სნეპი გელი

სავაჭრო დასახელება

სნეპი გელი

SNAP GEL

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

კეტოპროფენი

სამკურნალწამლო ფორმა

გელი

შემადგენლობა

თითოეული გრამი შეიცავს:

კეტოპროფენს 25მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

სახსრების და კუნთების ტკილის საწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის.

ათქ კოდი:.  M02AA10


ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

გელის სახით ადგილობრივად გამოყენებისას, კეტოფროფენი თანდათანობით შეიწოვება  და არ აკუმულირდება ორგანიზმში. გელის სისტემური გადასვლა კეტოპროფენის პერორალურ ფორმასთან შედარებით დაახლოებით 5%-ია, რაც ხელს უწყობს ადგილობრივი ეფექტის განვითარებას სისტემური მოვლენების გარეშე.

ფარმაკოდინამიკა

კეტოპროფენი წარმოადგენს პროპიონული ჯგუფის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, არილ-კარბოქსილური მჟავას წარმოებულს. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური თვისებები.

კეტოპროფენი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ვინაიდან, კეტოფროფენი არის პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბიტორი მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო ანალგეზიური ეფექტი. კეტოპროფენის გელი წარმოდგენილია ისეთი შემავსებლებით, რომლებიც საშუალებას იძლევა კანქვეშა გზით მიაღწიოს ანთების ადგილას და უზრუნველყოს სახსრების, მყესების, იოგების და კუნთების  ტკივილის ადგილობრივი მკურნალობა.

გამოყენების ჩვენებები

ისეთი მდგომარეობების დროს ტკივილის სიმპტომური მოხსნა, როგორიცაა რბილი ქსოვილების დაზიანება, მათ შორის სპორტული ტრავმები,  დაჭიმულობა, კუნთების დაჭიმულობა, შეშუპება, ზურგის და რევმატიული ტკივილი.

დოზირება

გამოიყენება  ზედაპირულად კანზე.

გელი დაიტანება ნაზი და ხანგრძლივი მასაჟის მოძრაობით მტკივნეულ ადგილას 7 დღის განმავლობაში.

2-4 გ გელი 2-4-ჯერ დღეში 5-10 სმ სიგრძეზე. მაქსიმალური დოზაა 15გ დღეში.

ბავშვები (<15 წლის): არ არის რეკომენდებული, რადგან ბავშვებში უსაფრთოება არ არის დადგენილი.

გვერდითი მოვლენები

  • კანის ადგილობრივი რეაქციები, როგორიცაა ერითემატოზული, პრურიტუსის და წვის შეგრძნებები.
  • უფრო მწვავე რეაქციების შემთხვევები, როგორიცაა ბულეზური ან ფლიკტენულეზური ეგზემა, რომელიც შესაძლოა იშვიათად გავრცელდეს ან მიიღოს გენერალიზებული ხასიათი.
  • ჰიპერმგრძნობელობის რექციები
  • დერმატოლოგიური: ფოტომგრძნობელობა.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
  • ფოტომგრძნობელობის რეაქციების ისტორია
  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ასთმის სიმტპომები, ალერგიული რინიტი კეტოპროფენის, ფენოფიბრატის, ტიაპროფენის მჟავას, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს-ების მიღებისას. (მათ შორის პერორალურად მისაღები)
  • კეტოპროფენის, ტიაპროფენის მჟავას, ფენობრატის ან ულტრაიისფერი ბლოკატორების ან სუნამოს მიმართ კანის ალერგიის ისტორია
  • მზის სხივები, მათ შორის სოლარიუმის ულტრაიისფერი სხივები მკურნალობის დროს და მისი შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში
  • დერმატოზები, ეგზემა, კანის ინფიცირებული ჭრილობები, ჭრილობები
  • დაუშვებელია ლორწოვან გარსზე და თვალზე გამოყენება.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

ნაკლებად სავარაუდოა ურთიერთქმედება, რადგან ადგილობრივი გამოყენების შემდეგ შრატისმიერი კონცენტრაციები ძალიან დაბალია. თუმცა, ასპირინის ან სხვა აასს-ების ერთად გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების მომატებული ინტენსივობა.

განსაკუთრებული გაფრთხილებები

გამოიყენება ადგილობრივად. გელის გამოყენების შემდეგ კანზე გამონაყარის შემთხვევაში უნდა შეწყდეს მკურნალობა.

პრეპარატის გამოყენებამდე, ასევე გამოყენების შემდეგ ხელები კარგად უნდა დაიბანოთ დაუყოვნებლივ.

მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს კანზე ნებისმიერი სახის რეაქციის შემთხვევაში, მათ შორის ოქტოკრილენის პროდუქტების გამოყენების შემდეგ. პრეპარატის გამოყენების შემდეგ რეკომენდებულია ნამკურნალები ადგილის დაცვა  ტანსაცმლით და მკურნალობის შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში ფოტომგრძნობელობის თავიდან ასაცილებლად.

დაუშვებელია ოკლუზიური სახვევების გამოყენება. დიდი რაოდენობის ადგილობრივად გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს სისტემური ეფექტები, მათ შორის ჰიპერმგრძნობელობა და ასთმა (ასევე თირკმლის დაავადება).

დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

გამოიყენება მხოლოდ გარეგანად.

სიმპტომების კვლავ არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დაუშვებელია გამოყენება თუ ხართ ალერგიული კეტოპროფენის ან რომელიმე ნივთერების , ასპირინის ან სხვა ტკივილგამაყუჩებლების მიმართ.

მკურნალობის განმავლობაში და შეწყვეტიდან 2 კვირის მანძილზე მოარიდეთ დაზიანებული ადგილი მზის სხივებს, მათ შორის სოლარიუმის უვ სხივებს.

კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან თუ: იღებთ ასპირინს ან სხვა სხვა ტკივილგამაყუჩებლებს.

ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში.

ჭარბი დოზირება

ადგილობრივი გამოყენებისას ნაკლებად სავარაუდოა ჭარბი დოზირების განვითარება. შემთხვევით გადაყლაპვისას გელმა შესაძლებელია გამოიწვიოს სისტემური გვერდითი მოვლენები პროდუქტის მიღებული  რაოდენობის მიხედვით. თუმცა, მათი განვითარების შემთხვევაში მკურნალობა სიმტპომური და შემანარჩუნებელია.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

50მგ გელი  ტუბში, ტუბი მოთავსებულია კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის უწვდომელ ადგილას.

ვარგისობისვადა

24 თვე

გაცემისწესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

MEPRO PHARMACEUTICALS PVT. LTD. , ინდოეთი

savaWro licenziis  mflobeli

ss “humaniTi jorjia”, saqarTvelo