ორნიდაზოლი-ჰუმანითი

სავაჭრო დასახელება:

ორნიდაზოლი-ჰუმანითი

Ornidazol-Humanity

საერთაშორისო არაპატენტირებული  დასახელება:

ორნიდაზოლი

სამკურნალწამლო ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები

შემადგენლობა:

ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

ორნოდაზოლი 500 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტიპროტოზოული საშუალება, ნიტროიმიდაზოლის წარმოებულები.

ათქ კოდი: P01AB03


ფარმაკოლოგია:

ორნიდაზოლის  ანტიპარაზიტული და ანტიმიკრობული მოქმედების სპექტრი მოიცავს:

- Protozoa - Entamoeba histolytica, Giardia lamblia, Trichomonas vaginalis, Balant-idium coli, Blastocystis hominis.

- ანაერობული ბაქტერიები - Bacteroides fragilis და სხვა Bacteroides spp., Fusobacterium spp., V eiollonella spp., Eubacterium spp., Peptococcus spp., Peptostreptococcus spp .; Clostridium difficile, Clostridium perfringens, სხვა Clostridium spp.

- სხვადასხვა - Gardnerella vaginalis, Campylobacter fetus subsp. jejuni, Helicobacter pylori.

მიჩნეულია, რომ ბაქტერიული ნიტრორედუქტაზა გარდაქმის ორნიდაზოლს არასტაბილურ მეტაბოლიტად უაღრესად რეაქტიული ნიტრო რადიკალური ანიონით, რომელიც უტევს  ნუკლეინის მჟავებს, რომლებიც იწვევენ დნმ ფუნქციის უხეშ დარღვევებს, ჯაჭვის რღვევას და უჯრედის სიკვდილს.

ჩვენება:

ამებური დიზენტერია - მწვავე, ქრონიკული, ან კისტაგამვლელი.

ამებური ჰეპატიტი / ღვიძლის აბსცესი.

ლამბლიოზი.

ტრიქომონიაზი.

ბაქტერიული ვაგინოზი.

ანაერობული ინფექციები - მუცლის, გინეკოლოგიური ოროდენტალური.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა ორნიდაზოლის ან 5-ნიტრომიდაზოლის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.

მიღებისწესიდადოზირება:

ამებიაზი

ამებურიდიზენტერია:

მწვავე / ქრონიკული / კისტაგამვლელი

მოზარდები - 3 აბი დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში ან 1 ტაბლეტი ორჯერ 5 -10 დღის განმავლობაში.

ბავშვები - 25 მგ / კგ სხეულის წონის მიხედვით, ერთხელ 5 -10 დღის ან 40 მგ / კგ ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში.

ამებურიჰეპატიტი:

მოზარდები -1 ტაბლეტი ორჯერ პერორალურად 5-დან 10 დღის განმავლობაში.

ბავშვები - 25 მგ / კგ დღეში 5-დან 10 დღის განმავლობაში.

ამებურიღვიძლისაბსცესი:

საწყისი ინტრავენური თერაპიის პირველი 3-6 დღის შემდეგ ზემოთ მოცემული პერორალური თერაპიის დოზები.

ლამბლიოზი

მოზარდები - 3 აბი დღეში ერთხელ 1 -2 დღის განმავლობაში.

ბავშვები - 40 მგ / კგ დღეში ერთხელ 1- 2 დღის განმავლობაში.

ტრიქომონიაზი

მოზარდები - 3 ტაბლეტი პერორალურად,  ერთჯერადი დოზის სახით ან 2 ტაბლეტი პერორალურად ერთჯერადი დოზის სახით 0.5 გ ვაგინალურ მიღებასთან ერთად ან 1 ტაბლეტი პერორალურად ორჯერ დღეში 0.5 გ ვაგინალურ მიღებასთან ერთად ან მის გარეშე 5 დღის განმავლობაში.

შენიშვნა: სექსუალური პარტნიორების მკურნალობა უნდა მოხდეს ერთდროულად.

ბაქტერიული ვაგინოზი (არასპეციფიური ვაგინიტი)

ერთი ტაბლეტი დღეში ორჯერ პერორალურად 5 -დან 7 დღემდე.

ანაერობულიინფექციები - მუცლის, გინეკოლოგიური

მსუბუქ ან ზომიერ შემთხვევაში - 1 ტაბლეტი პერორალურად ყოველ 12 საათში 5 დღის განმავლობაში.

მძიმე შემთხვევებში - ინტრავენური საწყისი თერაპიის შემდეგ უნდა მოხდეს პერორალური თერაპიის ჩართვა, რაც შეიძლება სწრაფად ზემოთ მითითებული დოზებით, რათა მოხდეს თერაპიის 10 დღიანი სრული კურსის გავლა .

ანაერობული ინფექციის პროფილაქტიკა პოსტოპერაციულ პერიოდში-1 ტაბლეტი პერორალურად ყოველ 12 საათში 24 საათით ადრე ოპერაციამდე, ოპერაციის შემდეგ ინტრავენური მიღება იქამდე, ვიდრე შესაძლებელი არ იქნება პერორალური თერაპიის დაწყება.

ოროდენტალურიანაერობულიინფექციები

ერთი ტაბლეტი დღეში ორჯერ პერორალურად 3 დან 7 დღემდე.

დოზის კორექცია განსაკუთრებულ შემთხვევებში: ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები -  დოზის ინტერვალების გაორმაგება.

თირკმლისუკმარისობისდროს - დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ჰემოდიალიზი- პაციენტებს, რომლებიც იღებენ ჰემოდიალიზს უნდა მიეცეთ დამატებით ჩვეულებრივი დოზის ნახევრის ექვივალენტური დოზა დიალიზის პროცედურამდე.

მიღების წესი - მიიღეთ ჭამის შემდეგ.

გაფრთხილებებიდასიფრთხილისზომები:

ტაბლეტების მიღება დაუშვებელია ორსულობის პირველ ტრიმესტრში, ლაქტაციის პერიოდში და პაციენტებში ნევროლოგიური დარღვევებით ან სისხლის პათოლოგიური ცვლილებებით.

5 ნიტროიმიდაზოლის პრეპარატების მიღებისას, სპირტიანი სასმელების მოხმარებამ შესაძლოა დისულფირამის მსგავსი გვერდითი რეაქციები გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ არ აღნიშნულა კლინიკურ კვლევებში, ორნიდაზოლის მიერ მსგავსი რეაქციების განვითარების პოტენციალი არ შეიძლება მთლიანად გამორიცხოს. აქედან გამომდინარე, მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელების მიღებას ტაბლეტით თერაპიის დროს.

გვერდითიმოვლენები:

ორნიდაზოლის მიღებით გამოწვეული გვერდითი მოვლენაა თავბრუსხვევა. ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენებია გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ნაწლავის სპაზმი და მეტალის გემო. ხანდახან შესაძლებელია განვითარდეს თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება), და თხიერი განავალი.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

პერორალური ანტიკოაგულანტების თანმხლებმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს სისხლჩაქცევების რისკი შემცირებული ღვიძლის მეტაბოლიზმის გამო.

ჭარბი დოზირება (ნიშნებიდასიმპტომები, მკურნალობა):

დოზის მწვავე გადაჭარბების შემთხვევაში უნდა მოხდეს ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა . საჭიროა სიმპტომური შემანარჩუნებელი თერაპია  ყველა სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგით.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25˚С ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი

გაცემისწესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

კონტეინერისაღწერილობადაშემადგენლობა:

10 ტაბლეტი ბლისტერზე. ერთი ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

მწარმოებელი:

MEPRO PHARMACEUTICALS PVT.LTD. (Unit-II)., ინდოეთი

savaWro licenziis mflobeli

ss”ჰუმანითი ჯორჯია”, saqarTvelo