ესმიტეკონი

სავაჭრო დასახელება

ესმიტეკონი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

სიმეთიკონი

სამკურნალწამლო ფორმა

ჟელატინის რბილი კაფსულები

შემადგენლობა:

ყოველი კაფსულა შეიცავს:

სიმეთიკონს  40მგ

ფარმაკოთერპიული ჯგუფი:

კუჭ-ნაწალვის ტრაქტის ფუნქციური დარღვევების საწინააღმდეგო საშუალებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევების საწინააღმდეგო სხვა საშუალებები.

ათქ. კოდი: A03AX13


ჩვენებები:

სიმეთიკონი არის პერორალურად მისაღები საშუალება, რომელიც ხსნის აირებით გამოწვეულ შებერილობას, დისკომფორტს და ტკივილს .

დოზირება და მიღების წესი:

მიიღება პერორალურად.

მოზრდილები, ხანდაზმულები და ბავშვები 12 წლიდან:

ერთი კაფსულა 3 -4 -ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში ჭამის შემდეგ ან ძილის წინ .

უკუჩვენებები:

სიმეთიკონი უკუნაჩვენებია პაციენტებში სიმეთიკონის ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ მანამდე არსებული ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

გაფრთხილება:

სიმპტომების 14 დღეზე მეტ ხანს გაგრძელების ან მათი გაუარესების შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

პრეპარატი შეიცავს სორბიტს. პაციენტები იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, ფრუქტოზას აუტანლობით, პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

დაუშვებელია გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

თუმცა არ ჩატარებულა კვლევები, მოცემული პრეპარატის და მინერალურ ზეთზე (პარაფინი) დამზადებული საფაღარათე საშუალებების ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ამ ორი პრეპარატის მიღება შეასუსტებს ეფექტურობას.

ლევოთიროქსინი შეიძლება დაუკავშირდეს სიმეთიკონს. ლევოთიროქსინის აბსორბცია შეიძლება დაირღვეს თუ სიმეთიკონის მიღება მოხდება მასთან ერთად თირეოზის სამკურნალოდ.

გვერდითი მოვლენები:

არ არის ინფორმაცია გვერდითი მოვლენების განვითარების შესახებ. თუმცა, რაიმე სახის უსიამოვნო ეფექტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

მოცემული პრეპარატის მიმართ ძალიან სერიოზული ალერგიული რეაქციები იშვიათია. თუმცა, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგი სახის სიმტპომს: გამონაყარი, ქავილი/შეშუპება (განსაკუთრებით სახის/ენის/ყელის), ძლიერი თავბრუსხვევა, სუნთქვის გართულება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ჭარბი დოზირების ცნობილი სიმპტომები და მკურნალობის თავისებურებები:

შემთხვევითი ჭარბი დოზირების შემთხვევაში, მკურნალობა სიმტპომურია. სპეციალური რეკომენდაციები არ არსებობს.

ბევრი ჰაერის ჩაყლაპვისას შესაძლებელია ბოყინის განვითარება. სწრაფად ჭამის/სმის, საღეჭი რეზინის ღეჭვის და სიგარეტის მოწევისას შესაძლებელია მოხდეს ბევრი ჰაერის ჩაყლაპვა.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ორიგინალ შეფუთვაში სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა

2 წელი.

შეფუთვა

2 ბლისტერი  10 კაფსულით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

მწარმოებელი:

OCEAN HEALTHCARE PVT. LTD.,ინდოეთი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

სს „ჰუმანითი ჯორჯია“, საქართველო