პლექსა-ჰუმანითი

სავაჭრო დასახელება

პლექსა-ჰუმანითი

PLEXA - HUMANITY

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

როზუვასტატინი

სამკურნალწამლო ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები

შემადგენლობა

ყოველი შემოგარსულიტაბლეტი შეიცავს:

როზუვასტატინის კალციუმს, ექვივალენტურს 10 მგ / 20 მგ როზუვასტატინისა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, HMG CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები

ათქ კოდი: C10AA07.


ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

ბსორბცია: როსუვასტატინის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა დაახლოებით 5 საათში პერორალური მიღებიდან . აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 20%-ია.

დისტრიბუცია: როსუვასტატინი ჭარბად გადადის ღვიძლში, რომელიც წარმოადგენს ქოლესტერინის სინთეზის და LDL-ქოლესტერინის კლირენსის პირველად წყაროს. როსუვასტატინის დისტრიბუციის მოცულობა დაახლოებით 134 ლ. როსუვასტატინის დაახლოებით 90% უკავშირდება პლაზმურ ცილებს, ძირითადად ალბუმინს.

მეტაბოლიზმი: როსუვასტატინი განიცდის მცირე მეტაბოლიზმს (დაახლოებით 10%). in vitro მეტაბოლიზმის კვლევებში ადამიანის ჰეპატოციტების გამოყენებით, გამოვლინდა, რომ როსუვასტატინი წარმოადგენს ციტოქრომ P450-ის მეტაბოლიზმზე დაფუძნებულ ცუდ სუბსტრატს. CYP2C9 წარმოადგენს ძირითად მონაწილე იზოფერმენტს , ხოლო 2C19, 3A4 და 2D6 შედარებით ნაკლებად. ძირითად მეტაბოლიტებს წარმოადგენენ N-დისმეთილი და ლაქტონური მეტაბოლიტები.

N-დისმეთილი დაახლოებით 50%-ით ნაკლებად აქტიურია, ვიდრე როსუვასტატინი მაშინ, როდესაც ლაქტონური ფორმა ითვლება კლინიკურად არააქტიურად. როსუვასტატინი მოცირკულირე ჰმგ-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორის მოქმედებაზე 90% -ზე მეტია.

ექსკრეცია: როსუვასტატინის დოზის დაახლოებით 90% გამოიყოფა უცვლელად ფეკალიებში (შეიცავს აბსორბირებულ და არააბსორბირებულ აქტიურ ნივთიერებას) და დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა შარდში. შარდში დაახლოებით 5% გამოიყოფა უცვლელად. პლაზმური ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდია დაახლოებით 19 საათი. ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იზრდება მაღალი დოზების მიღებისას. გეომეტრიული საშუალო პლაზმური კლირენსი დაახლოებით 50ლ/სთ (ცვლილების კოეფიციენტი 21.7%). სხვა ჰმგ-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების მსგავსად,  როსუვასტატინის ღვიძლში მიტაცება მოიცავს მემბრანულ ტრანსპორტერს OATP-C. მოცემული ტრანსპორტერი მნიშვნელოვანია როსუვასტატინის ღვიძლში ელიმინაციისთვის.

ხაზოვანება: როსუვასტატინის სისტემური ექსპოზიცია იზრდება დოზის პროპორციულად. მრავლობითი დღიური დოზის მიღების შემდეგ, არ იცვლება ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები.

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი: როსუვასტატინი წარმოადგენს ჰმგ-CoA რედუქტაზას  სელექციურ და კონკურენტულ ინჰიბიტორს, ფერმენტს, რომელიც გარდაქმნის 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ კოენზიმ A-ს ქოლესტერინის პრეკურსორ მევალონატად. როსუვასტატინის ძირითადი მოქმედების ადგილს წარმოადგენს ღვიძლი, შედარებით დიდი ორგანო ქოლესტერინის შესამცირებლად. როსუვასტატინი ზრდის ღვიძლის LDL რეცეპტორების რაოდენობას უჯრედების ზედაპირზე და ზრდის LDL-ის მიტაცებას და კატაბოლიზმს და აინჰიბირებს VLDL -ის ღვიძლის სინთეზს, რის შედეგადაც ამცირებს VLDL და LDL ნაწილაკების რაოდენობას.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები: როსურვასტატინის ტაბლეტი ამცირებს მომატებული LDL-ქოლესტერინის, საერთო ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების  დონეს და ზრდის HDL-ქოლესტერინის დონეს. იგი ასევე ამცირებს ApoB, nonHDL-C, VLDL-C, VLDL-TG და ზრდის ApoA-I-ს (იხ. ცხრილი 1). როსუვასტატინის ტაბლეტი ასევე ამცირებს LDL-C/HDL-C, საერთო C/HDL-C და არაHDL-C/HDL-C და ApoB/ApoA-I წილებს.

გამოყენების ჩვენებები

პირველადი ჰიპერქოლესტერინემია (ტიპი IIა ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის ჩათვლით) ან შერეული დისლიპიდემია (ტიპი IIბ) დიეტაზე დამატების სახით, როდესაც დიეტის ან სხვა არაფარმაკოლოგიური მკურნალობის (მაგ. ვარჯიში, წონის კლება) მიმართ პასუხი არაადექვატურია.

ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია, როგორც  ცხიმების შემცირების მკურნალობისას დიეტაზე დამხმარე საშუალებას (მაგ. LDL აფერეზი) ან თუ მსგავსი მკურნალობა შეუსაბამოა.

დოზირება და მიღების წესი

მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ქოლესტერინის შემამცირებელი დიეტის დანიშნვნა, რაც ასევე უნდა გაგრძელდეს მკურნალობის დროს. დოზირების შერჩევა ხდება თერაპიის მიზნიდან და პაციენტის პასუხიდან გამომდინარე. რეკომენდებული საწყისი დოზაა 5მგ ან 10მგ პერორალურად ერთხელ დღეში, როგორც პაციენტებში, რომელთაც არ მიუღიათ სტატინები, ასევე პაციენტებში სხვა სახის ჰმგ-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორის მიღების შემდეგ. საწყისი დოზის შერჩევისას, უნდა მოხდეს პაციენტის ინდივიდუალური ქოლესტერინის დონის და შემდგომი გულსისხლძარღვთა რისკის გათვალისწინება, ისევე როგორც, გვერდითი მოვლენების რისკის გათვალისწინება (იხ. ქვემოთ). დოზის ცვლილება უნდა მოხდეს მხოლოდ 4 კვირის შემდეგ აუცილებლობის შემთხვევაში. 40გმ დოზირებისას მომატებული გვერდითი მოვლენების განვითარების გამო, მისი საბოლოო ტიტრირება უნდა მოხდეს მხოლოდ ჰიპერქოლოსტერინემიის მქონე პაციენტებში გულსისხლძარღვთა მხრიდან მაღალი რისკის გამო (განსაკუთრებით ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში), როდესაც 20მგ მიღებისას არ მიიღწევა მიზანი და, როდესაც შესაძლებელია რუტინული მეთვალყურეობა.

როსუვასტატინის ტაბლეტის მიღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ მონაკვეთში, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

გამოყენება პადიატრიაში: ბავშვებში უსაფრთხოება და ეფექტურობა არ დადგენილა.  გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია ბავშვებში (8 წლის და მეტი ასაკის) ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით. ამიტომ, როსუვასტატინის ტაბლეტები არ არის რეკომენდებული პედიატრიაში.

გამოყენება ხანდაზმულებში: საწყისი დოზა 5მგ რეკომენდებულია  >70 წლის პაციენტებში. არ არსებობს ასაკთან დაკავშირებული დოზის კორექცია.

დოზირება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით: თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის საჭირო დოზის კორექცია. რეკომენდებული საწყისი დოზაა 5მგ, პაციენტებში, თირკმლის ზომიერი უკმარისობის დროს. როსუვასტატინის ტაბლეტების გამოყენება პაციენტებში თირკმლის მწვავე უკმარისობით, უკუნაჩვენებია.

გამოყენება პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით: არ ყოფილა როსუვასტატინის სისტემური ექსპოზიციის გაზრდის შემთხვევები  ჩაილდ-პიუს შკალით 7 ან ნაკლები მაჩვენებლის მქონე პაციენტებში. თუმცა, შეინიშნებოდა ჩაილდ-პიუს შკალის 8 და 9 მაჩვენებლების მქონე პაციენტებში. მსგავს პაციენტებში, საჭიროა თირკმლის ფუნქციის შემოწმება. გამოცდილება სუბიექტებში ჩაილდ-პიუს შკალის >9 მაჩვენებლით, არ არსებობს. როსუვასტატინის ტაბლეტები უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის აქტიური დაავადებით.

რასა: შეინიშნებოდა სისტემური ექსპოზიციის გაძლიერება აზიური რასის წარმომადგენლებში. აზიური წარმოშობის პაციენტებისთვის რეკომენდებული საწყისი დოზაა 5მგ. მსგავს პაციენტებში 40მგ მიღება უკუნაჩვენებია.

დოზირება მიოპათიისადმი მიდრეკილ პაციენტებში

რეკომენდებული საწყისი დოზაა 5მგ მიოპათიისადმი მიდრეკილების ფაქტორების მქონე პაციენტებში.

40მგ უკუნაჩვენებია ზოგიერთ ასეთ პაციენტებში.

გვერდითი მოვლენები

როსუვასტატინის ძირითადი გვერდითი მოვლენები მსუბუქი და გარდამავალია. კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში როსუვასატატინით ნამკურნალევი პაციენტების <4% მოეხსნა მკურნალობა გვერდითი მოვლენების განვითარების გამო.

გვერდითი მოვლენების სიხშირე მოცემულია შემდეგი თანამიმდევრობით: ხშირი (>1/100, <1/10); არახშირი (>1/1,000, <1/100); იშვიათი (>1/10,000, <1/1000); ძლიან იშვიათი (<1/10,000); უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების მიხედვით).

  • იმუნურის სისტემის მხრივ

იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ანგიოედემის ჩათვლით

  • ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი; თავის ტკივილი, თავბრუსხვევა

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ხშირი: ყაბზობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი

იშვიათი: პანკრეატიტი

  • კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

არახშირი: პრურიტი, გამონაყარი და ჭინჭრის ციება

  • ძვალკუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილების და ძვლების მხრივ

ხშირი: მიალგია

იშვიათი: მიოპათია (მიოზიტის ჩათვლით) და რაბდომიოლიზი

  • ზოგადი დარღვევები

ხშირი: ასთენია

უკუჩვენებები

როსუვასტატინის ტაბლეტები უკუნაჩვენებია:

-         პაციენტებში როსუვასტატინის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

-         პაციეტენბში ღვიძლის აქტიური დაავადებით, მათ შორის შრატში ტრანსამინაზების აუხსნელი მომატება და შრატში ნებისმიერი ტრანსამინაზას მომატება ნორმალურ ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტად.

-         პაციენტებში თირკმლის მწვავე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <30მლ/წთ).

-         პაციენტებში მიოპათიით.

-         ციკლოსპორინთან ერთად გამოყენებისას.

-         ორსულობის და ლაქტაციის დროს, ასევე რეპროდუქციული ასაკის ქალებში თუ არ იყენებენ შესაბამის კონტრაცეფციულ საშუალებებს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

ციკლოსპირინი: როსუვასტატინის და ციკლოსპორინის ერთად მიღებისას როსუვასტატინის AUC  მაჩვენებელი 7-ჯერ აღემატებოდა ჯანმრთელ მოხალისეებში არსებულ მაჩვენებელს.

კომბინაციაში მიღებისას არ იცვლება ციკლოსპორინის პლაზმური კონცენტრაციები.

ვიტამინ K-ს ანტაგონისტები: სხვა ჰმგ-CoA რედუქატაზას ინჰიბიტორების მსგავსად, როსუვასტატინის მკურნალობის დაწყებისას ან დოზის მომატებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვიტამინ K-ს ანტაგონისტებს (მაფ. ვარფარინი ან სხვა სახის კუმარინის ანტიკოაგულანტები), შეიძლება განვითარდეს საერთაშორისო ნორმალიზებული წილის (სნწ) გაზრდა.

როსუვასტატინით მკურნალობის შეწყვეტამ ან მისი დოზის შემცირებამ, შეიძლება შეამციროს სნწ. მსგავს შემთხვევებში, საჭიროა სნწ-ს სათანადო მონიტორინგი.

ეზეტიმიბი: როსუვასტატინის და ეზეტიმიბის ერთად მიღება არ იწვევს არცერთი პრეპარატის AUC და Cmax ცვლილებას. თუმცა, ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება როსუვასტატინის ტაბლეტებსა და ეზეტიმიბს შორის არ შეიძლება გამოირიცხოს.

გემფიბროზილი და სხვა სახის ლიპიდების შემამცირებელი პროდუქტები: როსუვასტატინის ტაბლეტების და გემფიბროზილის ერთდროულად მიღებამ გამოიწვია როსუვასტატინის Cmax და AUC-ის 2-ჯერ გაზრდა.

სპეციფიური ურთიერთქმედების შესახებ კვლევების მიხედვით, არ არის მოსალოდნელი ფენოფიბრატებთან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება, თუმცა შეიძლება განვითარდეს ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება. გემფიბროზილი, ფენოფიბრატი, სხვა ფიბრატები და ლიპიდების და ნიაცინის (ნიკოტინის მჟავა) შემამცირებელი დოზები (> ან ტოლი 1გ/დღეში)   ზრდის მიოპათიის გაზრდის რისკს ჰმგ-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთდროულად გამოყენებისას, სავარაუდოდ იმის გამო, რომ ისინი იწვევენ მიოპათიას ცალკე გამოყენებისას. 40მგ დოზის მიღება უკუნაჩვენებია ფიბრატებთან ერთად მიღებისას. ამიტომ, ამ დროს უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყება 5მგ დოზით.

პროტეაზას ინჰიბიტორები: უცნობია ურთიერთქმედების ზუსტი მექანიზმი, პროტეაზას ინჰიბიტორის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს როსუვასტატინის ექსპოზიციის გაძლიერება. ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში, 20 მგ როსუვასტატინის და პროტეაზას ინჰიბიტორის ორი პროდუქტის (400მგ ლოპინავირი/100მგ რიტონავირი) ერთად გამოყენება ჯანმრთელ მოხალისეებში ასოცირდებოდა როსუვასტატინის წონასწორული მდგომარეობის AUC (0-24) და Cmax ორჯერ და ხუთჯერ მომატებასთან, შესაბამისად. ამიტომ, როსუვასტატინის აივ დადებით პაციენტებში გამოყენება, რომლებიც იღებენ პროტეაზას ინჰიბიტორებს, არ არის რეკომენდებული.

ანტაციდი: როსუვასტატინის ტაბლეტის და ალუმინის და მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდის სუსპენზიის ერთად მიღება იწვევდა როსუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციების შემცირებას დაახლოებით 50%-ით. მოცემული ეფექტის შესუსტება ხდებოდა ანტაციდის მიღებით როსუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ. მოცემული ურთიერთქმედების კლინიკური კავშირი არ შესწავლილა.

ერითრომიცინი: როსუვასტატინის ტაბლეტის და ერითრომიცინის ერთად მიღებამ გამოიწვია როსუვასტატინის AUC (0-t) და Cmax 30%-ით შემცირება. მოცემული ურთიერთქმედება შესაძლებელია გამოწვეული იქნას ერითრომიცინის მიერ გამოწვეული ნაწლავის მოტორიკის გაძლიერებით.

პერორალური კონტრაცეპტივები/ჰორმონების ჩამანაცვლებელი თერაპია (ჰჩთ): როსუვასტატინის ტაბლეტების და პერორალური კონტრაცეპტივების ერთად გამოყენებამ გამოიწვია ეთილის ესტრადიოლის და ნორგესტრელის AUC   26% და 34% მომატება, შესაბამისად. მოცემული პლაზმური დონეების მომატების გათვალისწინება საჭიროა პერორალური კონტრაცეპტივების დოზების შერჩევისას. არ არსებობს ფარმაკოკინეტიკური მონაცემები სუბიექტებში, რომლებიც იღებდნენ როსუვასტატინის ტაბლეტებს და ჰჩთ-ს და ამიტომ, მსგავსი ეფექტი არ არის გამორიცხული. თუმცა, მოცემული კომბინაციის გამოყენება ხდებოდა ქალებში კლინიკურ კვლევებში და იგი კარგად გადაიტანებოდა.

სხვა სამედიცინო პროდუქტები:

იგოქსინი: სპეციფიური ურთიერთქმედების შესახებ კვლევების მონაცემების მიხედვით, არ არის მოსალოდნელი დიგოქსინთან კლინიკურად დაკავშირებული ურთიერთქმედება.

ფუზიდის მჟავა: როსუვასტატინის და ფუზიდის მჟავას ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. სხვა სტატინების მსგავსად, როსუვასტატინის და ფუზიდის მჟავას ერთად გამოყენებისას პოსტ-მარკეტინგული გამოყენების დროს, ადგილი ჰქონდა კუნთებთან დაკავშირებული მოვლენების განვითარებას, მათ შორის რაბდომიოლიზს.

ამიტომ, მოცემული კომბინაცია არ არის რეკომენდებული. თუ შესაძლებელია, უნდა მოხდეს როსუვასტატინით მკურნალობის დროებით შეწყვეტა. თუ ამის საშუალება არ არის, უნდა მოხდეს პაციენტების სათანადო მონიტორინგი.

ციტოქრომ  P450 ფერმენტები: in vitro და in vivo კვლევების შედეგების მიხედვით, გამოვლინდა, რომ როსუვასტატინი არც აინჰიბირებს ციტოქრომ P450 იზოფერმენტებს და არც მათ ინდუცირებას ახდენს. ასევე, როსუვასტატინი წარმოადგენს მოცემული იზოფერმენტების ცუდ სუბსტრატს. არ შეინიშნებოდა კლინიკურად დაკავშირებული ურთიერთქმედება როსუვასტატინსა და ფლუკონაზოლს (CYP2C9 and CYP3A4 ინჰიბიტორი) ან კეტოკონაზოლს (CYP2A6 and CYP3A4 ინჰიბიტორი) შორის. იტრაკონაზოლის (CYP3A4 ინჰიბიტორი) და როსუვასტატინის ერთად მიღებამ გამოიწვია როსუვასტატინის AUC -ის 28% მომატება. ასეთი მცირე მომატება არ მიიჩნევა კლინიკურად მნიშვნელოვნად. ამიტომ, ციტოქრომ P450-მეშვეობით წარმოქმნილი მეტაბოლიზმით გამოწვეული პრეპარატების ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი.

განსაკუთრებული გაფრთხილებები

თირკმლის ეფექტები: პროტეინურია, ზონდით ტესტირებით დადგენილი და ძირითადად მილაკოვანი წარმოშობის, შეინიშნებოდა პაციენტებში როსუვასტატინის მაღალი დოზების მიღებისას, განსაკუთრებით 40მგ, სადაც იგი ძირითადად გარდამავალი ან წყვეტილი იყო. პროტეინურიის განვითარება არ ნიშნავს თირკმლის მწვავე ან პროგრესირებად დაავადებას. თირკმლის სერიოზული მოვლენების განვითარება პოსტ-მარკეტინგული გამოყენებისას მაღალია 40მგ დოზების მიღებისას. 40მგ დოზის მიღებისას საჭიროა პაციენტებზე დაკვირვება და თირკმლის ფუნქციის შემოწმება.

ძვალ-კუნთოვანი მოვლენები: ძვალ -კუნთოვანი მოვლენები- მიალგია, მიოპათია და იშვიათად რაბდომიოლიზი, შეინიშნებოდა როსუვასტატინით მკურნალობის დროს ყველა დოზის გამოყენებისას განსაკუთრებით კი >20მგ დოზის მიღების დროს. შეინიშნებოდა რაბდომიოლიზის ძალიან იშვიათი შემთხვევები ეზეტიმიბის გამოყენებისას ჰგმ-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთად. გამორიცხული არაა ფარმაკოდინამიკური ურთიერთქემედება და მოცემული კომბინაციის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. სხვა ჰმგ-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების მსგავასად, როსუვასტატინთან ასოცირებული რაბდომიოლიზის შემთხვევათა სიხშირე პოსტ-მარკეტინგული გამოყენებისას მაღალია 40მგ დოზის მიღების დროს.

კრეატინკინაზას შემოწმება:  კრეატინკინაზას შემოწმება არ უნდა მოხდეს დაძაბული ვარჯიშის შემდეგ ან კრეატინკინაზას გაზრდის შესაძლო ალტერნატიული მიზეზის  შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ კრეატინკინაზას დონეები მნიშვნელოვნად მომატებულია საწყისთან შედარებით (>5xULN) საჭიროა დამადასტურებელი ანალიზის ჩატარება 5-7 დღის მანძილზე. თუ განმეორებითი ანალიზი  დაადასტურებს კრეატინკინაზას საწყის დონეს (>5xULN) უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყება.

მკურნალობამდე: როსუვასტატინი, ისევე როგორც სხვა ჰმგ-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები, უნდა დაინიშნოს სიფრთხილით იმ პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილები არიან მიოპათიის/რაბდომიოლიზის განვითარებისადმი. მოცემული ფაქტორებია:

  • თირკმლის უკმარისობა
  • ჰიპოთირეოზი
  • კუნთების მემკვიდრეობითი და პერსონალური დაავადება
  • კუნთების ტოქსიურობის ადრე არსებული ისტორია სხვა ჰმგ-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების ან ფინბრატების გამო
  • ალკოჰოლზე დამოკიდებულება
  • >70 წლის ასაკი
  • მდგომარეობები, როდესაც შესაძლებელია პლაზმური დონეების მომატება
  • ფიბრატებთან ერთად გამოყენება

მსგავს პაციენტებში უნდა მოხდეს შესაძლო სარგებლის და რისკების შეფასება და კლინიკური მონიტორინგი. კრეატინკინაზას დონეების მნიშვნელოვნად მომატებისას მკურნალობის დაწყება დაუშვებელია.

მკურნალობის დროს: პაციენტებმა უნდა შეატყობინონ ექიმს კუნთების ტკივილი, სისუსტის ან სპაზმების განვითარების შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ ასოცირებულია ცხელებასა და შეუძლოდ ყოფნასთან. კრეატინკინაზას დონეები უნდა შემოწმდეს მსგავს პაციენტებში. უნდა შეწყდეს თერაპია თუ კრეატინკინაზას დონე მომატებულია (>5xULN) ან კუნთების ტკივილი მწვავეა და იწვევს დისკომფორტს (თუნდაც კრეატინკინაზას დონე იყოს 5xULN). სიმპტომების გაქრობის და კრეატინკინაზას ნორმალურ დონეზე დაბრუნების შემთხვევაში, შესაძლებელია როსუვასტატინის ტაბლეტების მიღების განახლება ან ალტერნატიული ჰმგ-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორის მიღება ყველაზე მცირე დოზებით და სათანადო მონიტორინგით. კრეატინკინაზას დონეების რუტინული მონიტორინგი ასიმპტომატურ პაციენტებში არ არის აუცილებელი.

კლინიკურ კვლევებში არ შეინიშნებოდა კუნთებთან დაკავშირებული მოვლენების მომატება პაციენტთა მცირე რაოდენობაში როსუვასტატინის მიღებისას და ასევე კომბინაციაში გამოყენებისას.

თუმცა, მიოზიტის და მიოპათიის შემთხვევების მომატება შეინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სხვა ჰმგ-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებს ფიბრინის მჟავას წარმოებულებთან ერთად, მათ შორის გემფიბროზილი, ციკლოსპორინი, ნიკოტინის მჟავა, სოკოს საწინააღმდეგო აზოლები, პროტეაზას ინჰიბიტორები და მაკროლიდური ანტიბიოტიკები. გემფიბროზილი ზრდის მიოპათიის განვითარების რისკს ჰმგ-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებთან გამოყენებისას. ამიტომ, როსუვასტატინის ტაბლეტების და გემფიბროზილის კომბინაცია არ არის რეკომენდებული. ლიპიდური დონეების  შემდგომი ცვლილების სარგებლიანობა როსუვასტატინის ტაბლეტების ფიბრატებთან ან ნიაცინთან კომბინაციით, უნდა სათანადოდ შეფასდეს მსგავსი კომბინაციის პოტენციურ რისკთან მიმართებაში. 40მგ დოზა უკუნაჩვენებია ფიბრატთან ერთად მიღებისას.

როსუვასტატინის ტაბლეტების გამოყენება დაუშვებელია პაციენტებში მწვავე, სერიოზული მიოპათიის დროს ან თირკმლის უკმარისობისადმი მიდრეკილების და რაბდომიოლიზის შემთხვევაში (მაგ. სეფსისი, ჰიპოტენზია, ქირურგიული ოპერაცია, ტრავმა, მწვავე მეტაბოლური, ენდოკრინული და ელექტროლიტების დისბალანსი; ან უკონტროლო დაზიანებები).

ღვიძლის ეფექტები: ისევე როგორც სხვა ჰმგ-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების დროს, როსუვასტატინის ტაბლეტების გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლს და/ან აქვთ ღვიძლის დაავადების ისტორია.

მკურნალობამდე და მკურნალობიდან 3 თვის შემდეგ რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის შემოწმება. როსუვასტატინის ტაბლეტების მიღება უნდა შეწყდეს და დოზა შემცირდეს, თუ შრატში ტრანსამინაზების დონე 3-ჯერ მეტადაა მომატებული ნორმალური მაჩვენებლის ზედა ზღვარზე. ღვიძლის სერიოზული მოვლენები (ძირითადად ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება) პოსტ-მარკეტინგული გამოყენებისას, მეტად შეინიშნებოდა 40მგ დოზის მიღებისას.

პაციენტებში მეორადი ჰიპერქოლესტერინემიით, რომელიც გამოწვეულია ჰიპოთირეოზით ან ნეფროტული სინდრომით, ფონური დაავადების მკურნალობა უნდა მოხდეს როსუვასტატინის თერაპიის დაწყებამდე.

რასა: ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში შეინიშნებოდა აზიელ სუბიექტებში ექსპოზიციის გაძლიერება,  კავკასიის წარმომადგენლებთან შედარებით.

პროტეაზას ინჰიბიტორები: პროტეაზას ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ლაქტოზას აუტანლობა: პაციენტებმა ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაპ ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ მოცემული პრეპარატი.

ფილტვების ინტერსტიციული დაავადება: ფილტვების ინტერსტიციული დაავადების გამონაკლისი შემთხვევები შეინიშნებოდა ზოგიერთი სტატინის მიღებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის დროს. სიმპტომებია ქოშინი, არაპორდუქციული ხველა და ზოგადი ჯანმრთელობის დარღვევა (დაღლილობა, წონის კლება და ცხელება). თუ მსგავსი ნიშნები შეინიშნება, პაციენტს აქვს ფილტვების ინტერსტიციული დაავადება, უნდა შეწყდეს სტატინებით თერაპია.

შაქრიანი დიაბეტი: ზოგიერთი შემთხვევის მიხედვით დგინდება, რომ სტატინებს როგორც სისხლში გლუკოზის ამწევ საშუალებას , შეუძლიათ ზოგიერთ პაციენტში გამოიწვიოს მომავალში დიაბეტის განვითარების რისკი, შესაძლებელია ჰიპერგლიკემიის განვითარება, როდესაც შესაბამისია დიაბეტის მკურნალობა. თუმცა, მოცემული რისკი მცირდება სტატინების მიერ ვასკულარული რისკის შემცირებით და ამიტომ, არ  უნდა იყოს სტატინების მიღების შეწყვეტის მიზეზი. პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან რისკის ქვეშ (უზმოზე გლუკოზას დონე 5.6 – 6.9 მმოლ/ლ, BMI > 30 კგ/მ2, მომატებული ტრიგლიცერიდები, ჰიპერტენზია) უნდა ჩაუტარდეთ მონიტორინგი როგორც კლინიკურად , ასევე ბიოქიმიურად, ეროვნული გაიდლაინების მიხედვით.

იუპიტერის კვლევაში შაქრიანი დიაბეტის საერთო სიხშირე შეადგენდა 2.8% როსუვასტატინის და 2.3% პლაცებო ჯგუფში, ძირითადად პაციენტებში, რომელთაც  გლუკოზას დონე უზმოზე შეადგენდა 5.6 = 6.9 მმოლ/ლ.

პედიატრიული პოპულაცია: 10-17 წლის ასაკის პედიატრიულ პაციენტებში ტენნერის შკალით, სექსუალური მომწიფების ხაზოვანი ზრდის (სიმაღლე), წონის , BMI (სხეულის წონის ინდექსი) და მეორადი თვისებების შეფასება, რომლებიც იღებდნენ როსუვასტატინს, შეზღუდულია ერთ წლამდე პერიოდით. მკურნალობიდან 52 კვირის შემდეგ, არ შეინიშნებოდა სექსუალური მომწიფების, წონის, BMI  და სიმაღლეში ზრდის მომატების მოვლენები. ბავშვებსა და მოზარდებში კლინიკური კვლევის მიხედვით, გამოცდილება შეზღუდულია და როსუვასტატინის ხანგრძლივი ეფექტები (>1 წელი) სექსუალურ მომწიფებასთან დაკავშირებით, უცნობია.

 ბავშვებსა და მოზარდებში როსუვასტატინის 52 კვირის მანძილზე მიღების კლინიკური კვლევებში, კრეატინკინაზას მომატება >10 x ULN-მდე და კუნთებთან დაკავშიერბული მოვლენები ვარჯიშისა ან ფიზიკური აქტივობის შემდეგ, მეტად ხშირად შეინიშნებოდა მოზრდილებთან შედარებით.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირებისას არ არსებობს სპეციფიური მკურნალობა. ჭარბი დოზირების დროს უნდა მოხდეს სიმპტომური მკურნალობის და შემანარჩუნებელი ზომების მიღება. ღვიძლის ფუნქცია, კრეატინკინაზას დონეები უნდა სათანადოდ შემოწმდეს. ჰემოდიალიზის გამოყენება ამ შემთხვევაში უშედეგოა.

შეფუთვის ფორმა

ბლისტერი 10 ტაბლეტით, 3 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

2 წელი

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი  -  II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

 

მწარმოებელი

MEPRO PHARMACEUTICALS PRIVATE LIMITED.,ინდოეთი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

სს“ ჰუმანითი ჯორჯია“, საქართველო