ტრინიტი-ჰუმანითი

საერთაშორისო ჯენერიკული დასახელება: ბეტამეთაზონი, გენტამიცინი, კლოტრიმაზოლი

ათქკოდი (ფარმაკოლოგიურიჯგუფი)  - D07X

კორტიკოსტეროიდები კომბინაციაში ადგილობრივი გამოყენებისთვის

გამოშვებისფორმა: კრემი 30მგ 


ტრინიტი - ჰუმანითი

ბეტამეთაზონი, გენტამიცინი,კლოტრიმაზოლი

ანტიმიკოზური, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება

ბეტამეთაზონი - ანთების საწინააღმდეგო საშუალება

გენტამიცინი - ანტიმიკრობული მოქმედება

კლოტრიმაზოლი - ანტიმიკოზური მოქმედება

შემადგენლობა

ტრინიტი-ჰუმანითის 1 გ კრემის შემადგენლობაში შედის: მეტამეთაზონის დიპროპიონატი (betamethasone dipropionate) ექვივალენტური 0,5 მგ მეტამეთაზონის, კლოტრიმაზოლი (clotrimazole) 10 მგ და გენტამიცინის სულფატი (gentamicin sulfate) ექვივალენტური 1 მგ გენტამიცინის.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ანტიმიკოზური საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები

ტრინიტი-ჰუმანითის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია მასში შემავალი მოქმედი ნივთიერებების ერთობლივი მოქმედებით: ბეტამეთაზონი - კორტიკოსტეროიდი, გამოხატული ანთების, ქავილისა და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებით;  გენტამიცინი - ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი, ახასიათებს ბაქტერიციდული მოქმედება როგორც გრამდადებით, ასევე, ზოგიერთ გრამუარყოფით ბაქტერიაზე (Escherichia coli, Proteus species, Pseudomonas aeruginosa, Klebsiella-Enterobacter-Serratia - ს ჯგუფის სახეობები, Citrobacter -ის სახეობები და Straphylococcus -ის სახეობები); კლოტრიმაზოლი - ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც გამოიყენება პათოგენური დერმატოფიტების სხვადასხვა სახეობებით გამოწვეული კანის სოკოვანი ინფექციების დროს, ეფექტურია საფუარის და ობის სოკოების წინააღმდეგ. კონცენტრაციაზე დამოკიდებულებით კლოტრიმაზოლი ავლენს ფუნგისტატიურ და ზოგჯერ ფუნგიციდურ ეფექტს.

გამოყენების ჩვენებები

ტრინიტის კრემი გამოიყენება სხვადასხვა ეტიოლოგიის დერმატოზების სამკურნალოდ, რომლებიც ექვემდებარებიან კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას, ბაქტერიების ან/და სოკოებით გამოწვეული, როგორც, პირველადი ინფექციების დროს, ასევე, მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად.

  •  კანის პირველადი ინფექციები: იმპეტიგო, ზედაპირული ფოლიკულიტი, ეგზემა;
  •  კანის მეორადი ინფექციები: ინფექციური ეგზემური დერმატიტი, პუსტულარული აკნე, პუსტულარული      ფსორიაზი, სებორეული დერმატიტი, ინფექციური კონტაქტური დერმატიტი.

 დოზირების რეჟიმი

ტრინიტი-ჰუმანითის კრემის თხელი ფენა დაიტანება კანის დაზიანებულ და მიმდებარე ტერიტორიაზე 2-ჯერ დღეში, დილით და საღამოს.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და სიმწვავეზე. თუ კლინიკური გაუმჯობესება არ არის მიღწეული 3-4 კვირის მანძილზე, უნდა მოხდეს დიაგნოზის გადახედვა.

გვერდითი მოვლენები

ტრინიტი - ჰუმანითის გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია, მხოლოდ მისი ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კანის გაუფერულება, აქერცვლა, ჩხვლეტის შეგრძნება და კანის ზოგადი გაღიზიანება.

უკუჩვენებები

ინდივიდუალური აუტანლობა ტრინიტი - ჰუმანითის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გამოშვების ფორმა

კრემი  30 გ