დომინუსი-ჰუმანითი

სავაჭრო დასახელება

დომინუსი-ჰუმანითი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

გლუკოზამინი

სამკურნალწამლო ფორმა

ფხვნილი პერორალურად მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად

შემადგენლობა

თითეული პაკეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას - გლუკოზამინის სულფატის კალიუმის ქლორიდს, 1500მგ გლუკოზამინის სულფატის ექვივალენტური რაოდენობით

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული სხვა საშუალებები

ათქ კოდი : M01AX05


ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

პერორალური მიღების შემდეგ ბიოშეღწევადობა დაბალია ღვიძლში პირველადი გადასვლის მეტაბოლიზმის 26% გამო.

კუჭ-ნაწლავიდან შეწოვა დაახლოებით 90%-ია.

გავრცელება: გლუკოზამინი არ უკავშირდება ცილებს, მხოლოდ ერთიანდება პლზამურ ცილებთან (ძირითადად გლობულინი).

გავრცელების მოცულობაა 2.5 ლ.

მეტაბოლიზმი: ღვიძლში

ღვიძლში პირველადი გადასვლის ეფექტი მეტაბოლიზდება 70% გლუკოზამინი

გამოყოფა: თირკმელებიდან, 10%

ფეკალიებიდან 11%

გლუკოზამინის სულფატის დოზის ნაწილი ელიმინირდება ნახშირის დიოქსიდის სახით ამოსუნთქული ჰაერის მეშვეობით.

ფარმაკოდინამიკა

გლუკოზამინი (ამინო-მონოსაქარიდი) ადამიანებში და ცხოველებში წარმოადგენს ენდოგენურ ნივთიერებას. გლუკოზამინი არის გლიკოზამინოგლიკანების და ჰიალურონის მჟავას სინთეზის პრეკურსორი, რომლებიც შედგებიან სასახსრე ხრტილის სტრუქტურაში. გლუკოზამინის ეგზოგენური მიღება ცხოველებში ზრდის პროტეოგლიკანების სინთეზს სასახსრე ხრტილში და აინჰიბირებს ხრტილის დაშლას. ხანრგძლივი კვლევების მიხედვით გლუკოზამინი აინჰიბირებს სასახსრე ხრტილის დაშლას, სავარაუდოდ კატაბოლური ფერმენტების ინჰიბირების გზით. კლინიკური კვლევების მიხედვით გლუკოზამინი აყუჩებს ტკივილს 4 -კვირიანი მკურნალობის შემდეგ და აუმჯობესებს დაზიანებული სახსრის მობილურობას მსუბუქი და ზომიერი ოსტეოართრიტის დროს.

მოქმედების მექანიზმი

ანაბოლური ეფექტი:

  • ძირითადი სუბსტრატი გლიკოზამინოგლიკანების სინთეზისთვის და შედეგად პროტეოგლიკანების სინთეზისთვის ქონდროციტების მიერ.
  • ასტიმულირებს ადამიანის ქონდროციტებს პროტეოგლიკანების სინთეზისთვის.
  • აძლიერებს პროტეოგლიკანების აგრეკანის და პერლეკანის ექსპრესიას ადამიანის ქონდროციტებში.

ანტიკატაბოლური ეფექტი:

  • აინჰიბირებს კატაბოლური ფერმენტების მოქმედებას, როგორიცაა სტრომელიზინი, კოლაგენაზა, ფოსფოლიპაზა A2 და აგრეკანაზა.
  • ხელს უწყობს ქონდროციტების ადჰეზიას ფიბრონექტინთან.

ანთების საწინააღმდეგო ეფექტი:

  • აინჰიბირებს სუპეროქსიდური რადიკალების გენერაციას
  • აინჰიბირებს ლიზოსომური ფერმენტების მოქმედებას
  • ხელს უშლის ინდუციბელური აზოტის ოქსიდის სინთეზს
  • ამცირებს IL1-ბეტას სინოვიალურ სითხეებში
  • არ აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს.
  • ზრდის PKC წარმოებას.

ფარმაკოლოგიური კვლევების მიხედვით ეგზოგენური გლუკოზამინი არის ძირითდი სუბსტრატი გლიკოზამინოგლიკანების ბიოსინთეზისთვის და შესაბამისად პროტეოგლიკანების ბიოსინთეზისთვის ქონდროციტების მიერ. გლუკოზამინის სულფატი ასევე ზრდიდა პროტეოგლიკანების ბიოსინთეზს.

გლუკოზამინის სულფატი ასევე ძირითადი სუბსტრატია ხრტილის პროტეოგლიკანების ბიოსინთეზში. პროტეოგლიკანების წარმოების სიჩქარე დამოკიდებულია ქონდროციტებში არსებული სულფატის რაოდენობაზე. პროტეოგლიკანების GAG გვერდითი ჯაჭვების სულფატის ეთერებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ხრტილის მატრიცის სიმკვრივისა და წყლის შეკავების უნარში.

გამოყენების ჩვენებები

  • ოსტეოართრიტის მკურნალობაში დამხმარე თერაპია. დილით სახსრების დაჭიმულობა და ტკივილი
  • სახსრების მოძრაობის შეზღუდვა ან უუნარობა
  • ტკივილი, რომელიც ძლიერდება მოძრაობისას
  • დაჭიმულობა დასვენების პერიოდის შემდეგ
  • სახსრების ტკაცუნი მოძრაობისას (ცნობილი ასევე როგორც კრეპიტაცია)
  • განსაზრღვრულ ადგილებში ტკივილი და შეშუპება
  • მოძრაობის შეზღუდვა
  • ტკივილი სახსრებში ამინდის ცვალებადობისას
  • სახსრების დეფორმაცია
  • სინოვიალური სითხის ანთება და რღვევა
  • კუნთების და მყესების დაზიანება
  • სახსრების,  დისკების და საჯდომი ნერვის ანთება
  • მალთაშუალ დისკოების ელასტიურობის დაკარგვა.

დოზირება და მიღების წესი

მოზრდილები:

ერთი პაკეტის შემადგენლობა (გახსნილი ერთ ჭიქა თბილ წყალში) დღეში ერთხელ, ან ექიმის დანიშნულების მიხედვით. გლუკოზამინის სულფატის მიღება უნდა მოხდეს ჭამის დროს.

1500მგ დღეში, ერთხელ ან 3 გაყოფილ დოზად.

დოზირება ასევე დამოკიდებულია დაავადების სიმწვავეზე:

ა) მსუბუქი ან ზომიერი ოსტეოართრიტის სიმპტომები:

1000 მგ დღში ორჯერ 6 კვირის მანძილზე ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

ბ) მწვავე ოსთეოართრიტის სიმპტომები:

საწყისი მკურნალობა, 1 პაკეტი სამჯერ დღში (1500მგ) რეკომენდებულია 8 -12 კვირის მანძილზე.

გ) შემანარჩუნებელი თერაპია:

შემანარჩუნებელი თერაპია გრძელდება 3-4 თვე (ან ექიმის დანიშნულების მიხედვით) 1000მგ დღეში ორჯერ მიღებით.

ოსტეოართრიტის მკურნალობა უნდა განმეორდეს ყოველ 6 თვეში ერთხელ (ექიმის დანიშნულებსი მიხედვით).

ბავშვები: ბავშვებში არ დადგენილა უსაფრთხოება და ეფექტურობა.

გვერდითი მოვლენები:

პერიფერული ედემა, ტაქიკარდია შეინიშნებოდა რამოდენიმე პააციენტში. მიზეზობრივი კავშირი არ დადგენილა.

ცენტრალური ნერვული სისტემა: ძილიანობა, თავის ტკივილი, უძილობა შეინიშნებოდა იშვიათად თერაპიის დროს ( <1%).

კუჭ-ნაწლავის: გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია ან ტკივილი ეპიგასტრიუმში, ყაბზობა, გულძმარვა და ანორექსია შეინიშნებოდა იშვიათად .

კანი: კანის რეაქციები, როგორიცაა ერითემა და პრურიტი შეინიშნებოდა გლუკოზამინის მიღებისას.

უკუჩვენებები

გლუკოზამინის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ვინაიდან, აქტიური ნივთიერება მიღებულია ზღვის პროდუქტისგან (მოლუსკები), პროდუქტის მიღება დაუშვებელია მოლუსკების მიმართ ალერგიის არსებობის შემთხვევაში.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

ზემოქმედება გლუკოზას და დიაბეტური საშუალებების მეტაბოლიზმზე :

არსებობს მოსაზრება, რომ გლუკოზამინმა შესაძლებელია დაარღვიოს ინსულინის სეკრეცია გლუკოკინაზას კონკურენტული ინჰიბირებით პანკრეასის ბეტა უჯრედებში და/ან პერიფერული გლუკოზას მიტაცების ცვლილებით.

გლუკოზამინს შეუძლია გაზარდოს ინსულინის რეზისტენტობა და შედეგად გავლენა იქონიოს გლუკოზას ტოლერანტობაზე.

მას შეუძლია შეამციროს ანტიდიაბეტური საშუალებების ეფექტურობა მასთaნ ერთად გამოყენებისას: აცერბოსი, აცეტოჰექსამინი, ქლორპროპამიდი, გლიპიზიდედი, გლიბურიდი, მტფორმინი, მიგლიტოლი, პიოგლიტაზოლი, რეპაგლინიდი, როსიგლიტაზონი, გლიმეპირიდი, ტოლბუტამიდი, ტროგლიტაზონი.

გლუკოზამინი უსაფრთხოა პაციენტებში კარგად კონტროლირებული დიაბეტის დროს ( HbA1c <6.5%) ერთი ან ორი პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატის მიღებით ან მხოლოთ დიეტით . პაციენტებში, რომელთაც აქვთ მაღალი HbA1c დონეები ან ისინი რომლებიც იღებენ ინსულინს , საჭიროა სისხლში გლუკოზას უფრო ხშირი მონიტორინგი, როდესაც გლუკოზამინის მიღება ხდება დოქსორუბიცინთან, ეტოპოზიდთან, ტენიპოზიდთან და ვარფარინთან ერთად.

-         საერთაშორისო ნორმალიზებული წილის შემოწმება შრატში და ანტიკოაგულანტური ეფექტის პოტენცირება.

განსაკუთრებული გაფრთხილებები

გლუკოზამინი კურნავს ოსტეოართრიტის გამომწვევ მიზეზს და თერაპიული ეფექტის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ  2-3 კვირაში. ამიტომ, გლუკოზამინთან ერთად შესაძლებელია ანალგეზიური/ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღება პირველი 2-3 კვირის მანძილზე.

არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველი სამი თვის მანძილზე მიღება.

ბავშვებში არ დადგენილა უსაფრთხოება და ეფექტურობა, ამიტომ დაუშვებელია მისი ბავშვებში გამოყენება.

პაციენტები ღვიძლის ან თირკმლის მწვავე უკმარისობისას უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ვინაიდან, პრეპარატი მიღებულია ზღვის პროდუქტისგან, მისი მიღება დაუშვებელია პაციენტებში მოლუსკების მიმართ ალერგიის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია გამოყენება. მისი გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აჭარბებს ნაყოფზე პოტენციურ რისკს.

დაუშვებელია მიღება ორსულობის პირველი 3 თვის მანძილზე.

ზემოქმედება ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე

უცნობია რაიმე სახის ეფექტი ცნს-სა ან მოტორულ სისტემაზე ზემოქმედების შესახებ, რომელმაც შესაძლებელია ხელი შეუშალოს ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარს. თუმცა, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო თავის ტკივილის, ძილიანობის ან მხედველობის გაუარესების შემთხვევაში.

ჭარბი დოზირება

შემთხვევითი ან მიზანმიმართული ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს ცნობები. ცხოველებში ჩატარებული ქრონიკული ტოქსიკოლოგიური კვლევები მიუთითებენ რომ არ არის მოსალოდნელი ტოქსიური ეფექტები ან სიმპტომები, მაღალი დოზების მიღებისასაც კი.

გლუკოზამინის ჭარბი დოზირების მკურნალობა

უცნობია, როგორ უნდა მოხდეს გლუკოზამინის ჭარბი დოზირების მკურნალობა. ექიმმა შესაძლებელია გადაწყვიტოს კუჭის ამორეცხვა ან დანიშნოს ღებინების გამომწვევი პრეპარატი, თუმცა უცნობია მოცემული ზომების სარგებლიანობა. მკურნალობა, სავარაუდოდ მოიცავს შემანარჩუნებელ თერაპიას, რაც მდგომარეობს სიმტპომურ მკურნალობაში (ასეთის არსებობისას).

შეფუთვა

4გ ფხვნილი პაკეტში, 30 პაკეტი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25◦C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

2 წელი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

XL LABORATORIES PVT. LTD., ინდოეთი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

სს „ჰუმანითი ჯორჯია“ საქართველო