სანტა ქოლდი ოფისი

სავაჭროდასახელება

სანტა ქოლდი ოფისი

საერთაშორისოარაპატენტირებულიდასახელება

პარაცეტამოლი, უწყლო კოფეინი, ქლორფენირამინის მალეატი და ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი

სამკურნალწამლოფორმა

შემოგარსული ტაბლეტები

შემადგენლობა

ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

პარაცეტამოლი    500მგ

კოფეინი უწყლო   30მგ

ქლორფენირამინის მალეატი  2მგ

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი  10მგ

ფარმაკოთერაპიულიჯგუფი

ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანტიჰისტამინური საშუალება.

ათქ კოდი: N02BG.


ფარმოკოლოგიურითვისებები

ფარმაკოდინამიკა

პარაცეტამოლი:

პარაცეტამოლს აქვს ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. აცეტამინოფენი არის ციკლოოქსიგენაზას შექცევადი ინჰიბიტორი, ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს პროსტაგლანდინების (PG) სინთეზში. სიცხის დამწევი მოქმედება განპირობებულია ენდოგენური პიროგენის ჰიპოთალამუსის სითბოს მარეგულირებელ ცენტრზე მოქმედების ბლოკირებით, სავარაუდოდ პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით. ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი განპირობებულია ტკივილის ზღურბლზე პირდაპირი ზემოქმედებით. მიჩნეულია, რომ მოცემული ეფექტი მიიღწევა პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით.

ფენილეფრინისჰიდროქლორიდი:

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი არის  დეკონგესატი, ამცირებს ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას და აიოლებს ცხვირით სუნთქვას., რომელიც გამოიყენება მწვავე  ვირუსული, სეზონური და წლიური ალერგიული რინიტის სიმპტომური  მკურნალობისთვის

უწყლოკოფეინი:

აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას. ამცირებს ძილიანობას, დაღლილობის გრძნობას, ზრდის ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას.

ქლორფენირამინი:

H 1-ჰისტამინორეცეპრორების ბლოკატორია, ახასიათებს ანტიალერგიული მოქმედება, ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების კაპილარების გამტარობას, ცრემლდენას, თვალებისა და ცხვირის ქავილს.

ფარმაკოკინეტიკა

პარაცეტამოლი:

პარაცეტამოლი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 10-60 წუთში პერორალური მიღების შემდეგ. პარაცეტამოლი ვრცელდება ორგანიზმის ქსოვილებში. იგი გადის პლაცენტურ  ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში. პლაზმურ ცილებთან კავშირი უმნიშვნელოა ჩვეულებრივი თერაპიული დოზების მიღებისას, მაგრამ იზრდება კონცენტრაციის მომატებისას. ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი ვარირებს 1-3 საათის დიაპაზონში. პარაცეტამოლი მეტაბოლიზდება უპირატესად ღვიძლში, შარდში გამოიყოფა ძირითადად გლუკორონიდის და სულფატური კონიუგატის სახით . <5% გამოიყოფა უცვლელი პარაცეტამოლის სახით. მცირე ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტი (N-აცეტილ-ბენზოქინონეიმინი), რომელიც როგორც წესი იწარმოება ღვიძლში და თირკმელებში მცირე რაოდენობით შერეული ფუნქციური ოქსიდაზებით, რომლის დეტოქსიფიკაციაც ხდება გლუტათიონთან კონიუგაციით, რომელსაც შეუძლია მოახდინოს ჭარბი დოზირებით მიღებული პარაცეტამოლის კუმულაცია და გამოიწვიოს ქსოვილების დაზიანება.

უწყლოკოფეინი:

კოფეინი შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ და ფართოდ ვრცელდება ორგანიზმში.  კოფეინი ადვილად აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და ნერწყვში; მცირე კონცენტრაციები ასევე შეინიშნება დედის რძეში. კოფეინი კვეთს პლაცენტარულ ბარიერს. მოზრდილებში კოფეინი მეტაბოლიზდება თითქმის სრულიად ღვიძლში ოქსიდაციის, დემეთილაციის და აცეტილირების გზით და გამოიყოფა შარდში 1-მეთილ შარდმჟავას, 1-მეთილქსანტინის, 7-მეთილქსანტინის, 1,7-დიმეთილქსანტინის (პარაქსანტინი), 5-აცეტილამინო-6-ფორმილამინო-3-მეთილურაცილის სახით (AFMU) და სხვა მეტაბოლიტების სახით 1% უცვლელად. ახალშობილებს გააჩნიათ კოფეინის შესუსტებული მეტაბოლიზმის უნარი და იგი გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში.

ქლორფენირამინისმალეატი:

ქლორფენირამინის მალეატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. პიკური პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა დაახლოებით 1-4 საათში პერორალური მიღების შემდეგ. იგი გადის პლაცენტარულ ბარიერს და შეინიშნება დედის რძეში. ქლორფენირამინის მალეატი ძლიერ უკავშირდება პლაზმურ ცილებს და ჭარბად მეტაბოლიზდება ორგანიზმში. იგი გამოიყოფა შარდში მეტაბოლიტების სახით.

ფენილეფრინი:

ფენილეფრინი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იგი ვრცელდება სხვადასხვა ქსოვილებსა და სითხეებში და ნელა მეტაბოლიზდება ღვიძლში და ნაწლავებში ფერმენტ მონოამინოოქსიდაზას საშუალებით. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელების საშუალებით.

გამოყენებისჩვენებები

სანტა ქოლდი ოფისი  ეფექტური სიცხის დამწევი საშუალებაა, ასევე ეფექტურია გაციების და გრიპის, ასევე ალერგიული რინიტის, ცხვირით სუნთქვით გაძნელების, სინუსიტით  გამოწვეული თავის ტკივილის და  ავადმყოფობის დროს გამოწვეული ტკივილების მოსახსნელად.

დოზირებადამიღებისწესი

სანტაქოლდი  ოფისი  მიიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით.

მოზრდილები: 1 ტაბლეტი 3-4 ჯერ დღეში.

ბავშვები 10 წლიდან: 1 ტაბლეტი 3-4 ჯერ დღეში

ბავშვები 6-10 წლის: ½ ტაბლეტი 3-4 ჯერ დღეში.

ტაბლეტის მიღება ხდება ჭიქა წყლის მიყოლებით. დაუშვებელია მისი მიღება 7 დღეზე მეტ ხანს.

გვერდითიმოვლენები

იშვიათად მოსალოდნელია :

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მადის დაქვეითება, დისპეფსიური მოვლენები;

შარდ-სასქესო  სისტემის მხრივ: შარდის შეკავება;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია;

სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი;

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება;

სხვა: ლორწოვანი გარსების სიმშრალე, ძილიანობა, მოუსვენრობა, სისუსტე.

უკუჩვენებები

სანტა ქოლდი ოფისი უკუნაჩვენებია მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში პრეპარატის რომელიმე კომპონენტის და მაო-ს ინჰიბიტორების თერაპიის მიმართ. პაციენტები, რომლებიც მგრნძნობიარენი არიან სხვა  ანტიჰისტამინების ან სიმპათომიმეტური ამინების მიმართ, შესაძლებელია განუვითარდეთ ჯვარედინი მგრძნობელობა. სანტაქოლდი ოფისი უკუნაჩვენებია პაციენტებში გულის დაავადებების, ჰიპერტენზიის, დიაბეტის ან ჰიპერთირეოზის დროს .

სხვაპრეპარატებთანურთიერთქმედება

ფენილეფრინის სხვა სიმპათომიმეტურ ამინებთან და მაო-ს ინჰიბიტორებთან გამოყენებამ შესაძლებელია დამატებით გაზარდოს არტერიული წნევა. მაო -ს ინჰიბიტორებს შეუძლიათ გაახანგრძლივონ ანტიჰისტამინების ანტიქოლინერგიული ეფექტი. ქოლესტირამინი ამცირებს პარაცეტამოლის აბსორბციას. დომპერიდონი და მეტაკლოპრამიდი ზრდის პარაცეტამოლის აბსორბციას. ალკოჰოლის ქრონიკული მიღება აძლიერებს პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიკურობას. კეტოპროფენთან ერთად მიღებული კოფეინი ამცირებს შარდში გამოყოფას. კოფეინსა და თეოფილინს შორის ურთიერთქმედება შეინიშნებოდა დღენაკლულ  ახალშობილებში. მოცემული პრეპარატების ერთად მიღება არ არის რეკომენდებული. ურთიერთქმედება შეინიშნებოდა კალციუმის ქლორიდთან, კანამიცინის სულფატთან, ნორადრენალინთან და ფენობარბიტონთან ქლორფენირამინის მალეატის გამოყენებისას.

განსაკუთრებულიგაფრთხილებები

მოცემულმა კომბინირებულმა თერაპიამ შესაძლებელია დაარღვიოს გონებრივი და ფიზიკური უნარები, რომელიც საჭიროა ავტომობილის მართვისას და მექანიზმების გამოყენებისთვის; ფენილეფრინს შეუძლია გამოიწვიოს პულსის აჩქარება. თავბრუსხვევა ან პალპიტაციები; უნდა მოხდეს პაციენტების სათანადოდ გაფრთხილება.

ჭარბიდოზირება

შესაძლებელია განვითარდეს თირკმლის მწვავე უკამრისობა მწვავე მილაკოვანი ნეკროზით, ღვიძლის მძიმე დაზიანების გარეშეც კი. პარაცეტამოლის ჭარბი დოზირებისას შეინიშნებოდა შემდეგი სახის არაღვიძლისმიერი სიმპტომები, როგორიცაა მიოკარდიალური გადახრები და პანკრეატიტი.

ძლიერი ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის დაცლა ღებინებით და ამორეცხვით. ფორსირებული დიურეზულების მიღება თეორიულად სასარგებლოა, რადგან პრეპარატი გამოიყოფა შარდში. აცეტილცისტეინის მიღება (ან ზოგჯერ მეთიონინი) გლუტათიონის გასაზრდელად ინახავს და შესაძლებელია ასტიმულირებს პარაცეტამოლის არატოქსიკურ მეტაბოლიზმს.

გამოშვებისფორმადაშეფუთვა

ბლისტერზე 2x10 ტაბლეტი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვისპირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობისვადა

3 წელი

აფთიაქიდანგაცემისპირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

UNIMAX LABORATORIES. ინდოეთი.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

სს "ჰუმანითი ჯორჯია", საქართველო