სანტა ქოლდ დროპსი

სავაჭრო დასახელება

სანტა ქოლდი დროპსი

Santa Clod DROPS

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი

სამკურნალწამლო ფორმა

ცხვირის წვეთები

შემადგენლობა

ყოველი მლ შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას:

ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი 0.5 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ნაზალური პრეპარატები, სიმპათომიმეტურები.

ათქ კოდი: R01AA05


ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ცხვირის ლორწოვან გარსზე ადგილობრივად გამოყენებისას არ შეინიშნება ოქსიმეტაზოლინის  კლინიკურად დაკავშირებული აბსორბცია.

ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდის ხსნარის ინტრანაზალური გამოყენების შემდეგ ადგილობრივი ვაზოკონსტრიქცია როგროც წესი ვითარდება 5-10 წუთის განმავლობაში და გრძელდება 5-6 სთ თანდათანობით გადახრით შემდეგი 6 სთ. იშვიათად ოქსიმეტაზოლინის საკმარისი რაოდენობა შეიძლება შეიწოვებოდეს სისტემური ეფექტის წარმოსაქმენლად. არ არსებობს მონაცემები პრეპარატის დისტრიბუციის და ელიმინაცის შესახებ.

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ოქსიმეტაზოლინი არის სიმპათომიმეტური საშუალება, რომელიც სელექციურად ახდენს ალფა1 და ნაწილობრივად ალფა2 ადრენერგიული რეცეპტორების აგონიზმს. ვინადიან სისხლძარღვების კედლები ფართოდ გამოყოფს ალფა1 რეცეპტორებს, ოქსიმეტაზოლინის მოქმედება იწვევს ვაზოკონსტრიქციას. ასევე ადგილობრივი გამოყენება იწვევს ვაზოკონსტრიქციას მისი ენდოთელიალურ პოსტსინაპტიკურ ალფა2 რეცეპტორებზე მოქმედებით; ალფა2 აგონისტების სისტემური გამოყენება, საპირისპიროდ იწვევს ვაზოდილატაციას პრესინაპტიკური ალფა2 რეცეპტორების მიერ სიმპათეტიკური ცენტრალურად განპირობებული ინჰიბირების გამო.

გამოყენების ჩვენებები

დროებით ხსნის ცხვირის დაგუბებას, რომელიც გამოწვეულია:

  • გაციებით
  • თივისი ცხელებით
  • ზედა სასუნთქი გზების ალერგიით
  • ავიწროებს ცხვირის შეშუპებულ  გარსს და აადვილებს სუნთქვას

დოზირება და მიღების წესი

მიღების გზა: ცხვირში

მოზრდილები და ბავშვები 6-12 წლის ასაკის: ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში მაქსიმუმ 2-3 ჯერ დღეში.

ბავშვები 6 წლამდე ასაკის: მიმართეთ ექიმს.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება 7 დღეზე მეტი ხანგრძლივობით.

გვერდითი მოვლენები

ადგილობრივი: ცხვირის სიმშრალე, გამონაკლისის სახით ადგილობრივი ალერგიული სიმპტომები.

სისტემური: თავის ტკივილი, პალპიტაციები, ტაქიკარდია, ჰიპერტენზიის ეპიზოდები, ოფლიანობა, დახურულკუთხოვანი გლაუკომას შეტევა, შარდვის გართულება (დიზურია, შეკავება) განსაკუთრებით ურეთრო-პროსტატული დარღვევების დროს, შფოთვა, უძილობა. პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება.

შეინიშნებოდა შემდეგი სახის ეფექტები, განსაკუთრებით ბავშვებში ვაზოკონსტრიქტორების გამოყენების შემდეგ: კრუნჩხვები, ჰალუცინაციები, აგიტაცია, ქცევის დარღვევა და უძილობა.

უკუჩვენებები

  • აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
  • მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების მიღება ან მათი გამოყენება ორი კვირით ადრე.
  • პაციენტები ვიწროკუთხოვანი გლაუკომით. დაუშვებელია გამოყენება პაციენტებში ტრანს-სფენოიდული ჰიპოფიზექტომიით.
  • ცხვირის შესასვლელის და ინკრუსტაციის კანის და ლორწოვანი გარსის ანთების დროს (მშრალი რინიტი).
  • პაციენტებში მწვავე კორონარული დაავადებით ან გულის ასთმით.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

დაუშვებელია პრეპარტის გამოყენება მაოი-ებთან ერთად, ან მაოი-ების მიღებიდან 2 კვირის მანძილზე რადგან არსებობს ჰიპერტენზიის განვითარების რისკი.

პრეპარატი ურთიერთქმედებს ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ჰიპერტენზიის და არითმიის განვითარების შესაძლო რისკით.

ბეტა-ბლოკატორების ან სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ეფექტები მაგ. მეთილდოპა, ბეთანიდინი, დობრისოქინი და გუანეთიდინი შეიძლება მოხდეს მათი ანტაგონიზმი.

შესაძლებელია ადიტიური კარდიოვასკულარული ტოქსიურობა სიმპათომიმეტური საშუალებების პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად მიღებისას როგორიცაა ბრომოკრიპტინი.

განსაკუთრებული გაფრთხილებები

  • სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ჰიპერტენზიის, გულის დაავადების, როგორიცაა სტენოკარდია, ჰიპერთირეოზის, შაქრიანი დიაბეტის და წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერთროფიის დროს.
  • დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
  • სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში ან თუ არ შეინიშნება გაუმჯობესება 3 დღის შემდეგ, ექიმმა უნდა ხელახლა შეაფასოს კლინიკური მდგომარეობა.
  • მისი გამოყენება ხდება მაქსიმუმ 7 დღე მოხსნის ეფექტის და პრეპარატის მიერ გამოწვეული რინიტის თავიდან ასაცილებლად.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების სიმტპომები:

ზომიერი ან მწვავე ჭარბი დოზირების სიმტპომები შეიძლება იყოს მიდრიაზი, გულისრევა, ციანოზი, ცხელება, სპაზმები, ტაქიკარდია, გულის არითმია, გულის შეჩერება, ჰიპერტენზია, ფილტვის ედემა, დისპნოე, ფსიქიური აშლილობა. ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის ინჰიბირება, როგორიცაა ძილიანობა, სხეულის ტემპერატურის დაცემა, ბრადიკარდია, შოკის მსგავსი ჰიპოტენზია, აპნოე და ცნობიერების დაკარგვა ასევე შესაძლებელია.

ჭარბი დოზირების მკურნალობა:

საჭიროა სიმპტომური მკურნალობა. არასელექციური ალფალიტური როგორიცაა ფენტოლამინი შეიძლება იქნას გამოყენებული მომატებული არტერიული წნევის შესამცირებლად, შესძლებელია საჭირო გახდეს ინტუბაცია და ხელოვნური სუნქთქვის ჩატარება სერიოზული შემთხვევების დროს.

შემთხვევით ჭარბი რაოდენობით გადაყლაპვის შემთხვევაში, უნდა მოხდეს აქტივირებული ნახშირის და ნატრიუმის სულფატის მიღება , ასევე კუჭის ამორეცხვა.

შემდგომი მკურნალობა შემანარჩუნებელი და სიმტპომურია.

ვაზოპრესორების გამოყენება უკუნაჩვენებია.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

სუფთა, უფერო ხსნარი 10მლ დაბალსიმკვრივიანი პოლიეთილენის ფლაკონში, სათანადოდ ეტიკეტირებული, დახუფული დაბალსიმკვრივიანი პოლიეთილენის თავსახურით და შეფუთული სათანადოდ დაბეჭდილ მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენავის პირობები

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

24 თვე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტით

მწარმოებელი

AHLCON PARENTERALS (India) LIMITED, ინდოეთი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

სს „ჰუმანითი ჯორჯია“, საქართველო