ბოლიფლექსი

სავაჭრო დასახელება

ბოლიფლექსი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

აცეკლოფენაკი

სამკურნალწამლო ფორმა

შენელებული გამოთავისუფლების აპკიანი გარსით დაფარული  ტაბლეტები

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

აცეკლოფენაკას  200მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული არასტეროიდული საშუალებები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე სუბსტანციები

ათქ კოდი: M01AB16


ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

პერორალური მიღების შემდეგ, აცეკლოფენაკი სწრაფად და სრულად შეიწოვება უცვლელი პრეპარატის სახით. პიკური პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა დაახლოებით 1.25 – 3.00 სთ-ში მიღების შემდეგ. აცეკლოფენაკი შეიწოვება სინოვიალურ სითხეში, სადაც კონცენტრაციები აღწევს პლაზმურის დაახლოებით 57% . დისტრიბუციის მოცულობაა დაახლოებით 25ლ.

საშუალო პლაზმური ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდია დაახლოებით 4 სთ. აცეკლოფენაკი ძლიერ უკავშირდება ცილებს (>99%). აცეკლოფენაკი ცირკულირებს ძირითადად უცვლელი პრეპარატის სახით. 4’-ჰიდროქსიაცეკლოფენაკი არის ძირითადი მეტაბოლიტი, რომელიც შეინიშნება პლაზმაში. მიღებული დოზის დაახლოებით ორი-მესამედი გამოიყოფა შარდში, ძირითადად ჰიდროქსიმეტაბოლიტის სახით.

არ შეინიშნებოდა აცეკლოფენაკის ფარმაკოკინეტიკის ცვლილებები ხანდაზმულებში

ფარმაკოკდინამიკა

აცეკლოფენაკი არის არასტეროიდული საშუალება გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით.

აცეკლოფენაკის მოქმედების მექანიზმი დამოკიდებულია პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბირებაზე. აცეკლოფენაკი არის ციკლო-ოქსიგენაზას ფერმენტის პოტენციური ინჰიბიტორი, რომელიც მონაწილეობს პროსტაგლანდინების წარმოებაში.

ჩვენებები

ბოლიფლექსი - ჰუმანითი ინიშნება ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის და ანკილოზური სპონდილიტის დროს ტკივილისა და ანთების მოსახსნელად.

დოზირება

ბოლიფლექსი - ჰუმანითის ტაბლეტები მიიღება პერორალურად,  სითხის სათანადო რაოდენობის მიყოლებით.

მოზრდილები:

რეკომენდებული დოზაა 200მგ (1 SR ტაბლეტი) დღეში ერთხელ.

სასურველია მიღება ჭამის დროს ან შემდეგ. უზმოზე აცეკლოფენაკის მიღებისას და ჭამის შემდეგ ჯანმრთელ მოახლისეებში იცვლებოდა მხოლოდ აბსორბციის სიჩქარე და არა მოცულობა. არასასურველი მოვლენების განვითარება შეიძლება შემცირდეს ხანმოკლე პერიოდით ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის მიღებით, რაც აუცილებელია სიმტპომების საკონტროლოდ.

გვერდითი მოვლენები

კუჭ-ნაწლავის: