ართროქსიმი-ჰუმანითი

სავაჭროდასახელება

ართროქსიმი-ჰუმანითი

საერთაშორისოარადაპატენტებულიდასახელება

გლუკოზამინის სულფატი

მელოქსიკამი

სამკურნალწამლოორმა

ფხვნილი პერორალური სუსპენზის მოსამზადებლად

შემადგენლობა

ყოველი პაკეტი შეიცავს:

გლუკოზამინის სულფატის კალიუმის ქლორიდს ექვივალენტური 1500მგ გლუკოზამინისა

მელოქსიკამს 7.5 მგ / 15მგ

ფარმაკოთერაპიულიჯგუფი

ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ოქსიკამები.

ათქ კოდი : M01AC56


ფარმაკოლოგიურითვისებები

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია:

30მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, მელოქსიკამის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 30მგ ი.ვ. ბოლუსურ ინექციასთან შედარებით, შეადგენდა 89%-ს. ერთჯერადი ინტრავენური დოზის შემდეგ დოზის პროპორციული ფარმაკოკინეტიკა მერყეობდა 5მგ-60მგ ფარგლებში.

მრავალჯერადი პერორალური დოზების შემდეგ მელოქსიკამის ფარმაკოკინეტიკა იყო დოზის პროპორციული 7.5-15მგ ფარგლებში. საშუალო Cmax მიიღწეოდა 4-5 საათში 7.5მგ მელოქსიკამის უზმოზე მიღების შედეგად, რომლის შედეგადაც აბსორბცია იყო ხანგრძლივი. მრავლობითი დოზების შედეგად წონასწორული მდგომარეობის კონცენტრაციები მიიღწეოდა მე-5 დღეს. მელოქსიკამის  კონცენტრაციის მეორე პიკური დონე მიიღწეოდა 12-14 საათში, დოზის მიღების შედეგად ბილიარული რეცირკულაციის შემდეგ.

მელოქსიკამის პერორალური სუსპენზიის დოზები 7.5მგ/5მლ და 15მგ/10მლ იყო 7.5მგ და 15მგ მელოქსიკამის კაფსულების ბიოექვივალენტური. მელოქსიკამის კაფსულები მელოქსიკამის ტაბლეტების ბიოექვივალენტურია.

საკვებისდაანტაციდებისეფექტები

მელოქსიკამის მიღება ცხიმიანი საუზმის შემდეგ (75გ ცხიმი) იწვევდა პრეპარატის საშუალო პიკური დონეების (ანუ Cmax)  მომატებას დაახლოებით 22%-ით, მაშინ, როდესაც აბსორბციის მოცულობა (AUC) უცვლელი რჩებოდა. მაქსიმალური კონცენტრაციების დრო (Tmax) მიიღწეოდა 5-6 საათში. შესადარებლად,  მელოქსიკამის სუსპენზიის არც AUC და არც Cmax მაჩვენებლებზე არ ზემოქმედებდა ცხიმიანი საკვების მიღება, მაშინ, როდესაც  Tmax მაჩვენებელი იზრდებოდა დაახლოებით 7 საათით. ანტაციდებთან ერთდროულად გამოყენებისას ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ შეინიშნებოდა. მოცემულ შედეგებზე დაყრდნობით, მელოქსიკამის მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად ან ანტაციდებთან კომბინაციაში გამოყენების გარეშე.

განაწილება

მელოქსიკამის განაწილების საშუალო მოცულობა (Vss) დაახლოებით 10ლ-ია. მელოქსიკამი დაახლოებით 99.4% უკავშირდება ადამიანის პლაზმურ ცილებს (ძირითადად ალბუმინს) თერაპიული დოზების ფარგლებში. ცილებთან კავშირის ფრაქცია დამოუკიდებელია პრეპარატის კონცენტრაციისგან კლინიკურად შესაბამისი კონცენტრაციების ფარგლებში, მაგრამ მცირდება დაახლოებით 99%-ით თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში. მელოქსიკამის შეწოვა ადამიანის სისხლის წითელ უჯრედებში, პერორალური მიღების შემდეგ <10%-ია. იზოტოპით დანიშნული დოზის შედეგად, რადიოაქტიუორბის 90%-ზე მეტი პლაზმაში შეინიშნებოდა უცვლელი მელოქსიკამის სახით.

მელოქსიკამის კონცენტრაციები სინოვიურ სითხეებში, პლაზმასთან შედარებით, 2.5-ჯერ მაღალია, პლაზმასთან შედარებით სინოვიურ სითხეებში ალბუმინის შედარებით მცირე შემცველობის გამო. მოცემული შეწოვის მნიშვნელობა უცნობია.

მეტაბოლიზმი

მელოქსიკამი ექსტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. მელოქსიკამის მეტაბოლიტებია

5’-კარბოქსი მელოქსიკამი (დოზის 60%), P-450-ით გაპირობებული მეტაბოლიზმი, შუალედური მეტაბოლიტის, 5’-ჰიდროქსიმეთილ მელოქსიკამის ოქსიდაციის შედეგი, რომელიც ასევე გამოიყოფა ნაკლები მოცულობით (დოზის 9%). ინ ვიტრო კვლევების მიხედვით CYP2C9 (ციტოქრომ P-450 მეტაბოლიზებადი ფერმენტი) დიდ როლს თამაშობს მოცემულ მეტაბოლურ პროცესში CYP3A4 იზოფერმენტის უმნიშვნელო მონაწილეობით. პაციენტების პეროქსიდაზების აქტივობა პასუხისმგებელია დანარჩენ ორ მეტაბოლიტზე, რომლებიც შეადგენენ მიღებული დოზის 16% და 4%. უცნობია, გააჩნია თუ არა ფარმაკოლოგიური მოქმედება ოთხივე მეტაბოლიტს.

გამოყოფა

მელოქსიკამის გამოყოფა ძირითადად ხდება მეტაბოლიტებით და მიმდინარეობს თანაბრად, შარდით და განავლით. შარდით გამოიყოფა ძირითადი უცვლელი ნივთიერების მხოლოდ ნარჩენები (0.2%) და განავალით (1.6%). შარდში გამოყოფის მოცულობა დადასტურდა მრავალჯერადი 7.5 მგ დოზების მიღების შედეგად; დოზის 0.5%, 6% და 13% შეინიშნებოდა შარდში მელოქსიკამის და 5’-ჰიდროქსიმეთილ და 5’-კარბოქსი მეტაბოლიტების სახით, შესაბამისად. არსებობს პრეპარატის ნაღველით ან/და ენტერული მნიშვნელოვანი გამოყოფა. ამის გამოვლენა მოხდა ქოლესტირამინის მიღების შემდეგ მელოქსიკამის ი.ვ. ერთჯერადი დოზის  მიღებისას, როდესაც მელოქსიკამის AUC შემცირდა 50%-ით.

ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 15-20 საათის ფარგლებში. ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი დოზის მიმართ მუდმივია, რაც მიუთითებს ხაზოვან მეტაბოლიზმზე, თერაპიული დოზების ფარგლებში. პლაზმური კლირენსი მერყეობს 7-9 მლ/წთ-ს ფარგლებში.

ფარმაკოდინამიკა

გლუკოზამინის სულფატი: გლუკოზამინი, როგორც წესი გამოიყენება ოსტეოართრიტების მკურნალობის დროს, მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოყენება ცვალებადია. იგი წარმოადგენს ამინოშაქარს და გლიკოზილირებული ცილების და ცხიმების ბიოქიმიურ სინთეზში ცნობილ პრეკურსორს. ვინადიან, გლუკოზამინი წარმოადგენს გლიკოზამინოგლიკანების პრეკურსორს და გლიკოზამინოგლიკანები წარმოადგენენ სახსრების ხხრტილების ძირითად კომპონენტს, გლუკოზამინის დამატებით მიღება ხელს შეუწყობს ხრტილის აღდგენაში და ართრიტის მკურნალობაში.

მოქმედების მექანიზმი: გლუკოზამინი არის ამინოშაქარი და გლიკოზილირებული ცილების და ცხიმების ბიოქიმიური სინთეზის ცნობილი პრეკურსორი. პერორალური გლუკოზამინი გამოიყენება ოსტეოართრიტების მკურნალობაში, ვინაიდან გლუკოზამინი არის გლიკოზამინოგლიკანების პრეკურსორი, და გლიკოზამინოგლიკანები წარმოადგენს ძირითად კომპონენტს სახსრის ხრტილში, გლუკოზამინის დამატებით მიღება ხელს შეუწყობს ხრტილის აღდგენაში და ართრიტის მკურნალობაში. მისი ოსტეოართრიტების დროს გამოყენება უსაფრთხოა, მაგრამ არსებობს საწინააღმდეგო ჩვენება, რომ მისი ეფექტურობა ბოლო დროს ჩატარებულ კვლევებში შეზღუდული იყო ან არ გააჩნდა კლინიკური ეფექტი.

მელოქსიკამი: მელოქსიკამი არის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი, ართრიტის,

პირველადი დისმენორეის, ცხელების სიმპტომების მოსახსნელად და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, განსაკუთრებით, ანთებითი მდგომარეობის დროს. იგი ახლოს დგას პიროქსიკამთან. მელოქსიკამი არის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი (ასაპ) ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი თვისებებით. პროსტაგლანდინები წარმოადგენენ ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ სახსრებში ანთებით პროცესს. მელოქსიკამი თრგუნავს პროსტაგლანდინის სინთეზს (ციკლოოქსიგენაზა 1 და 2) და იწვევს პროსტაგლანდინის სინთეზის შემცირებას, შედეგად იკლებს ანთება.

მოქმედების მექანიზმი: მელოქსიკამის ანთების საწინააღმდეგო ეფექტები გამოწვეულია პროსტაგლანდინ-სინთეტაზას (ციკლოოქსიგენაზა) ინჰიბირებით, რაც იწვევს პროსტაგლანდინის სინთეზის დათრგუნვას. ვინაიდან პროსტაგლანდინები განაპირობებენ ტკივილის რეცეპტორების მგრძნობელობას, მათი სინთეზის ინჰიბირება შესაძლოა ასოცირდებოდეს მელოქსიკამის ანალგეზიურ და სიცხის დამწევ ეფექტებთან.

გამოყენებისჩვენებები

გლუკოზამინის სულფატი: გლუკოზამინის სულფატზე ჩატარებულ კვლევათა უმრავლესობაში შემოწმდა მისი ეფექტურობა მუხლის ორთეოართრიტის დროს. თუმცა, მიჩნეულია, რომ იგი შესაძლოა ეფექტური იყოს მენჯ-ბარძაყის სახსრის ან ხერხემლის ოსტეოართრიტის დროსაც.

მელოქსიკამი:  მელოქსიკამი გამოიყენება ართრიტების სამკურნალოდ. იგი თრგუნავს სახსრების ტკივილს, ამცირებს შეშუპებას და შებოჭილობას.

მელოქსიკამი არის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი (ასაპ).

დოზირებადამიღებისწესი

სტეოართრიტი: ოსტეოართრიტის ნიშნების და სიმპტომების მოსახსნელად საწყისი რეკომენდებული და შემანარჩუნებელი პერორალური დოზა შეადგენს ართროქსიმი - ჰუმანითი (1500 მგ/7.5 მგ) დღეში ერთ პაკეტს. მაქსიმალური დოზა შეადგენს ართროქსიმი - ჰუმანითი (1500 მგ/ 15 მგ) დღეში ერთ პაკეტს.

რევმატული ართრიტი: რევმატული ართრიტის ნიშნების და სიმპტომების მოსახსნელად საწყისი რეკომენდებული და შემანარჩუნებელი პერორალური დოზა შეადგენს ართროქსიმი - ჰუმანითი (1500 მგ/7.5 მგ) დღეში ერთ პაკეტს. მაქსიმალური დოზა შეადგენს ართროქსიმი - ჰუმანითი (1500 მგ/ 15 მგ) დღეში ერთ პაკეტს.

გვერდითიმოვლენები

გლუკოზამინის სულფატი: კლინიკური კვლევების თანახმად, გლუკოზამინის სულფატი კარგად გადაიტანება. გვერდით მოვლენებს პაციენტთა მცირე პროცენტში ჰქონდა წარმავალი ხასიათი და ნაკლები ინტენსივობა და მოიცავდა დისკომფორტს და ტკივილს კუჭის არეში, შებერილობას, ყაბზობას და დიარეას. ზოგჯერ შეინიშნებოდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიც არის კანზე გამონაყარი, ქავილი და ერითემა.

მელოქსიკამი: დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ნებისმიერი სერიოზული გვერდითი მოვლენის განვითრების შესახებ, როგორიც არის: სისხლჩაქცევა/სისხლდენა, თავის გახანგრძლივებული/ძლიერი ტკივილი, მენტალობის/ხასიათის ცვლილება, წონის უეცარი/უჩვეულო მომატება, კიდურების შეშუპება, შარდვის სიხშირის ცვლილება, კისრის უჩვეულო დაჭიმულობა, უჩვეულო დაღლილობა.

იშვიათად, პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს ღვიძლის სერიოზული (შესაძლოა ფატალური) დაავადება. ღვიძლის დაზიანების ნიშნების შემთხვევაში, როგორიც არის შარდის გამუქება, გულისრევა/ღებინება/მადის დაკარგვა, მუცლის/კუჭის ტკივილი, თვალის სკლერების/კანის გაყვითლება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ძალიან სერიოზული ალერგიული რეაქციები იშვიათია. თუმცა, ისეთი სერიოზული ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში, როგორიც არის გამონაყარი, ქავილი/შეშუპება (განსაკუთრებით სახის/ენის/ყელის), ძლიერი თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა გლუკოზამინის სულფატის და მელოქსიკამის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სხვაპრეპარატებთანურთიერთქმედება

გლუკოზამინის სულფატი: გლუკოზამინის სულფატის ბუნება, მისი ფარმაკოკინეტიკური თავისებურებების და ფარმაკოდინამიკური პროფილის გამო, მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან კლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა ურთიერთქმედება გლუკოზამინის სულფატსა და სხვა პრეპარტებს შორის.

ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების გამოყენება შესაძლებელია გლუკოზამინთან ერთდად, ასევე ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის დასაჩქარებლად ან მკურნალობის საწყის ეტაპზე, როდესაც გლუკოზამინის ეფექტები დაავადების სიმპტომებზე შესაძლოა შეყოვნდეს 1-2 კვირა. ფაქტიურად, გლუკოზამინის სულფატით მკურნალობამ შესაძლებელია შეამციროს ტკივილგამაყუჩებლების და ასაპ-ების საერთო მოხმარების დონე, დაავადების გამწვავების დროს.

მელოქსიკამი: ის პროდუქტები, რომლებსაც შესაძლოა ურთიერთმქედება გააჩნდეთ პრეპარტთან არის ალისკირენი, ამფ ინჰიბიტორები (როგორიც არის კაპტოპრილი, ლიზინოპროილი), ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორები (როგორიც არის ლოსარტანი, ვალსარტანი), ციდოფივირი, ლითიუმი, მეთოტრექსატი (მაღალი დოზებით მკურნალობა), პემეტრექსედი, შარდმდენები, როგორიც არის ფუროსემიდი. პრეპარატმა შესაძლებელია გაზარდოს სისხლდენის რისკი ისეთ პრეპარატებთნ ერთდ მიღებისას, რომელთაც თავისთვად შეუძლიათ გამოიწვიონ სისხლდენა. ასეთია ანტითრომბოზული პრეპარატები, კლოპიდოგრელი, სისხლის გამათხიერებლები, როგორიც არის დაბიგატრანი/ენოქსპარინი/ვარფარინი.

სპეციალურიგაფრთხილებები

გლუკოზამინის სულფატი:

ასთმა: გლუკოზამინის მიღების შედეგად ადგილი ჰქონდა ასთმის შეტევის განვითარების ერთეულ შემთხვევებს. უცნობია გლუკოზამინმა გამოიწვია თუ არა ასთმის შეტევა. მეტი ინფორმაციის მიღებამდე, ასთმით დაავადებულმა პაციენტებმა გლუკოზამინის შემცველი პრეპარატები უნდა გამოიყენონ სიფრთხილით.

დიაბეტი: ადრეული კვლევების თანახმად გლუკოზამინის სულფატს, დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში შეუძლია გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მომატება. თუმცა, ბოლოდროინდელი და უფრო მეტად სარწმუნო კვლევების მიხედვით გლუკოზამინის სულფატი არ მოქმედებს სისხლში შაქრის დონეზე მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. გლუკოზამინის მიღება უსაფრთხოა დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის, თუმცა სისხლში შაქრის დონის შემოწმოება უნდა მოხდეს სათანადოდ.

მოლუსკის მიმართ ალერგია: ვინაიდან გლუკოზამინის სულფატის ზოგიერთი პროდუქტი მიღებულია კრევეტების გარსის, კიბორჩხალისა და კრაბებისგან, არსებობს მოსაზრება, რომ გლუკოზამინი იწვევს ალერგიულ რეაქციებს მოლუსკების მიმართ ალერგიის მქონე პირებში. მაგრამ, ალერგიული რეაქციები ვითარდება მოლუსკის ხორცზე და არა ნიჟარაზე. გლუკოზამინის მიმართ ალერგიული რეაქციების შემთხვევები, ისეთ პაციენტებში, რომლებიც ალერგიულნი არიან მოლუსკების მიმართ არ დაფიქსირებულა. ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ პირები, რომლებსაც აქვთ ალერგია მოლუსკების მიმართ, შეუძლიათ უსაფრთხოდ მიიღონ გლუკოზამინის პროდუქტები. მელოქსიკამი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა პრეპარატებმა (მათ  შორის მელოქსიკამი) იშვიათად, შესაძლოა  გაზარდონ გულის შეტევის ან ინსულტის რისკი. გულის დაავადების ან გულის დაავადების  განვითარების  მომატებული  რისკის შემთხვევაში, მოცემული რისკი მაღალია (მაგ., მწეველებში, გულის დაავადების ოჯახური ისტორია, მაღალი არტერიული წნევა ან დიაბეტი), ასევე მისი ხანგრძლივი გამოყენებისას. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება გულის შუნტირებამდე ან მას შემდეგ.

ამ პრეპარატმა ასევე შესაძლებელია  არხშირად  გამოიწვიოს  სერიოზული  (იშვიათად  ფატალური) სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან. მსგავსი ეფექტების განვითარება შესაძლებელია გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშე, პრეპარატის მიღებისას ნებისმიერ დროს. ხანდაზმულ პაციენტებში მოცემული ეფექტების განვითარების რისკი მაღალია.

ორსულობადალაქტაცია

გლუკოზამინის სულფატი: ცხოველებში ჩატარებულ კვლევებს არ გამოუვლენია რაიმე სახის გვერდითი ეფექტი რეპორდუქციულ ფუნქციაზე და ლაქტაციაზე. ადამიანებში ჩატარებულ მსგავს კვლევებში ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს აუცილებლობის შემთხვევაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. პროდუქტის გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში არ შეიძლება.

მელოქსიკამი: ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ და ბოლო ტრიმესტრში  ნაყოფზე შესაძლო ზიანის გამო და მშობიარობის ნორმალურად წარმართვაზე გავლენის გამო.

უცნობია, გადადის ტუ არა ეს პრეპარატი ლაქტატში. თუმცა, მსგავსი წამლები აღწევენ ლაქტატში და ნაკლებსავარაუდოა, რომ ზიანს აყენებდნენ ჩვილს. ძუძჲთი კვებამდე კუნსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

ჭარბიდოზირება

გლუკოზამინის სულფატი: ინფორმაცია ჭარბი დოზირების შესაძლო სიმპტომების და ეფექტების შესახებ (ან რა რაოდენობის გლუკოზამინს შეუძლია გამოიწვიოს ჭარბი დოზირება) მცირეა. რა თქმა უნდა მიზანშეწონილია ვიფიქროთ, რომ ჭარბ დოზირებას შეუძლია გამოიწვიოს გლუკოზამინისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენების განვითარება, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის მხრივ. გლუკოზამინის ჭარბი დოზირების მკურნალობა უცნობია, თუ რა სახის საუკეთესო საშუალება არსებობს გლუკოზამინის ჭარბი დოზირების სამკურნალოდ. ექიმს შეუძლია გადაწყვიტოს კუჭის ამორეცხვა ან ღებინების გამოწვევა, მიუხედავად იმისა, რომ უცნობია, მოცემული ზომები სასარგებლოა თუ არა. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა უნდა მოიცავდეს შემანარჩუნებელ და ასევე სიმპტომურ თერაპიას (ასეთის არსებობოსას), რასაც ადგილი აქვს ჭარბი დოზირების შემთხვევაში.

გლუკოზამინის ჭარბი დოზირების შემთხვევაში მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს. მელოქსიკამი: მელოქსიკამის ჭარბი დოზირების  შესახებ გამოცდილება ნაკლებია.

ასაპ-ის ძლიერ ჭარბი დოზირების სიმპტომები მოიცავს ლეთარგიას, ძილიანობას, გულისრევას, ღებინებას და ტკივილის ეპიგასტრიუმში, რომლებიც როგორც წესი შექცევადია, შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარების შემდეგ. შესაძლოა გავითარდეს სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ძლიერმა მოწამვლამ შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერტენზია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის დისფნუქცია, სუნთქვის დათრგუნვა, კომა, კონვულსიები, კარდიოვასკულური კოლაფსი და გულის გაჩერება. ასაპ-ის მიღებისას ადგილი ჰქონდა ანაფილაქტოიდური რეაქციების განვითარებას და შესაძლებელია განვითარდეს ჭარბი დოზირების შემთხვევაშიც. ასაპ-ის ჭარბი დოზირებისას საჭიროა სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპიის დანიშვნა / ჭარბი დოზირებიდან 1-2 სთ-ის განმავლობაში რეკომენდებულია აქტივირებული ნახშირის გამოყენება. ძლიერი ჭარბი დოზირების ან მწვავე სიმტპომების შემთხვევაში,  აქტივირებული ნახშირის მიღება უნდა მოხდეს განმეორებით. მელოქსიკამის გამოდევნა, 4გ ქოლესტირამინის პერორალური დოზების დღეში 3-ჯერ მიღებით, დადასტურდა კლინიკურ კვლევებში. ჭარბი დოზირების შემთხვევაში, ქოლესტირამინის გამოყენება შესაძლოა სასარგებლო იყოს. ძლიერი შარდმდენები, შარდის გატუტიანება, ჰემოდიალიზი ან ჰემოპერფუზია ასეთ შემთხვევაში უსარგებლოა, რადგან იგი ექსტენსიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს.

შეფუთვ

4გ ფხვნილი პაკეტში. 20 პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვისპირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობისადა

2 წელი

გაცემისესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

XL LABORATORIES PVT.LTD., ინდოეთი

სავაჭროლიცენზიისმფლობელი

სს ,,ჰუმანითი ჯორჯია“, საქართველო