ამბროვიტ C - ჰუმანითი

სავაჭრო დასახელება:

ამბროვიტ C - ჰუმანითი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი, ასკორბინის მჟავა

სამკურნალწამლო ფორმა:

ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად

შემადგენლობა:

თითოეული (6.0გ) პაკეტი შეიცავს:

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს 30 მგ

ასკორბინის მჟავას 200მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ხველების და გაციების საწინააღმდეგო საშუალებები, მუკოლიზური საშუალებები.

ათქ კოდი: R05CB06


ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

ამბროქსოლისი ჰიდროქლორიდი სრულიად აბსორბირდება პერორალური მიღების შემდეგ. იგი მაქსიმალურ პლაზმურ კონცენტრაციებს აღწევს 9-10 საათში. თერაპიული ეფექტური პლაზმური დონეები შედარებით მაღალია 30ნგ/მლ-ზე და მიიღწევა 2x30 მგ/დღეში  პერორალურად მიღებით (მინიმალური კონცენტრაციები წონასწორული მდგომარეობის დროს  დაახლოებით 50ნგ/მლ). ამბროქსოლი იცვლება სხვადასხვა არააქტიურ მეტაბოლიტად, რომლებიც ძირითადად ელიმინირდება წყალში ხსნადი კონიუგატების სახით. პერორალური მიღების შემდეგ, აქტიური ნივთიერების 85% ელიმინირდება შარდში. <10% ელიმინირდება უცვლელი ამბროქსოლის სახით. ასკორბინის მჟავა კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ და ფართოდ ვრცელდება ქსოვილებში. ასკორბინის მჟავა სწრაფად ელიმინირდება შარდში. ვიტამინ C-ს ძირითად ფუნქციას ორგანიზმში წარმოადგენს კოლოიდური უჯრედშიდა სუბსტანციების ფორმირების კონტროლი. ვიტამინ C-ს დეფიციტი იწვევს სურავანდს და ვითარდება ტიპური ანემია; ვიტამინი პირდაპირ მოქმედებს სისხლის წარმომქმნელ ცენტრებზე და აუცილებელია სისხლის წითელი უჯრედების წარმოსაქმნელად.

ფარმაკოდინამიკა

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი

ამბროქსოლი წარმოადგენს ბრომჰექსინის მეტაბოლიტს და გააჩნია იგივე მოქმედება და გამოყენების წესი. მას ახასიათებს მუკოკინეტიკური (ლორწოს ტრანსპორტირების გაუმჯობესება) და სეკრეტორული (ათხიერებს სეკრეციას) თვისებები. იგი ხელს უწყობს ძლიერი სეკრეციის გამოდევნას სასუნთქი გზებიდან და ამცირებს ლორწოს სტაგნაციას (თრგუნავს ლორწოს გამოყოფას). ასევე, ამბროქსოლს გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები და სურფაქტანტის მასტიმულირებელი მოქმედება. მოქმედების მექანიზმი: ამბროქსოლი არის მუკოლიზური ნივთიერება. ჭარბი აზოტის ოქსიდი ასოცირდება ანთებასთან და სასუნთქი გზების სხვა სახის დარღვევებთან. იგი ზრდის ხსნადი გუანილატციკლაზას და cGMP აკუმულაციას.  ამბროქსოლს გააჩნია ხსნადი გუანილატციკლაზას აზოტის ოქსიდზე დამოკიდებულების მოქმედების ინჰიბირების უნარი. ასევე შესაძლებელია, რომ ხსნადი გუანილატციკლაზას აზოტის ოქსიდზე დამოკიდებულების მოქმედების ინჰიბირებით, დაითრგუნოს ლორწოს ჭარბი გამოყოფა, ამიტომ იგი ასუსტებს ფლეგმას წებოვანებას და აუმჯობესებს ბრონქული სეკრეციის მუკოცილიარულ ტრანსპორტირებას.

ასკორბინის მჟავა

ასკორბინის მჟავა არის წყალში ხსნადი ვიტამინი, რომელიც ინიშნება სურავანდის მკურნალობისა და პრევენციისთვის, რადგან ასკორბინის მჟავას დეფიციტი იწვევს სურავანდის განვითარებას. პირველ რიგში გავლენას ახდენს კოლაგენურ სტრუქტურაზე და შემდეგ ზიანდება ძვლები და სისხლძარღვები. ასკორბინის მჟავას მიღება სრულიად აღადგენს ასკორბინის მჟავას დეფიციტს.

მოქმედების მექანიზმი: ადამიანებში ასკორბინის მჟავას ეგზოგენური წყარო საჭიროა კოლაგენის წარმოსაქმნელად და ქსოვილების აღსადგენად 4-ჰიდროქსიპროლინის პოსტტრანსლაციონურ ფორმირებაში კოფაქტორის სახით მოქმედებით - Xaa-Pro-Gly-თანამიმდევრობით კოლაგენსა და სხვა სახის პროტეინებში. ასკორბინის მჟავა შექცევადად იჟანგება დეჰიდროასკორბინის მჟავად. ვიტამინის ეს ორი ფორმა აუცილებელია ჟანგვის შემცირებისთვის. ვიტამინი მონაწილეობს თიროზინის მეტაბოლიზმში, ფოლის მჟავას ფოლინურ მჟავად გარდაქმნაში, ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ცხიმების და პროტეინების სინთეზში, რკინის მეტაბოლიზმში, ინფექციების მიმართ რეზისტენტობაში და უჯრედების რესპირაციაში.

გამოყენების ჩვენებები

ბრონქული სეკრეციის გასათხიერებლად ფილტვების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს (მაგ. ბრონქული ასთმა, ბრონქიტი, ბრონქოექტაზია), როდესაც ირღვევა ლორწოს ფორმირება და ელიმინაცია.

დოზირება და მიღების წესი

ერთი საშე დღში ორჯერ ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

გვერდითი მოვლენები

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი:

კუჭ-ნაწლავის მხრივ: დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა და მუცლის ტკივილი

სასუნთქი გზების, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ: ორალური და ფარინგეალური ჰიპოასთეზია, პირის სიმშრალე და ყელის სიმშრალე.

ნერვული სისტემის მხრივ: დისგევზია (მაგ. გემოს ცვლილება)

იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსიური რეაქციები მათ შორის ანაფილაქსიური შოკი.

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ანგიოედემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, პრურიტი და სხვა სახის ჰიპერმგრძნობელობა.

ასკორბინის მჟავა

გულისრევა, ღებინება და მუცლის სპაზმები

კანის გაწითლება, თავის ტკივილი, შარდვის გახშირება >600მგ დღეში მიღებისას. ასკორბინის მჟავას დიდი დოზების მიღებისას (>1 გ დღეში) შესაძლებელია დიარეას განვითარება.

უკუჩვენებები

ამბროვიტC - ჰუმანითი უკუნაჩვნებია შემდეგ სიტუაციებში:

  • აქტიური ნივთიერების (ების) ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა
  • პაციენტები აქტიური პეპტური წყლულით
  • პაციენტები კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ბოლოდროინდელი ისტორიით.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი:

ამბროქსოლი ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი, დოქსიციკლინი) იწვევს  ფილტვების ქსოვილებში ანტიბიოტიკების მაღალ კონცენტრაციებს.

არ არსებობს მონაცემები სხვა პრეპარატებთნ შესაბამისი კლინიკური არასასურველი ურთიერთქმედების შესახებ.

არ არის რეკომენდებული ამბროქსოლის კომბინაცია სხვა ამოსახველებელ პრეპარატებთან (მაგ. კოდეინის შემცველი ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები).

ასკორბინის მჟავა:

ალუმინის შემცველ ანტაციდებთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია გაიზარდოს შარდში ალუმინის ელიმინაცია. ანტაციდების და ასკორბინის მჟვას კომბინაცია არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. ასპირინის და ასკორბინის მჟავას კომბინაციამ შესაძლოა იმოქმედოს ასკორბინის მჟავას აბსორბციაზე. სალიცილატის თირკმლისმიერი ექსკრეცია არ იცვლება და არ იწვევს ასპირინის ანთების საწინააღმდეგო ეფექტის შესუსტებას.

ასკორბინის მჟავას და დესფეროქსამინის ერთად მიღება ზრდის შარდში რკინის ექსკრეციას. ადგილი ჰქონდა კარდიომიოპათიის და გულის შეგუბებითი უკმარისობის განვითარებას პაციენტებში იდიოპათიური ჰემოქრომატოზით და თალასემიით, რომლებიც იღებდნენ დესფეროქსამინს  და ბოლოს მიიღეს ასკორბინის მჟავა. ასკორბინის მჟავას გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით მსგავს პაციენტებში და ასევე განხორციელდეს გულის ფუნქციის მონიტორინგი.

ასკორბინის მჟავამ შეიძლება იმოქმედოს კრეატინინის, შარდმჟავას და გლუკოზას ბიოქიმიური ანალიზების პასუხებზე სისხლისა და შარდის ანალიზების ჩატარების დროს.

განსაკუთრებული გაფრთხილებები

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი: სიფრთხილით უნდა მოხდეს გამოყენება  პაციენტებში ნახველის ძლიერი სეკრეციის დროს და სეკრეციის ამოხველების დარღვევებით (როგორიცაა იშვიათი ავთვისებიანი წამწამების სინდრომი) სასუნთქი გზების ობსტრუქციის რისკის გამო, რაც გამოწვეულია ბრონქების მოტორიკის ფუნქციის დარღვევით და დიდი რაოდენობით ბრონქული სეკრეციით. თირკმლის და/ან ღვიძლის დაავადების დროს დოზა მცირდება ან პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი იზრდება. თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს მოსალოდნელია ამბროქსოლის მეტაბოლიტის აკუმულაცია. სიფრთხილით უნდა მოხდეს გამოყენება პეპტური წყლულის დაავადების დროს, ვინაიდან მუკოლიზურ პროდუქტებს შეუძლიათ შეასუსტონ კუჭის ლორწოს ბარიერი.

ადგილი ჰქონდა კანის მწვავე რეაქციების ძალიან იშვიათ შემთხვევებს (მაგ. სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი) . კანის და ლორწოვანი გარსის ცვლილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ამბროქსოლის მიღება და დაინიშნოს სათანადო მკურნლაობა.

ასკორბინის მჟავა:

ასკორბინის მჟავას ხანგრძლივად ჭარბი მიღება იწვევს თირკმლისმიერი კლირენსის გაზრდას და შეიძლება განვითარდეს დეფიციტი, თუ მისი მოხსნა მოხდება ძალიან სწრაფად.

ორსულობა და ლაქტაცია:

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი:

ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში არ შეინიშნებოდა მავნე ზემოქმედება ნაყოფზე. ადამიანებში პოტენციური რისკი უცნობია. პრეპარატის მიღება დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს. ამბროქსოლი გადადის დედის რძეში. არ არის რეკომენდებული ლაქტაციის დროს გამოყენება.

ასკორბინის მჟავა:

ასკორბინის მჟავას 1გ-ზე მეტის მიღება დაუშვებელია ორსულობის დროს, რადგან დიდი დოზების ეფექტი ნაყოფზე უცნობია.

ჭარბი დოზირება

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი:

ადგილი არ ჰქონია  ჭარბი დოზირების განსაკუთრებულ სიმპტომებს. შემთხვევითი ჭარბი დოზირების შემთხვევაში, სიმპტომები შესაძლოა იყოს მუკოზოლვანისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენების მსგავსი, მისი რეკომენდებული დოზებით მიღებისას და საჭიროებს სიმპტომურ თერაპიას.

ასკორბინის მჟავა:

ასკორბინის მჟავამ შესაძლოა გამოიწვიოს აციდოზი ან ჰემოლიზური ანემია ზოგიერთ ინდივიდში, რომელთაც აღენიშნებათ გლუკოზა 6-ფოსფატ დიჰიდროგენაზას დეფიციტი. შესაძლებელია თირკმლის უკმარისობა ასკორბინის მჟავას ძლიერ ჭარბი დოზირების შემთხვევაში. შესაძლებელია კუჭის ამორეცხვა თუ პრეპარატი ახალი მიღებულია, სხვა შემთხვევაში კი უნდა ჩატარდეს შემანარჩუნებელი ზომები.

შეფუთვ:

6გ ფხვნილი პერორალური ხსნარის  მოსამზადებლად პაკეტში, 10 პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ვარგისობის ვადა

2 წელი

მწარმოებელი

XL Laboratories Pvt. Ltd., ინდოეთი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

სს „ჰუმანითი ჯორჯია“ საქართველო