აბირატერონი-ჰუმანითი

შემადგენლობა:

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

აბირატერონის აცეტატი 250მგ

დამხმარე ნივთიერებები q.s.

წამლის ფორმა:

ტაბლეტი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ენდოკრინული თერაპია, ჰორმონების ანტაგონისტები და მონათესავე ნივთიერებები.

ათქ კოდი: L02BX03


ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია: პერორალური მიღების შემდეგ აბირატერონის პიკური პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა 1.5-4 საათში (საშუალოდ 2). საკვებთან ერთად მიღება ზრდის სისტემურ ექსპოზიციას. მაქსიმალური კონცენტრაციები  7-ჯერ მაღალი იყო დაბალცხიმიან საკვებთან ერთად მიღების შემდეგ (7% ცხიმი, 300 კალორია) და 17-ჯერ მაღალი იყო მაღალცხიმიან საკვებთან ერთად მიღებისას (57% ცხიმი, 825 კალორია) ვიდრე მისი უზმოზე მიღებისას. AUC 5-ჯერ მაღალი იყო დაბალცხიმიან საკვებთან ერთად მიღებისას და 10-ჯერ მაღალი - მაღალ ცხიმიან საკვებთან.

დისტრიბუცია: აბირატერონის პლაზმურ ცილებთან კავშირი ადამიანის პლაზმაში შეადგენს >99%. დისტრიბუციის საშუალო მოცულობა დაახლოებით 19,699 ლ, რაც მიუთითებს, რომ აბირატერონი ჭარბად ვრცელდება პერიფერულ ქსოვილებში.

ბიოტრანსფორმაცია: მამაკაცებში აბირატერონის აცეტატი (AA) სწრაფად ჰიდროლიზდება აბირატერონად (ABT). ადამიანის ძირითად მოცირკულირე მეტაბოლიტებს წარმოადგენს სულფილირებული აბირატერონი (ABT-S) და ABT-S-ის N-ოქსიდი . C-AA და -ABT მეტაბოლური სტაბილურობა გამოკლვეული იქნა ინ ვიტრო ადამიანის კუჭის ლორწოში, ადამიანის და ძაღლის ნაწლავურ ქვეუჯრედოვან ფრაქციაში, ადამიანის სისხლსა და ჰეპატოციტებში. ინ ვიტრო ფენოტიპურ მონაცემებთან კომბინაციაში,  რაც ამჟღავნებს რომ ესთერაზას მიერ განპირობებული AA-ს ჰიდროლიზი ხდება კუჭ-ნაწლავის ქსოვილებში. ABT წარმოადგენს ძირითად ნაერთს,  რომელიც აბსორბირდება ნაწლავის მიერ და რომელიც შემდეგ სულფილირდება და განიცდის ოქსიდაციას ABT-S და N-ოქსიდ ABT-S-ად, ძირითადად ღვიძლში.

ელიმინაცია: აბირატერონის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 10.3 სთ-ს ჯანმრთელი მოხალისეებისგან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით. 14C-აბირატერონის 1000მგ პერორალური მიღების შემდეგ რადიოაქტიური დოზის  დაახლოებით 88% გამოიყოფა ფეკალიებში და 5% შარდში. ფეკალიებში არსებული ძირითადი შენაერთი არის უცვლელი აბირატერონის აცეტატი და აბირატერონი.

ფარმაკოდინამიკა:

მოქმედების მექანიზმი:

აბირატერონის აცეტატი ინიშნება პრედნიზონთან კომბინაციაში პაციენტებში მეტასტაზური CRPC -ით რომელთაც მანამდე ჩაიტარეს დოცეტაქსელის შემცველი ქიმიოთერაპია. აბირატერონის აცეტატი გარდაიქმნება ინ ვივო აბირატერონად, რაც წარმოადგენს ანდროგენული ბიოსინთეზის ინჰიბიტორს, რომელიც აინჰიბირებს 17 ალფა- ჰიდროქსილაზა/C17, 20 -ლიაზას (CYP17). CYP17 -ის ინჰიბირება იწვევს ანდროგენის სინთეზის შემცირებას სათესლეებში, თირკმელზედა ჯირკვალში და წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილებში, რაც შედეგად ახდენს შრატიმისერი ტესტოსტერონის და სხვა ანდროგენების დონეების შემცირებას.

ანდროგენ-მგრძნობიარე წინამდებარე ჯირკვლის კარცინომა პასუხობს მკურნალობას, რაც ამცირებს ანდროგენის დონეებს. ანდროგენის გამანადგურებელი თერაპიები, როგორიცაა GnRH აგონისტით მკურნალობა ან ორქიექტომია, ამცირებს ანდროგენის წარმოებას სათესლეებში, მაგრამ არ არღვევს ანდროგენის წარმოებას თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ან სიმსივნეში.

აბირატერონი ამცირებდა შრატისმიერ ტესტოსტერონს და სხვა ანდროგენებს პაციენტებში პლაცებო კონტროლირებული კვლევის მე-3 ფაზაში.

ჩვენებები:

აბირატერონის აცეტატი ინიშნება პრენდიზონთან კომბინაციაში პაციენტებში მეტასტაზური კასტრაცია-რეზისტენტული წინამდებარე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ, რომელთაც მანამდე ჩატარებული აქვთ ქიმიოთერაპია დოცეტაქსელით.

დოზირება და მიღების წესი:

აბირატერონი - ჰუმანითის ჩვეულებრივი დოზაა 1000მგ (250მგ x 4ტაბლეტი) პერორალურად დღეში ერთხელ 5მგ პრედნიზონის კომბინაციაში დღეში ორჯერ მიღებით. აბირატერონის აცეტატის მიღებამდე არ არის რეკომენდებული საკვების მიღება 2 საათის განმავლობაში და მის შემდეგ ერთი საათის მანძილზე. ღვიძლის ზომიერი დისფუნქციის მქონე პაციენტებში გამოიყენება 250მგ დღეში. მკურნალობის დროს ჰეპატოტოქსიურობის შემთხვევაში უნდა მოიხსნას აბირატერონის აცეტატი გამოჯანმრთელებამდე. მკურნალობის ხელახლა დანიშვნა შესაძლებელია შემცირებული დოზებით. აბირატერონის აცეტატის მიღება უნდა შეწყდეს პაციენტებში მწვავე ჰეპატოტოქსიურობის განვითარების შემთხვევაში.

გამოყენება განსაკუთრებულ პოპულაციაში:

ა. ორსულობა

ორსულობის კატეგორია X

ორსულ ქალებში ან ქალებში, რომლებიც შესაძლოა დაორსულდნენ მკურნალობის მსვლელობისას, დაუშვებელია პრეპარატის მიღება. აბირატერონის აცეტატის ორსულობის დროს გამოყენებისას ან თუ პაციენტი დაორსულდება პრეპარატის მიღებისას, პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს ნაყოფზე პოტენციული ზიანის და ორსულობის შეყწვეტის პოტენციური რისკის შესახებ. რეპორდუქციული ასაკის ქალები უნდა მოერიდონ დაორსულებას აბირატერონის აცეტატით მკურნალობის დროს.

ბ. მეძუძური ქალები

მეძუძურ ქალებში დაუშვებელია აბირატერონის აცეტატის მიღება. უცნობია გადადის თუ არა აბირატერონის აცეტატი დედის რძეში. სერიოზული გვერდითი მოვლენების განვითარების პოტენციალის გამო ჩვილებში უნდა შეწყდეს ლაქტაცია ან პრეპარატის მიღება, მისი გამოყენების მნიშვნელობის გათვალისწინებით მეძუძურ ქალებში.

გ. გამოყენება პედიატრიაში

აბირატერონის აცეტატი არ ინიშნება ბავშვებში.

დ. გამოყენება გერიატრიულ პაციენტებში

არ შეინიშნებოდა უსაფრთხოების და ეფექტურობის განსხვავება ხანდაზმულებსა და ახალგაზრდა პაციენტებს შორის კლინიკურ კვლევებში.

ე. პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის მქონე პაციენტებში (ჩაილდ პიუს კლასი ა) არ არის საჭირო დოზის კორექცია. თუმცა პაციენტებში  ღვიძლის ფუნქციის საბაზისო ზომიერი დარღვევისას (ჩაილდ პიუს კლასი ბ), რეკომენდებულია აბირატერონის აცეტატის დოზის შემცირება 250მგ-მდე დღეში ერთხელ. აბირატერონის აცეტატის გამოყენება დაუშვებელია პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის საბაზისო მწვავე დარღვევის მქონე პაციენტებში (ჩაილდ პიუს კლასი ც).

ვ. პაციენტები თირკმლის ფუნქცის დარღვევით

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არ არის საჭირო დოზის კორექცია.

გვერდითი მოვლენები

ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენებს წარმოადგენს (≥5%) სახსრების შეშუპება ან დისკომფორტი, ჰიპოკალემია (კალიუმის დაბალი დონე), ედემა, კუნთების დისკომფორტი, ცხელი ალები, დიარეა, საშარდე გზების ინფექცია, ჰიპერტენზია, არითმია, შარდვის გახშირება, ნოქტურია, დისპეფსია და ზედა სასუნთქი გზების ინფექცია. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები (>5%) შეინიშნებოდა კლინიკურ კვლევებში, როგორიცაა სახსრების შეშუპება ან დისკომფორტი, ჰიპოკალემია, ედემა, კუნთების დისკომფორტი, ცხელი ალები, დიარეა, საშარდე გზების ინფექციები, ხველა, ჰიპერტენზია, არითმია, შარდვის გახშირება, ნოქტურია, დისპეფსია და ზედა სასუნთქი გზების ინფექცია.

ყველაზე ხშირად განვითარებულ გვერდით მოვლენას, რაც იწვევდა პრეპარატის მიღების შეწყვეტას, წარმოადგენდა ასპარტატ ამინოტრანსფერაზას მომატება, ალანინ ამინოტრანსფერაზას მომატება, უროსეფსისი და გულის უკმარისობა.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

ა. აბირატერონის ეფექტი პრეპარატის მეტაბოლიზირებად ფერმენტებზე

აბირატერონის აცეტატი არის ღვიძლის ფერმენტის CYP2D6 ინჰიბიტორი. დაუშვებელია აბირატერონის აცეტატის კომბინაციაში მიღება CYP2D6 სუბსტრატებთან ვიწრო თერაპიული ინდექსით (მაგ. თიორიდაზინი). თუ ალტერნატიული თერაპიის გამოყენება შეუძლებელია, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა და ერთდროულად მიღებული პრეპარატის დოზის შემცირება.

ბ. პრეპარატები რომლებიც აინჰიბირებენ ან აინდუცირებენ CYP3A4 ფერმენტებს.

ინ ვიტრო მონაცემების მიხედვით აბირატერონის აცეტატი არის CYP3A4 -ის სუბსტრატი. ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორების  (მაგ. კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კლარითრომიცინი, ატაზანავირი, ნეფაზოდონი, საქუინავირი, რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი, ვორიკონაზოლი) ან ინდუქტორების (მაგ. ფენიტოინი, კარბამაზეპინი, რიფამპინი, რიფაბუტინი, რიფაპენტინი, ფენობარბიტალი) აბირატერონის ფარმაკოკინეტიკაზე ეფექტი არ შესწავლილა ინ ვივო. აბირატერონით მკურნალობის დროს დაუშვებელია CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორების და ინდუქტორების მიღება ან მათი მიღება უნდა მოხდეს გასაკუთრებული სიფრთხილით.

გ. აბირატერონი და გრეიფრუტი ან გრეიფრუტის წვენი

გრეიფრუტის წვენის მიღება CYP3A4 სუბსტრატებთან ერთად, რომელთაც ახასიათებთ პირველადი გადასვლის მეტაბოლიზმი და ვიწრო თერაპიული დიაპაზონი შეიძლება გაზარდოს მოცემული პეპარატის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.

დ. აბირატერონი და თიორიდაზინი

შესაძლებელია თიორიდაზინის კონცენტრაციის მომატება, დაუშვებელია კომბინირებული გამოყენება, თუ მისი გამოყენება აუცილებელია მაშინ თიორიდაზინის დოზა უნდა შემცირდეს.

უკუჩვენებები:

აბირატერონის აცეტატი უკუნაჩვენებია ორსულ ქალებში ან ქალებში რომლებიც შესაძლოა დაორსულდნენ.

გაფრთხილება:

თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა: კლინიკურ კვლევებში გამოვლინდა თირკმელზედა ჯირკვლისუკმარისობა პაციენტებში აბირატერონოს აცეტატის მიღებისას პრედნიზონთან კომპნიაციაში, რომლის შედეგადაც წყდებოდა სტეროიდების მიღება და/ან თანმხლები ინფექცია ან სტრესი.

საკვების გავლენა: აბირატერონის აცეტატის საკვებთან ერთად მიღებისას შეინიშნებოდა AUC -ის მომატება 10-ჯერ.

ჰეპატოტოქსიურობა: შესაძლებელია ღვიძლის ფერმენტების მომატება, რომლის შედეგადაც აუცილებელი ხდება პრეპარატის მიღების შეწყვეტა ან დოზის კორექცია.

მინერალოკორტიკოიდული ექსცესი: აბირატერონის აცეტატმა შესაძლებლია გამოიწვიოს ჰიპერტენზია, ჰიპოკალემია და სითხის შეკავება მინერალოკორტიკოიდული დონეების მომატების შედეგად, რაც იწვევს CYP17 ინჰიბირებას.

ჭარბი დოზირება:

კლინიკურ კვლევებში აბირატერონის აცეტატის ჭარბი დოზირების შემთხვევები არ შეინიშნებოდა. არ არსებობს სპეფიციური ანტიდოტი. ჭარბი დოზირების შემთხვევაში უნდა შეწყდეს აბირატერონის აცეტატის მიღება და ჩატარდეს ზოგადი შემანარჩუნებელი თერაპია, როგორიცაა არითმიის და გულის უკმარისობის, ასევე ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი.

ვარგისიანობის ვადა

წარმოების თარიღი და ვარგისიანობის ვადა იხილეთ შეფუთვაზე. დაუშვებელია პროდუქტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.

შეფუთვის ფორმა

120 ტაბლეტი მოთავსებულია კონტეინერში, ხოლო ერთი კონტეინერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი:

BDR PHARMACEUTICALS INTERNATIONAL PVT. LTD., ინდოეთი

სავაჭრო ლიცენზიისმფლობელი

სს “ჰუმანითი ჯორჯია”, საქართველო