ტერბინაფინი-ჰუმანითი

სავაჭროდასახელება:

ტერბინაფინი - ჰუმნითი

TERBINAFINE - HUMANITY

საერთაშორისოარადაპატენტებულიდასახელება

ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი

სამკურნალწამლოფორმა: კრემი

შემადგენლობა:

ყოველი 15 გ კრემი შეიცავს 0,15 გ ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს.

ფარმაკოლოგიურითვისებები:

ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტია. იგი სელექტიურად აინჰიბირებს სოკოს ერგო სქვალენეპოქსიდაზას. ერგო სქვალენეპოქსიდაზას რეაქციის ბლოკირების გზით მას  შეუძლია გაწყვიტოს სოკოს სტეროლის ბიოსინთეზი მის ადრეულ სტადიაზე. ეს იწვევს   სოკოს უჯრედის მემბრანის ჩამოყალიბების პროცის დარღვევას და კვდომას.


ჩვენებები:

მტევნისა (tineamanuum) და ტერფის სოკოვანი დაავადებები (tineapedis),

ტრიხოფიტია,

ფერადი ლიქენი,

კანის კანდიდოზები.

დოზირებადაგამოყენებისწესი:

მხოლოდ გარეგანი მოხმარებისათვის.

დაიტანეთ დაზიანებულ ადგილზე და მსუბუქად შეიზილეთ  დღეში 2-ჯერ. მკურნალობის კურსი შეადგენს 1-2 კვირას.

გვერდითიეფექტები:

იშვიათად კანის გაღიზიანების ნიშნები, როგორიცაა წვის შეგრძნება, ან ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი და ქავილი.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა ტერბინაფინის მიმართ.

სიფრთხილისზომები:

1. სიფრთხილით გამოიყენენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

2. ეცადეთ არ მოიხვედროთ თვალებსა და სხვა ლორწოვან გარსებზე (პირის ღრუ, ცხვირი და სხვა)

3.კრემის შეზელის მიდამოში წვის შეგრძნების, შეშუპების ან შეწითლების გაჩენის შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.

4. პრეპარატის შეზელვის შემდეგ ნახვევის დადება საჭირო არ არის.

5. არ გამოიყენება დაზიანებულ ან დაწყლულებულ კანზე.

6. ალერგიისადმი მიდრეკილ პირებში გამოიყენება სიფრთხილით.

7. არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი თუ მისი გარეგანი მახასიათებლები შეცვლილია.

8. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

9. ბავშვებში პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს მოზრდილთა მკაცრი მეთვალყურეობით.

10. სხვა წამლებთან ერთდროული გამოყენებისას გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

სხვაპრეპარატებთანურთიერთქმედება:

შესაძლოა ადგილი ქონდეს სხვა წამლებთან ურთიერთქმედებას. გთხოვთ, გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

შენახვისპირობები:

შეინახეთ არა უმეტეს 20℃ ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა:

15 გ კრემი მოთავსებულია ალუმინის ტუბში, 1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობისვადა:

24 თვე

აფთიაქიდანგაცემისწესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

Hubei Hengan Pharm. Co., Ltd, ჩინეთი

სავაჭროლიცენზიისმფლობელი:

სს „ჰუმანითი ჯორჯია“, საქართველო