სანტაქოლდი ლითლ ნოუზისი

სავაჭრო დასახელება

სანტაქოლდი ლითლ ნოუზისი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ქლორფენირამინი

ფენილეფრინი

სამკურნალწამლო ფორმა

ორალური წვეთები

შემადგენლობა

ყოველი ფლაკონი შეიცავს:

ქლორფენირამინის მალეატს 30.0 მგ

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის 37.5 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანალგეზიური საშუალებები, სხვა ანალგეზიური და სიცხის დამწევი საშალებები

ათქ კოდი: N02BG.


ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

ქლორფენირამინის მალეატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პიკური პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა დაახლოებით 1-4 საათში პერორალური მიღების შემდეგ. იგი კვეთს პლაცენტარულ ბარიერს და შეინიშნებოდა დედის რძეში. ქლორფენირამინის მალეატი ძლიერ უკავშირდება პლაზმურ ცილებს და ჭარბად მეტაბოლიზდება ორგანიზმში. ძირითადად გამოიყოფა შარდში მეტაბოლიტების სახით.

ფენილეფრინი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იგი ნაწილდება ქსოვილებში და სითხეებში და ნელა მეტაბოლიზდება ღვიძლში. გამოიყოფა უცლელი სახით შარდში.

ფარმაკოდინამიკა

ქლორფენირამინის მალეატი წარმოადგენს ეფექტურ ანტიჰისტამინურ საშუალებას ალერგიული სიმპტომების მოსახსნელად, სედაციის დაბალი სიხშირით. ქლორფენირამინის მალეატი კონკურენტულად ახდენს გლუვი კუნთების ანტაგონიზმს, ასტიმულირებს რა ჰისტამინის მოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის H1, საშვილოსნოს, მსხვილი სისხლძარღვების და ბრონქების რეცეპტორებზე. იგი ასევე ახდენს ჰისტამინის ანტაგონიზმს, რომელიც იწვევს კაპილარული განვლადობის გაზრდას და შეშუპების განვითარებას.  ქლორფენირამინის მალეატი წარმოადგენს ანტიჰისტამინის ალკილამინის ტიპს. ანტიჰისტამინების მოცემული ჯგუფი  შედის ყველაზე აქტიურ ჰისტამინურ ანტაგონისტებში და აქტიურია შესაბამისად დაბალ დოზებში. ისინი ამასთანავე ხელს უშლიან, მაგრამ არა შექცევადად, ცალკე ჰისტამინით განპირობებულ პასუხს. უმრავლესობა ანტიჰისტამინების  ანტიქოლინერგიული მოქმედება იწვევს ცხვირში გამონადენის გაშრობას. ქლორფენირამინის მალეატი არ იწვევს ძილიანობას და შესაძლებელია მისი გამოყენება დღის მანძილზე, მაგრამ პაციენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი განიცდის ამ ეფექტს.

ფენილეფრინი არის სიმპათომიმეტური ამინი, რომელიც იწვევს ვაზოკონსტრიქციას პოსტ-შემაერთებელქსოვილოვანი-α-ადრენორეცეპტორების აქტივაციის მეშვეობით, რომელიც მდებარეობს ცხვირის ლორწოვანი გარსის პრეკაპილარულ და პოსტკაპილარულ სისხლძარღვებზე. მოცემული რეცეპტორების აქტივაცია მიმდინარეობს ფენილეფრინის პირდაპირ კავშირში ან არაპირდაპირ ნორეპინეფრინის კავშირში , რომლის გამოთავისუფლებაც ხდება სიმპათომიმეტური ნერვიდან.  შედეგად წარმოქმნილი ვაზოკონსტრიქცია ამცირებს სისხლის ნაკადს ცხვირის ლორწოვან გარსში და იწვევს მოცემული ქსოვილის შეკუმშვას.

გამოყენების ჩვენებები

ქლორფენირამინის და ფენილეფრინის პერორალური წვეთები ინიშნება:

  • ცხვირის და სინუსების დახშობის მოსახსნელად
  • ზედა სასუნთქი გზების ალერგიების გამო განვითარებული ცხვირის ან ყელის ალერგიული სიმპტომების მოსახსნელად
  • ანტიბაქტერიულ თერაპიაზე დამხმარე თერაპიის სახით სინუსიტების, ტონზილიტის და ოტიტის დროს.

დოზირება და მიღების წესი

ქლორფენირამინის და ფენილეფრინის პერორალური წვეთების ბავშვებში რეკომენდებული დოზა შემდეგია:

ასაკობრივი ჯგუფში დოზის სიხშირე

2-6 წელი: 1 მლ 3-ჯერ ან 4-ჯერ დღეში

6-12 წელი: 1,5 მლ 3-ჯერ ან 4-ჯერ დღეში

12 წლის ზემოთ: დოზა უნდა დადგინდეს ინდივიდუალურად 1,5-2 მლ 3-ჯერ ან 4-ჯერ დღეში

მიღების მეთოდი

პერორალური

გვერდითი მოვლენები

ქლორფენირამინის და ფენილეფრინის პერორალური წვეთები როგორც წესი, კარგად გადაიტანება და გვერდითი მოვლენები იშვიათია.

ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში შესაძლებელია ეფედრინის მსგავსი რეაქციების გამვითარება, როგორიცაა ტაქიკარდია, პალპიტაციები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და გულისრევა. სიმპათომიმეტურების გამოყენება ასოცირდებოდა შიშთან, შფოთვასთან,  მოუსვენრობასთან, ტრემორთან, სისუსტესთან, დიზურიასთან, ინსომნიასთან, ჰალუცინაციებთან და კონვულსიებთან.

ქლორფენირამინმა შესაძლებელია გამოიწვიოს სედაცია.

უკუჩვენებები

ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

ქლორფენირამინი: ვიწროკუთხოვანი გლაუკომა. შარდის შეკავების რისკი ასოცირებული ურეთრის და წინამდებარე ჯირკვლის დარღვევებთან.

ფენილეფრინი: მწვავე ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება და MAO ინჰიბიტორებით თერაპია.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

ალკოჰოლური სასმელები და ცენტრალური ნერვული სისტემის ზოგიერთი დეპრესანტი, როგორიცაა ანქსიოლიტიკები და საძილე საშუალებები, შეუძლიათ გააძლიერონ ქლორფენირამინის სედაციური ეფექტი.

ფენიტოინის მეტაბოლიზმი ინჰიბირდება ქლორფენირამინის მიერ, რის გამოც შესაძლებელია ფენიტოინის ტოქსიურობა.

შესაძლებელია კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ქლორფენირამინის და ფენილეფრინის პერორალური წვეთების მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორებთან , ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ბეტა-ადრენერგიულ საშუალებებთან, მეთილდოპასთან, რეზერპინთან და ჭვავის ალკალოიდებთან ერთად მიღებისას.

ჭარბი დოზირება

ქლორფენირამინის ჭარბი დოზირების სიმპტომები მოიცავს ძილის დარღვევას, ქავილს, გამონაყარს, შარდის შეკავებას, დაღლილობას, ტრემორს, ტაქიკარდიას.

ფენილეფრინის ჭარბი დოზირების სიმპტომებია დაღლილობა კიდურებში, შეშუპება, თავბრუსხვევა, გულისცემის შესუსტება და კომა.

მკურნალობა: მკურნალობა სიმპტომურია. ჰემოდიალიზი არ არის ეფექტური.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

15მლ ბოთლი გამოყენების ისნტრუქციასთან და პიპეტთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.

gacemis reJimi:  ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25˚С ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა

24 თვე წარმოების თარიღიდან.

მწარმოებელი

Gracure Pharmaceuticals LTD., ინდოეთი

სავაჭრო ლიცეენზიის მფლობელი

სს “ჰუმანითი ჯორჯია”, საქართველო