რეალონგი

სავაჭრო დასახელება

რეალონგი

საერთაშორისო არაპატენტირებულიდასახელება

ტადალაფილი

სამკურნალეამლო  ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები

შემადგენლობა

ყოველი ტაბლეტი შეიცავს:

ტადალაფილს 20 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

უროლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშალებები.

ათქ კოდი:G04BE08.


ფარმაკოლოგიური  თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია:

ტადალაფილი აბსორბირდება პერორალური მიღების შემდეგ და საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა დოზის მიღებიდან საშუალოდ  2 საათში. ტადალაფილის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა პერორალური დოზის მიღების შემდეგ დადგენილი არ არის.

ტადალაფილის აბსორბციის სიჩქარესა და ხარისხზე გავლენას არ ახდენს საკვები, ამგვარად, ტადალაფილის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. დოზის მიღების დროს (დილით ან საღამოს) არ აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტები აბსორბციის სიჩქარესა და ხარისხზე.

ანაწილება

განაწილების საშუალო მოცულობა არის დაახლოებით 63 ლიტრი, რაც მიუთითებს ქსოვილებში განაწილებაზე. თერაპიული კონცენტრაციებისას ტადალაფილის 94% პლაზმაში უკავშირდება პროტეინეტს. პროტეინებთან შეკავშირებაზე გავლენას არ ახდენს თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

მიღებული დოზის 0,0005%-ზე ნაკლები ვლინდება ჯანმრთელი ადამიანების თესლში. ბიოტრანსფორმაცია

ტადალაფილი უპირატესად მეტაბოლიზდება P450 (CYP) ციტოქრომის 3A4 იზოფორმით. ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტი არის მეთილკატექოლის  გლუკორონიდი. ეს მეტაბოლიტი მინიმუმ 13,000-გზის უფრო ნაკლებად ძლიერი, ვიდრე ტადალაფილი PDE5- სთვის. შედეგად, მოსალოდნელი არ არის მისი კლინიკური აქტივობა დაფიქსირებული მეტაბოლიტის კონცენტრაციებისას.

იმინაცია

ტადალაფილის საშუალო პერორალური კლირენსი არის 2,5 ლ/სთ და საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 17,5 საათი ჯანმრთელ სუბიექტებში. ტადალაფილი უპირატესად გამოიდევნება არააქტიური მეტაბოლიტების სახით, ძირითადად განავალში (დოზის დაახლოებით 61%) და ნაკლებად შარდში (დოზის დაახლოებით 365).

ლინეარულობა/არალინეარულობა

ტადალაფილის ფარმაკოკინეტიკა ჯანმრთელ სუიექტებში სწორხაზოვანია დროისა და დოზის თვალსაზრისით. 2,5-20 მგ დოზის ფარგლებში, ექსპოზიცია (AUC) მატულობს დოზის პროპორციულად. მყარი პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა 5 დღეში დოზის დღეში ერთხელ მიღებისას.

ერექციული დისფუნქციის მქონე პაციენტებში დადგენილი ფარმაკოკინეტიკა ერექციული დისფუნქციის არმქონე პაციენტებში არსებული ფარმაკოკინეტიკის ანალოგიურია.

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

ტადალაფილი არის ციკლური გუანოზინის მონოფოსფატის (cGMP)--სპეციფიკური ფოსფოდიესტერაზა ტიპი 5 (PDE5) სელექციური, რევერსული ინჰიბიტორი. როდესაც სექსუალური სტიმულაციის შედეგად ხდება აზოტის ოქსიდის გამოთავისუფლება, ტადალაფილის მიერ PDE5-ის ინჰიბირება იწვევს corpus cavernosum-ში cGMP-ის დონეების მომატებას.

ეს იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას და პენისის ქსოვილებში სისხლის ნაკადის შემოდინებას, შედეგად კი ხდება ერექცია. ტადალაფილს არ გააჩნია ეფექტუ ერექციული დისფუნქციის მკურნალობისას სქესობრივი სტიმულაციის არარსებობის დროს.

corpus cavernosum-ში cGMP-ის კონცენტრაციაზე ზე PDE5-ის მოქმედება აღინიშნება ასეე პროსტატის გლუვ კუნთში, შარდის ბუშტსა და მათ ვასკულარულ მიწოდებაში. შედეგად განვითარებული ვასკულარული რელაქსაცია ზრდის სისხლის პერფუზიას, რაც შეიძლება იყოს მექანიზმი, რომელიც მეშვეობითაც მცირდება ავთვისებიანი პროსტატის ჰიპერპლაზია. ამ ვასკულარულ ეფექტებთან ერთად აღინიშნება შარდის ბუშტის აფარენტული ნერვის აქტივობისა და პროსტატისა და შარდის ბუშტის გლუვი კუნთების რელაქსაციის ინჰიბირება.

რმაკოდინამიკური ეფექტები

ინ ვიტრო კვლევები აჩვენებს, რომ ტადალაფილი არის PDE5-ის სელექციური ინჰიბიტორი. PDE5 არის ფერმენტი, რომელიც გვხვდება გლუვ კუნთებში, ვასკულარულ და ვისცერალურ გლუვ კუნთებში, ჩონჩხის კუნთებში, თრომბოციტებში თირკმელში, ფილტვსა და cerebellum-ში. ტადალაფილის ეფექტი უფრო ძლიერია PDE5-ზე, ვიდრე სხვა ფოსფოდიესტერაზებზე. ტადალაფილი >10,000-ჯერ უფრო ძლიერია PDE5, ვიდრე PDE1, PDE2, და PDE4, ფერმენტებისთვის, რომლებიც გვხვდება გულში, ტვინში, სისხლძარღვებში, ღვიძლში და სხვა ორგანოებში.

ტადალაფილი >10000-ჯერ უფრო ძლიერი PDE5-სთვის, ვიდრე PDE3-სთვის, ფერმენტი, რომელიც არის გულსა და სისხლძარღვებში. ამგვარი სელექციურობა PDE5-თვის PDE5-ის მიამრთ უფრო მნიშვნელოვნია, ვინაიდან PDE3 ფერმენტი მონწილეობს გულის შეკუმშვაში. გარდა ამისა, ტადალაფილი დაახლოებით 700-ჯერ უფრო ძლიერია PDE5- სთვის, ვიდრე PDE6-სთვის, ფერმენტი, რომელიც არის ბადურაში და პასუხისმგებელია ფოტოტრანსდუქციისთვის. ტადალაფილი ასევე >10000-ჯერ უფრო ძლიერია PDE5-სთვის, ვიდრე PDE7-სთვის PDE10-ის მეშვეობით.

გამოყენების ჩვენებები

ერექციული დისფუნქციის მკურნალობა მოზრდილ მამაკაცებში.

იმისათვის, რომ ტადალიფილი ეფექტური იყოს ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ, საჭიროა სქესობრივი სტიმულაცია.

მხოლოდ 5 მგ მოზრდილ მამაკაცებში ავთვისებიანი პროსტატის ჰიპერპლაზიის ნიშნებისა და სიმპტომების მკურნალობა. ტადალაფილი ნაჩვენები არ არის ქალებში გამოსაყენებლად.

დოზირება და მიღების წესი

დოზირება

ერექციული დისფუნქცია მოზრდილ მამაკაცებში.

ზოგადად, რეკომენდებული დოზა არის 10 მგ, რომელიც მიიღება მოსალოდნელ სექსუალურ აქტივობამდე საკვებთან ერთად ან მის გარეშე. იმ პაციენტებში, რომლებშიც ტადალაფილი 10 მგ არ იწვევს ადექვატურ ეფექტს, შეიძლება 20 მგ-ს ცდა. შეიძლება მიღება სექსუალურ აქტივობამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე.

დოზის მიღების მაქსიმალური სიხშირე არის დღეში ერთხელ.

ტადალაფილი 10 მგ და 20 მგ მიიღება მოსალოდნელ სექსუალურ აქტივობამდე და რეკომენდებული არ არის მისი ყოვედღიური იწყვეტი გამოყენება.

იმ პაციენტებში, რომლებიც აპირებენ ტადალაფილის ხშირ გამოყენებას (მაგ. მინიმუმ კვირაში ორჯერ) ყოველ დღე, დღეში ერთხელ, შესაფერისად შეიძლება იქნას მიჩნეული ტადალაფილის უდაბლესი დოზის გამოყენება, პაციენტის არჩევანისა და ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე. ასეთ პაციენტებში რეკომენდებული დოზა არის მგ დღეში ერთხე დღის დაახლოებით ერთსადაიმავე დროს. დოზა შეიძლება შემცირდეს 2,5 მგ-მდე დღეში ინდივიდუალური გადაუტანლობის  მიხედვით.

ყოველდღიურ    რეჟიმში   უწვეტი   გამოყენების   შესაბამისობა   პერიოდულად უნდა გადამოწმდეს.

ეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია მოზრდილ მამაკაცებში.

რეკომენდებული დოზა არის 5 მგ, რომელიც მიიღება დღის ერთსადაიმავე დროს ყოველ დღე, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. მოზრდილი მამაკაცებისათვის, რომლებიც მკურნალობენ პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიას და ერექციულ დისფუნქციას, რეკომენდებული დოზა არის ასევე 5 მგ დაახლოებით დღის ერთსადაიმავე დროს. იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ტადალაფილი 5 მგ-ს გადაუტანლობა, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ განხილული უნდა იყოს ალტერნატიული თერაპია, ვინაიდან 2,5 მგ ტადალაფილის ეფექტიანობა პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ ნაჩვენები არ ყოფილა.

სპეციალური პოპულაციებიხანდაზმული მამაკაცები

დოზის კორექცია საჭირო არ არის ხანდაზმულ პაციენტებში.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე მამაკაცები

დოზის კორექცია საჭირო არ არის მსუბუქი-საშუალო ხარისხის თირკმლის ფუნქციის დარღვევისას. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში 10 მგ არის მაქსიმალური რეკომენდებული დოზა მოთხოვნის მიხედვით სამკურნალოდ. დღეში ერთელ 2,5 ან 5 მგ ტადალაფილი ერექციული დისფუნქციის ან პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ რეკომენდებული არ არის თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე მამაკაცები

ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ მოთხოვნის მიხედვით ტადალაფილის გამოყენებისას ტადალაფილის რეკომენდებული დოზა არის 10 მგ, რომელიც მიიღება მოსალოდნელ სექსუალურ  აქტივობამდე, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ეს შეზღუდული კლინიკური მონაცემია ტადალაფილის უსაფრთხოებაზე ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პუს კლასი C); დანიშვნის შემთხვევაში, ექიმმა უნდა მოახდინოს სარგებლის/რისკის ინდივიდუალურად შეფასება. არ არსებობს მონაცემები 10 მგ-ზე მეტი ტადალაფილის დოზების მიღების შესახებ რვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

დღეში ერთხელ ტადალაფილის გამოყენება ერექციული დისფუნქციისა და პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ შესწავლილი არ არის ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში; ამიტომ, მისი დანიშვნისას, ექიმმა გულდასმით უნდა შეაფასოს ინდივიდუალური სარგებელი/რისკი.

დიაბეტის მქონე პაციენტები

დოზის კორექცია საჭირო არ არის დიაბეტის მქონე პაციენტებში.

ედიატრიული პოპულაცია

არ არსებობს ტადალაფილის რელევანტური გამოყენება პედიატრიულ პოპულაციაში ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ.

მიღების წესი

ტადალაფილის ტაბლეტები პერორალური გზით მისაღებად.

გვერდითი ეფექტები

ხშირი გვერდითი ეფექტები: სისხლის მოწოლა, ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ცხვირის შეგუბება, ნელი ან ჩქარი გულისცემა, გულისრება, ღებინება, დიარეა და დაბალი არტერიული წნევა.

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები: დისპეფსია, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.

არახშირი გვერდითი ეფექტები:

კონიუნქტივალური ჰიპერემია, თვალის ტკივილი, ქუთუთოების შეშუპება და ფერების ხედვის ცვლილება.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის ან ნებისმიერი სხვა დამხმარე საშუალების მიმართ. კლინიკური კვლევებისას ნაჩვენები იქნა, რომ ტადალაფილი ზრდის ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტებს. ეს სავარაუდოდ გამოწვეულია ნიტრატებისა და ტადალაფილის კომბინირებული ეფექტბით აზოტის მჟავას/ cGMP-ის გზაზე. ამიტომ, ტადალაფილის მიღება უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ორგანული ნიტრატის ნებისმიერ ფორმას. ტადალაფილი არ გამოიყენება გულის დაავადების მქონე მამაკაცებში, რომლებისთვისაც რეკომენდებული არ არის სექსუალური აქტივობა. ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ სექსუალური აქტივობის პოტენციური რისკი გულისთვის იმ პაციენტებში,რომლებსაც ადრე ჰქონდათ კარდიოვასკულარული დაავადება.

კლინიკურ ცდებში არ მონაწილეობდნენ კარდიოვასკულარული დაავადების მქონე პაციენტთა შემდეგი ჯგუფები:

    მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტები ბოლო 90 დღის განმავლობაში.

    არასტაბილური  სტენოკარდიის ან სტენოკარდიის მქონე პაციენტები სქესობრივი აქტის დროს.

    ნიუ-იორკის გულის  ასოციაციის კლასი 2 ან მეტი გულის უკმარისობის მქონე პაციენტები ბოლო 6 თვე.

    არაკონტროლირებული არითმიების, ჰიპოტენზიის (<90/50                mmHg) ან არაკონტროლირებული ჰიპერტენზის მქონე პაციენტები.

    ინსულტის მქონე პაციენტები ბოლო 6 თვე.

ტადალაფილი უკუნაჩვენებია იმ  პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დაკარგული მხედველობა ერთ თვალში არაარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათიის გამო, მიუხედავად იმისა, ეს ეპიზოდი დაკავშირებული იყო თუ არა ადრე PDE5 ინჰიბიტორი ექსპოზიციასთან

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა 10მგ და/ან 20 მგ ტადალაფილით, როგორც ეს მითითებულია ქვემოთ. აღნიშნული კვლევებთან დაკავშირებით, სადაც გამოიყენებოდა მხოლოდ 10 მგ ტადალაფილი, კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები უფრო მაღალი დოზებისას გამორიცხული არ არის.

ტადალაფილზე სხვა სუბსტანციების ეფექტები

ციტოქრომი P450 ინჰიბიტორები

ტადალაფილი ძირითადად მეტაბოლიზდება CYP3A4-ით. CYP3A4-ის სელექციური ინჰიბიტორი (დღეში 200 მგ), ზრდიდა ტადალაფილის (10მგ) ექსპოზიციას (AUC) 2-ჯერ და Cmax  15%-ით, ცალკე მხოლოდ ტადალაფილის AUC და Cmax მაჩვენებლებთან შედარებით. კეტოკონაზოლი (400 მგ დღეში) ზრდიდა ტადალაფილის (20მგ) ექსპოზიციას (AUC) 4-ჯერ და Cmax 22%-ით. რიტონავირი, პროტეაზას ინჰიბიტორი (200 მგ დღეში ორჯერ), რომელიც არის CYP3A4, CYP2C9, CYP2C19, და CYP2D6-ის ინჰიბიტორი, ზრდიდა ტადააფილის (20 მგ) ექსპოზიციას (AUC) 2-ჯერ Cmax-ის ცვლილების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ სპეციფიკური კვლევები არ არის ჩატარებული, სხვა პროტეაზას ინჰიბიტორები, როგორიცაა საქვინავირი და სხვა CYP3A4 ინჰიბიტორები, როგორიცაა ერითრომიცნი, კლარითრომიცინი, იტრაკონაზოლი და გრეიპფრუტის წვენი, მიღებული უნდა იყოს სიფრთხილით, ვინაიდან მოსალოდნელია, რომ ისინი ზრდიან ტადალაფილის პლაზმურ კონცენტრაციებს. შედეგად, 4,8 პუნქტში ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციების სიხშირე შეიძლება გაიზარდოს.

ტრანსპორტერები ტრანსპორტერების როლი (მაგალითად, p-გლიკოპროტეინის) ტადალაფილის დისპოზიციაში ცნობილი არ არის. ამდენად, არსებობს ტრანსპორტერების ინჰიბირებით განპირობებული ურთიერთქმედებების პოტენციალი.

ციტოქრომი P450 ინდუქტორები CYP3A4 ინდუქტორი, რიფამპიცინი, ამცირებდა AUC-ის 88%-ით, ცალკე მხოლოდ ტადალაფილის (10 მგ) მაჩვენებლებთან შედარებით. მოსალოდნელია, რომ ეს შემცირებული ექსპოზიცია დააქვეითებს ტადალაფილის ეფექტიანობას; დაქვეითებული ეფექტიანობის სიძლიერე ცნობილი არ არის. CYP3A4-ის სხვა ინდუქტორებმა, როგორიცაა ფენობარბიტალი, ფენიტოინი და კარბამაზეპინი, შეიძლება ასევე დააქვეითონ ტადალაფილის პლაზმური კონცენტრაციები.

ტადალაფილის ეფექტები სხვა პრეპარატებზე ნიტრატები კლინიკური კვლევებისას ტადალაფილი (5 მგ, 10 მგ და 20 მგ) ზრდიდა ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტებს. ამდენად, ტადალაფილის მიღება უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ორგანული ნიტრატის რაიმე ფორმას (იხ. პუნქტი 4.3.). კლინიკური კვლევის შედეგების საფუძველზე, რომლის დროსაც 150 სუბიექტი იღებდა დღეში 20 მგ ტადალაფილის დოზას 7 დღე და 0,4 მგ სუბლინგუალურ ნიტროგლიცერინს სხვადასხვა დროს, ამგვარი ურთიერთქმედება გრძელდებოდა 24 საათზე მეტ ხანს და აღარ ფიქსირდებოდა ტადალაფილის ბოლო დოზის მიღებიდან 48 საათის შემდეგ. ამგვარად, თუ პაციენტს დანიშნული აქვს ტადალაფილის დოზა (2,5 მგ - 20 მგ) და სიცოცხლისათვის საშიში  მდგომარეობის  დროს  სამედიცინო  თვალსაზრისით  აუცილებელია  ნიტრატის მიღება, მინიმუმ 48 საათი უნდა გავიდეს ტადალაფილის ბოლო დოზის მიღებიდან ნიტრატის მიღებამდე. ასეთ ვითარებაში ნიტრატები მიიღება მკაცრი სამედიცინო კონტროლის ქვეშ შესაბამისი ჰემოდინამიკური მონიტორინგით.

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (კალციუმის არხის ბლოკატორების ჩათვლით) დოქსაზოსინის (4 მგ და 8 მგ დღეში) და ტადალაფილის (დღეში  5 მგ დოზა და 20 ერთჯერადი დოზა) ერთდროული მიღება მნიშვნელოვნად ზრდის ამ ალფა-ბლოკატორის არტერიული წნევის დამწევ ეფექტს. ეს ეფექტი გრძელდება მინიმუმ თორმეტი საათი და შეიძლება იყოს სიმპტომატური, მათ შორის სინკოპე. ამდენად, ეს კომბინაცია რეკომენდებული არ არის. ჯანმრთელი მოხალისეების შეზღუდულ რაოდენობაში ჩატარებული ურთიერთქმედების კვლევების ეს ეფექტები არ აღინიშნა ალფუზოსინის ან ტამსულოზინის შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, როდესაც ტადალიფილი გამოიეყენება ალფა-ბლოკატორების მიმღებ პაციენტებში, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. მკურნალობა უნდა დაიწყოს მინიმალური დოზებით და შემდეგ თანდათან დაკორექტირდეს.

კლინიკური ფარმაკოლოგიური კველვების დროს შესწავლილ იქნა ტადალაფილის პოტენციალი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ჰიპოტენზიური ეფექტების გაზრდაზე. შესწავლილ იქნა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ძირითადი კლასები, მათ შორის კალციუმის არხის ბლოკატორები (ამლოდიპინი), ანგიოტენზინ გარდამქმნელი ინჰიბიტორები (ენალაპრილი), ბეტა-ადრენერგიული რეცეპტორის ბლოკატორები (მეტოპროლოლი), თიაზიდური დიურეტიკები (ბენდროფლუაზინი) და II ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკატორები (სხვადასხვა სახეობები და დოზები, ცალკე ან თიაზიდებთან , კალციუმის არხის ბლოკატორებთან, ბეტაბლოკატორებთან და/ან ალფა-ბლოკატორებთან კომბინაციაში).

ტადალაფილს (10მგ, გარდა კვლევებისა ანგიოტენინ II რეცეპტორის ბლოკატორებით და ამლოდიპინით, რომლის დროსაც 20 მგ დოზა გამოიყენებოდა) არ ჰქონია კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება რომელიმე ამ კლასთან. კიდევ ერთი კლინიკური ფარმაკოლოგიის კვლევისას, ტადალაფილი (20 მგ) შესწავლილ იქნა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების 4-მდე კლასთან კომბინაციაში. რამდენიმე ანტიჰიპერტენზიული საშუალების მიმღებ სუბიექტებში ამბულატორიული არტერიული წნევის ცვლილებები დაკავშირებული იყო არტერიული წნევის კონტროლის ხარისხთან. ამ მხრივ, კვლევის იმ სუბიექტებში, რომლებშიც კარგად კონტროლდებოდა არტერიული წნევა, შემცირება იყო მინიმალური და ისეთივე, როგორიც ჯანმრთელ სუბიექტებში. კვლევის იმ სუბიექტებში, რომლებშიც არტერიული წნევა არ იყო კონტროლირებული, შემცირება უფრო დიდი იყო, თუმცა, სუბიექტთა უმრავლესობაში, ის არ იყო დაკავშირებული ჰიპოტენზიურ სიმპტომებთან. იმ პაციენტებში, რომლებიც იმავდროულად იღებენ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს, 20 მგ ტადალაფილმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება, რაც (ალფა-ბლოკატორების გამოკლებით - იხილეთ ზემოთ) არის უმნიშვნელო და სავარაუდოდ კლინიკურად არარელევნტური. ფაზა 3 კლინიკური ცდის მონაცემების ანალიზმა არ აჩვენა არასასურველი მოვლენეის მხრივ განსხვავება იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ტადალაფილს ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად ან მათ გარეშე. მიუხედავად ამისა, აუცილებელია პაციენტს მიეცეს შესაფერისი კლინიკური რჩევა არტერიული წნევის შესაძლო დაწევის შესახებ, როდესაც მათ უტარდებათ მკურნალობა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატებით.

5-ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორები

კლინიკური ცდის დროს, როდესაც მოხდა 5 მგ ტადალაფილისა და 5 მგ ფინასტერიდის

ერთდროული მიღების შედარება პლაცებოსა და 5 მგ ფინასტერიდის ერთდროულ მიღებასთან BPH სიმპტომების მოსახსნელად, ახალი არასასურველი რეაქციები არ განვითარებულა. მიუხედავად ამისა, ვინაიდან ჩატარებული არ არის ფორმალური ურთიერთქმედების კვევა ტადალაფილისა და 5-ალფა რედუქაზას ინჰიბიტორების ეფექტების შესაფასებლად, სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო ტადალაფილისა და 5-ალფა რედუქაზას ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენებისას.

CYP1A2 სუბსტრატები (მაგ. თეოფილინი) როდესაც ტადალაფილი 10 მგ მიიღებოდა თეოფილინთან ერთად 9არასელექციური ფოსფოდიესტერაზას ინჰიბიტორი) კლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევისას, არ აღინიშნა ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება. ერთადერთი ფარმაკოდინამიკური ეფექტი იყო გულისცემის სიჩქარის ოდნავ მომატება (3,5 დარტყმა წუთში). მიუხედავად იმისა, რომ ეს ეფექტი მცირეა და არ კვლევის დროს არ იყო კინიკურად მნიშვნელოვანი, გათვალისწინებული უნდა იყოს ამ პრეპარატებთან ერთად დანიშვნისას.

ეთილესტრადიოლი და ტერბუტალინი ტადალაფილი იწვევს ეთილესტრადიოლის პერორალური ბიოშეღწევადობის მომატებას; ანალოგიური მომატება არის მოსალოდნელი ტერბუტალინის პერორალური მიღებისას, თმცა, კლინიკური შედეგი გაურკვეველია.

ალკოჰოლი

ალკოჰოლის კონცენტრაციებზე (სისხლში საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია 0,08%)

გავლენას არ ახდენდა ტადალაფილის იღება (10  მგ ან 20 მგ). გარდა ამისა, არ აღინიშნა ტადალაფილის კონცენტრაციების ცვლილება ალკოჰოლთან ერთად მიღებიდან 3 საათის შემდეგ.ალკოჰოლი მიიღებოდა ისე, რომ მაქსიმალური ყოფილიყო ალკოჰოლის აბსორბციის სიჩქარე (ღამით უზმოზე, საკვების გარეშე 2 საათი ალკოჰოლის მიღებამდე). ტადალაფილი (20  მგ) არ ზრდიდა ალკოჰოლით გამოწვეული საშუალო არტერიული წნევის დაქვეითებას(0,7გ/კგ ან დაახლოებით 180 მლ 40%-იანი ალკოჰოლი (არაყი) 80 კგ წონის მქონე მამაკაცში), მაგრამ, ზოგიერთ სუბიექტში აღინიშნა პოსტურალური ტავბრუსხვევა და ორთოსტატიკური ჰიპოტენზია. როდესაც ტადალაფილი მიიღებოდა ალკოჰოლის დაბალ დოზებთან ერთად (0,6/კგ), არ აღინიშნებოდა ჰიპოტენზია და თავბრუსხვევა ვლინდებოდა ისეთივე სიჩქარით, როგორც მხოლოდ ალკოჰოლის მიღებისას. ალკოჰოლის ეფექტი კოგნიციურ ფუნქციაზე არ მატულობდა ტადალაფილის შედეგად (10 მგ). ციტოქრომ P450 მეტაბოლიზებული პრეპარატები. მოსალოდნელი არ არის ტადალაფილს მიერ CYP450 იზოფორმებით მეტაბოლიზებული სამკურნალო საშუალებების კლინიკურად მმნიშვნელოვანი ინჰიბირების ან ინდუქციის გამოწვევა. CYP2C9 სუბსტრატები (მაგ.  R-ვარფარინი) ტადალაფილს (10 მგ და 20 მგ) არ ჰქონია კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედება S-

ვარფარინის ან R-ვარფარინის (CYP2C9 სუბსტრატის) ექსოზიციაზე, ასევე ტადალაფილი გავლენას არ ახდენს ვარფარინით ინდუცირებული პროთრომბინის დროის ცვლილებებზე.

ასპირინი

ტადალაფილი (10 მგ და 20 მგ) არ აძლიერებს აცეტილსალიცილმჟავას მიერ გამოწვეული

სისხლდენის დროის გაძლიერებას.

ანტიდიაბეტური სამკურნალო საშუალებები სპეციფიკური ურთიერთქმედების კვლევები ანტიდიაბეტური პრეპარატებით არ ჩატარებულა.

სპეციალური გაფრთხილებები

სხვა პრეპარატების ეფექტები ტადალაფილზე P450 ციტოქრომის ინჰიბიტორები ტადალაფილი არის CYP3A4 სუბსტრატი და უპირატესად მეტაბოლიზდება CYP3A4-ით. კვლევები აჩვენებს, რომ ის პრეპარატები, რომლებიც აინჰიბირებენ CYP3A4-ს ზრდიან ტადალაფილის ექსპოზიციას.

კეტოკონაზოლი - კეტოკონაზოლი (400 მგ დღეში), CYP3A4-ის სელექციური და ძლიერი ინჰიბიტორი, ზრდიდა ტადალაფილის 20 მგ ერთჯერადი დოზის ექსპოზიციას (AUC) 312%-ით და Cmax 22%-ით, მხოლოდ 20 მგ ტადალაფილთან შედარებით. კეტოკონაზოლი (200 მგ დღეში), ზრდიდა ტადალაფილის 10 მგ ერთჯერადი დოზის ექსპოზიციას (AUC) 107%-ით და Cmax 15%-ით, მხოლოდ 10 მგ ტადალაფილთან შედარებით.

აივ პროტეაზას ინჰიბიტორი - რიტონავირი  (500  მგ ან 600 გ დღეში ორჯერ მყარ მდგომარეობაში), CYP3A4, CYP2C9, CYP2C19 და CYP2D6 ინჰიბიტორი, ზრდიდა ტადალაფილის 20 მგ ერთჯერადი დოზის ექსპოზიციას (AUC) 32%-ით და ამცირებდა Cmax 30%-ით,  მხოლოდ 20 მგ ტადალაფილთან შედარებით. რიტონავირი (200 მგ დღეში ორჯერ) ზრდიდა ტადალაფილის 20 მგ ერთჯერადი დოზის ექსპოზიციას (AUC) 124%-ით Cmax ცვლილების გარეშე, ცალკე მხოლოდ 20 მგ ტადალაფილის მაჩვენებლებთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ სპეციფიკური ურთიერთქმედებები შესწავლილი არ არის, სავარაუდოდ სხვა აივ პროტეაზას ინჰიბიტორები ზრდიან ტადალაფილის ექსპოზიციას. ამ შედეგების საფუძველზე, იმ პაციენტებში, რომლებიც იმავდროულად იღებენ ძლიერ CYP3A4 ინჰიბიტორებს, ტადალაფილის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს და ტადალაფილის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ყოველ 72 საათში.

P450ციტოქრომის სხვა ინჰიბიტორები- მიუხედავად იმისა, რომ სპეციფიკური ურთიერთქმედებები შესწავლილი არ არის, სხვა CYP3A4 ინჰიბიტორები, როგორიცაა ერითრომიცინი, იტრაკონაზოლი და გრეიპფრუტის წვენი, სავარაუდოდ ზრდიან ტადალაფილის ექსპოზიციას.

P450 ციტოქრომის ინდუქტორები

კვლევები აჩვენებს, რომ პრეპარატები, რომლებიც აინდუცირებენ CYP3A4-ს ამცირებენ ტადალაფილის ექსპოზიციას.

რიფამპინი - რიფამპინი (600 მგ დღეში) CYP3A4  ინდუქტორი, ამცირებდა ტადალაფილის 10 მგ ერთჯერადი დოზის ექსპოზიციას (AUC) 88%-ით და Cmax-ს 46%-ით, ცალკე მხოლოდ 10 მგ ტადალაფილის მაჩვენებლებთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციფიკური ურთიერთქმედებები შესწავლილი არ  არის, CYP3A4 სხვა ინდუქტორები, როგორიცაა კარბამაზეპინი, ფენიტოინი და ფენობარბიტალი, სავარაუდოდ ამცირებენ ტადალაფილის ექსპოზიციას. დოზის კორექცია შედეგს არ იძლევა.

კუჭ-ნაწლავური პრეპარატები H2 ანტაგონისტები ნზატიდინის  მიღების შედეგად  კუჭის pH-ის მომატება მნიშვნელოვან მოქმედებას არ ახდენდა ტადალაფილის ფარმაკოკინეტიკაზე.

ანტაციდები ანტაციდის (მაგნიუმის ჰიდროქსიდის/ალუმინის ჰიდროქსიდის) და ტადალაფილის იმავდროული მიღება ამცირებდა ტადალაფილის აბსორბციის სიჩქარეს ტადალიფილის მიმართ (AUC) ექსპოზიციის ცვლილების გარეშე.

ტადალაფილის ეფექტები სხვა პრეპარატებზე

პრეპარატები, რომლებიც მეტაბოლიზდება P450 ციტოქრომით.

მოსალოდნელი არ არის, რომ ტადალაფილმა გამოიწვიოს P450 (CYP) ციტოქრომის იზოფორმებით მეტაბოლიზებული პრეპარატების მნიშვნელოვანი ინჰიბირება ან კლირენსის ინდუქცია. კვლევებმა აჩვენა, რომ ტადალაფილი არ აინჰიბირებს ან არ ინფუცირებს P450 იზოფორმებს CYP1A2, CYP3A4, CYP2C9, CYP2C19, CYP2D6 და CYP2E1. CYP1A2 სუბსტრატი ტადალაფილს არ გააჩნია კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედება თეოფილინის ფარმაკოკინეტიკაზე. როდესაც ტადალაფილი მიიღებოდა იმ  პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ თეოფილინს, აღინიშნა თეოფილინთან ასოცირებული გულის რითმის სიხშირის მცირე აუგმენტაცია (წუთში 3 დარტყმა).

CYP3A4  სუბსტრატები ტადალაფილს არ გააჩნია კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედება მიდაზოლამის ან ლოვასტატინის ექსპოზიციაზე (AUC). CYP2C9 სუბსტრატი ტადალაფილს არ გააჩნია კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედება S -ვარფარინის ან R - ვარფარინის ექსპოზიციაზე (AUC), ამასთან, ტადალაფილი გავლენას ახდენს ვარფარინით ინდუცირებული პროთრომბინის დროის ცვლილებებზე.

ალკოჰოლი

ალკოჰოლი და PDE5 ინჰიბიტორები, მათ შორის ტადალაფილი, არიან მსუბუქი სისტემური ვაზოდილატატორები. ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარება (მაგ. 5 ერთეული ან მეტი) ტადალაფილთან კომბინაციაში ზრდის ორთოსტატიკური ნიშნებისა და სიმპტომების პოტენციალს, მათ შორის გულისცემის სიჩქარის მომატებას, დგომისას არტერიული წნევის დაწევას, თავბრუსხვევას და თავის ტკივილს.

ჭარბი დოზა

გამოიყენებოდა 500 მგ-მდე ერთჯერადი დოზები ჯანმრთელ მოხალისეებში და მრავალჯერადი დოზები 100 მგ-მდე პაციენტებში. არასასურველი მოვლენები  ისეთივე იყო, როგორიც დაბალი დოზების მიღებისას.

ჭარბი დოზის შემთხვევაში, გამოიყენება სტანდარტული დამხმარე ღონისძიებები, საჭიროების მიხედვით. ჰემოდიალიზი უმნიშვნელოდ უწყობს ხელს ტადალაფილის ელიმინაციას.

შეფუთვა

2 ტაბლეტი ბლისტერზე. ერთი ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთდ.

შენახვის წესი

შეინახეთ არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას!

შენახვის ვადა

2 წელი

აფთიაქიდან გაცემის წესი

რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი

MEPRO PHARMACEUTICALS PVT. LTD

ინდოეთი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

სს „ჰუმანითი ჯორჯია“ საქართველო