობა არ უნდა იქნეს დაიწყოს, თუ ANC <0.5 x 109/ლ  ან/და  თრომბოციტების რაოდეობაა <25 x 109 / ლ.

რეკომენდებული დოზა

ლენალიდომიდის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10მგ-ს დღეში, პერორალურად, დღეში ერთხელ, განმეორებითი 28 დღიანი ციკლის 1-21-ე დღეს. დოზირება გრძელდება ან იცვლება კლინიკურ და ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით. რეკომენდბული დოზის კორექცია მკურნალობის დროს და განახლებამდე:

დოზის კორექცია, როგორც ეს შეჯამებულია ქვემოთ, რეკომენდებულია მე-3 ან მე-4 ხარისხის ნეიტროპენიის ან თრომბოციტოპენიის ან სხვა მე-3 ან მე-4 ხარისხის ტოქსიკურობის სამართვად, რომელიც ჩაითვლება, რომ დაკავშირებულია ლენალიდომიდთან.

 

 

 დოზისშემცირების საფეხურები                                                                                                                                                                

საწყისი დოზა

10 მგ ერთხელ დღეში ყოველ 28 დღიანი ციკლის  1-21-ე დღეს

დოზის დონე -1

5.0 მგ ერთხელ დღეში ყოველ 28 დღიანი ციკლის  1-28-ე დღეს

დოზის დონე -2

2.5 მგ ერთხელ დღეში ყოველ 28 დღიანი ციკლის  1-28-ე დღეს

დოზის დონე -3

2.5 მგ დღეგამოშვებით 28 დღიანი ციკლის  1-28-ე დღეს

 

პაციენტებისათვის, რომელთა თავდაპირველი დოზა განისაზღვრა 10 მგ და რომლებთაც  ჰქონდათ თრომბოციტოპენია და ნეიტროპენია:

 

 თრომბოციტოპენია                                                                                                                                                                

როდესაც თრომბოციტების რაოდენობა

რეკომენდებული კურსი

მცირდება  < 25 x 109/ ლ-მდე

შეაჩერეთ ლენალიდომიდიით მკურნალობა 

უბრუნდება ≥ 25 x 109 / ლ-ს - <50 x 109 / L მინიმუმ 2 შემთხვაში ≥ 7 დღის განმავლობაში ან როდესაც თრომბოციტების რაოდენობა აღდგება ≥ 50 x 109 / ლ ნებისმიერ დროს

განაახლეთ ლენალიდომიდით მკურნალობა მომდევნო ქვედა დონეზე (დოზის დონეზე -1, -2 და -3)

 

 ნეიტროპენია                                                                                                                                                               

როდესაც ნეიტროფილების რაოდენობა

რეკომენდებული კურსი

მცირდება  < 0.5 x 109/ლ-მდე

შეწყვიტეთ ლენალიდომიდით მკურნალობა

უბრუნდება ≥ 0.5 x 109/ლ-ს

განაახლეთ ლენალიდომიდით მკურნალობა მომდევნო ქვედა დონეზე (დოზის დონეზე -1, -2 და -3)

ლენალიდომიდის მიღების შეწყვეტა

პაციენტებს,  რომლებთაც არ აღენიშნებათ უმნიშვნელო ერითროიდული რეაქცია თერაპიის დაწყებიდან 4 თვის განმავლობაში, რაც გომოვლენილი იქნება ტრანსფუზიის მოთხოვნების მინიმუმ 50% -ით შემცირებით ან თუ არ მოხდება გადასხმა, ჰემოგლობინის 1 გ/დლ ზრდით, ლენალიდომიდით მკურნალობა უნდა შეუწყდეთ.

ყველა პაციენტი

სხვა მე-3 ან მე-4  ხარისხის ტოქსიკურობასთან მიმართებაში, რომელიც ჩაითვლება, რომ დაკავშირებულია ლენალიდომიდთან, მკურნალობა უნდა შეწყდეს და განახლდეს მხოლოდ მომდევნო დაბალი დოზის დონეზე, როდესაც ტოქსიკურობის ხარიხი შემცირდება ≤ 2 -მდე, ექიმის შეხედულებისამებრ.

ლენალიდომიდით მკურნალობის შეწყვეტა გასათვალისწინებელია კანზე მე-2 ან მე-3 ხარისხის გამონაყარის შემთხვევაში.  პრეპარატის მოხსნა უნდა მოხდეს ანგიონევროზული შეშუპების, მე-4 ხარისხის  გამონაყარის, ექსფოლიაციური ან ბულოზური გამონაყარის ნიშნებისას, ან თუ  შეინიშნება სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) და იგი არ უნდა განახლდეს აღნიშნული რეაქციების  შეწყვეტის შემდეგაც.

სპეციალურიპოპულაციები

პედიატრიულიპოპულაცია

ლენალიდომიდი, უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში.

ხანდაზმულები:

პირველად დიაგნოსტირებული მრავლობითი მიელომა

75 წელზე მეტი ასაკის პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ლენალიდომიდით, დექსამეთაზონთან კომბინაციაში, დექსამეთაზონის საწყისი დოზა შეადგენს 20 მგ / დღეში,  თითოეული 28-დღიანი მკურნალობის ციკლის 1-ელ, მე-8, მე-15 და 22-ე დღეს.

დოზის კორექცია არ არის შემოთავაზებული 75 წელზე ზევით პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ლენალიდომიდით მელფალანთან და პრედნიზონთან კომბინციაში.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები:

ლენალიდომიდი არ არის ოფიციალურად შესწავლილი ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში და არ არის დადგენილი დოზების რეკომენდაციები.

მიღებისწესი

პერორალური გამოყენებისთვის.

ლენალიდომიდის კაფსულები მიიღება დაახლოებით ერთი და იგივე დროს, დაგეგმილ დღეებში. არ გახსნათ, არ გატეხოთ და არ დაღეჭოთ კაფსულები. კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, სასურველია წყლით, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. დოზის გამოტოვების  შემდეგ, 12 საათზე ნაკლები ხნის გასლის შემდეგ პაციენტს შეუძლია მიიღოს დოზა. დოზის გამოტოვების  შემდეგ 12 საათზე მეტი ხნის გასლის შემდეგ პაციენტმა არ უნდა მიიღოს დოზა, არამედ მიიღოს შემდეგი დოზა ჩვეულ დროს მომდევნო დღეს.

გვერდითი მოვლენები

დასკვნები

პირველად დიაგნოსტირებული მრავლობითი მიელომა, პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ლენალიდომიდით დაბალდოზიან დექსამეთაზონთან კომბინაციაში.

სერიოზული გვერდითი რეაქციები, როლებიც უფრო ხშირად აღინიშნებოდა (≥5%) ლენალიდომიდის დაბალდოზიან დექსამეთაზონთან (Rd და Rd18) კომბინაციაში, ვიდრე მელფალანთან, პრედნიზოლთან და  თალიდომდთან (MPT) იყო: პნევმონია (9.8%), თირკმლის უკმარისობა (მათ შორის მწვავე) (6.3%)

გვერდითი რეაქციები, რომლებიც უფრო ხშირად აღინიშნებოდა Rd-ს ან Rd 18-ის, ვიდრე MPT-ის შემთხვევაში იყო: დიარეა (45.5%), დაღლილობა (32.8%), ტკივილი ზურგის არეში (32.0%), ასთენია (28.2%), უძილობა (27,6%), გამონაყარი (24.3% ), მადის დაქვეითება (23.1%), ხველა (22.7%), ცხელება (21.4%) და კუნთების სპაზმი (20.5%).

პირველად დიაგნოსტირებული მრავლობითი მიელომა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ლენალიდომიდით მელფალანთან და პრედნიზოლთან კომბინაციაში.

სერიოზული გვერდითი რეაქციები, რომლებიც უფრო ხშირად აღინიშნებოდა (≥5%) მელფალანის, პრედნიზონის და ლენალიდომიდის შემხვევაში, რომელსაც შემდეგ მოჰყვებოდა ლენალიდომიდის თერაპია (MPR + R), ან მელფალანის, პრედნიზონის და ლენალიდომიდის შემხვევაში, რომელსაც შემდეგ მოჰყვებოდა პლაცებო (MPR + P), ვიდრე მელფალანის, პრედნიზონის  შემხვევაში, რომელსაც შემდეგ მოჰყვებოდა პლაცებო MPp + p) იყო: ფებრილური ნეიტროპენია (6.0%), ანემია (5.3%)

სერიოზული გვერდითი რეაქციები, რომლებიც უფრო ხშირად აღინიშნებოდა MPR+R-ის ან MPR+p-ის, ვიდრე MPp+p-ის შემთხვევაში იყო:  ნეიტროპენია (83.3%), ანემია (70.7%), თრომბოციტოპენია (70.0%), ლეიკოპენია (38.8%), ყაბზობა (34.0%), დიარეა (33,3%), გამონაყარი (28.9%), ცხელება (27.0%), პერიფერიული შეშუპება (25.0%), ხველა (24,0%), მადის დაქვეითება (23.7%) და ასთენია (22.0%).

უკუჩვენებები

ორსულობა კატეგორია X

ლენალიდომიდი არის თალიდომიდის ანალოგი.  ვინაიდან თალიდომიდი ცნობილია, როგორც ადამიანის ტერატოგენი, რომელიც იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ თანდაყოლილ დეფექტებს, ლენალიდომიდით მკურნალობისას საჭიროა სიფრთხილე. ლენალიდომიდმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ორსული ქალის ნაყოფს. დაორსულების პოტენციალის მქონე ქალებმა, რომლებიც გადიან ლენალიდომიდით მკურნალობას, ორსულობისგან თავი უნდა დაიცვან სათანადო კონტრაცეფციის გამოყენებით. კონტრაცეპტული ზომები უნდა გაგრძელდეს ლენალიდომიდით მკურნალობის შეწყვეტიდან კიდევ 4 კვირის განმავობაში. ორსულ ქალებში ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ არსებობს.

ლენალიდომიდი აღმოჩნდა, რომ ემბრიოტოქსიკურია ცხოველებისთვის.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა ტერატოგენური ეფექტები, თუმცა აღინიშნა მინიმალური ტოქსიკურობა, რომელიც მოიცავდა მცირე, გარდამავალ, სხეულის საშუალო წონის და საკვების მიღების შემცირებას. თუმცა ეს ექსპერიმენტული მოდელი შეიძლება სრული სპექტრით არ განიხილავდეს ემბრიოფეტალური განვითარების ეფექტების პოტენციალს.

ლენალიდომიდის რეპროდუქციული ეფექტი სათანადოდ შეფასებული არ არის.

ლენალიდომიდის სტრუქტურული მსგავსება ალიდომიდთან, როგორც ადამიანის ცნობილ ტერატოგენთან, წარმოადგენს პოტენციურ რისკს განვითარებადი ნაყოფისნაყოფის. 

გამოყენება ლაქტაციის პერიოდში მყოფ დედებში

არ არის ცნობილი, ხდება თუ არა ლენალიდომიდის ექსკრეცია ლაქტატში. პრეპარატით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ბავშვის ძუძუთი კვების შეწყვეტა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ლენალიდომიდი არც მეტაბოლიზდება და არც აინდუცირებს და არც აინჰიბირებს CYP 450 ფერმენტებს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ლენალიდომიდი შეიძლება არ იწვევდეს სხვა პრეპარატებთან P450-თან დაკავშირებულ ურთიერთქმედებას.

 

როდესაც დიგოქსინი მიიღებოდა ლენალიდომიდთან ერთად, დიგოქსინის AUC მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა, თუმცა, დიგოქსინის Cmax გაიზარდა 14%-ით. ლენალიდომიდის მიღებისას რეკომენდებულია დიგოქსინის პლაზმური დონეების პერიოდული მონიტორინგი.

სპეციალურიგაფრთხილება

ჰემატოლოგიურიტოქსიკურობა

მნიშვნელოვანი თრომბოციტოპენია და ნეიტროპენია ასოცირებულია ლენალიდომიდის თერაპიასთან.

ლაბორატორიული ტესტები

სისხლის საერთო ანალიზი (CBC), მათ შორის, ლეიკოციტური ფორმულა, თრომბოციტების, ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის შემცველობის  დიფერენცირებული განსაზღვრით, უნდა შესრულდეს ლენალიდომიდით მკურნალობის დაწყებიდან პირველი 8 კვირის განმავლობაში და შემდგომ ყოველთვიურად, ციტოპენიის  მონიტორინგის მიზნით.

კანცეროგენეზი, მუტაგენეზი, ნაყოფიერების კანცეროგენობის დაქვეითება: კლინიკური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი: ლენალიდომიდის მუტაგენეზი არ იწვევს მუტაციას.

ფერტილობა: ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა ტოქსიკურობა და უარყოფითი ზეგავლენა ფერტილობაზე. ლენალიდომიდის რეპროდუქციული ეფექტები არ არის სათანადოდ შესწავლილი.

ჭარბი დოზირება

კლინიკური მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.  

 

წამლისფორმადაშეფუთვა

5მგ-იანი 28 კაფსულა ფლაკონში. ერთი ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

10მგ-იანი 28 კაფსულა ფლაკონში. ერთი ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

15მგ-იანი 21 კაფსულა ფლაკონში. ერთი ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

25მგ-იანი 21 კაფსულა ფლაკონში. ერთი ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობისვადა

36 თვე

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - გაიცემა  ფორმა N3 რეცეპტით.

მწარმოებელი

BDR PHARMACEUTICALS INTERNATIONAL PVT. LTD., ინდოეთი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

სს „ჰუმანითი ჯორჯია“, საქართველო