აპიქსთრომბი - ჰუმანითი

სავაჭრო დასახელება

აპიქსთრომბი - ჰუმანითი

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება

აპიქსაბანი

დოზირების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები

შემადგენლობა:

ყოველი ტაბლეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას - აპიქსაბანს  2.5 მგ / 5 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტითრომბოზული საშუალებები, Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები

ათქ კოდი: B01AF02


ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

მოქმედების მექანიზმი:

აპიქსაბანი გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოადგენს ძლიერ, პერორალურ, შექცევად, Xa ფაქტორის აქტიური ადგილის პირდაპირ და მაღალსელექტიურ ინჰიბიტორს. ანტითრომბოზული მოქმედებისთვის ის არ საჭიროებს ანტითრომბინ III-ს.ნ აპიქსაბანი აინჰიბირებს თავისუფალ და თრომბთან დაკავშირებულ Xa ფაქტორს და პროთრომბინაზას. აპიქსაბანს არ გააჩნია თრომბოციტების აგრეგაციაზე პირდაპირი მოქმედება, თუმცა არაპირდაპირად აინჰიბირებს თრომბინით გამოწვეულ თრომბოციტების აგრეგაციას. Xa ფაქტორის ინჰიბირების გზით აპიქსაბანი ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას და თრომბის განვითარებას. ცხოველებში ჩატარებული წინაკლინიკური კვლევების დროს აპიქსაბანმა გამოავლინა არტერიული და ვენური თრომბოზების მაპრევენცირებელი ანტითრომბოზული მოქმედება იმ დოზების ფარგლებში, რომლებიც ინარჩუნებდნენ ჰემოსტაზს.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

აპიქსაბანის ფარმაკოდინამიკური ეფექტები მისი მოქმედების მექანიზმის მსგავსია (FXa ინჰიბირება). FXa ინჰიბირების შედეგად, აპიქსაბანი ახანგრძლივებს შედედების ტესტებს, როგორიც არის პროთრომბინის დრო (PT), საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება (INR) და აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო (aPTT). ამ შედედების ტესტების დროს გამოვლენილი ცვლილებები, მოსალოდნელი თერაპიული დოზების პირობებში არის მცირე და მაღალი ხარისხით ექვემდებარება ცვალებადობას. მათი ჩატარება არ არის რეკომენდებული აპიქსაბანის ფარმაკოდინამიური ეფექტების შესაფასებლად. თრომბინის წარმოქმნის ანალიზის დროს, აპიქსაბანმა შეამცირა ენდოგენური თრომბინის პოტენციალი, რაც წარმოადგენს თრომბინის წარმოქმნის მაჩვენებელს ადამიანის პლაზმაში.

ფაქტორ Xa ფერმენტის აქტივობის შემცირებით აპიქსაბანი ასევე ავლენს ანტი- FXa ფაქტორის აქტივობას, როგორც ეს ვლინდება სხვადასხვა კომერციული ანტი- FXa ნაკრებში, თუმცა შედეგები განსხვავდება სხვადასხვა ნაკრებებისთვის. კლინიკური კვლევების მონაცემები ხელმისაწვდომია მხოლოდ როტაქრომ® ჰეპარინის ქრომოგენული ანალიზით. ანტი-F FXa მოქმედება ავლენს თითქმის პირდაპირ ხაზოვან დამოკიდებულებას აპიქსაბანის პლაზმურ კონცენტრაციასთან, აღწევს რა მაქსიმალურ მაჩვენებელს აპიქსაბანის პლაზმის პიკური კონცენტრაციის დროს. აპიქსაბანის პლაზმის კონცენტრაციასა და ანტი-FXa აქტივობას შორის ურთიერთკავშირი თითქმის სწორხაზოვანია აპიქსაბანის დოზების ფართო დიაპაზონის პირობებში.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

10 მგ-მდე დოზებისთვის აპიქსაბანის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 50%-ს. აპიქსაბანი სწრაფად შეიწოვება და აღწევს მაქსიმალურ კონცენტრაციას (Cmax) ტაბლეტის მიღებიდან 3 – 4 სთ-ში. 10მგ დოზის საკვებთან ერთად  მიღება გავლენას არ ახდენს აპიქსაბანის AUC ან Cmax მაჩვენებლებზე. აპიქსაბანის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

აპიქსაბანი დოზა-დამოკიდებული ზრდით ავლენს სწორხაზოვან ფარმაკოკინეტიკას 10 მგ-მდე დოზების პერორალური მიღებისას. 25მგ დოზით აპიქსაბანი ავლენს ხსნადობის შეზღუდულ აბსორბციას შემცირებული ბიოშეღწევადობით. აპიქსაბანის მეტაბოლიზმის პარამეტრები ავლენენ დაბალ ან საშუალო ვარიაბელობას, რომელიც აისახება სუბიექტებსა და სუბიექტთა შორის ვარიაბელობით ~20% CV და ~30% CV შესაბამისად. 

10 მგ აპიქსაბანის, 2ც 5 მგ დაქუცმაცებული ტაბლეტის 30 მლ წყალში გახსნილი სახით პერორალური მიღების შემდეგ მისი ექსპოზიცია შედარებული იყო 2 მთლიანი 5მგ ტაბლეტის პერორალურად მიღების ექსპოზიციასთან.

10მგ აპიქსაბანის, 2ც 5მგ დაქუცმაცებული ტაბლეტის 30გ ვაშლის პიურესთან ერთად პერორალური მიღების შემდეგ, Cmax და AUC პარამეტრები შესაბამისად იყო 20% და 16%-ით უფრო დაბალი, ვიდრე 2 მთლიანი 5 მგ ტაბლეტის პერორალურად მიღების ზემოქმედება. ზემოქმედების შემცირება არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი.

დაქუცმაცებული 5 მგ აპიქსაბანის ტაბლეტის 60 მლ D5W –ში გახსნის შემდეგ ნაზოგასტრალური მილით მიღებისას, ექსპოზიცია იყო იგივე, რაც გამოვლინდა ჯანმრთელი მოხალისეების კლინიკური კვლევებისას, რომლებიც იღებდნენ აპიქსაბანი 5 მგ ტაბლეტს ერთჯერადად.

პროგნოზირებულის გათვალისწინებით, ჩატარებული კვლევების მიხედვით, აპიქსაბანის დოზა-პროპორციული ფარმაკოკინეტიკური პროფილი და მისი ბიოშეღწევადობის შედეგები მისაღებია აპიქსაბანის შედარებით დაბალი დოზებისთვის.

გავრცელება

ადამიანის პლაზმის ცილებთან დაკავშირება შეადგენს დაახლოებით 87%-ს. გავრცელების მოცულობა (Vss) - დაახლოებით 21 ლ-ს.

ბიოტრანსფორმაციადაელიმინაცია

აპიქსაბანს გააჩნია ელიმინაციის სხვადასხვა გზა. ადამიანებში აპიქსაბანის მიღებული დოზის 25% გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით, რომელთა უმეტესობა გამოიყოფა განავალში. აპიქსაბანის თირკმლისმიერი გამოყოფა შეადგენს ზოგადი კლირენსის დაახლოებით 27%-ს. დამატებით ნაღვლოვანი და ნაწლავური სეკრეციით გამოყოფა შესაბამისად დაფიქსირდა კლინიკური და არაკლინიკური კვლევებით.

აპიქსაბანს გააჩნია საერთო კლირენსი დაახლოებით 3.3 ლ/სთ და ნახევარდაშლის პერიოდი - დაახლოებით 12 სთ. ბიოტრასფორმაციის ძირითადი ადგილებია 3-ოქსიპიპერიდინილის ნაწილის OO- დემეთილაცია და ჰიდროქსილირება. აპიქსაბანი ძირითადად მეტაბოლიზდება CYP3A4/5 მიერ, CYP1A2, 2C8, 2C9, 2C19 და 2J2 მცირე მონაწილეობით. ადამიანის პლაზმაში ძირითად, წამალთან დაკავშირებული კომპონენტს წარმოადგენს უცვლელი აპიქსაბანი, ცირკულაციაში აქტიური მეტაბოლიტების არსებობის გარეშე. აპიქსაბანი წარმოადგენს სატრანსპორტო ცილების P-gp და ძუძუს კიბოს რეზისტენტული ცილების (BCRP) სუბსტრატს.

თირკმლისუკმარისობა

თირკმლის ფუნქციის დარღვევა აპიქსაბანის პიკურ კონცენტრაციაზე გავლენას არ ახდენს. თირკმლის ფუნქციის დაქვეითების დროს აღინიშნა აპიქსაბანის ექსპოზიციის ურთიერთქმედება, რაც განსაზღვრულ იქნა კრეატინინის კლირენსის ანალიზის საფუძველზე მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 51-80 მლ/წთ), საშუალო (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) და მძიმე (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ) თირკმლის უკმარისობის მქონე პირებში, სადაც კრეატინინის ნორმალური კლირენსის მქონე პაციენტებთან შედარებით, აპიქსაბანის პლაზმის კონცენტრაცია (AUC) მომატებული იყო 16, 29 და 44%-ით შესაბამისად.  

აპიქსაბანის პლაზმის კონცენტრაციასა და ანტი-FXa აქტივობას შორის ურთიერთკავშირზე თირკმლის უკმარისობას თვალსაჩინო ეფექტი არ ქონია.

 თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პირებთან შედარებით, ჰემოდიალიზის დამთავრებისთანავე აპიქსაბანის 5მგ დოზის მიღებისას თირკმლის ბოლოო სტადიის დაავადების (ESRD) მქონე პირებში, აპიქსაბანის AUC გაიზარდა 36%-ით.

თირკმლის ბოლო სტადიის დაავადების მქონე ამ პირებში, აპიქსაბანი 5მგ ტაბლეტის ერთჯერადი მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ ჰემოდიალიზის ჩატარებამ აპიქსაბანის AUC გაზარდა 14%-ით, რაც შეესაბამებოდა აპიქსაბანის დიალიზის კლირენსს - 18 მლ/წთ. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა ჰემოდიალიზის ეფექტურობა აპიქსაბანის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში.

მოხუცები

ახალგაზრდებთან შედარებით, მოხუც პაციენტებში (65 წლის ზევით), გამოვლინდა შედარებით მაღალი პლაზმური კონცენტრაცია, საშუალო AUC მაჩვენებელი 32%-ით მაღალი და Cmax –ის არანაირი განსხვავება.

სქესი

მამაკაცებთან შედარებით, ქალებში აპიქსაბანის ექსპოზიცია იყო დაახლოებით 18 %-ით მაღალი.

ეთნიკურიწარმომავლობადარასა

I ფაზის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, თეთრკანიან/კავკასიურ, აზიურ და შავკანიან/აფრიკელ ამერიკელ სუბიექტებში აპიქსაბანის ფარმაკოკინეტიკის შესამჩნევი განსხვავება არ გამოვლენილა. პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის მონაცემები პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ აპიქსაბანს, მთლიანობაში შეესაბამებოდა I ფაზის კვლევის შედეგებს.

სხეულისწონა

65-85კგ სხეულის წონის მქონე პაციენტებში აპიქსაბანის ექსპოზიცია 30%-ით დაბალი იყო >120კგ წონის მქონე პაციენტების ექსპოზიციასთან შედარებით, ხოლო <50კგ წონის მქონე პაციენტებში – 30%-ით მაღალი.

ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკურითანაფარდობა

აპიქსაბანის პლაზმის კონცენტრაციასა და სხვადასხვა ფარმაკოდინამიკური პროცესის საბოლოო სტადიებს შორის (ანტი-FXa აქტივობა, INR, PT, aPTT) ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური (PK/PD) თანაფარდობა შეფასებულ იქნა სხვადასხვა დოზების (0.5 – 50 მგ) გამოყენებისას. 

აპიქსაბანის პლაზმის კონცენტრაციასა და ანტი-Xa ფაქტორის აქტივობას შორის ურთიერთკავშირი საუკეთესოდ იქნა აღწერილი სწორხაზოვანი მოდელით. პაციენტებში დაფიქსირებული PK/PD ურთიერთკავშირი შეესაბამებოდა ჯანმრთელი პირებისას.

გამოყენებისჩვენებები

აპიქსაბანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამოიყენება მოზრდილებში:

 სისხლში თრომბის წარმოქმნის პრევენციისთვის (ღრმა ვენების თრომბოზი (DVT) ბარძაყის და მუხლის პროთეზირების შემდეგ. ბარძაყის ან მუხლის ოპერაციის შემდეგ არსებობს თრომბოზის განვითარების მომატებული რისკი თქვენი ქვედა კიდურების ვენებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფეხების შეშუპება, თანმხლები ტკივილით ან მის გარეშე. ქვედა კიდურებიდან ფილტვებში თრომბის გადაადგილდებას შეუძლია გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის ბლოკირება და დისპნოე, ტკივილით გულმკერდის არეში ან მის გარეშე. ეს მდგომარეობა (ფილტვის ემბოლია) სიცოცხლისათვის საშიშია და მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

არითმიის (წინაგულების ფიბრილაცია) მქონე პაციენტებში და სულ მცირე ერთი რისკ ფაქტორით, გულში თრომბის წარმოქმნის პრევენციისთვის. თრომბი შეიძლება მოწყდეს და გადაადგილდეს თავის ტვინში, გამოიწვიოს რა ინსულტი ან გადაადგილდეს სხვა ორგანოებში და ხელი შეუშალოს ნორმალურ სისხლის მიმოქცევას ამ ორგანოში (ასევე ცნობილია როგორც სისტემური ემბოლიზმი). ინსულტი შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის საშიში და საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

 ქვედა კიდურების ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი)  და ფილტვის სისხლძარღვებში (ფილტვის ემბოლია) თრომბოზის სამკურნალოდ და ქვედა კიდურებში და/ან ფილტვის სისხლძარღვებში თრომბის ხელახლა წარმოქმნის პრევენციისთვის.

დოზირებადამიღებისწესი

დოზირება

ვენების თრომბოემბოლიზმის (VTEp) პრევენცია: ბარძაყის ან მუხლის პროთეზირება:

აპიქსაბინის რეკომენდებული დოზა არის 2.5 მგ 2 ჯერ დღეში პერორალურად. საწყისი დოზის მიღება უნდა მოხდეს ოპერაციიდან 12-24 სთ-ის შემდეგ. 

ექიმმა უნდა შეაფასოს ადრეული ანტიკოაგულაციური პროფილაქტიკისთვის პოტენციური სარგებელი, ისევე როგორც ოპერაციის შემდგომი სისხლდენის რისკი, რათა გადაწყვიტოს პრეპარატის დროული მიღება ამ დროის მონაკვეთში.

პაციენტები, რომელთაც ჩაუტარდათ ბარძაყის პროთეზირება:

მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა – 32-38 დღე.

პაციენტები, რომელთაც ჩაუტარდათ მუხლის პროთეზირება:

მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა – 10-14 დღე.

ინსულტის და სისტემური ემბოლიზმის პრევენცია არასარქვლოვანი წინაგულოვანი ფიბრილაციის (NVAF) მქონე პაციენტებში:

აპიქსაბანის რეკომენდებული დოზა – 5 მგ 2 ჯერ დღეში პერორალურად.

დოზის შემცირება:

აპიქსაბანის რეკომენდებულ დოზას წარმოადგენს 2.5მგ 2 ჯერ დღეში პერორალურად, არასარქვლოვანი წინაგულოვანი ფიბრილაციის (NVAF) და სულ მცირე შემდეგი ორი პარამეტრის მქონე პაციენტებისთვის: ასაკი: ≥ 80 წელი, სხეულის წონა ≤ 60 კგ, შრატის კრეატინინი 1.5 მგ/დლ (133 მიკრომოლი/ლ).

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ხანგრძლივად.

ღრმა ვენების თრომბოზის (DVT), ფილტვის ემბოლიის მკურნალობა (PE) და განმეორებითი ღრმა ვენების თრომბოზის (DVT), ფილტვის ემბოლიის (VTEt)  პრევენცია:

აპიქსაბანის რეკომენდებული დოზა მწვავე ღრმა ვენების თრომბოზის და ფილტვის ემბოლიის სამკურნალოდ შეადგენს 10 მგ 2 ჯერ დღეში პერორალურად პირველი 7 დღის განმავლობაში, შემდეგ 5 მგ 2 ჯერ დღეში პერორალურად.

ხელმისაწვდომი სამედიცინო გაიდლაინების მიხედვით, მკურნალობის ხანმოკლე პერიოდი (სულ მცირე 3 თვე) უნდა ეფუძნებოდეს გარდამავალ რისკ ფაქტორებს (მაგ. ბოლო დროს გადატანილი ოპერაცია, ტრავმა, დიდი ხნის განმავლობაში უმოძრაოდ ყოფნა).

აპიქსაბანის რეკომენდებული დოზა განმეორებითი ღრმა ვენების თრომბოზის და ფილტვის ემბოლიის პრევენციისთვის  არის 2.5 მგ 2-ჯერ დღეში პერორალურად.

როდესაც ნაჩვენებია ღრმა ვენების თრომბოზის და ფილტვის ემბოლიის პრევენცია, პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს დოზით 2.5 მგ 2-ჯერ დღეში, 5 მგ 2-ჯერ დღეში 6 თვიანი კურსის დასრულების შემდეგ, ან სხვა ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში, როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილში N1:

ცხრილი #1:

 

დოზირების სქემა

მაქსიმალური დღიური დოზა

ღრმა ვენების თრომბოზის და ფილტვის ემბოლიის მკურნალობა

10 მგ 2-ჯერ დღეში - პირველი 7 დღის განმავლობაში

20 მგ

შემდეგში - 5მგ 2-ჯერ დღეში

10 მგ

განმეორებითი ღრმა ვენების თრომბოზის და/ან ფილტვის ემბოლიის პრევენცია, ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობის 6 თვიანი კურსის დამთავრების შემდეგ

2.5 მგ 2-ჯერ დღეში

5 მგ

სრული მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, სისხლდენის რისკის და მკურნალობის სარგებელის სათანადო შეფასების შემდეგ.

გამოტოვებული დოზა:

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიიღოს აპიქსაბანი გარსით დაფარული ტაბლეტი დაუყოვნებლივ და შემდეგ უნდა გააგრძელოს დანიშნულების მიხედვით დღეში ორჯერ.

გადართვა:

პარენტერალური ანტიკოაგულანტებიდან აპიქსაბანის შემოგარსულ ტაბლეტებზე (და პირიქით) გადართვა შეიძლება შემდეგი დოზირების სქემით.

დაუშვებელია ამ პრეპარატების მიღება ერთდროულად.

ვიტამინი K–ს ანტაგონისტებიდან (VKA) აპიქსაბანის შემოგარსულ ტაბლეტებზე გადასვლა:

პაციენტების ვიტამინი K–ს ანტაგონისტებით (VKA) მკურნალობიდან აპიქსაბანის შემოგარსული ტაბლეტებზე გადართვისას ვარფარინზე ან სხვა პრეპარატებზე, ვიტამინი K ანტაგონისტებით მკურნალობა უნდა შეწყდეს და მოხდეს აპიქსაბანის შემოგარსული ტაბლეტებით მკურნალობის დაწყება, მაშინ როდესაც საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება (INR) იქნება <2.

აპიქსაბანი გარსით დაფარული ტაბლეტებიდან ვიტამინ K ანტაგონისტებზე გადართვა:

აპიქსაბანი გარსით დაფარული ტაბლეტებიდან ვიტამინ K ანტაგონისტებით მკურნალობაზე გადართვისას, აპიქსაბანის გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება უნდა გაგრძელდეს ვიტამინ K ანტაგონისტებით მკურნალობის დაწყებიდან სულ მცირე 2 დღის განმავლობაში. აპიქსაბანისა და ვიტამინ K ანტაგონისტებით 2 დღიანი ერთდროული მიღების შემდეგ, საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა უნდა იქნას შეფასებული აპიქსაბანი გარსით დაფარული ტაბლეტის სქემის მორიგი დოზის მიღებამდე. აპიქსაბანი გარსით დაფარული ტაბლეტისა და ვიტამინ K ანტაგონისტებით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს INR ≥ 2-მდე.

თირკმლის უკმარისობა

თირმკმლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტები არ საჭიროებენ დოზის კორექციას.

თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ) არსებობს შემდეგი რეკომენდაციები:

ვენების თრომბოემბოლიის პრევენციისთვის, მუხლისა და ბარძაყის პროთეზირებისას (VTEp), ღრმა ვენების თრომბოზის სამკურნალოდ, ასევე ფილტვის ემბოლიის მკურნალობისთვის და განმეორებითი ღრმა ვენების თრომბოზის პრევენციისთვის აპიქსაბანის გამოყენება საჭიროა სიფრთხილით.

არასარქვლოვანი წინაგულოვანი ფიბრილაციის მქონე პაციენტებში ინსულტის და სისტემური ემბოლიის პრევენციისთვის:

პაციენტებმა უნდა მიიღონ აპიქსაბანის შედარებით დაბალი დოზა, 2.5 მგ 2-ჯერ დღეში.

შრატში კრეატინინის ≥1.5 მგ/დლ (133მკმოლი/ლ), ≥ 80 წლის ასაკის ან  ≤ 60კგ წონის მქონე პაციენტებში, საჭიროა აპიქსაბანის შედარებით დაბალი დოზების გამოყენება, 2.5 მგ 2-ჯერ დღეში.

პაციენტებში

ღვიძლის უკმარისობა

აპიქსაბანი გარსით დაფარული ტაბლეტები უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის დაავადებებით, რომლებიც დაკავშირებულია კოაგულოპათიასთან და კლინიკურად მნიშვნელოვან სისხლდენის რისკთან.

არ არის რეკომენდებული პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე უკმარისობით.

სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის დარღვევისას (Child Pugh A ან B).

მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში გამოყენება დოზის კორექციას არ საჭიროებს.

პაციენტები ღვიძლის ფერმენტების, ალანინ ამინოტრანსფერაზა (ALT)/ასპარტატ ამინოტრანსფერაზა (AST) >2 X ULN ან საერთო ბილირუბინი 1.5 X ULN მონაცემებით გამორიცხულ იქნენ კლინიკური კვლევებიდან.

შესაბამისად, აპიქსაბანი გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს ამ პოპულაციაში. აპიქსაბანის გარსით დაფარული ტაბლეტების მიღებამდე უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციური სინჯები.

სხეულის წონა:

VTEp და VTEt – დოზის კორექციას არ საჭიროებს.

NVAF - დოზის კორექციას არ საჭიროებს თუ დოზის შემცირების კრიტერიუმები არ შესრულდება.

სქესი:

დოზის კორექციას არ საჭიროებს.

მოხუცები:

VTEp და VTEt – დოზის კორექციას არ საჭიროებს.

NVAF – დოზის კორექციას არ საჭიროებს თუ დოზის შემცირების კრიტერიუმები არ შესრულდება.

კარდიოვერსია (NVAF)

პაციენტები შეიძლება დარჩნენ აპიქსაბანზე კარდიოვერსიის შემდეგ.

პედიატრიული პოპულაცია

აპიქსაბანი გარსით დაფარული ტაბლეტების უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი. არ არსებობს მონაცემები.

მიღების მეთოდი

პერორალური გამოყენება

აპიბაქსანი გარსით დაფარული ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს წყალთან ერთად, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

პაციენტებისათვის, რომელთაც არ შეუძლიათ მთლიანი ტაბლეტის გადაყლაპვა, აპიქსაბანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიძლება დაქუცმაცდეს და გაიხსნას წყალში, 5% დექსტროზას წყალხსნარში (D5W), ან ვაშლის წვენში პიურესთან ერთად და დაუყოვნებლივ მოხდეს მისი მიღება პერორალურად.

ალტერნატიულად, აპიქსაბანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიძლება დაქუცმაცდეს და გაიხსნას 60 მლ წყალში ან D5W-ში და გადაიყლაპოს დაუყოვნებლივ ან მიეწოდოს ნაზოგასტრალური მილით. დაქუცმაცებული აპიქსაბანი სტაბილურია წყალში, D5W-ში, ვაშლის წვენში და ვაშლის პიურეში 4 საათის განმავლობაში.

უკუჩვენებები

პრეპარატის აქტიური ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

კლინიკურად მნიშვნელოვანი აქტიური სისხლდენა.

ღვიძლის დაავადება, დაკავშირებული კოაგულოპათიასთან და კლინიკურად მნიშვნელოვან სისხლდენის რისკთან, დაზიანება ან მდგომარეობა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს სისხლდენის მნიშვნელოვან რისკ ფაქტორად.

ეს შეიძლება მოიცავდეს არსებულ წყლულებს კუჭნაწლავის ტრაქტში, სისხლდენის მაღალი რისკის მქონე ავთვისებიან ნეოპლაზიებს, ცოტა ხნის წინ გადატანილი თავის ტვინის, ზურგის ტვინის და თვალის ქირურგიულ ოპერაციებს, ცოტა ხნის წინ გადატანილ ქალასშიდა სისხლჩაქცევებს, ცნობილი ან სავარაუდო საყლაპავის ვარიკოზებს, არტერიოვენურ ანომალიებს, სისხლძარღვების ანევრიზმებს ან მნიშვნელოვან ინტრასპინალური ან ინტრაცერებელური სიხლძარღვების ანომალიებს.

ნებისმიერ სხვა ანტიკოაგულაციურ საშუალებასთან ერთდროული გამოყენება, მაგ. არაფრაქცირებული ჰეპარინი (UFH), დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინი (ენოქსაპარინი, დალტეპარინი, და სხვ.), ჰეპარინის წარმოებულები (ფონდაპარინუქსი და სხვ.), პერორალური ანტიკოაგულანტები (ვარფარინი, რივაროქსაბანი, დაბიგატრანი, და სხვ.), გარდა განსაკუთრებული გარემოებების დროს ანტიკუაგულანტებით მკურნალობის გადართვისას ან UFH–ის საკმარისი დოზებით გამოყენებისას ცენტრალური ვენური ან არტერიული კათეტერის შენარჩუნებისთვის.

წამლისურთიერთქმედება:

ზოგიერთმა მედიკამენტებმა შეიძლება გაზარდოს აპიქსთრომბი - ჰუმანითის ეფექტი, ხოლო ზოგიერთმა პირიქით – შეამციროს.  თქვენი ექიმი გადაწყვეტს, უნდა მიმართოთ თუ არა აპიქსთრომბი - ჰუმანითს ამ მედიკამენტების მიღებისას და რამდენად ხშირ კონტროლს უნდა დაექვემდებაროთ.

აპიქსთრომბი - ჰუმანითის ეფექტი შეიძლება გაზარდოს შემდეგმა მედიკამენტებმა და, ამავდროულად, გაზარდის  არასასურველი სისხლდენის სანსი:

სოკოვანი ინფექციებისათვის განკუთვნილი ზოგიერთი მედიკამენტი (მაგალითად, კეტოკონაზოლი და ა.შ.);

აივ / შიდსის ზოგიერთი ანტივირუსული მედიკამენტი (მაგალითად, რიტონავირი);

სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების შესამცირებლად (მაგ ენოქსაპირინი და ა.შ.);

ანთების საწინააღმდეგო ან ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები (მაგ.: აცეტილსალიცილის მჟავა ან ნაპროქსენი). თუ 75 წელზე მეტი ასაკის ბრძანდებით და აცეტილსალიცილის მჟავას იღებთ, შესაძლებელია, სისხლდენის გაცილებით მაღალი რისკის წინაშე აღმოჩნდეთ

მედიკამენტების მაღალი არტერიული წნევის ან გულის პრობლემების შემთხვევაში (მაგ, დილთიაზემი);

აპიქსთრომბი - ჰუმანითის უნარის შემცირება შეუძლია შემდეგ პრეპარატებს, რათა აღკვეთონ სისხლის კოლტების წარმოქმნა შემდეგისაგან:

 ეპილეფსიის ან კრუნჩხვები საწინააღმდეგო პრეპარატები  (მაგ, ფენიტოინი და ა.შ.);

ტუბერკულოზის ან სხვა ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (მაგ, რიფამპიცინი);

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ თქვენ გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობა: 

სისხლდენის მომატებული რისკი, როგორიც არის:

•           სისხლის შედედების დაავადებები, მათ შორის მდგომარეობები, რომლებიც იწვევენ თრომბოციტების აქტივობის შემცირებას;

•  ძალიან მაღალი არტერიული წნევა, რომელიც ვერ კონტროლდება სამედიცინო მკურნალობით;

•  ხართ 75 წელზე ზევით;

•  იწონით 60 კგ-ს ან ნაკლებს;

თირკმლის მძიმე დაავადება, ან იმყოფებით დიალიზზე;

ახლახანს ან ანამნეზში არსებული ღვიძლის პრობლემა.

აპიქსაბანი გარსით დაფარული ტაბლეტები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის ცვლილების ნიშნებით.

 თუ ჩაგიტარდათ ზურგის ტვინის კათეტერიზაცია ან ინექცია (ანესთეზიისთვის ან ტკივილის შესამსუბუქებლად), თქვენი ექიმი გირჩევთ მიიღოთ აპიქსაბანი, კათეტერის მოხსნიდან 5 სთ-ის ან მეტი დროის შემდეგ;

თუ გაქვთ გულის ხელოვნური სარქველი;

 თუ თქვენი ექიმი დაადგენს, რომ გაქვთ არასტაბილური არტერიული წნევა, ან ფილტვის თრომბის მოსაშორებლად დანიშნული გაქვთ მკურნალობა ან ქირურგიული პროცედურა.

თუ თქვენ გესაჭიროებათ ქირურგიული ოპერაციის ან პროცედურის ჩატარება, რომნელიც იწვევს სისხლდენას, თქვენი ექიმი გთხოვთ დროებით შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება მცირე ხნით. თუ არ ხართ დარწმუნებული, პროცედურა გამოიწვევს თუ არა სისხლდენას, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ბავშვები და მოზარდები

აპიქსაბანი გარსით დაფარული ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ხსნარები

აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას იმ რეპარატების შესახებ, რომელთაც იღებთ ამჟამად, იღებდით ახლო წარსულში, ან აპირებთ რომ მიიღოთ.

ზოგ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს აპიქსაბანი გარსით დაფარული ტაბლეტების ეფექტის გაზრდა. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, უნდა იმკურნალოთ თუ არა აპიქსაბანი გარსით დაფარული ტაბლეტებით იმ პრეპარატებთან ერთად და რამდენად ხშირად უნდა გაიაროთ მონიტორინგი.

შემდეგ პრეპარატებს შეუძლიათ გაზარდონ აპიქსაბანი გარსით დაფარული ტაბლეტების ეფექტები და არასასურველი სისხლდენის განვითარების ალბათობა:

სოკოვანი ინფექციის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (მაგ. კეტოკონაზოლი და სხვ.)

 აივ/შიდს-ის სამკურნალო ზოგიერთი ანტივირუსული პრეპარატი (მაგ. რიტონავირი)

 სისხლის შედედების საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი (მაგ. ენოქსაპარინი, და სხვ.)

ანთების საწინააღმდეგო ან ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა ან ნაპროქსენი). განსაკუთრებით, თუ თქვენ ხართ 75 წელზე მეტი ასაკის და ღებულობთ აცეტილსალიცილის მჟავას, თქვენ შესაძლოა გქონდეთ სისხლდენის მომატებული რისკი. 

 არტერიული წნევის და გულის პრობლემების სამკურნალო პრეპარატები (მაგ. დილტიაზემი).

შემდეგ პრეპარატებს შეუძლიათ შეამცირონ აპიქსაბანი გარსით დაფარული ტაბლეტების ანტითრომბოზული მოქმედება:

 ეპილეფსიის და კრუნჩხვის სამკურნალო პრეპარატები (მაგ. ფენიტოინი და   სხვ.)

 კრაზანა (საკვები მცენარეული დანამატი დეპრესიის სამკურნალოდ)

ტუბერკულოზის ან სხვა ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (მაგ.  რიფამპიცინი) ორსულობა და ლაქტაცია.

თუ თქვენ ხართ ორსულად ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ვარაუდობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

აპიქსაბანი გარსით დაფარული ტაბლეტების ეფექტები ორსულობასა და ნაყოფზე არ არის ცნობილი. თუ ხართ ორსულად, ნუ მიიღებთ აპიქსაბანს. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ აპიქსაბანით მკურნალობის დროს დაორსულდით.

არ არის ცნობილი გადადის თუ არა აპიქსაბანი გარსით დაფარული ტაბლეტები დედის რძეში. ლაქტაციის დროს ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ისინი გირჩევენ შეწყვიტოთ ძუძუთი კვება, თუ არ მიიღოთ აპიქსაბანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი

აპიქსაბანი გარსით დაფარული ტაბლეტები გავლენას არ ახდენს ავტომობილების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

აპიქსაბანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას (შაქრის ტიპი).

თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ რომელიმე შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

არასასურველი ეფექტები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. აპიქსაბანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამოიყენება სამი სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობის დროს. ცნობილი გვერდითი ეფექტები და მათი გამოვლენის სიხშირე თითოეული სამედიცინო მდგომარეობის დროს შეიძლება განსხვავდებოდეს და ცალცალკე ჩამოთვლილია ქვევით. ამ მდგომარეობებისთვის, ყველაზე ხშირი ზოგადი გვერდითი ეფექტი აპიქსაბანი გარსით დაფარული ტაბლეტისთვის არის სისხლდენა, რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში და საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას.

 თუ თქვენ მუხლის და ბარძაყის სახსრის პროთეზირების შემდეგ, თრომბის წარმოქმნის პრევენციისთვის ღებულობთ აპიქსაბანის შემოგარსულ ტაბლეტებს, შემდეგი გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს:

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში):

ანემია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და სიფერმკრთალე

სისხლდენა, მათ შორის:

სისხლის არსებობა შარდში (რომელიც ღებავს შარდს ვარდისფრად ან წითლად)

სისხლჩაქ