პანტოპრაზოლი -ჰუმანითი

სავაჭრო დასახელება:

პანტოპრაზოლი-ჰუმანითი

PANTOPRAZOLE - HUMANITY

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

პანტოპრაზოლი

სამკურნალწამლო ფორმა:

დაყოვნებული გამოთავისუფლების, ნაწლავში ხსნადი, გარსით დაფარული ტაბლეტები  20მგ და 40მგ.

შემადგენლობა:

ყოველი ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება - პანტოპრაზოლის ნატრიუ სესკვიჰიდრატი ექვივალენტური 20მგ / 40მგ პანტოპრაზოლისა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

მჟავიანობის დარღვევის სამკურნალო პრეპარატები. წყლულის საწინააღმდეგო პრეპარატები და გასტროეზოფაგული რეფლუქსის სამკურნალო პრეპარატები. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები. პანტოპრაზოლი

ათქ კოდი А02ВС02


ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოკინეტიკა:

პანტოპრაზოლი სწრაფად შეიწოვება, მაქსიმალური კონცენტრაციები (დოზირებისთვის 20მგ: 1-1,5 მკგ/მლ, დოზირებისთვის 40მგ: 2-3 მკგ/მლ) სისხლის პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 2-2,5 საათის შემდეგ პრეპარატის შიგნით მიღებიდან და მუდმივად რჩება განმეორებითი დოზების მიღების შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 77%, საკვების მიღება არ მოქმედებს AUC მაჩვენებლებზე („კონცენტრაცია-დროის“ მრუდის ქვეშ), მაქსიმალურ კონცენტრაციებზე შრატში და ბიოშეღწევადობაზე. 10-80მგ დოზის დიაპაზონში პანტოპრაზოლის კინეტიკას სისხლის პლაზმაში გააჩნია ხაზოვანი ხასიათი.

პლაზმის ცილებს უკავშირდება პანტოპრაზოლის 98%. განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0,15ლ/კგ.

პანტოპრაზოლი პრაქტიკულად სრულიად მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1 საათს და კლირენსი დაახლოებით 0,1 ლ/სთ/კგ. ზოგიერთ შემთხვევაში გამოყოფის პერიოდი შეიძლება გაიზარდოს. პანტოპრაზოლის სპეციფიური კავშირის გამო პარიეტალური უჯრედების პროტონულ ტუმბოსთან ნახევარგამოყოფის პერიოდი არ კორელირებს თერაპიული ეფექტის გახანგრძლივებასთან (მარილმჟავას სეკრეციის დათრგუნვა).

პანტოპრაზოლის მეტაბოლიტების გამოყოფის ძირითადი გზაა (დაახლოებით 80%) თირკმელები; დანარჩენი ნაწილი გამოიდევნება განავალთან ერთად. ძირითადი მეტაბოლიტი, რომელიც განისაზღვრება სისხლის პლაზმაში და შარდში - დესმეთილპანტოპრაზოლი, კონიუგირებს სულფატებთან, რომლის ნახევარგამოყოფის პერიოდი ოდნავ მეტია (დაახლოებით 1,5 საათი) პანტოპრაზოლთან შედარებით.

პაციენტებში თირკმელების ფუქნციის დარღვევისას (მათ შორის დიალიზზე მყოფ პაციენტებში) არ არის საჭირო პანტოპრაზოლის დოზის შემცირება.

პაციენტებში ღვიძლის ციროზის დროს (ა და ბ კლასი Child-ის კლასიფიკაციით), ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივია (3-6 საათი), AUC 3-5-ჯერ მაღალია, ხოლო სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია 1,3-ჯერ მაღალია ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით.

მაჩვენებლების მცირედი მომატება (არ გააჩნიათ კლინიკური მნიშვნელობა).

ბავშვები

ერთჯერადი პანტოპრაზოლის პერორალური დოზის 20 ან 40მგ მიღების შემდეგ 5-16 წლის ასაკის ბავშვებში AUC და Cmax მაჩვენებლები მერყეობდა მოზრდილებისთვის შესაბამისი მაჩვენებლების დიაპაზონში. 

ფარმაკოდინამიკა:

პანტოპრაზოლი - ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლი, რომელიც თრგუნავს კუჭში მარილმჟავას სეკრეციას პარიეტალური უჯრედების პროტონულ ტუმბოზე სპეციფიკური მოქმედებით.

პანტოპრაზოლი გარდაიქმნება საკუთარ აქტიურ ფორმად პარიეტალური უჯრედების მჟავა გარემოში, სადაც აინჰიბირებს ფერმენტ H+/K+АТ ფაზას და აბლოკირებს კუჭში მარილმჟავავას სინთეზის ბოლო ეტაპს. ინჰიბირება დამოკიდებულია დოზაზე და ზემოქმედებს მჟავას როგორც ბაზალურ, ისე სტიმულირებულ სეკრეციაზე. კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს, რომელიც ასოცირდება Helicobacter Pylori-სთან , კუჭის სეკრეციის მსგავსი შემცირება ზრდის ანტიბიოტიკის მიმართ მიკროორგანიზმის მგრძნობელობას.

პანტოპრაზოლის პერორალური მიღების შემდეგ ანტისეკრეტორული ეფექტი დგება 1 საათში და აღწევს მაქსიმუმს 2-4 საათის შემდეგ. არ ზემოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკაზე. სეკრეტორული მოქმედება უბრუნდება საწყის დონეს 3-4 დღის შემდეგ მიღების დასრულებიდან. პაციენტთა უმრავლესობას სიმტპომების შეწყვეტა აღენიშნებათ 2 კვირის მანძილზე. როგორც სხვა პროტონული ტუმბოს ინჰბიტორები და H2 რეცეპტორების ინჰიბიტორები, პანტოპრაზოლით თერაპია ამცირებს კუჭის მჟავიანობას და ამით ზრდის შექცევად გასტრინს. პანტოპრაზოლს შეუძლია იმოქმედოს მარილმჟავას სეკრეციაზე სხვა ნივთიერებებით სტიმულირებისგან დამოუკიდებლად (აცეტილქოლინი, ჰისტამინი, გასტრინი).

ჩვენებები:

დოზირებისთვის 20 მგ:

მოზრდილებში და მოზარდებში >12 წლიდან

-სიმპოტმური გასტროეზოფაგული რეფლუქსური დაავადება

-რეფლუქს-ეზოფაგიტის ხანგრძლივი მკურნალობის და პროფილაქტიკისთვის.

-მოზრდილებში

-არასელექციური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებით გამოწვეული კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებების პროფილაქტიკა რისკ-ჯგუფიში შემავალ პაციენტებში და პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ  არასელექციური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მუდმივ მკურნალობას. (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“).

დოზირებისთვის 40 მგ

მოზრდილებში და მოზარდებში >12 წლიდან

-რეფლუქს-ეზოფაგიტი

-მოზრდილებში

Helicobacter pylori (H. pylori)-ს ერადიკაცია შესაბამის ანტიბაქტერიულ თერაპიასთან კომბინაციაში წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტებში, რომელიც ასოცირდება H. Pylori-სთან.

-კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება

-ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობები

მიღების წესი და დოზირება:

დაუშვებელია პანტოპრაზოლი-ჰუმანითის ნაწლავში ხსნადი ტაბლეტების დაღეჭვა ან გაჭყლეტვა, მისი მიღება უნდა მოხდეს მთლიანად, ჭამამდე სათანადო რაოდენობის წყლის მიყოლებით.

მოზრდილები დამოზარდები >12 წლის

სიმპოტმური გასტროეზოფაგული რეფლუქსური დაავადება:

შიგნით მისაღები რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი 20მგ დღეში. სიმპტომების შემსუბუქება აღინიშნება როგორც წესი 2-4 კვირის მანძილზე. იმ შემთხვევაში, თუ ეს დრო არ არის საკმარისი, განკურნება ხდება დამატებითი 4 -კვირიანი თერაპიის შედეგად. სიმპტომების კუპირების შემდეგ მათი გამეორების შემთხვევაში საკმარისია 20მგ ერთი ტაბლეტის დღეში ერთხელ მიღება რეჟიმით „საჭიროების მიხედვით“. ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპია ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ „საჭიროების მიხედვით“ რეჟიმის დროს ვერ მიიღწევა სიმპტომების შემსუბუქება.

რეფლუქს-ეზოფაგიტი: შიგნით მისაღები რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 ტაბლეტი 40მგ დღეში. ცალკეულ შემთხვევებში დოზის გაორმაგება შეიძლება (2 ტაბლეტამდე 40მგ  დღეში), განსაკუთრებით როდესაც არ შეინიშნება კლინიკური გაუმჯობესება სხვა თერაპიის დროს. რეფლუქს-ეზოფაგიტის სამკურნალოდ აუცილებელია 4-კვირიანი მკურნალობის კურსი, აუცილებლობის შემთხვევაში თერაპია გრძელდება დამატებითი 4 კვირის მანძილზე.

რეფლუქს-ეზოფაგიტის ხანგრძლივი მკურნალობა და რეციდივების პროფილაქტიკა: ხანგრძლივი მკურნალობისთვის რეკომენდებულია 20მგ შემანარჩუნებელი დოზა დღში 40მგ-მდე გაზრდით. სიმპოტმების გაქრობის შემდეგ შესაძლებელია დოზის შემცირება ისევ 20მგ-მდე.

მოზრდილებში

არასელექციური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებით გამოწვეული კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებების პროფილაქტიკა რისკ-ჯგუფში შემავალ პაციენტებში და პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ  არასელექციური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მუდმივ მკურნალობას:

რეკომენდებული დოზაა შიგნით მისაღებად 20მგ პანტოპრაზოლი დღეში.

H. pylori-ს ერადიკაცია შესაბამისი ორი სახის ანტიბაქტერიულ თერაპიასთან კომბინაციაში :

H. pylori-სთან ასოცირებული კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს პაციენტებში ბაქტერიის ერადიკაცია უნდა მოხდეს ანტიბიოტიკებთან კომბინირებული თერაპიით. საჭიროა გათვალისწინებულ იქნას ადგილობრივი ოფიციალური პრინციპები (მაგ. ეროვნული რეკომენდაციები) ბაქტერიულ რეზისტენტობასთან , ანტიბაქტერიული საშუალებების სათნადო გამოყენებასა და დანიშვნასთან დაკავშირებით. რეზისტენტობაზე დაყრდნობით H. pylori-ს ერადიკაციისთვის შესაძლებელია რეკომენდაცია გაეწიოს შემდეგი სახის კომბინაციებს:

ა) პანტოპრაზოლი-ჰუმანითი 40მგ 2-ჯერ დღეში+ამოქსიცილინი 1000მგ 2-ჯერ დღეში +კლარითრომიცინი 500მგ 2-ჯერ დღეში.

ბ) პანტოპრაზოლი-ჰუმანითი 40მგ 2-ჯერ დღეში+მეტრონიდაზოლი 400-500მგ 2-ჯერ დღეში (ან 500მგ ტინიდაზოლი)+კლარითრომიცინი 250-500მგ 2-ჯერ დღეში.

გ) პანტოპრაზოლი-ჰუმანითი 40მგ 2-ჯერ დღეში+ამოქსიცილინი 1000მგ 2-ჯერ დღეში + მეტრონიდაზოლი 400-500მგ 2-ჯერ დღეში (ან 500მგ ტინიდაზოლი).

H. pylori-ს ბაქტერიის ერადიკაციის კომბინირებული თერაპიის დროს, პანტოპრაზოლ-ჰუმანითის მეორე ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს ვახშმამდე 1 საათით ადრე. კომბინირებული თერაპია მიმდინარეობს 7 დღის მანძილზე და შესაძლებელია გაგრძელდეს დამატებით 7 დღე (საერთო ხანგრძლივობა - 2 კვირამდე). წყლულების მოშუშებისთვის ნაჩვენებია შემდგომი მკურნალობა პრეპარატის დოზირების შესახებ რეკომენდაციების გათვალისწინებით კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.

H. pylori-ზე უარყოფითი შედეგის მქონე პაციენტებში პანტოპრაზოლი-ჰუმანითის მონოთერაპიის დროს, შესაძლებელია ვიხელმძღვანელოთ დოზირების შემდეგი პრინციპებით:

კუჭის წყლულოვანი დაავადების მკურნალობა: რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი 40მგ. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია დოზის გაორმაგება (2 ტაბლეტამდე პანტოპრაზოლი-ჰუმანითის 40მგ დღეში), განსაკუთრებით, როდესაც არ აღინიშნება კლინიკური გაუმჯობესება სხვა თერაპიის დროს. კუჭის წყლულის სამკურნალოდ როგორც წესი, აუცილებელია 4 კვირიანი კურსი, ზოგიერთ შემთხვევაში დამატებითი 4 კვირა.

12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობა: რეკომედებული დოზაა 1 ტაბლეტი 40მგ. ეფექტის არ ქონის შემთხვევაში დოზის გაზრდა შესაძლებელია 80მგ-მდე (2 ტაბლეტი პანტოპრაზოლი-ჰუმანითი 40მგ) დღეში. წყლულოვანი დაავადების მოშუშება დგება 2 კვირის მანძილზე, ზოგიერთ შემთხვევაში დამატებითი 4 კვირის მანძილზე.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა პათოლოგიური მდგომარეობები დამოკიდებული კუჭის მომატებულ სეკრეციასთან: ზოლინგერ-ელისონის სინდრომის და სხვა პათოლოგიური მდგომარეობების ხანგრძლივი მკურნალობისთვის მკურნალობა იწყება 80მგ სადღეღამისო დოზით (2 ტაბლეტი 40მგ). ამის შემდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს საჭიროების მიხედვით მარილმჟავას სეკრეციის დონის გათვალისწინებით. დღეში 80მგ-ზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში საჭიროა მისი ორჯერადად გაყოფა დღეში. შესაძლებელია პანტოპრაზოლის სადღეღამისო დოზის დროებით გაზრდა 160მგ-მდე, მაგრამ მისი მიღება დაუშვებელია იმაზე მეტად, რაც საჭიროა კუჭის სეკრეციის ადექვატური კონტროლისთვის.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომის და სხვა პათოლოგიური მდგომარეობების მკურნალობისთვის, რაც დაკავშირებულია კუჭის მომატებულ სეკრეციასთან, მკურნალობის ხანგრძივობა არ არის შეზღუდული და უნდა მოხდეს მისი ადაპტირება კლინიკური აუცილებლობიდან გამომდინარე.

პაციენტების განსაკუთრებული კატეგორია

ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში პანტოპრაზოლის სადღეღამისო დოზა არ უნდა ღემატებოდეს 20მგ.

პანტოპრაზოლი-ჰუმანითის გამოყენება დაუშვებელია ანტიბიოტიკებთან კომბინირებულ თერაპიაში გამოსაყენებლად H. Pilori-ს ერადიკაციისთვის პაციენტებში ღვიძლის ზომიერი და მწვავე უკმარისობით და პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით.

ხანდაზმულ პაციენტებში და პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით, არ არის საჭირო დოზის კორექცია.

გვერდითი მოვლენები:

არახშირი ( ≥ 1/1, 000 - <1/100)

-ძილის დარღვევა

-თავის ტკივილი, თავბრუსხვევა

-დიარეა, გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი, ყაბზობა, სიმშრალე პირში, მუცლის ტკივილი, დისკომფორტი

-ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზა , γ-GT) დონის მომატება

-გამონაყარი, ეგზანთემა, გამონაყარი კანზე, ქავილი

-ხერხემლის, თეძოს და მაჯის  ძვლების მოტეხილობა

-ასთენია, უგუნებობა და დაღლილობა

იშვიათი ( ≥ 1/10 000 - <1/1 000)

-აგრანულოციტოზი

-მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციების და ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით)

-ჰიპერლიპიდემია, ტრიგლიცერიდების, ქოლესტერინის დონის მომატება, სხეულის წონის ცვლილება, გემოს შეგრძნების დარღვევა 

-დეპრესია (და სხვა გამწვავებები)

-მხედველობის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა

-ბილირუბინის დონის მომატება

-ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება

-ართრალგია, მიალგია

-გინეკომასტია

-სხეულის ტემპერატურის მომატება, პერიფერიული შეშუპება

ძალიან იშვიათი (<1/10 000)

-თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია

-დეზორიენტაცია (და ყველა თანმხლები გამწვავება)

უცნობია (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების მიხედვით):

-ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია

-ჰალუცინაციები, ცნობიერების დარღვევა (განსაკუთრებით გენეტიკურად წინასწარგანწყობილ პაციენტებში, ასევე ამ სიმპოტმების გამწვავება, მკურნალობამდე მათი არსებობის შემთხვევაში)

-ჰეპატოცელულარული დაზიანებები, სიყვითლე, ჰეპატოცელულარული უკმარისობა

-სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ფოტომგრძნობელობა

-ინტერსტიციული ნეფრიტი

უკუჩვენებები:

-ბენზიდაზოლით ჩანაცვლებული პანტოპრაზოლის ან დამხმარე ნივთიერებების  მიმართ მონატებული მგრძნობელობა

-ატაზანავირთან ერთდროული გამოყენება

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

კუჭისწვენის სეკრეციის ღრმა და ხანგრძლივი ინჰიბირების გამო პანტოპრაზოლს შეუძლია შეამციროს იმ პრეპარატების შეწოვა, რომელთა ბიოშეღწევადობა დამოკიდებულია კუჭის pH -ზე, მაგალითად, აზოლების ჯგუფის ზოგიერთი სოკოს საწინააღმდეგო საშუალება , როგორიცაა ერლოთინიბი.

 ატაზანავირის და აივ საწინააღმდეგო სხვა საშუალებების ერთდროული გამოყენება, რომელთა შეწოვაც დამოკიდებულია pH-ის მნიშვნელობაზე, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან, შესაძლებელია აივ პრეპარატების ბიოშეღწევადობის შემცირება და შესაბამისად მათი ეფექტურობის შემცირება. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ატაზანავირთან ერთდროული თერაპია უკუნაჩვენებია.

კუმარინული ანტიკოაგულანტების მიღებისას (მაგ. ფენპროკუნომი ან ვარფარინი) რეკომენდებულია პროთრომბინის დროის კონტროლი მკურნალობის დასაწყისში, დასასრულს ან პანტოპრაზოლის არარეგულარული გაოყენებისას.

კარბამაზეპინი, დიაზეპამი, გლიბენკლამიდი, ნიფედიპინი და პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ლევონორგესტრელს და ეთინილ ესტრადიოლს, რომელთაც იგივე სახის მეტაბოლიზმი გააჩნიათ, რაც პანტოპრაზოლს, ერთდროული გამოყენებისას არ შეინიშნებოდა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება.

პანტოპრაზოლი არ ზემოქმედებს აქტიურ ნივთიერებებზე, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP1A2-ით (როგორიცაა კოფეინი, თეოფილინი), CYP2C9 (როგორიცაა პიროქსიკამი, დიკლოფენაკი, ნაპროქსენი) , CYP2D6 (როგორიცაა მეტოპროლოლი), CYP2E1 (როგორიცაა ეთანოლი) ან არ მონაწილეობენ დიგოქსინის აბსორბციაში, რომელიც დაკავშირებულია რ-გლიკოპროტეინთან.

პანტოპრაზოლი არ ურთიერთქმედებს ანტაციდებთან მათი ერთდროული გამოყენებისას.

პანტოპრაზოლის ანტიბიოტიკებთან ერთად მიღებისას, როგორიცაა კლარიტრომიცინი, მეტრონიდაზოლი, ამოქსიცილინი, არ იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან ურთიერთქმედებას.

განსაკუთრებული მითითებები:

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში პანტოპრაზოლით მკურნალობისას,  განსაკუთრებით მისი ხანგრძლივად გამოყენების დროს , საჭიროა ღვიძლის ფერმენტების რეგულარული კონტროლი. ღვიძლის ფერმენტების მომატების შემთვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

არასპეციფიური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროული გამოყენება:

20მგ დოზირების მიღება უნდა შეიზღუდოს გასტროდუოდენალური წყლულების პროფილაქტიკისთვის პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ არასპეციფიური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით ხანგრძლივ მკურნალობას და იმყოფებიან კუჭ-ნაწლავის გართულებების განვითარების მომატებული რისკის ჯგუფში.

მომატებული რისკის შეფასება უნდა მოხდეს ინდივიდუალური რისკ-ფაქტორების შესაბამისად, მაგ: ხანდაზმული ასაკი (>65 წელი), კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის წყლული, ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენა ანამნეზში.

კომბინირებული მკურნალობა

კომბინირებული თერაპიისას H. Pylori-ს ერადიკაციისთვის აუცილებელია ერთდროულად მიღებული პრეპარატების თავისებურებების გათვალისწინება.

შემაშფოთებელი სიმპტომების არსებობისას

ნებისმიერი შემაშფოთებელი სიმპტომის არსებობისას (მაგ, მნიშვნელოვანი არაგანზრახული სხეულის წონის კლება, ღებინების განმეორებითი შეტევები, დისფაგია, სისხლიანი ღებინება, ანემია ან მელენა) ასევე კუჭის წყლულის არსებობისას ან მასზე ეჭვის ქონისას, აუცილებელია ავთვისებიანი სიმსივნის გამორიცხვა, რადგან პანტოპრაზოლის მიღებამ შესაძლებელია შეამსუბუქოს სიმპოტმები და შეაჩეროს დიაგნოზის დასმა. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანი წარმონაქმნების არსებობა.

ატაზანავირთან კომბინირებული მკურნალობა.

 ატაზანავირის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან ერთად მიღება უკუნაჩვენებია.

ზემოქმედება ვიტამინ B12-ის შეწოვაზე

პანტოპრაზოლი სხვა პრეპარატების მსგავსად, რომლებიც აბლოკირებენ მარილმჟავას გამომუშავებას, შესაძლებელია ამცირებდეს ვიტამინ B12 -ის შეწოვას (ციანოკობალამინი) ჰიპო- და აქლორჰიდრინის შედეგად. ამის გათვალისწინება საჭიროა ხანგრძლივი თერაპიისას პაციენტებში სხეულის მცირე წონით ან ვიტამინ B12-ის შეწოვის შემცირების მომატებული რისკით , ან თუ შეინიშნებოდა შესაბამისი კლინიკური სიმპტომები.

ხანგრძლივი მკურნალობა

ხანგრძლივი მკურნალობის დროს განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხნის მანძილზე, პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ რეგულარული დაკვირვების ქვეშ.

ბაქტერიებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ინფექციები

პანტოპრაზოლი პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორების მსგავსად ზრდის ბაქტერიების რაოდენობას, რომლებიც როგორც წესი იმყოფებიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილში. პანტოპრაზოლი-ჰუმანითით მკურნალობამ შესაძლებელია გამოიწვიოს კუჭ-ნაწალვის ინფექციების რისკის გაზრდა, რომელიც გამოწვეულია ისეთი ბაქტერიებით როგორიცაა  Salmonella და Campilobacter.

ჰიპომაგნიემია

აღინიშნებოდა ჰიპომაგნიემიის განვითარების მძიმე შემთხვევები პაციენტებში რომლებიც სამი თვის მანძილზე, და უმეტეს შემთვევაში ერთი წლის მანძილზე მკურნალობდნენ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით, როგორიცაა პანტოპრაზოლი  . შესაძლებელია განვითარდეს ჰიპომაგნიემიის ისეთი სერიოზული გამოვლინებები, როგორიცაა დაღლილობა, ტეტანია, ბოდვა, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა და პარკუჭოვანი არითმია, მაგრამ შესაძლებელია მიმდინარეობდეს აშკარა სიმპტომების გარეშე და შეუმჩნევლად. პაციენტთა უმრავლესობაში ჰიპომაგნიემია გადის მაგნიუმის დეფიციტის აღდგენის და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. 

პაციენტებში, რომელთაც სჭირდებათ ხანგრძლივი მკურნალობა, ან პაციენტებში რომლებიც იღებენ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს დიგოქსინთან ან სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ჰიპომაგნიემია (მაგ. დიურეზულები), საჭიროა მკურნალობამდე მოხდეს მაგნიუმის დონის შემოწმება და პერიოდულად მკურნალობის დროს.

თეძოს, მაჯის და ხერხემლის ძვლის მოტეხილობა

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიღება, განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი დროით (>1 წელი), შესაძლებელია უმნიშვნელოდ ზრდიდეს თეძოს, მაჯის და ხერხემლის ძვლის მოტეხილობების რისკს, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში ან სხვა რისკ-ფაქტორების არსებობისას. დაკვირვებითი კვლევები მიუთითებენ, რომ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ზრდიან მოტეხილობების საერთო რისკს 10-40%-ით. მოცემული ზრდის ნაწილი შესაძლებელია უკავშირდებოდეს სხვა რისკ-ფაქტორებს. პაციენტებში ოსტეოპოროზის განვითარების რისკით, უნდა იღებდნენ  დახმარებას მოქმედი კლინიკური რეკომენდაციების შესაბამისად და საკმარისი რაოდენობის D ვიტამინს და კალციუმს.

დამხმარე ნივთიერებები

პანტოპრაზოლი-ჰუმანითი შეიცავს სორბიტოლს. პაციენტებში იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებით, ფრუქტოზას აუტანლობით, დაუშვებელია პრეპარატის მიღება.

გამოყენება პედიატრიაში:

უსაფრთხოების და ეფექტურობის არასაკმარისი მონაცემების გამო პანტოპრაზოლის მიღება არ არის რეკომენდებული 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში რეფლუქს-ეზოფაგიტის, სიმპტომური გასტროეზოფაგული რეფლუქსური დაავადების დროს.

პრეპარატის ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში მიღების შესახებ მონაცემები კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ასევე H. Pylori-ს ერადიკაციის, ზოლინგერ-ელისონის სინდრომის, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების დროს არ არსებობს. 

ორსულობა და ლაქტაცია

ცხოველებში ჩატარებული კვლევები მიუთითებენ პანტოპრაზოლის რეპროდუქციულ ტოქსიურობაზე.

პანტროპრაზოლი-ჰუმანითის მიღება დაუშვებელია ორსულობის დროს, თუ არ არის აუცილებელი.

პანტოპრაზოლი გამოიყოფა დედის რძეში. პრეპარატით მკურნალობის დროს საჭიროა ლაქტაციის შეწყვეტა.

სამკურნალო საშუალების თავისებურებები სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე

მკურნალობის დროს შესაძლებელია განვითარდეს არასასურველი გვერდითი რეაქციები, როგორიცაა თავბრუსხვევა და მხედველობის დარღვევა. მსგავს შემთხვევებში პაციენტებმა არ უნდა მართონ სატრანსპორტო საშუალებები და სხვა მექანიზმები.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გვერდითი მოვლენების გამწვავება.

მკურნალობა: სიმპტომური, საჭიროა ჩვეულებრივი დეტოქსიკაციური ღონისძიებების გატარება

შეფუთვა:

10 ტაბლეტი ბლისტერზე, 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

შეინახეთ არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა:

2 წელი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე

მწარმოებელი:

XL LABORATORIES PVT. LTD, ინდოეთი

ვაჭრო ლიცენზიის მფლობელი

სს „ჰუმანითი ჯორჯია“, საქართველო