მომენაზი - ჰუმანითი

სავაჭრო დასახელება

მომენაზი - ჰუმანითი

MOMENAZ - HUMANITY

საერთაშორისო არაპატენტებული დასახელება

მომეტაზონის ფუროატი

წამლის ფორმა

ნაზალური სპრეი (სუსპენზიის სახით)

შემადგენლობა

ყოველი დოზა შეიცავს შეიცავს:

მომეტაზონის ფუროატის მონოჰიდრატს ექვივალენტურს 50მკგ მომეტაზონის ფუროატისა.

კონსერვანტები

ბენზალკონიუმის ქლორიდი

ფენილ-ეთილის სპირტი

დამხმარე ნივთიერებები - საჭ.რაოდ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაზალური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები.

ათქ კოდი: R01AD09


ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

მომეტაზონის ფუროატი არის ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდი,  ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივი მოქმედებით, იმ დოზებით, რომლებიც სისტემურად აქტიური არ არის.

სავარაუდოა, რომ მომეტაზონის ფუროატის ალერგიის და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მექანიზმს საფუძვლად უდევს მისი უნარი, დათრგუნოს ალერგიული რეაქციების მედიატორების გამოთავისუფლება. მომეტაზონის ფუროატი მნიშვნელოვნად თრგუნავს ალერგიული პაციენტების ლეიკოციტებიდან ლეიკოტრიენების გამოყოფას. უჯრედულ კულტურაში, მომეტაზონის ფუროატმა გამოავლინა IL-1, IL-5, IL-6 და TNFα სინთეზის და გამოყოფის დათრგუნვის ძლიერი მოქმედება; ის, ასევე არის ლეიკოტრიენების წარმოქმნის მძლავრი ინჰიბიტორი. გარდა ამისა, მომეტაზონის ფუროატი არის ადამიანის CD4+ T-უჯრედებიდან, Th2 ციტოკინების, IL-4 და IL-5 წარმოქმნის უაღრესად ძლიერი ინჰიბიტორი.

ფარმაკოდინამიკური მოქმედება

ნაზალური ანტიგენების სტიმულაციის კვლევებში მომეტაზონის ფუროატის ნაზალურმა სპრეიმ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გამოავლინა ალერგიული პასუხების როგორც ადრეულ, ისე გვიან ფაზებში. ეს დადასტურდა ჰისტამინური და ეოზინოფილური მოქმედების შემცირებით (პლაცებოსთან შედარებით) და ეოზინოფილების, ნეიტროფილების და ეპითელური უჯრედების ადჰეზიური ცილების შემცირებით (საწყის მონაცემებთან შედარებით).

სეზონური ალერგიული რინიტის მქონე პაციენტების 28%-ში, მომეტაზონის ფუროატის ნაზალურმა სპრეიმ  კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედების  დაწყება გამოავლინა პირველი დოზის მიღებიდან 12 საათში. სიმპტომების შემსუბუქების დაწყების საშუალო დრომ შეადგინა 35.9 საათი.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

ნაზალური სპრეის სახით მიღებული მომეტაზონის ფუროატის სისტემური ბიოშეღწევადობა შეადგენს 1%-ზე ნაკლებს.

განაწილება

არ არის წარმოდგენილი, რადგანაც მომეტაზონი ცუდად აბსორბირდება ნაზალური გზით.

ბიოტრანსფორმაცია

გადაყლაპული და აბსორბირებული მცირე რაოდენობა ექვემდებარება ექსტენსიურ პირველად მეტაბოლიზმს ღვიძლში.

გამოყოფა

აბსორბირებული მომეტაზონის ფუროატი ექვემდებარება ექსტენსიურ მეტაბოლიზმს და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით და ნაღველით.

ჩვენებები

მომეტაზონის ფუროატი 50 მიკროგრამიანი დოზა/ნაზალური სპრეი, სუსპენზია ინიშნება მოზრდილებშა და ბავშვებში 3 წლიდან, სეზონური ან სრულწლოვანი ალერგიული რინიტის სიმპტომების სამკურნალოდ.

მომეტაზონის ფუროატი 50 მიკროგრამიანი დოზა/ნაზალური სპრეი, სუსპენზია ინიშნება  ცხვირის პოლიპების სამკურნალოდ მოზრდილებში, 18 წლიდან.

დოზირება და მიღების წესი

მომეტაზონის ფუროატის ნაზალური სპრეის ტუმბოს მუშა მდგომარეობაში მოყვანის შემდეგ, თითოეული  გაფრქვევა შეიცავს მომეტაზონის ფუროატის სუსპენზიის დაახლოებით 100მგ-ს, რომელიც შეიცავს 50 მიკროგრამი მომეტაზონის ფუროატის ექვივალენტურ მომეტაზონის ფუროატის მონოჰიდრატს.

სეზონური ალერგიული ან სრულწლოვანი რინიტი

მოზრდილები (მათ შორის ხანდაზმული პაციენტები) და ბავშვები 12 წლიდან:

ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზაა ორი შესხურება (50 მიკროგრამი/შესხურება) თითოეულ ნესტოში, დღეში ერთხელ (დღიური დოზა 200 მიკროგრამი). სიმპტომების კონტროლის მიღწევის შემდეგ, მის შესანარჩუნებლად შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს შემცირებული დოზა: თითო შესხურება თითოეულ ნესტოში (დღიური დოზა 100 მიკროგრამი).

თუ სიმპტომების კონტროლი არ არის მიღწეული, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ დღეში ოთხ შესხურებამდე თითოეულ ნესტოში (დღიური დოზა 400 მიკროგრამი). დოზის შემცირება რეკომენდებულია სიმპტომების კონტროლის მიღწევის შემდეგ.

3 – 11 წლის ბავშვები: ჩვეულებრივ, რეკომენდებული დოზაა ერთი შესხურება (50 მიკროგრამი/შესხურება) თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (დღიური დოზა 100 მიკროგრამი).

სეზონური ალერგიული რინიტის მქონე ზოგიერთ პაციენტში მომეტაზონის ფუროატის ნაზალურმა სპრეიმ  კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედების  დაწყება გამოავლინა პირველი დოზის მიღებიდან 12 საათში; თუმცა, მკურნალობის სრული გაუმჯობესების მიღწევა შეუძლებელია პირველი 48 საათის განმავლობაში. შესაბამისად, სრული თერაპიული ეფექტის მისაღწევად პაციენტმა უნდა განაგრძოს რეგულარული მკურნალობა.

მომეტაზონის ფუროატის ნაზალური სპრეით მკურნალობის დაწყება იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ სეზონური ალერგიული რინიტის საშუალო-მძიმე სიმპტომები, შეიძლება საჭირო გახდეს მცენარეთა დამტვერვის სეზონის მოსალოდნელ დაწყებამდე.

ნაზალური პოლიპოზი

პოლიპოზის შემთხვევაში ჩვეულებრივი რეკომენდებული საწყისი დოზაა ორი შესხურება (50 მიკროგრამი/შესხურება) თითოეულ ნესტოში დღეში ერთელ (დღიური დოზა 200 მიკროგრამი). თუ 5-6 კვირის შემდეგ სიმპტომების ადექვატური კონტროლი არ არის მიღწეული, აღნიშნული დოზა შეიძლება გაიზარდოს ორ შესხურებამდე თითოეულ ნესტოში, დღეში ორჯერ (დღიური დოზა 400 მიკროგრამი). სასურველია დოზის ტიტრაცია იმ მინიმალურ დოზამდე, რომელზეც შესაძლებელია სიმპტომების ეფექტური კონტროლის მიღწევა. თუ დღეში ორჯერ მიღებით, 5-6 კვირაში სიმპტომების გაუმჯობესება არ აღინიშნება, პაციენტი ხელახლა უნდა გაისინჯოს და უნდა შეიცვალოს მკურნალობის სტრატეგია.

ნაზალური პოლიპოზის მკურნალობაში მომეტაზონის ფუროატის ნაზალური სპრეის ეფექტურობის და უსაფრთხოების კვლევების ხანგრძლივობა შეადგენდა ოთხ თვეს.

პედიატრიული პოპულაცია

სეზონური ალერგიული რინიტი და სრულწლოვანი რინიტი

მომეტაზონის ფუროატის 50 მკგ/დოზის ნაზალური სპრეის, სუსპენზიის ეფექტურობა და უსაფრთხოება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.

ნაზალური პოლიპოზი

მომეტაზონის ფუროატის ნაზალური სპრეის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში დადგენილი არ არის.

მიღების მეთოდი

პირველი დოზის მიღებამდე კონტეინერი კარგად შეანჯღრიეთ და დააჭირეთ ტუმბოს ათჯერ (ერთგვაროვან გაფრქვევამდე) თუ ტუმბო არ გამოიყენებოდა 14 დღე ან უფრო ხანგრძლივად, კვლავ საჭიროა მისი მუშა მდგომარეობაში მოყვანა, ორჯერ დაჭერით ერთგვაროვან გაფრქვევამდე.

ყოველ გამოყენებამდე კონტეინერი კარგად შეანჯღრიეთ. ბოთლი გადააგდეთ ეტიკეტზე მითითებული შესხურების რაოდენობის მიღწევის ან პირველი გამოყენებიდან 2 თვის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების მონაცემები

ცხვირიდან სისხლდენა, ჩვეულებრივ, თავისით წყდება, გააჩნია მსუბუქი ხარსიხი და  პლაცებოსთან შედარებით უფრო ხშირად (5%) აღინიშნებოდა, მაგრამ მსგავსი ან უფრო დაბალი სიხშირით, ვიდრე ნაზალური კორტიკოსტეროიდების  აქტიურ საკონტროლო ჯგუფებში (15%-მდე), როგორც აღინიშნა ალერგიული რინიტის კლინიკურ კვლევებში. ყველა სხვა არასასურველი მოვლენის სიხშირე მსგავსი იყო პლაცებოს ჯგუფში აღნიშნული სიხშირის. ნაზალური პოლიპოზის მკურნალობისას გვერდითი მოვლენების ჯამური სიხშირე ანალოგიური იყო ალერგიული რინიტის მკურნალობისას აღნიშნული არასასურველი მოვლენების სიხშირის.

ნაზალური კორტიკოსტეროიდების სისტემური ზემოქმედება შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინიშნება მაღალი დოზებით, ხანგრძლივი პერიოდით.

გვერდითი მოვლენების ცხრილი

მკურნალობასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციები (≥1%), რომლებიც აღინიშნა კლინიკურ კვლევებში, ალერგიული რინიტის ან ნაზალური პოლიპოზის მქონე პაციენტებში და პოსტ-მარკეტინგულ მონაცემებში, ჩვენების მიუხედავად, წარმოდგენილია ცხრილში 1. გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია MedDRA პირველადი სისტემის ორგანოთა კლასების მიხედვით. თითოეული სისტემური ორგანული კლასის ფარგლებში, გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია სიხშირის მიხედვით. სიხშირეები განისაზღვრება შემდეგი წესით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1,000 - <1/100). პოსტმარკეტინგული არასასურველი მოვლენების სიხშირე ითვლება „უცნობად“ (არსებული მონაცემების საფუძვლად შეფასება შეუძლებელია)”.

ცხრილი 1: მკურნალობასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციები სისტემური ორგანული კლასების და სიხშირეების მიხედვით

 

ძალიან ხშირი

ხშირი

უცნობი

ინფექციები და ინვაზიები

 

ფარინგიტი

ზედა სასუნთქი გზების ინფექციები †

 

იმუნური სისტემის დარღვევები

 

 

ჰიპერმგრძნობელობა, მათ შორის ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიოედემა და ქოშინი

ნერვული სისტემის დარღვევები

 

 

თავის ტკივილი

 

თვალები

 

 

გლაუკომა

თვალშიდა წნევის მომატება

კატარაქტა

 

რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინური დარღვევები

ცხვირიდან სისხლდენა*

ცხვირიდან სისხლდენა ნაზალური წვა

ნაზალური გაღიზიანება

ნაზალური წყლული

ცხვირის ძგიდის პერფორაცია

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

 

ყელის გაღიზიანება*

გემოვნების და ყნოსვის დარღვევები

*აღინიშნა ნაზალური პოლიპოზის მკურნალობისას, დღეში ორჯერ მიღებისას

†აღინიშნა უცნობი სიხშირით ნაზალური პოლიპოზის მკურნალობისას, დღეში ორჯერ მიღებისას

პედიატრიული პოპულაცია

პედიატრიულ პოპულაციაში აღნიშნული არასასურველი მოვლენების სიხშირე კლინიკურ კვლევებში, მაგ.: ცხვირიდან სისხლდენა (6%), თავის ტკივილი (3%), ნაზალური გაღიზიანება (2%) და ცემინება (2%) იყო პლაცებოს ჯგუფის მსგავსი.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა მომქმედი ნივთიერების - მომეტაზონის ფუროატის ან რომელიმე სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ.

წამლებთან ურთიერთქმედება

ურთიერთქმედების კლინიკური კვლევა ჩატარდა ლორატადინით. არავითარი ურთიერთქმედება არ აღნიშნულა.

სპეციალური მითითებები

იმუნოსუპრესია

მომეტაზონის ფუროატი 50 მიკროგრამი/დოზა, ნაზალური სპრეი, სუსპენზია, ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული, ან არ უნდა იქნას გამოყენებული, რესპირატორული ტრაქტის აქტიური ან არააქტიური ტუბერკოლოზური ინფექციების შემთხვევაში, ან არანამკურნალები სოკოვანი, ბაქტერიული ან სისტემური ვირუსული ინფექციების შემთხხვევაში.

პაციენტები, რომლებიც კორტიკოსტეროიდებს იღებენ და იმუნოსუპრესიის რისკს ექვემდებარებიან, უნდა გააფრთხილონ გარკვეული ინფექციების (მაგ.: ჩუტყვავილა, წითელა) რისკის და ამ დაავადებების განვითარების შემთხვევაში ექიმთან კონსულტაციის აუცილებლობის შესახებ.

ადგილობრივი ნაზალური ეფექტები

მომეტაზონის ფუროატის ნაზალური სპრეით 12-თვიანი მკურნალობის შემდეგ, სრულწლოვანი რინიტის მქონე პაციენტების კვლევაში, არ აღნიშნულა ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფიის ნიშნები; ასევე, მომეტაზონის ფუროატი იწვევდა ცხვირის ლორწოვანი გარსის მიახლოებას ნორმალურ ჰისტოლოგიურ ფენოტიპთან. მიუხედავად ამისა, აუცილებელია იმ პაციენტების რეგულარული შემოწმება, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივად იღებენ მომეტაზონის ფუროატს ცხვირის ლორწოვან გარსში შესაძლო ცვლილებების გამოვლენის მიზნით. თუ ცხვირის ან ხახის ლოკალიზებული სოკოვანი ინფექცია ვითარდება, შეიძლება საჭირო გახდეს მომეტაზონის ფუროატის ნაზალური სპრეით მკურნალობის შეწყვეტა ან სათანადო მკურნალობის დანიშვნა. მდგრადი ნაზოფარინგური გაღიზიანება შეიძლება გახდეს მომეტაზონის ფუროატის ნაზალური სპრეით მკურნალობის შეწყვეტის ჩვენება.

მომეტაზონის ფუროატი არ არის რეკომენდებული ცხვირის ძგიდის პერფორაციის შემთხვევაში.

კლინიკურ კვლევებში, პლაცებოსთან შედარებით, ცხვირიდან სისხლდენა აღინიშნებოდა უფრო მაღალი სიხშირით. ცხვირიდან სისხლდენა, ჩვეულებრივ, თავისით წყდებოდა და გააჩნდა მსუბუქი ხასიათი.

მომეტაზონის ფუროატის ნაზალური სპრეი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნაზალური გაღიზიანება.

კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები

შეიძლება განვითარდეს ნაზალური კორტიკოსტეროიდის სისტემური ზემოქმედება, განსაკუთრებით მაღალი დოზების ხანგრძლივად დანიშვნის შემთხვევაში. ასეთი ზემოქმედების წარმოქმნის ალბათობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე კორტიკოსტეროიდების პერორალურად მიღებისას და განსხვავებულია ცალკეული პაციენტების და სხვადასხვა კორტიკოსტეროიდული პრეპარატების მიხედვით. პოტენციური სისტემური ეფექტები შეიძლება მოიცავდეს კუშინგის სინდრომს, კუშინგოიდურ სიმპტომებს, ადრენალურ სუპრესიას, ზრდის შეფერხებას ბავშვებში და მოზარდებში, კატარაქტას, გლაუკომას და უფრო იშვიათად, ფსიქოლოგიურ ან ქცევით ეფექტებს, მათ შორის ფსიქომოტორულ ჰიპერაქტიურობას, ძილის დარღვევას, აგზნებადობას, დეპრესიას ან აგრესიას (განსაკუთრებით ბავშვებში).

ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ აღინიშნა თვალშიდა წნევის მომატების შემთხვევები.

პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივი გამოყენების სისტემურად აქტიური კორტიკოსტეროიდებიდან გადაჰყავთ მომეტაზონის ფუროატის ნაზალური სპრეით მკურნალობაზე, საჭიროებენ რეგულარულ კონტროლს. სისტემური კორტიკოსტეროიდების შეწყვეტამ ასეთ პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს  თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა, რამდენიმე თვის განმავლობაში, HPA ღერძის ფუნქციონირების აღდგენამდე. თუ ასეთ პაციენტებს აღენიშნებათ თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ან აბსტინენციის სინდრომები ან სიმპტომები (მაგ.: სახსრების ან/და კუნთების ტკივილი, აპათია და დეპრესია), ნაზალური სიმპტომების გაუმჯობესების მიუხედავად, უნდა განახლდეს სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა და უნდა დაინიშნოს მკურნალობის სხვა რეჟიმები და აუცილებელი ზომები. ასეთმა გადასვლამ შეიძლება, ასევე, გამოავლინოს მანამდე არსებული ალერგიული პათოლოგიები, როგორიც არის ალერგიული კონიუნქტივიტი და ეგზემა, რომლებიც მანამდე დათრგუნული იყო სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის შედეგად.

ნაზალური კორტიკოსტეროიდების რეკომენდებულზე მაღალი დოზით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლების კლინიკურად მნიშვნელოვანი უკმარისობა. რეკომენდებულზე მაღალი დოზის გამოყენების ნიშნების შემთხვევაში სისტემური კორტიკოსტეროიდების დამატებით მიღება უნდა განიხილოს სტრესის და შერჩევითი ქირურგიული ოპერაციის პერიოდებში.

ნაზალური პოლიპები

მომეტაზონის ფუროატის ნაზალური სპრეის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ ყოფილა შესწავლილი ცალმხრივი პოლიპების, მუკოვისციდოზთან დაკავშირებული პოლიპების ან ისეთი პოლიპების მკურნალობის მიზნით გამოყენებისათვის, რომლებიც სრულად ფარავენ ცხვირის ღრუს.

•ცალმხრივი პოლიპები, რომლებიც ვიზუალურად უჩვეულო ან არასტანდარტულია, განსაკუთრებით თუ დაწყლულებული ან სისხლმდენია, დამატებით უნდა იქნას შეფასებული.

პედიატრიული პაციენტების ზრდაზე  ზემოქმედება

სასურველია იმ ბავშვების ზრდის რეგულარული მონიტორინგი, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ნაზალურ კორტიკოსტეროიდებს. თუ ზრდა შენელებულია, მკურნალობა უნდა გადაიხედოს ნაზალური კორტიკოსტეროიდის იმ მინიმალურ დოზამდე შემცირების მიზნით, თუ ეს შესაძლებელია, რომელზეც შენარჩუნებული იქნება სიმპტომების ეფექტური კონტროლი. გარდა ამისა, სასურველია, პაციენტმა მიმართოს პედიატრს.

არანაზალური სიმპტომები

მიუხედავად იმისა, რომ მომეტაზონის ფუროატის ნაზალური სპრეი პაციენტების უმრავლესობაში აკონტროლებსნაზალურ სიმპტომებს, შესაბამისმა დამატებითმა პარალელურმა მკურნალობამ შეიძლება უზრუნველყოს სხვა სიმპტომების, განსაკუთრებით ოკულარულის, დამატებითი შემსუბუქება.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა:

ორსულ ქალებში მომეტაზონის ფუროატის გამოყენების შესახებ მონაცემები საერთოდ არ არსებობს, ან შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. ისევე, როგორც სხვა ნაზალური კორტიკოსტეროიდული პრეპარატების შემთხვევაში, მომეტაზონის ფუროატის ნაზალური სპრეი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ დადებითი ზემოქმედება დედაზე არ აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის ან ბავშვისთვის. ბავშვები, რომელთა დედები ორსულობის დროს იღებდნენ კორტიკოსტეროიდებს,  ყურადღებით უნდა შემოწმდნენ ჰიპოადრენალიზმის გამოვლენის მიზნით.

ლაქტაცია

უცნობია, გამოიყოფა თუ არა მომეტაზონის ფუროატი ლაქტატში.

ისევე, როგორც სხვა ნაზალური კორტიკოსტეროიდული პრეპარატების შემთხვევაში, გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ძუძუთი კვების შეწყვეტის ან მომეტაზონის ფუროატის ნაზალური სპრეით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ, იმის გათვალისწინებით, თუ რა დადებით ზემოქმედებას ახდენს ძუძუთი კვება ბავშვზე და მკურნალობა კი დედაზე.

ფერტილობა

არ არსებობს კლინიკური მონაცემები იმის შესახებ თუ რა გავლენას ახდენს მომეტაზონის ფუროატი ფერტილობაზე. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსიკურობა, მაგრამ, არავითარი ზეგავლენა ფეტილობაზე.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები

კორტიკოსტეროიდების ჭარბი დოზების ინჰალაციამ ან პერორალურმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს HPA ღერძის ფუნქციის დათრგუნვა.

მკურნალობა

ვინაიდან მომეტაზონის ფუროატის ნაზალური სპრეის სისტემური ბიოშეღწევადობა შეადგენს 1%-ზე ნაკლებს, დოზის გადაჭარბებამ, სავარაუდოდ, არ უნდა მოითხოვოს რაიმე სახის მკურნალობა, გარდა დაკვირვებისა. დაკვირვების შემდეგ კი კვლავ ხდება დანიშნული დოზის მიღება.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

60 დოზა ნაზალური სპრეი(სუსპენზიის სახით) მოთავსებულია 15მლ ფლაკონში. ერთი ფლაკონი დოზატორ-გამფრქვევით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს  25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

24 თვე

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

BIODEAL PHARMACEUTICALS PVT. LTD., ინდოეთი

რეგისტრაციის სერტიფიკატის მფლობელი

სს „ჰუმანითი ჯორჯია“., საქართველო