ერლოტინიბი-ჰუმანითი

სავაჭრო სახელწოდება

ერლოტინიბი-ჰუმანითი

ERLOTINIB-HUMANITY

საერთაშორისო არაპატენტური სახელწოდება

ერლოტინიბი

სამკურნალწამლო ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები

შემადგენლობა:

ყოველი შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს:

ერლოტინიბის ჰიდროქლორიდს ექვივალენტურს 100 მგ / 150 მგ ერლოტინიბისა

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტინეოპლაზური საშუალებები, პროტეინკინაზას ინჰიბიტორები

ათქ-კოდი: L01XE03


ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

ერლოტინიბის დაახლოებით 60% აბსორბირდება პერორალური მიღების შემდეგ და მისი ბიოშეღწევადობა თითქმის100%-მდე მატულობს საკვების მიღებით. პლაზმაში კონცენტრაციის პიკი (Cmax)  მიიღწევა მიღებიდან დაახლოებით 4 საათში.ერლოტინიბის ხსნადობა დამოკიდებულია   pH-ზე.  ხსნადობა მცირდება  pH-ისმომატებისას. აბსორბციის შემდეგ ერლოტინიბის დაახლოებით 93% უკავშირდება პლაზმის ცილებს (ალბუმინი და ალფა-1 მჟავა გლიკოპროტეინი (AAG)).

ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 36 საათს. მდგრადი  კონცენტრაციის მიღწევის დრო- 7-8 დღეა. მეტაბოლიზდება ღვიძლში ციტოქრომული ფერმენტებით, ძირითადადCYP3A4-ით და ნაკლებად- CYP1A2-ით.  მოწევა ამცირებს პრეპარატის ექსპოზიციას. მაგრამ, სარეკომენდაციო დოზა მწეველებისათვის უცნობია. ერლოტინიბი ძირითადად გამოიყოფა განავალთან ერთად.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები:ერლოტინიბის ექსპოზიცია ღვიძლის ზომიერი ხარისხის უკმარისობის დროს (Child-Pugh B) არ განსხვავდებოდა ღვიძლის ადეკვატური ფუნქციების მქონე პაციენტებისაგან, ღვიძლის პირველადი კიბოს ან მეტასტაზური დაზიანების შემთხვევების ჩათვლით.

ფარმაკოდინამიკა

ერლოტინიბის სიმსივნისსაწინააღმდეგო მოქმედება ბოლომდე არ არის შესწავლილი.ერლოტინიბი ბლოკავს ზრდის ეპიდერმული ფაქტორის რეცეპტორთან (EGFR) დაკავშირებული თიროზინკინაზას უჯრედშიდა ფოსფოლირებას. თიროზინკინაზას სხვა რეცეპტორების მიმართ სპეციფიურობა არ არის შესწავლილი. (EGFR) ვლინდება როგორც ნორმალური, ასევე სიმსივნური უჯრედების ზედაპირზე.

გამოყენების ჩვენებები

ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო (NSCLC):

-         ერლოტინიბიმონოთერაპიაში გამოიყენება ლოკალურად განვითარებული ან მეტასტაზური არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს შემანარჩუნებელი თერაპიისათვის, თუ დაავადება არ პროგრესირებს პლატინის პრეპარატებით ჩატარებული პირველი ხაზის ქიმიოთერაპიის 4 კურსის შემდეგ.

-         ერლოტინიბი მონოთერაპიაში გამოიყენება  ლოკალურად განვითარებული ან მეტასტაზური არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს სამკურნალოდმანამდე ჩატარებული მიმიმუმ ერთი ქიმიოთერაპიული რეჟიმის არაეფექტურობის შემდეგ.

ლოკალურად განვითარებული ან მეტასტაზური არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებშიუშედეგო აღმოჩნდაერლოტინიბისა და პლანიტის პრეპარატებით (კარბოპლატინი და პაქლიტაქსელი; ან გემციტაბინი და ცისპლატინი)ერთდროული მკურნალობა.

პანკრეასის კიბო:  ერლოტინიბის და  გემციტაბინის კომბინაცია ნაჩვენებია, როგორც პანკრეასის ლოკალურად განვითარებული, არარეზექცირებადი ან მეტასტაზური კიბოს პირველი რიგის მკურნალობა. 

მიღების წესი და დოზირება

NSCLC:

ლოკალურად განვითარებული ან მეტასტაზური არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს დროს ერლოტინიბის სარეკომენდაციო დღიური დოზა შეადგენს 150 მგ-ს, მიღებული ჭამამდე ერთი საათით ადრე ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ.  მკურნალობა წყდება დაავადების პროგრესირების ან ძლიერი ტოქსიურობის განვითარების დროს. პროგრესირების დროს მკურნალობის გაგრძელების მიზანშეწონილობა არ არის დამტკიცებული.

დოზის მოდიფიკაცია:

პაციენტებს, რომლებსაც განუვითარდა მწვავე და/ან პროგრესირებადი პულმონალური სიმპტომები, როგორიცაა დისპნოე, ხველა და ცხელება, ერლოტინიბით მკურნალობა უნდა შეწყდეს დიაგნოსტიკური შეფასების ჩატარებამდე. თუ დიაგნოსტირებულია ფილტვის ინტერსტიციული დაავადება (ILD) პრეპარატის გამოყენება უნდაშეწყდეს და საჭიროებისამებრ დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.  

ერლოტინიბით მკურნალობა უნდა შეწყდეს ღვიძლის უკმარისობისა და გასტრო-ინტესტინალური სისხლდენისას.

უნდა შეჩერდეს ან შეწყდეს ერლოტინიბით მკურნალობა შემდეგ შემთხვევებში: გაუწყლოვანების და  თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკის შემთხვევაში; კანის ბულოზური ან ექსფოლიატიური დაზიანებისას; ოფტალმოლოგიური გართულებებისას. დიარეის კორექცის შესაძლებელია ლოპერამიდის საშუალებით. მძიმე დიარეის, ლოპერამიდით მკურნალობის არაეფექტურობისა და გაუწყლოვანების განვითარების რისკის დროს საჭიროა ერლოტინიბი დოზის შემცირება ან მიღების დროებითი შეჩერება. კანის მხრივ მძიმე ფორმის დაზიანებების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ერლოტინიბი დოზის შემცირება ან მიღების დროებითი შეჩერება.

როდესაც საჭიროა დოზის მოდიფიცირება, რეკომენდებულია მისი შემცირება 50 მგ-იანი საფეხურებით.

ერლოტინიბის და CYP3A4 ინჰიბიტორების (ატაზანავირი, კლარიტრომიცინი, ინდინავირი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ნეფაზოდონი, ნელფინავირი, რიტონავირი, საქუინავირი, ტელიტრომიცინი, ტროლეანდომიცინი, ვირუკონაზოლი, გრეიფრუტი და მისი წვენი)    ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის რედუქცია სერიოზული გვერდითი ეფექტების  შემთხვევაში.

ასევე ერლოტინიბის და ციპროფლიქსაცინის (CYP3A4 და CYP1A2 ინჰიბიტორი) ერთდროული მიღებისას შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის რედუქცია სერიოზული გვერდითი ეფექტების  შემთხვევაში.

რიფამპიცინით (CYP3A4 ინდუქტორი)  წინასწარი მკურნალობისას ერლოტინიბის AUC შემცირდა დაახლოებით 2/3- დან 4/5- მდე.  ამდენად, როდესაც შესაძლებელია, რეკომენდებულია ალტერნატიული მკურნალობა მედიკამენტებით, რომელთაც არ გააჩნიათ CYP3A4-ის ინდუქციის თვისება.  თუ ალტერნატიული მკურნალობა მიუწვდომელია, ერლოტინიბის დოზას ზრდიან 2 კვირიანი ინტერვალით, უსაფრთხოების პროფილის გათვალისწინებით. ერლოტინიბის მაქსიმალური შესწავლილი დოზა რიფამპიცინთან კომბინაციაში 450 მგ.რიფამპიცინის მოხსნის შემდეგ,  ერლოტინიბის დოზა დაუყონებლივ უნდა შემცირდეს. ასევე საჭიროა სიფრთხილე CYP3A4-ს სხვა ინდუქტორებთან- რიფაბუტინი, რიფაპენტინი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი და კრაზანას პრეპარატები).

თამბაქოს მოწევა ამცირებს ერლოტინიბის განაწილებას. მათ უნდა ერჩიოს თამბაქოს თავის დანებება. თუ პაციენტი აგრძელებს მოწევას, ერლოტინიბის დოზა უნდა გაიზარდოს 300 მგ-ით, პაციენტის უსაფრთხოების დაკვირვებით. მაგრამ, ეფექტურობა და უსაფრთხოება დიდი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას არ არის შესწავლილი მწეველ პაციენტებში. მოწევის შეწყვეტის შემდეგ ერლოტინიბის დოზა დაუყონებლივ უნდა შემცირდეს.

ერლოტინიბი  მეტაბოლიზმს ღვიძლში განიცდის. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები (საერთო ბილირუბინი > ULN, ან ჩაილ-პიუს მაჩვენებელი A, B ან C) საჭიროებენ გულმოდგინე დაკვირვებას ერლოტინიბით მკურნალობისას.

მეტი სიფრთხილეა საჭირო, თუ საერთო ბილირუბინი >3 x ULN.  იმ შემთხვევაში, თუ ბილირუბინის მაჩვენებლები გაორმაგდა,  ტრანსამინაზების კი  გასამმაგდა , საჭიროა ერლოტინიბი დოზის შემცირება ან მიღების დროებითი შეჩერება. ღვიძლის ფუნქციური სინჯების გაუარესების შემთხვევასი პრეპარატის დოზის შემცირების ან მოხნის საკითხი უნდა განიხილებოდეს, სანამ ეს ცვლილებები სერიოზულ გახდება. ერლოტინიბის დოზა უნდა შემცირდეს ან მკურნალობა დროებით შეწყდეს, თუ საერთო ბილირუბინი >3 x ULN და/ან ტრანსამინაზების დონე >5 x ULN მკურნალობის საბაზისო მაჩვენებლებთან შედარებით.

პანკრეასის კიბო:  რეკომენდებული დოზა არის 100 მგ საკვების მიღებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ გემციტაბინთან კომბინაციაში. მკურნალობა გრძელდება დაავადების პროგრესირების ან ძლიერი ტოქსიურობის განვითარებამდე.

გვერდითი მოვლენები

ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო:

ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტები 150 მგ ერლოტინიბით მონოთერაპიისას არის გამონაყარი და დიარეა. სხვა: ანოგექსია, დაღლილობა, ქოშინი, ხველა, გულისრევის შეგრძნება, ინფექციები, ღებინება, სტომატიტი, ქავილი, კანის სიმშრალე, მშრალი კონიუნქტივიტი, მუცლის ტკივილი. ასევე ვლინდება ღვიძლის ფუნქციების დარღვევები- ბილირუბინის, ALT და AST მაჩვენებლების ზრდა. ამ მაჩვენებლების ზრდა ან დროებითია, ან/და დაკავშირებულია ღვიძლის მეტასტაზირებასთან. ერლოტინიბით მკურნალობა უნდა შეჩერდეს ღვიძლის ფუნქციების სერიუზული დარღვევებისას.

უკუჩვენებები

პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

ერლოტინიბი ძირითადად მეტაბოლიზდება CYP3A4 მეშვეობით, ხოლო CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია მისი განაწილების ზრდა. ასევე, კეტოკონაზოლთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება ერლოტინიბის AUC- ის ზრდა 2/3-ით.

რიფამპიცინით (CYP3A4 ინდუქტორი)  წინასწარი მკურნალობისას ერლოტინიბის AUCშემცირდა დაახლოებით 2/3- დან 4/5- მდე.

ერლოტინიბთ წინასწარი და ერთდროული მკურნალობა ამცირებს CYP3A4 სუბსტრატის, მიდაზოლამის AUC -ს 24%-ით. მექანიზმი უცნობია.

მედიკამენტები, რომლებიც მოქმედებენ გასტრო-ინტესტინური ტრაქტისpH-ზე, შესაძლოა  გავლენას ახდენენერლოტინიბის ხსნადობაზე და ამცირებენ მის ბიოშეღწევადობას.  ერლოტინიბის დოზის გაზრდა სავარაუდოდ ნაკლებად ახდენს მისი ექსპოზიციის დანაკარგის კომპენსაციას.

ერთდროული გამოყენებისას ომეპრაზოლი (პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორი) ამცირებს ერლოტინიბისAUC- ს. ვინაიდან პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორები ხანგრძლივად ცვლიან გასტრო-ინტესტინური ტრაქტისpH-ს, დოზების გაყოფა არ ამცირებს ურთიერთქმედებას. მათი ერტდროული გამოყენება   არ არის რეკომენდებული, თუ ეს შესაძლებელია.

300 მგ რანიტიდინთან, რომელიც წარმოადგენს  H2- რეცეპტორების ანტაგონისტს, ერლოტინიბის ექსპოზიცია (AUC) მცირდება.  თუ პაციენტი საჭიროებს H2რეცეპტორების ანტაგონისტით მკურნალობას, ეს პრეპარატების ინიშნება დანაწილებული  წესით. ერლოტინიბი მიიღება ერთხელ დღეში,  H2- რეცეპტორების ანტაგონისტის მიღებიდან 10 საათის გასვლის შემდეგ. და შემდეგი დოზის მიღებამდე 2 საათით ადრე. მიუხედავად იმისა,რომ დანაწილებული  წესით მიღების ეფექტურობა არ არის დადგენილი, ერლოტინიის და ანტაციდების მიღება უნდა იყოს დაცილებული რამდენიმე საათით.

თამბაქოს მოწევა ამცირებს ერლოტინიბის განაწილებას. მათ უნდა ერჩიოს თამბაქოს თავის დანებება. თუ პაციენტი აგრძელებს მოწევას, ერლოტინიბის დოზა უნდა გაიზარდოს პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგის ფონზე.

განსაკუთრებული მითითებანი

ფილტვის ტოქსიურობა

NSCLC , პანკრეასის კიბოს ან სხვა სოლიტარული სისმსივნის მკურნალობისას ერლიტინიბი ზოგ შემთხვევებში იწვევს სერიოზულ, ფილტვის ინტერსტიციალური დაავადების (ILD)მსგავს სიმპტომებს, სიკვდილის ჩათვლით.ILD მაგვარი დაავადებების სიაში შედის: პნევმონიტი, რადიაციული პნევმონიტი, ჰიპერმგრძნობელობითი პნემვონიტი, სნტერსტიციალური პნევმონია, ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება, მაობლიტირებელი ბრონქიტი, ბრონქიოლიტი, ფილტვის ფიბროზი, ფულტვის მწვავე დისტრესს-სინდრომი და ფილტვის ინფილტრაცია.

სიმპტომები ვლინდებოდა ერლოტინიბით მკურნალობის შემდეგ5 დღიდან 9 თვემდე  (მედიანა 39 დღე) ერლოტინიბის მკურნალობის შემდეგ.

ამ დიაგნოზების უმეტესობა იყო ასოცირებული სხვადასხვა ფაქტორებთან: ერთდროული ან წინასწარი რადიოთერაპია, ქიმიოთერაპია, ფილტვის არსებული დაავადებები, ფილტვის მეტასტაზები ან ინფექციები. პაციენტებს, რომლებსაც განუვითარდა მწვავე და/ან პროგრესირებადი პულმონალური სიმპტომები, როგორიცაა დისპნოე, ხველა და ცხელება, ერლოტინიბით მკურნალობა უნდა შეწყდეს დიაგნოსტიკური შეფასების ჩატარებამდე. თუ დიაგნოსტირებულია ფილტვის ინტერსტიციული დაავადება (ILD) პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროებისამებრ დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.  

თირკმლის უკმარისობა:

ჰეპატორენალური სინდრომის, თირკმლის მწვავე უკმარისობის (სიკვდილის ჩათვლით) და თირკმლის ურმარისობის იქნა დაფიქსირებული. ზოგი შემთხვევა იყო მეორადი ადრე არსებული თირკმლის ფუნქციის დარღვევების პროგრესირებით, ზოგი კი იყო დეჰიდრატაციით გამოწვეული (დიარეა, ღებინება და/ან ანორექსია, დამატებითი ქიმიოთერაპია). დეჰიდრატაციის შემთხვევაში, განსაკუთრების  რისკ-ფაქტორების არსებობისას (თირკმლის არსებული დაავადებები, დაავადებები ან მედიკამენტები, რომლებიც აღრმავებენ თირკმლის დისფუნქციას, ხანდაზმული  ასაკი) ერლოტინიბით მკურნალობა უნდა შეჩერდეს და მოდხეს პაციენტის წლის ბალანსის აღდგენა. დეჰიდრატაციის რისკის მქონე პაციენტებში საჭიროა თირკმლის ფუნქციების და ელექტროლიტების დოზის მონიტორინგი.

ჰეპატოტოქსიურობა:

დაფიქსირებულია ღვიძლის უკმარისობის და ჰეპატო-რენალური სინდრომის შემთხვევები (სიკვდილის ჩათვლით), განსაკუთრებით ადრე არსებული ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში. რეკომენდებული თვიძლის ფუნქციური სინჯების (ტრანსამინაზები, ბილირუბინი, ტუტე ფოსფატაზას) მონიტორინგი. ამ მაჩვენებლების გაუარესების სემთხვევაში განიხილება დოზის შემცირების ან პრეპარატის მოხსნის საკითხი. ერლოტინიბის მიღება უნდა შემცირდეს ან შეჩერდეს, თუ ბილირუბინი >3 x ULN, ტრანსამინაზები >5 x ULN ნორმალური საბაზისო მონაცემებთან შედარებით.

პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით და ბილირუბინით > 3 x ULNერლოტინიბი ინიშნება სიფრთხილით.  იმ შემთხვევაში, თუ საერთო ბილირუბინი > 3 x ULN ან ჩაილდ-პიუს მაჩვენებელიA, B და C , პაციენტები იმყოფებიან მუდმივ დაკვირვების ქვეშ. იმ შემთხვევაში, თუ ბილირუბინის მაჩვენებლები გაორმაგდა,  ტრანსამინაზების კი  გასამმაგდა , საჭიროა ერლოტინიბი დოზის შემცირება ან მიღების დროებითი შეჩერება.

გასტრო-ინტესტინუტი პერფორაცია: არის დაფიქსირებული გასტრო-ინტესტინური პერფორაციის შემთხვევები (მათ შორის ლეტალური გამოსავლი) ერლიტინიბის მკურნალობის ფონზე. თუ პაციენტი მკურნალობს ანტი-ანგიოგენური, კორტიკოსტეროიდული, ანთებისსაწინააღმდეგო  პრეპარატებით, აქვს ანამნეზში წყლულოვანი დაავადება, რისკი მატულობს. სისხლდენის შემთხვევაში ერლიტინიბით მკურნალობა უნდა სეწყდეს. 

კანის ბულოზური და ექსფოლიატიური დარღვევები:

შესაძლებელია კანის ბულოზური, ბლისტერული და ექსფოლიატიური დაზიანებების განვითარება, სტივენს-ჯონსის სინდრომის/ტოქსიური ეპიდერმული ნეკროზის იშვიათი შემთხვევების ჩათვლით. მძიმე ფორმის ბულოზური, ბლისტერული და ექსფოლიატიური დაზიანებებისას ერლოტინიბით მკურნალობა უნდა შეჩერდეს ან შეწყდეს.

ნიოკარდიუმის ინფარქტი/ იშემია, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, მიკროანგიოპათია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია:ერლოტინიბის მკურნალობის ფონზე (მონო- ან კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში) მსგავსი შემთხვევები იყო დაფიქსირებული.

INR-ის მატება და სისხლდენის რისკი: დაფიქსირებულია INR-ის მატების, სისხლდენის (გასტრო-ინტესტინალური და სხვა ლოკალიზაციის) შემთხვევები, ზოგჯერ დაკავშირებული ვარფარინის ერთდროილ მიღებასთან. ერლოტინიბის და კუმარინული ანტიკოაგულანტების თანაგამოყენებისას აუცილებელია პროთრომბინის დროის და INR-ის ნებისმიერი ცვლილებისნრეგულარული მონიტორინგი.

თვალის დაავადებები: დაფიქსირებულიარქოვანას პერფორაციის და ულცერაციის შემთხვევები.   სხვა ოფტალმოლოგიური გართულებებს მიეკუთვნება ქუთუთოების პათოლოგიური ზრდა, მშრალი კერატოკონიუნქტივიტი და კერატიტი, რაც თავის მხრივ წარმოადგენს რქოვანას პერფორაციის/ულცერაციილ რისკ-ფაქტორს. შესაბამისად, ოფტალმოლოგიური გართულებებისას (თვალისტკივილი)მწვავე განვითარებისას ან პროგრესირებისას აუცილებელია ერლიტინიბის მიღების შეწყვეტა ან შეჩერება.

ჭარბი დოზირება

მძიმე სიმპტომები, როგორიცაა დიარეა, გამონაყარი და ღვიძლის ტრანსამინაზების ელევაცია შეიძლება იყოს ჭარბი დოზირებისას. მოწამვლაზე ეჭვის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და დაიწყოს სიმპტომური მკურნალობა. 

შეფუთვა

30 ტაბლეტი HDPE-ის თეთრ ბოთლში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არა უმეტეს 25°Cტემპერატურისა. სინათლისაგან დაცულ  და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა

2 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა  ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

 მწარმოებელი

 BDR Pharmaceuticals International Pvt. Ltd.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
სს "ჰუმანითი ჯორჯია", საქართველო