ჰეფიბელი ფლორა

სავაჭრო დასახელება

ჰეფიბელი ფლორა

სამკურნალწამლო ფორმა

კაფსულები

შემადგენლობა

ყოველი კაფსულა შეიცავს:

რძემჟავა ბაქტერიებს(Bacillus coagulans (LB Sporogenese))   120 მლნ. სპორა

ფოლის მჟავას     1.5 მგ

ციანკობალამინს     15მკგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ფაღარათის საწინააღმდეგო, ნაწლავების ანთების და მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები, რძემჟავას მაპროდუცირებელი ორგანიზმები და კომბინაციები.

ათქ კოდი: : A07FA51


ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

ლაქტობაქტერიები: პერორალური მიღების შედეგად L.sporogenes აღწევს კუჭში სპორას ფორმით და 12-გოჯა ნაწლავში მოხვედრისას სწრაფად ღვივდება და მრავლდება.

L.sporogenes წარმოადგენს ნაწილობრივ მკვიდრს, რაც ნიშნავს რომ იგი დროებით იმყოფება ადამიანის ნაწლავებში. L.sporogenes-ის სპორები გამოიყოფა ფეკალიებში ნელა მიღების შეწყვეტიდან დაახლოებით 7 დღეში. (1)

ფოლის მჟავა: ფოლის მჟავა ძირითადად შეიწოვება წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში. ბუნებრივად არსებული ფოლიუმის მჟავას პოლიგლუტამატები ფართოდ დეკონიუგირდება და მცირდება შეწოვამდე. ეს არის 5-მეთილტეტ-რაჰიდროფოლატი რომელიც შეინიშნება პორტალურ მიმოქცევაში, სადაც იგი ძლიერად უკავშირდება პლაზმურ ცილებს.

ფოლის მჟავა სწრაფად შეიწოვება კვების დროს და ვრცელდება ორგანიზმის ქსოვილებში.  ძირითად შემნახველ ორგანოს წარმოადგენს ღვიძლი; იგი ასევე კონცენტრირდება თავზურგტვინის სითხეებში. ფოლატი განიცდის ენტეროჰეპატურ ცირკულაციას;  შარდში გამოიყოფა დაახლოებით 4- 5 µგ დღიურად. ფოლის მჟავას უფრო მაღალი დოზების მიღება იწვევს ვიტამინის პროპორციულად უფრო მეტი რაოდენობის გამოყოფას შარდში. ფოლატი გადადის დედის რძეში.

ციანოკობალამინი: ციანოკობალამინი ძლიერად უკავშირდება სპეციფიურ პლაზმურ ცილებს, რომელთაც ეწოდებათ ტრანსკობალამინები. კობალამინები შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მაგრამ შესაძლებელია მისი არარეგულარული შეწოვა მაღალი თერაპიული დოზებით გამოყენებისას და მისი აბორბცია ირღვევა პაციენტებში ნაწლავური ფაქტორებით, მალაბსორბციის სიდრომით ან ნაწლავის ანომალიებით, ასევე გასტრექტომიის შემდეგ. კობალამინები ინახებიან ღვიძლში, გამოიყოფიან ნაღველში და გადიან ენტეროჰეპატურ გადამუშავებას, დოზის ნაწილი გამოიყოფა შარდში პირველი 8 საათის განმავლობაში.

ფარმაკოდინამიკა

Happy Belly Flora წარმოადგენს B12 ვიტამინის და ფოლის მჟავას კომბინაციას, რომელიც მოქმედებს პირის ღრუს ლორწოვან გარსზე და  Lactobacillus sporogenes-ზე, რასაც შეუძლია აღადგინოს ნაწლავის ფლორა. ზოგიერთი პრეპარატის, განსაკუთრებით ანტიობიოტიკების მოქმედების გამო, ნაწლავური ფლორა ირღევვა და ვითარდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სტომატიტი და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სხვა დარღვევები. მოცემული პრეპარატი მსგავს სიმპოტმებს სწრაფად ხსნის.

ანტიბიოტიკების მიღების შედეგად ხშირად განვითარებულ გვერდით მოვლენას წარმოადგენს დიარეა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს, როგორც წესი ნაწლავში არსებულმა სასარგებლო ბაქტერიების ზრდამ. კონტროლირებულმა კვლევებმა გამოვლინეს, რომ პრობიოტიკული მიკროორგანიზმების მიღება, როგორიცაა ლაქტობაცილები, ახდენს ანტიბიოტიკებით გამოწვეული დიარეას განვითარების პრევენციას.

ლაქტობაქტერიები წარმოადგენენ აერობულ გრამდადებით ბაქტერიებს, რომლებიც  ბინადრობენ ადამიანის პირის ღრუში, საშოსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ისინი ხელს უშლიან პათოგენური ბაქტერიის კოლონიზაციას ნაწლავის ეპითელიუმზე. ინჰიბიტორული პროცესი, რომელიც ცნობილია როგორც „კონკურენტული გამონაკლისი“, შეიძლება აიხსნას პათოგენსა და ლაქტობაქტერიას, ასევე მაინჰიბირებელ ნითერებას შორის შეჯიბრით, ნაწლავის ლორწოვან გარსზე ადჰეზიისთვის.

გამოყენების ჩვენებები

გამოიყენება მწვავე კატარის, კოლიტის, ენტერიტის, დიარეას, ყაბზობის, კანდიდოზის, დისპეფსიის, ანორექსიის, ქოლესტერინის დეგრადაციის, ავტო -დეტოქსიკაციის სამკურნალოდ, ასევე დამხმარე თერაპიის სახით ჭინჭრის ციების, ეგზემას, Strophulus infantum-ის დროს, შესანიშნავი დამხმარე საშუალებაა ანტიობიოტეიკოთერაპიის შემდეგ, ლაქტოზას აუტანლობის და ლეიკორეას დროს.

დოზირება და მიღების წესი

ერთი კაფსულა დღეში ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

მიღების წესი: პერორალური

გვერდითი მოვლენები

Happy Belly Flora-ს გამოყენებისას არ შეინიშნებოდა გვერდითი მოვლენების განვითარება.

უკუჩვენებები

მგრძნობელობა ლაქტოზას ან პრეპარატის სხვა ნივთიერების მიმართ.

პრეპარატებთან ურთიერთქმედება

B12  ვიტამინი: ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებამ 2 კვირაზე მეტ ხანს შეიძლება გამოიწიოვს B12 ვიტამინის შეწოვის შესუსტება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

ფოლის მჟავა: ფოლის მჟავას მაღალი დოზების (5-30 მგ/დღეში) მიღებისას შეინიშნებოდა ფენიტოინის პლაზმური კონცენტრაციის შემცირება. შედეგად შესაძლოა დაიკარგოს კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტი. იგი შეიცავს 1.5 მგ ფოლის მჟავას და პირიქით, ფენიტოინს შეუძლია შეამციროს ფოლატის ნორმალური პლაზმური კონცენტრაცია და გამოიწვიოს ფოლის მჟავას დეფიციტი. ასევე, პერორალურ კონტრაცეპტივებს, მეთოტრექსატს, სულფასალაზინს და ტრიმეთოპრიმს შეუძლიათ დაარღვიონ ფოლის მჟავას ნორმალური უტილიზაცია.

განსაკუთრებული გაფრთხილებები

ფოლის მჟავა მონოთერაპიის სახით შეუსაბამოა ავთვისებიანი ანემიის და სხვა მეგალობლსატური ანემიის სამკურნალოდ, სადაც აღინიშნება B12 ვიტამინის დეფიციტი.

ჭარბი დოზირება

არ არსებობს.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ბლისტერზე 10 ტაბლეტი, 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მონოკოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25˚С ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -  III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი

MEPRO PHARMACEUTICALS PVT. LTD.,ინდოეთი

სარეგისტრაციოსერთიფიკატისმფლობელი

სს "ჰუმანითი ჯორჯია", საქართველო