პრეგინი-ჰუმანითი

სავაჭროდასახელება

პრეგინი-ჰუმანითი

საერთაშორისოარაპატენტირებულიდასახელება

პერინდოპრილი არგინინი

სამკურნალწამლოფორმა

შემოგარსული ტაბლეტები

შემადგენლობა

ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

პერინდოპრილ არგინინს 5 მგ / 10მგ  ექვივალენტურს 3.395 მგ/6.790 მგ პერინდოპრილისა

ფარმაკოთერაპიულიჯგუფი:

რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ-ინჰიბიტორები.

ათქ კოდი: C09AA04


ფარმაკოლოგიურითვისებები:

ფარმაკოკინეტიკა

პერორალური მიღების შემდეგ პერინდოპრილის აბსორბცია ხდება სწრაფად და პიკური კონცენტრაცია მიიღწევა 1 სთ განმავლობაში. პერინდოპრილის პლაზმიდან ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1 სთ. პერინდოპრილი არის პრომედიკამენტი. შეყვანილი დოზიდან პერინდოპრილის 27% აღწევს სისხლის მიმოქცევაში აქტიური მეტაბოლიტის პერინდოპრილატის სახით. აქტიურ პერინდოპრილატთან ერთად, პერინდოპრილი გარდაიქმნება ხუთ მეტაბოლიტად, რომლებიც ყველა არააქტიურია. პლაზმაში პერინდოპრილატის  პიკური კონცენტრაცია მიიღწევა 3-დან 4 სთ-მდე პერიოდში. განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0.2 ლ/კგ არაშეკავშირებული პერინდოპრილატისათვის. პერინდოპრილატის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 20%, ძირითადად ანგიოტენზინ გარდამქმნელ ფერმენტთან, მაგრან ეს დამოკიდებულია პრეპარატის კონცენტრაციაზე. პერინდოპრილატი გამოიდევნდება შარდში და არაშეკავშირებული ფრაქციის ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლ. 17 საათს 4 დღიანი მკურნალობისას. ფარმაკოდინამიკა

პერინდოპრილი არის იმ ფერმენტის ინჰიბიტორი, რომელიც ახდენს ანგიოტენზინ I-ის ანგიოტენზინ II-ად (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტი აგფ) გარდაქმნას. გარდამქმნელი ფერმენტი, ან კინაზა, არის ექსოპეპტიდაზა, რომელიც იწვევს ანგიოტენზინ I-ის ვაზოკონტრიქტურ ანგიოტენზინ II-ად გარდაქმნას, რაც თავისთავად იწვევს ვაზოდილატატორ ბრადიკინინის არააქტიურ ჰეპტაპეპტიდად დეგრადაციას. აგფ-ინჰიბირება იწვევს პლაზმაში ანგიოთენზინ II-ის შემცირებას, რაც თავისთავად იწვევს პლაზმში რენინის აქტივაციის გაზრდას (რენინის თავისუფალი გამოყოფის ნეგატიური უკუმიტაცების ინჰიბირების ხარჯზე) და იწვევს ალდოსტერონის სეკრეციის შემცირებას. რადგან აგფ იწვევს ბრადიკინინის ინაქტივაციას, აგფ-ინჰიბირება ასევე იწვევს ცირკულირებადი და ადგილობრივი კალიკრაინ-კინინ-სისტემის აქტივობის გაზრდას (და შედეგად ასევე პროსტაგლანდინების სისტემის აქტივირებას).

გამოყენებისჩვენებები

•          ესენციური ჰიპერტენზია

•          გულის უკმარისობა

•          გულის კორონარული დაავადების მქონე პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა მწვავე შემთხვევების განვითარების რისკის შემცირება.

გამოყენებისწესიდადოზირება

დოზირება განისაზღვრება ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობის და არტერიული წნევის მაჩვენებლების გათვალისწინებით.

•          ჰიპერტენზია:

გამოიყენება როგორც მინითერაპიაში, ასევე სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან კომბინაციაში.

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ დღეში ერთჯხელ, დილით.

აქტიური რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის აქტიური სისტემის (რენოვასკულური ჰიპერტენზია, წყლის და ელექტოლიტების დისბალანსი, გულის უკმარისობა ან რთული არტერიული ჰიპერტენზია) მქონე პაციენტებში შესაძლოა აღინიშნოს წნევის ძლიერი დაქვეითება პირველი დოზის გამოყენების შემდეგ. ასეთ პაციენტებში საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს 2,5 მგ და მკურნალობის დასაწყისში აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა. დოზის გაზრდა შესაძლებელია 10მგ-მდე დღეში მკურნალობის ერთი თვის განმავლობაში.

ჰიპოტონიის სიმპტომები შესაძლოა აღინიშნოს თერაპიის დასაწყისში პერინდოპრილი ანრგინინის გამოყენებისას. ეს სიმპტომები უმეტესად ვლინდება პაციენტებში, რომლებიც ასევე იღებენ დიურეტიკებს. საჭიროა სიფრთხილე, რადგან ამ პაციენტებში შესაძლოა აღინიშნოს სითხის მოცულობის და/ან მარილის შემცველობის დეფიციტი. სასურველია დიურეტიკების მიღების შეწყვეტა მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე. პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ დიურეტიკებს პერინდოპრილის საწყისი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2,5 მგ-ს.  საჭიროა თირკმლის ფუნქციის და შრატში კალიუმის დონის კონტროლი. შემდეგი დოზირების კორექცია უნდა მოხდეს არტერიული წნევის მაჩვენებლების შესაბამისად. ხანდაზმულ პაციენტებში მკურნალობა  უნდა დაიწყოს 2, 5 მგ დოზის გამოყენებით, რომელიც შესაძლებელია თანდათან გაიზარდოს 5 მგ-მდე ერთი თვის განმავლობაში და ასევე 10მგ-მდე საჭიროების მიხედვით,  თირკმელების ფუნქციის კონტროლის ქვეშ.

გულის კორონარული დაავადება:

მკურნალობა იწყრბა დოზით 5 მგ  დღეში ერთხელ 2 კვირის გნმავლობაში, შემდეგ დოზა იზრდება 10 მგ-მდე დღეში ერთხელ  თირკმლის ფუნქციის მონიტპრინგით.  

ხანდაზმულებში გამოიყენება დოზით 2,5 მგ დღეში ერთხელ ერთი კვირის განმავლობაში, მომდევნო კვირის განმავლობაში დოზა იზრდება 5მგ-მდე დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში. დოზირების გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ პრეპარატის კარგი ამტანობის შემთხვევაში.

განსაკუთრებულიჯგუფი:

თირკმლისუკმარისობისმქონეპაციენტები:

დოზირება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში განისაზღვრება კრეატინინის კლირენსის მიხედვით, როგორც ეს მითითებულია ცხრილში 1:

ცხრილი 1: დოზირება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)

რეკომენდებული დოზა

კკ > 60

5 მგ დღეში

30 < კკ < 60

2.5 მგ დღეში

15 < კკ < 30

2.5 მგ ყოველ მეორე დღეს

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები*

კკ < 15

2.5 მგ დიალიზის დღეს

* პერინდოპრილატის დიალიზით კლირენსი შეადგენს 70მლ/წთ.

პაციენტებში, რომლებთაც ესაჭიროებათ ჰემოდიალიზი, დოზირება მიღებული უნდა იქნეს დიალიზის შემდეგ.

ღვიძლისუკმარისობისმქონეპაციენტები:

არ არის საჭირო დოზირების კორექცია ღვიძლის დარღვევის მქონე პაციენტებში.

პედიატრიულიპაციენტები:

პერინდორპილის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი ბავშვბში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში არ არის რეკომენდებული.

გამოყენებისწესი

მიიღება დღეში ერთხელ, დილით უზმოზე.

გვერდითიეფექტები

პერინდოპრილის უსაფრთხოების პროფილი შეესაბამება აგფ ინჰიბიტორების უსაფრთხოების პროფილს: ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პარესთეზია, ვერტიგო, მხედველობის დარღვევები, შუილი ყურებში, ჰიპოტენზია, ხველა, ქოშინი, მუცლის ტკივილი, ყაზზობა, დიარეა, გემოს დარღვევები, დისპეფსია, ღებინება, გულისრევა, ქავილი, გამონაყარი, კუნთების სპაზმი და ასთენია.

უკუჩვენებები

•          მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ, ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტების ან სხვა ნებისმიერი აგფ ინჰიბიტორების მიმართ.

•          აგფ ინჰიბიტორების გამოყენებასთან დაკავშირებული  ანგიოედემის არსებობა ანამნეზში.

•          თანდაყოლილი ან იდიოპათიური კვინკეს შეშუპება.

•          ორსულობა და ლაქტაცია.

•          პერინდოპრილის და ალისკირენის ერთდროული გამოყენება შაქრიანი დიაბეტის ან თირკმლის უკმარისობის (გორგლისებრი ფილტრაციის სიჩქარე <60მლ/წთ/1.73მ2) მქონე პაციენტებში.

წამლისურთიერთქმედება

კლინიკური კვლევების მონაცემებმა გამოავლინეს რენინ-ანგიოთენინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა აგფ-ინჰიბიტორების, ანგიოთენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენებისას, რომელიც ასოცირდება გვერდითი ეფექტების უფრო ხშირ გამოვლენასთან, როგორიცაა ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმელების ფუნქციის დაქვეითება (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა).

პრეპარატები, რომლებიციწვევენჰიპერკალიემიას

ზოგ პრეპარატს შეუძლია ჰიპერკალიემიის გამოვლენის რისკის გაზრდა: ალისკირენი, კალიუმის მარილები, კალიუმის დამზოგავი დიურეტიკები, აგფ-ინჰიბიტორები, ანგიოთენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები, აასპ, ჰეპარინი, იმუნოდეპრესანტები, როგორიცაა: ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი, ტრიმეტოპრიმი. ამ პრეპარტების კომბინაცია იწვევს ჰიპერკალიემიის რისკის გაზრდას.

უკუნაჩვენებია კომბინირებული გამოყენება

ალისკირენი: დიაბეტით დაავადებულ ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში მაღალია ჰიპერკალიემიის რისკი, თირკმლის ფუნქციის და გულ-სისხლძარღვთა დაავადების გაუარესების რისკი.

არ არის რეკომენდებული კომბინირებული გამოყენება

აგფ-ინჰიბიტორებისდაანგიოტენზინ-რეცეპტორებისინჰიბიტორებისერთდროულიგამოყენება: არსებული ლიტერატურის შესაბამისად ცნობილია, რომ ათეროსკლეროზის, გულის უკმარისობის ან დიაბეტის მქონე პაციენტებში აგფ-ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნა ჰიპოტონიის, გულყრის, ჰიპერკალიემიის მაღალი სიხშირე და თირკმელების ფუნქციის გაუარესება (მათ შორის თირკმელების მწვავე უკმარისობა), ვიდრე მხოლოდ რენინ-ანგიოთენზინ-ალდოსტერონის სისტემის ბლოკატორების ცალკე გამოყენებისას. ორმაგი ბლოკადა უნდა შეიზღუდოს თირკმლის  მდგომარეობის შესაბამისად და საჭიროა თირკმლის ფუნქციის, სისხლში კალიუმის დონის და სისხლის წნევის კონტროლი.

ესტრამუსტინი: არსებობს გვერდითი ეფექტების გაზრდის რისკი, როგორიცაა ანგიოედემა.

კალიუმის შემნახველი დიურეტიკები (მაგ, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის მარილები, ჰიპერკალიემია (პოტენციურად ლეტალური შედეგით), უპეტესად კავშირშია თირკმლის ფუნქციის დარღვევასთან (დამატებითი ჰიპერკალიემიური ეფექტი).

პერინდოპრილის კომბინაცია ზემოთ აღნიშნულ მედიკამენტებთან ერთად არ არის რეკომენდებული. ერთდროული გამოყენების აუცილებლობისას ინიშნება სიფრთილით  შრატში კალიუმის დონის ხშირი კონტროლის ქვეშ.

ლითიუმი: შრატში ლითიუმის კონცენტრაციის  და მისი ტოქსიურობის ზრდა  აღინიშნა ლითიუმისა და აგფ-ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას. პერინდოპრილის ლითიუმთან ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული, მაგრამ ამ კომბინაციის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ლითიუმის შრატისმიერი დონის კონტროლი.

ერთდროულიგამოყენებისასსაჭიროაგანსაკუთრებულიყურადღება:

დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებები (ინსულინი, ორალური ანტიდიაბეტურები): აგფ-ინჰიბიტორების და ანტიდიაბეტურების (ინსულინი, ორალური ანტიდიაბეტურები) ერთდროული გამოყენება იწვევს სისხლში შაქრის დონის ძლიერ შემცირებას, რაც ქმნის ჰიპოგლიკემიის რისკს.

ბაკლოფენი: მოსალოდნელია სისხლის წნევის ძლიერი დაქვეითება. საჭიროა სისხლის წნევის კონტროლი და წნევის დამწევი პრეპარატების დოზირების კორექცია.

დიურეტიკები: პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკრბს, განსაკუთრებით სისხლის მოცულობის და/ან ელექტროლიტების დეფიციტის ფონზე, შესაძლოა აღინიშნოს სისხლის წნევის ძლიერი დაქვეითება აგფ-ინჰიბიტორებით თერაპიის დასაწყისში.  ჰიპოტენზიური მოქმედების შემცირება შესაძლებელია დიურეტიკების მოხსნით, სისსლის მოცულობის გაზრდით ან ელექტროლიტების შევსებით მკურნალობის დაწყებამდე და პერინდოპრილის დოზის გაზრამდე.

დიურეტიკებით გულის უკმარისობის მკურნალობისას აგფ-ინჰიბიტორების გამოყენება უნდა დაიწყოს  დაბალი დოზით დიურეტიკების დოზის შემცირების შემდეგ.

ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაკონტროლდეს თირკმელების ფუნქცია (კრეატინინის დონე) აგფ-ინჰიბიტორებით მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში.

კალიუმისშემნახველიდიურეტიკები (ეპლერენონი, სპირონოლაქტონი): ეპლერენონის ან სპირონოლაქტონის დოზირებით 12.5მგ-დან 50მგ მდე დღეში და აგფ-ინჰიბიტორების მცირე დოზით ერთდროული მიღება გულის უკმარისობის (NYHA) -IV კლასის მკურნალობისას <40% გნადევნის ფრაქციით არსებობს ჰიპერკალიემიის გამოვლენის რისკი. კალიეემიის და კრეატინინის მკაცრი მონიტორინგი საჭიროა მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში: მკურნალობის დასაწყისში კვირაში ერთხელ და შემდეგ თვეში ერთხელ.

არასტეროიდულიანთებისსაწინააღდეგოპრეპარატების (აასპ), მათშორისაცეტილსალიცილისმჟავას > 3 გრ/დღეშიგამოყენება: აგფ – ინჰიბიტორებისდა  არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (აცეტილსალიცილის მჟავა, COX-2 ინჰიბიტორები და არასელექტიური NSAR) ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა შემცირდეს ანტიჰიპერტენზული ეფექტი. აგფ-ინჰიბიტორების და აასპ-ს ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა, განსაკუთრებით თირკმლის დაავადების მქონე პაცეინტებში. კომბინაციის სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში. საჭიროა სათანადო ჰიდრატაცია და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.

საჭიროასიფრთხილეერთდროულიგამოყენებისას:

ანტიჰიპერტენზული საშუალებები და ვაზოდილატატორები: ერთროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს პერინდოპრილის ჰიპოტენზიური ეფექტის გაზრდა.

გლიპტინები (ლინაგლიპტინი, საქაგლიპტინი, სიტაგლიპტინი, ვილდაგლიპტინი): არსებობს ანგიოედემის განვითარების მაღალი რისკი, აღინიშნება გლიპტინის აქტივობის შემცირება პაციენტებში, რომლებთაც უტარდებათ აგფ-ინჰიბიტორებით კომბინირებული მკურნალობა.

ტრიციკლურიანტიდეპრესანტები/ანტიფსიქოზურები/საანესთეზიოსაშუალებები: ერთდროული გამოყენებისას აგფ-ინჰიბიტორებთან ერთად შესაძლოა არტერიული წნევის დამატებითი დაქვეითება

სიმპატომიმეტიკები: სიმპატომიმეტიკები ამცირებენ აგფ-ინჰიბიტორების ჰიპოტენზიურ ეფექტს.

ოქროსპრეპარატები: ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა განვიტარდეს: სახის სიწითლე, ღებინება, გულისრევა და ჰიპოტონია.

განსაკუთრებულიმითითებანი

გულისკორონარული  დაავადება: თუ პერინდოპრილით მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში გამოვლინდება არასტაბილური სტენოკარდიის ეპიზოდი (ერთჯერადად ან მრავალჯერადად), უნდა შეფასდეს მკურნალობის გაგრძელების რისკი/სარგებელი. ჰიპოტონია: აგფ-ინჰიბიტორებმა შესაძლოა გამოიწვიონ სისხლის წნევის მკვეთრი დაქვეითება. სიმპტომური ჰიპოტონია უფრო მოსალოდნელია პაციენტებში სითხის მოცულობის დეფიციტით დიურეტიკების მიღება, უმარილო დიეტა, დიალიზი, ფაღარათი და ღებინება) გულის უკმარისობის ნორმოტენზიურ და ჰიპოტენზიურ პაციენტებში პერინდოპრილის მიღებისას შეიძლება განუვითარდეს არტ. წნევის მკვეთრი დაქვეითება. ეს ეფექტი ჩვეულებრივ დროებითია და არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას. ხანგრძლივი ჰიპოტონიისას შესაძლოა საჭირო გახდეს პერინდოპრილი არგნინის დოზის შემცირება ან მოხსნა

აორტისდამიტრალურისარქველისსტენოზი/ჰიპერტროფულიკარდიომიოპათია: სხვა აგფ-ინჰიბიტორების მსგავსად პერინდოპრილის სიფრთხილით ინიშნება მიტრალური სარქველის სტენოზის მქონე პაციენტებში და პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ მარცხენა პარკუჭის ობსტრუქციული დარღვევა, როგორიცაა აორტას სტენოზი ან ჰიპერტროფული კარდიომიოპათია.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა: თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი <60მლ/წთ) პერინდოპრილის საწყისი დოზირება უნდა შერჩეული იქნეს პაციენტის კრეატინინის კლირენსის შესაბამისად და პაციენტის მკურნალობაზე რეაქციის მიხედვით. საჭიროა კალიუმის და კრეატინინის დონის კონტროლი. ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა აღინიშნოს სისხლში შარდოვანას და შრატში კრეატინინის გაზრდა, რაც როგორც წესი უმნიშვნელო და გარდამავალია. შესაძლოა საჭირო გახდეს პერინდოპრილის დოზირების შემცირება და/ან დიურეტიკების მოხსნა.

ჰემოდიალიზზემყოფიპაციენტები: ანაფილაქტოიდური რეაქციები აღინიშნა პაციენტებში მაღალი სიმკვრივის დიალიზის მემბრანის გამოყენებისას აგფ-ინჰიბიტორების მიღების ფონზე. ასეთ პაციენტებში აუცილებლად უნდა მოხდეს დიალიზის სხვა მემბრანის გამოყენება ან სხვა კლასის ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მიღება.

თირკმლისტრანსპლანტაცია: არ არსებობს პერინდოპრილის გამოყენების გამოცდილება პაციენტებში,  თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომ პერიოდში.

ჰიპერმგრძნობელობა/ანგიონევროზული შეშუპება: სახის, კიდურების, ტუჩების, ლორწოვანი გარსის, ენის, ხორხის და/ან ყელის შეშუპება აღინიშნა იშვიათად პაციენტებში აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას პერინდოპრილ არგინინთან ერთად. ეს რეაქციები შესაძლოა გამოვლინდეს თერაპიის მსვლელობის დროს. ასეთ შემთხვევებში პერინდოპრილის მიღება უნდა შეწყდეს დაუყონებლივ და არ უნდა განაახლოთ პრეპარატის მიღება სიმპტომების სრულ გაქრობამდე. შეშუპების გამოვლენის ზოგიერთ შემთხვევაში, თუ შეშუპება გავრცელდა მხოლოდ სახეზე და ტუჩებზე არ იყო საჭირო განსაკუთრებული მკურნალობა, მაგრამ ანტიჰისტამინურების გამოყენება რეკომენდებულია სიმპტომების შესამსუბუქებლად.

პაციენტებში, რომლებთაც პრეისტორიაში აღენიშნებათ ანგიოშეშუპება აგფ-ინჰიბიტორებით მკურნალობისას შესაძლოა გამოვლინდეს ანგიოშეშუპების გამოვლენის რისკის გაზრდა აგფ-ინჰიბიტორების მიღებისას.

ანაფილაქტოიდურირეაქციებიდაბალისიმკვრივისლიპოპროტეინისაფერეზისდროს (LDL): იშვიათად პაციენტებში, რომლებიც იღებენ აგფ ინჰიბიტორებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზის დროს სულფატის დექსტრანით შესაძლოა აღინიშნოს სიცოცხლისათვის საშიში ანაფილაქტოიდური რეაქციები. ამ რეაქციების თავიდან აცილების მიზნით უნდა მოხდეს აგფ-ინჰიბიტორების მიღების დროებითი შეჩერება ყოველი აფერეზის წინ.

ანაფილაქსიურირეაქციებიდესენსიბილიზებელიმკურნალობისდროს: პაციენტებში, რომლებიც იღებენ აგფ-ინჰიბიტორებს ფუტკრის შხამით დესენსიბილიზებელი თერაპიის დროს აღინიშნა ანაფილაქსიური რეაქციები. ამ პაციენტებში მსგავსი რეაქციების თავიდან აცილება შესაძლებელია აგფ-ინჰიბიტორების მიღების დროებით შეწყვეტის შედეგად, თუმცა განმეორებით მიღებისას შესაძლოა კვლავ გამოვლინდეს მსგავსი რეაქციები.

ღვიძლისუკმარისობა: აგფ-ინჰიბიტორების გამოყენება იშვითად იწვევს ქოლესტაზური სიყვითლის სინდრომს, რომელიც შესაძლოა გადაიზარდოს ღვიძლის ნეკროზში და (ხანდახან) გამოიწვიოს სიკვდილი. ამ სინდრომის მექანიზმი უცნობია. აგფ-ინჰიბიტორებით მკურნალობის ფონზე  სიყვითლის და ღვიძლის ფერმენტების მომატების დროს უნდა მოიხსნას აგფ-ინჰიბიტორი.

რასა: აგფ-ინჰიბიტორების გამოყენებისას  მუქი კანის ფერის მქონე პაციენტებში მეტია ანგიოშეშუპების განვითარების რისკი.

სხვა აგფ-ინჰიბიტორების მსგავსად, პერინდოპრილსაც ახასიათებს ნაკლები ჰიპოტენზიური მოქმედება ნეგროიდული რასის პაცინეტებში (სავარაუდოდ რენინის უფრო დაბალი დონის გამო).

ხველა: აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას აღინიშნა ხველა. დამახასიათებელია არაპროდუქტიული, ქრონიკული ხველა რომელიც ქრება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. აგფ-ინჰიბიტორების გამოყენება გასათვალისწინებელია ხველის გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირებისას.

ქირურგიულიჩარევები/ანესთეზია: პერინდოპრილით მკურნალობა  უნდა შეწყდეს ოპერაციამდე ერთი დღით ადრე.

ჰიპერკალიემია: ჰიპერკალიემიის განვითარების რისკ-ფაქტორები: ასაკი (>70წელი), შაქრიანი დიაბეტი,  დეჰიდრატაცია, მწვავე კარდიალური დეკომპენსაცია, მეტაბოლური აციდოზი და კალიუმის დამზოგველი დიურეტიკების გამოყენება (მაგ., სპირონოლაქტონი, ეპლერენონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი), კალიუმის პრეპარატები ან კალიუმის შემცველი მარილილები; მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ შრატში კალიუმის დონის გაზრდას (მაგ., ჰეპარინი).

ორსულობადალაქტაცია:

არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს.

ჭარბიდოზირება

არსებობს შეზღუდული მონაცემები ადამიანებში ჭარბი დოზირების შესახებ. აგფ-ინჰიბიტორებით ჭარბი დოზირების  სიმპტომებია: ჰიპოტონია, სისხლძარღვოვანი შოკი, ელექტროლიტების დისბალანსი, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ჰიპერვენცილაცია, ტაქიკარდია, ბრადიკარდია, თავრუსხვევა, შიშის შეგრძნება და ხველა.

მკურნალობა სიმპტომურია: ნატრიუმის ქლორიდის (0,9%) ხსნარის ინტრავენური ინფუზია და სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი. საჭიროებისას შესაძლებელია  მკურნალობა ანგიოთენზინ II ინფუზიით და/ან კატექოლამინის ინტრავენური შეყვანა. პერინდოპრილის გამოდევნა სისხლის მიმოქცევიდან შესაძლებელია ჰემოდიალიზით. ნაჩვენებია კარდიოსტიმულატორის გამოყენება რეზისტენტული ბრადიკარდიის შემთხვევაში. აუცილებებლია ელექტროლიტების და კრეატინინის დონის კონტროლი.

შეფუთვა

10 ტაბლეტი ბლისტერზე. 1 ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვისპირობები

ინახება არაუმეტეს 25˚С ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობისვადა

2 წელი

აფთიაქიდანგაცემისწესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.     

მწარმოებელი

CELOGEN GENERICS PRIVATE LIMITED , ინდოეთი

სავაჭროლიცენზიისმფლობელი

სს “ჰუმანითი ჯორჯია”, საქართველო