ბულარდინი-ჰუმანითი

სავაჭრო დასახელება:

ბულარდინი-ჰუმანითი

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება:

ბულარდის საქარომიცეტი

სამკურნალწამლო ფორმა:

ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად

შემადგენლობა:

ყოველი პაკეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას:  ლიოფილიზირებული ბულარდის საქარომიცეტს 282.5მგ (250მგ საფუარის შესაბამისი რაოდენობით).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტიდიარეული, ნაწლავთა ანთების და მიკრობების საწინაარმდეგო საშუალებები, ანტიდიარეული მიკროორგანიზმები

ათქ კოდი:  A07FA02


ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიში გადასვლის შემდეგ მიმდინარეობს S. boulardii უჯრედების შეუქცევადი დაშლა. მსხვილ ნაწლავში აღინიშნება ცოცხალი უჯრედების ექსპოზიცია საქაროლიტური ფერმენტების მიმართ, რომლებიც წარმოიქმნება ნორმალურ ნაწლავურ ფლორაში, რომელიც აჰიდროლიზებს პოლისაქარიდებს უჯრედოვან კედელში. სწორედ ეს ფერმენტები ახდენენ შემდგომში მკვდარი უჯრედების დაშლასაც. საბოლოოდ, S. boulardii ჩნდება ნაწლავებსა და განავალში. კვლევა აჩვენებს, რომ არ S. boulardii ახდენს ნაწლავური ტრაქტის კოლონიზებას და ერთჯერადი პერორალური დოზა სწრაფად ელიმინირდება განავალში. დღეში ერთი გრამის მიღებისას პაციენტთა განავალში S. boulardii-ს შესწავლისას, მიღებული დოზის მხოლოდ ერთი პროცენტი აღმოჩნდა და ორგანიზმი სრულად იწმინდებოდა განავლისაგან სამ დღეში. ამის საპირისპიროდ, როდესაც S. boulardii უწყვეტად ეძლეოდათ ცხოველებს (სასმელ წყალში), ცოცხალი უჯრედების ფეკალური კონცენტრაცია გაზრდილი იყო 50-100-ჯერ, რაც ნიშნავს, რომ ხშირი დოზირება შეიძლება უფრო ეფექტური იყოს. ამპიცილინის მიმღებ პაციენტებში ჩატარებული კვლევებისას, S. boulardii-ს აღდგენა განავალში მატულობდა 2,4-ჯერ, რაც მიუთითებს ნორმალური ნაწლავური ფლორის ცვლილებაზე, ნაწლავებში S. boulardii-ს დონის მომატებაზე.

ფარმაკოდინამიკა:

Saccharomyces boulardii ხელსაყრელად ცვლის ნაწლავური ფლორის შემადგენლობას და აინჰიბირებს პათოგენური მიკროორგანიზმების მოქმედებას. უზრუნველყოფს ნაწლავური ფლორის ჯანსაღ ბალანსს ორგანული ნაერთების წარმოქმნით, როგორიცაა რძემჟავა, წყალბადის პეროქსიდი და ლიმონმჟავა - რომელიც ზრდის ნაწლავების მჟავიანობას და აინჰიბირებს მრავალი მავნე ბაქტერიის გამრავლებას. კვლევებმა აჩვენა, რომ ის ასევე წარმოქმნის ნივთიერებებს ბაქტერიოცინებს, რომლებიც მოქმედებენ, როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკები არასასურველი მიკროორგანიზმების გასანადგურებლად. ახდენს B1 ვიტამინის, B2 ვიტამინის, B6 ვიტამინის, პანტოთენის მჟავას და ნიკოტინის მჟავას სინთეზსს. ეს ვიტამინები უტილიზდება ორგანიზმის კვებითი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

Saccharomyces boulardii-ს ფარმაკოდინამიკა მოიცავს სხვა სხვადასხვა ასპექტს: პირდაპირ ანტაგონისტურ მოქმედებას, ანტისეკრეტორულ მოქმედებას ნაწლავურ რეცეპტორებთან ტოქსინების შეკავშირების გზით და ტროფიულ მოქმედებას ფერმენტული მოქმედებებისა და ნაწლავების დაცვის მექანიზმების სტიმულირების გზით. პერორალური Saccharomyces boulardii აინდუცირებს რამდენიმე უჯრედოვან და ჰუმორულ იმუნოლოგიურ ცვლილებას ჯანმრთელი მოხალისეების პერიფერიულ სისხლშ. Saccharomyces boulardii ააქტიურებს C2, C3, C3a და C5a-ს.

გამოყენების ჩვენებები:

Saccharomyces boulardii ნაჩვენებია ანტიბიოტიკებთან ასოცირებული დიარეისათვის.

Saccharomyces boulardii ასევე გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ და პრევენციისათვის, მათ შორის ინფექციური სახეობებისათვის, როგორიცაა როტავირუსული დიარეა ბავშვებში, „ცუდი“ ბაქტერიების მიერ გასტროინტესტინალური ჭარბი ზრდით გამოწვეული დიარეა ბავშვებში, მოგზაურთა დიარეა და მილით კვებასთან ასოცირებული დიარეა.

Saccharomyces boulardii ასევე გამოიყენება ზოგადი მონელების პრობლემების, გაღიზიანებული ნაწლავების სინდრომის, ანთებითი ნაწლავის სინდრომის (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი), ლაიმის დააადების, ნაწლავური აშლილობის - მორეციდივე Clostridium difficile კოლიტის და წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი ზრდის სამკურნალოდ.

დოზირება და მიღების წესი:

მოზრდილები:

პერორალური: 250-1000 მგ/დღეში, დაყოფილი ორ დოზად, უზმოზე.

ბავშვები: 250-1000 მგ/დღეში დაყოფილ დოზებად.

  • ანტიბიოტიკების გამოყენებასთან ასოცირებული დიარეის დროს: 250-500 მგ Saccharomyces boulardii, დღეში 2-4-ჯერ.
  • Clostridium difficile-ით გამოწვეული დიარეა: 1 გ Saccharomyces boulardii დღეში, 4 კვირის განმავლობაში ანტიბიოტიკებით მკურნალობასთან ერთად.
  • კრონის დაავადებისათვის:

- 250 მგ Saccharomyces boulardii დღეში სამჯერ გამოიყენებოდა 9 კვირამდე პერიოდში.

- 1 გრამი Saccharomyces boulardii დღეში გამოიყენებოდა ჩვეულებრივ მკურნალობასთან ერთად.

  • წყლულოვანი კოლიტის დროს: 250 მგ Saccharomyces boulardii დღეში სამჯერ.
  • წყლულის გამომწვევი Helicobacter pylori bacterium-ით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ: Saccharomyces boulardii 5 მილიარდი კოლონიის მაფორმირებელი ერთეულის (CFUs) დოზა დღეში, ჩვეულებრივ მკურნალობასთან დამატებით.

მიღების წესი:

saccharomyces boulardii მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

პერორალური ფხვნილის გამოსაყენებლად, გახსენით პაკეტი და მისი შემცველობა გადაიტანეთ მინიმუმ 112 გრამ წყალში, წვენში ან რძეში. მოურიეთ ნარევს და მაშინვე დალიეთ. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ სრული დოზის მიღებაში, იმავე ჭიქაში დაასხით მცირეოდენი წყალი, ნაზად მოურიეთ და მაშინვე დალიეთ.

გვერდითი ეფექტები:

saccharomyces boulardii სავარაუდოდ უსაფრთხოა თითქმის ყველა მოზრდილისათვის, როდესაც მიიღება პერორალური გზით 15 თვემდე. ზოგიერთ ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს გაზები. იშვიათად, შეიძლება გამოიწვიოს სოკოვანი ინფექციები, რომლებიც ვრცელდება სისხლის ნაკადსა და მთელს ორგანიზმში (ფუნგემია).

უკუჩვენებები:

პრეპარატის აქტიური ინგრედიენტის ან ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპრატები ურთიერთქმედებენ: saccharomyces boulardii-სთან.

Saccharomyces boulardii არის სოკო. სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები ხელს უწყობენ ორგანიზმში სოკოების შემცირებას. სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატებთან ერთად Saccharomyces boulardii-ს მიღებამ შეიძლება შეამციროს Saccaromyces boulardii-ს ეფექტიანობა.

სოკოვანი ინფექციების სამკურნალო რამდენიმე პრეპარატია ფლუკონაზოლი (დიფლუკანი), ტერბინაფინი (ლამიზილი), იტრაკონაზოლი (სპორანოქსი) და სხვები.

სპეციალური გაფრთხილებები:

დასუსტებული იმუნური სისტემა:

არსებობს მოსაზრება, რომ კრიტიკულად დაავადებულ ადამიანებში, დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში და იმ პირებში, რომლებიც იღებენ ისეთ პრეპარატებს, რომლებიც ცვლიან იმუნურ სისტემას, Saccharomyces boulardii-ს მიღების შემთხვევაში, შეიძლება მომატებული იყოს ისეთი საფუარული იფექციის განვითარების რისკი, რომელიც ვრცელდება სისხლის ნაკადში და დანარჩენ ორგანიზმში (ფუნგემია).  მიუხედავად იმისა, რომ საქარომიცი ზოგადად არ იწვევს დაავადებას, მისი გამოყენების შემდეგ ხშირად აღინიშნა ფუნგემია, უპირატესად დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში.

საფუარული ალერგია:

საფუარული ალერგიის მქონე პაციენტები შეიძლება ალერგიული იყვნენ Saccharomyces boulardii-ს შემცველი პროდუქტების მიმართ, ამიტომ, რეკომენდებულია ამ პროდუქტების მიღებისაგან თავის შეკავება.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არსებობს საკმარისი სანდო ინფორმაცია Saccharomyces boulardii-ს გამოყენების უსაფრთხოების შესახებ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. უსაფრთხოების მიზნით, მოერიდეთ გამოყენებას.

ჭარბი დოზა:

ჭარბი დოზის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ამ პროდუქტთან ასოცირებული ზოგიერთი გვერდითი ეფექტის მძიმე ფორმა.

მიმართეთ სამედიცინო დახმარებას დამხმარე და სიმპტომატური თერაპიის ჩასატარებლად.

შეფუთვა:

765მგ ფხვნილი პაკეტში, 20 პაკეტი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა:

2 წელი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე

მწარმოებელი:

XL LABORATORIES PVT LTD., ინდოეთი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

სს „ჰუმანითი ჯორჯია“., საქართველო.