ბორტეზომიბი-ჰუმანითი

სავაჭრო დასახელება:

ბორტეზომიბი-ჰუმანითი

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება:

ბორტეზომიბი

სამკურნალწამლო ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

შემადგენლობა: ყოველი ფლაკონი შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას: ბორტეზომიბს 3,5მგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტინეოპლაზიური საშუალებები, სხვა ანტინეოპლაზური საშუალებები.

ათქ კოდი: L01XX32.


ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოკინეტიკა.

ერთჯერადი ი/ვ შეყვანის შემდეგ ბორტეზომიბის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მცირდება ბიფაზურად, AUC ხასიათდება გავრცელების სწრაფი საწყისი ფაზით და შედარებით ხანგრძლივი საბოლოო გამოყოფის ფაზით. ბორტეზომიბის T ½ განაწილების მოცულობა საწყის ფაზაში მერყეობს 5-15 საათის ფარგლებში. ბორტზომიბის ბიოშეღწევადობას გააჩნია დოზაზე დამოკიდებულება 1.45-2მგ/მ2 დოზების დიაპაზონში, ხოლო 1-1.3მგ/მ2 დიაპაზონში იზრდება დოზის პროპორციულად. ბორტეზომიბის მრავალჯერადი შეყვანის შემდეგ შეინიშნება მისი კლირენსის შემცირება, რაც იწვევს T ½-ს შესაბამის გაზრდას, შეყვანის ფაზაში და AUC 0-24. განმეორებით შეყვანა არ მოქმედებს ბორტეზომიბის საწყისი განაწილების კინეტიკაზე და Cmax და T ½-ის მაჩვენებელები მოცემულ ფაზაში არ იცვლებიან. მესამე დოზის შეყვანის შემდეგ მკურნალობის პირველ ციკლში ბორტეზომიბის საბოლოო ფაზაში გამოყოფის საშუალო დრო იზრდება 5.45-19.7 საათით, ხოლო AUC0-24 – 30.1 – 54 სთ/ნგ/მლ. ბორტეზომიბის კონცენტრაციების 0.01 – 1მკგ/მლ დროს პლაზმურ ცილებთნა კავშირი  შეადგენს 83.9%. ბორტეზომიბის ნაწილი, რაც უკავშირდება პლაზმურ ცილებს არ არის დამოკიდებული მის კონცენტრაციაზე. ბორტეზომიბის მეტაბოლიზმი მიმდინარეობს ძირითადად იზოფერმენტების CYP3A4 და CYP2C19 მონაწილეობით. შარდით გამოიყოფა მხოლოდ არააქტიური ნივთიერების მცირე რაოდენობა, ხოლო ნაღველსა და განავალში არ შეინიშნება უცვლელი ბორტეზომიბი.

-          ფარმაკოდინამიკა.

სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი, პროტეასომას ინჰიბიტორი.    ბორტეზომიბი - არის ძუძუმწოვრების უჯრედების 26S-პროტეასომას შექცევადი ინჰიბიტორი. 26S-პროტეასომა წარმოადგენს მსხვილ ცილოვან კომპლექსს, რომელიც შლის უბიქვიტინთან კონიუგირებულ ცილებს და გააჩნია ქიმიოტრიპსინის მსგავსი მოქმედება. უბიქვიტინი, ანუ პროტეასომული გზა დიდ როლს თამაშობს ზოგიერთი ცილების უჯრედშიდა კონცენტრაციების რეგულირებაში და ამგვარად ინარჩუნებს უჯრედშიდა ჰემოსტაზს. პროტეასომას ქიმოტრიპსინის მსგავსი მოქმეტედბის დათრგუნვა ხელს უშლის მოცემულ სელექციურ პროტეოლიზს, რამაც შესაძლებელია იმოქმედოს უჯრედში სიგნალის გადაცემის რეაქციათა კასკადებზე. ჰომეოსტაზის შენარჩუნების მექანიზმის დარღვევამ, შესაძლებელია გამოიწვიოს უჯრედის სიკვდილი.

In vivo ბორტეზომიბი იწვევდა ადამიანის სიმსივნის ბევრი ექსპერიმენტული მოდელის ზრდის შეჩერებას, მათ შორის მრავლობითი მიელომის.

გამოყენების ჩვენებები. მრავლობითი მიელომა (მეორე რიგის თერაპია).

გამოყენების წესები და დოზები.

პრეპარატის განზავება ხდება 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში (3,5მლ). ასეპტიკურრი პირობების მკაცრად დაცვით (პრეპარატი არ შეიცავს კონსერვანტებს). პრეპარატის განზავების დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ხსნარი კეთდება მომზადებისთნავე. ბორტეზომიბის განზავებული ხსნარი შეყავთ ბოლუსური ინტრავენური ინექციისსახით 3-5 წამის განმავლობაში, ცენტრალური ან პერიფერიული კატეტერის საშუალებით, რასაც უნდა მოჰყვეს ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ / მლ (0.9%) საინექციო ხსნარის გადასხმა. შემდეგი დოზის მიღებამდე უნდა გავიდეს მინიმუმ 72 საათი.

დაუშვებელია პრეპარატის შერევა ერთ შპრიცში სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

შეყვანამდე უნდა მოხდეს პრეპარატის ვიზუალური დათვალიერება მექანიკური ჩანართების და ფერის ცვლილების გამოსავლენად. ბორტეზომიბის ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე და უფერო. მექანიკური ჩანართების ან ფერის ცვლილების გამოვლენის შემთხვევაში, დაუშვებელია ხსნარის გამოყენება. მომზადებული ხსნარის შენახვის მაქსიმალური ვადაა 8 საათი.

თითოეული ფლაკონი განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის ერთი პაციენტისთვის.

პრეპაარატის გამოყენებისას უნდა მოხდეს საყოველთოდ მიღებული წესების დაცვა ციტოტოქსიურ პრეპარატებთან მიმართებაში!

საწყისი რეკომენდებული დოზა შეადგენს 1,3მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით, კვირაში ორჯერ, ორი კვირის განმავლობაში (1, 4, 8 და 11 დღეები) შემდგომი 10-დღიანი შესვენებით (12-21 დღეები). მკურნალობის ციკლი შეადგენს 21 დღეს. ბორტეზემიბის შემდეგ დოზებს შორის უნდა გავიდეს არანაკლებ 72 სთ. კლინიკური პასუხის ხარისხის შეფასება უნდა მოხდეს მკურნალობის მე-3 და მე-5 ციკლების ჩატარების შემდეგ. სრული კლინიკური პასუხის მიღწევის შემთხვევაში, რეკომენდებულია მკურნალობის 2 დამატებითი ციკლის ჩატარება. ნაწილობრივი პასუხის შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის თერაპიის გაგრძელება , მაგრამ არაუმეტეს 8 ციკლისა.

რეკომენდაციები ბორტეზემიბის დოზის კორექციის და შეყვანის რეჟიმის შესახებ.

ნებისმიერი სახის არაჰემატოლოგიური მე-3 ხარისხის ტოქსიკური ეფექტის  ან ჰემატოლოგიური მე-4 ხარისხის ტოქსიკური ეფექტის განვითარების შემთხვევაში, გარდა ნეიროპათიისა, ბორტეზემიბით მკურნალობა უნდა შეწყდეს. ტოქსიკურობის სიმპტომების გაქრობის შემდეგ პრეპარატით მკურნალობის აღდგენა შესაძლებელია 25%-ით შემცირებული დოზით (1,3მგ/მ2 დოზა მცირდება 1,0მგ/მ2-მდე); 1,0მგ/მ2 დოზა მცირდება 0,7მგ/მ2-მდე). თუ ტოქსიკურობის სიმპტომები არ ქრება, ან ისევ ვითარდება, მინიმალური დოზის დროს, უნდა მოხდეს ბორტეზემიბის მოხსნის შესაძლებლობის განხილვა, თუ მისი მიღების სარგებელი არ აჭარბებს რისკს.

ნეიროპათიური ტკივილის და/ან პერიფერული ნეიროპათიის განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის დოზა იცვლება 1-ლი ცხრილის მიხედვით. მწვავე ნეიროპათიის ისტორიის მქონე ავადმყოფების მკურნალობისთვის პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს რისკების და სარგებლის სათანადო შეფასების შემდეგ.

ცხრილი 1. დოზის ცვლილება პრეპარატის მიღებით გამოწვეული ნეიროპათიული ტკივილის და/ან პერიფერული  სენსორული ნეიროპათიის განვითარების დროს.

პერიფერული ნეიროპათიის სიმწვავე

დოზის ცვლილება და შეყვანის სიხშირე

1 ხარისხი (პარესთეზის და/ან რეფლექსების შესუსტება) უმტკივნეულოდ ან ფუნქციის დაკარგვით

არ საჭიროებს დოზის და რეჟიმის ცვლილებას

1 ხარისხი ტკივილით ან II ხარისხი (ფუნქციის დარღვევა, მაგრამ არაყოველდღიური აქტივობის დარღვევა)

დოზა მცირდება 1მგ/მ2-მდე

I ხარისხი ტკივილით ან III ხარისხი (ყოველდღიური აქტივობის დარღვევა)

უნდა შეწყდეს ბორტეზემიბის მიღება ტოქსიკური სიმტომების გაქრობამდე. შემდეგ უნდა განახლდეს მკურნალობა დოზის შემცირებით 0,7 მგ/მ2-მდე და კვირაში ერთხელ მიღებით

VI ხარისხი (მგრძნობელობის მდგრადი დაკარგვა, რაც იწვევს ფუნქციის მოშლას)

შეწყდეს ბორტეზემიბით მკურნალობა

ხანდაზმული ასაკი. დღემდე არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითბენ დოზის კორექციის აუცილებლობაზე.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები. თუმცა არ არსებობს პრეპარატით მკურნალობის გამოცდილება თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს, მაგრამ თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებისგან განსხვავებით არსებობს მონაცემები გვერდითი მოვლენების გავნვითარების მომატების შესახებ თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევის დროს. თირკმელების ფუნქციის დარღვევა არცთუ ისე იშვიათად გვხვდება მრავლობითი მიელომით დაავადებულ პაციენტებში და მსგავსი პაციენტები კრეატინინის კლირენსით ≤ 30მლ/წთ, საჭიროებენ სათანადო დაკვირვებას, დოზის კორექციის აუცილებლობის განხილვით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები.

პრეპარატის გამოყენების გამოცდილება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არ არსებობს. ღვიძლის ფუნქციის მწვავე დარღვევამ, შესაძლოა იმოქმედოს ბორტეზომიბის გამოყოფის პროცესზე და გაზარდოს პრეპარატის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების ალბათობა. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, თერაპია უნდა ჩატარდეს სიფრთხილით, შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის კორექცია.

გვერდითი მოვლენები.

გამოვლენილი გვერდითი მოვლენების კლასიფიცირება განხორციელებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გვერდითი მოვლენების ტერმინოლოგიებთან შესაბამისად. ქვემოთ ჩამოთვლილია გვერდითი მოვლენები, რომლებიც მიიჩნევა, როგორც სავარაუდოდ ან შესაძლოდ დაკავშირებულად ბორტეზემიბის გამოყენებასთან.

გვერდითი მოვლენები დაჯგუფებულია სისტემების და განვითარების სიხშირის მიხედვით.

სიხშირე განსაზღვრულია: როგორც ძალიან ხშირი >10%, ხშირი 1-10%, არახშირი 0,1-1%, იშვიათი 0,01 – 0,1%, ძალიან იშვიათი <0,01%, ერთეული შემთხვევების ჩათვლით.

სისხლის და სისხლმბადი სისტემის მხრივ

ძალიან ხშირი - თრომბოციტოპენია, ანემია, ნეიტროპენია.

ხშირი - ლეიკოპენია, ლიმფოპენია

არახშირი - ლიმფადენოპათია, ფიბრილური ნეიტროპენია, პანციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენული პურპურა.

იმუნური სისტემის ხმრივ

არახშირი - ჰიპერმგძნობელობა, იმუნოკომპლექსური შუალედური ჰიპერმგძნობელობა (რეაქციები, იმუნური კომპლექსების განვითარებასთან დაკავშირებული).

ენდოკრინული სისტემის მხრივ

არახშირი - ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევა.

ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ

ხშირი - სისხლის ლაქტატდეჰიდროგენაზას დონის მომატება.

არახშირი - ალანინამინოტრანსფერაზას დონის მომატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას დონის მომატება, სისხლში ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება, სისხლში კრეატინინის დონის მომატება, სისხლში შარდოვანას დონის მომატება, გამაგლუტამილტრანსფერაზას მომატება, სისხლში ამილაზების დონის მომატება, ბილირუბინის დონის მომატება, სისხლში ფოსფატების დონის მომატება,  ღვიძლის ფუნქციის ტესტის შედეგების გადახრა, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სისხლში ბიკარბონატების დონის შემცირება, C-რეაქტიული ცილის დონის მომატება.

მეტაბოლიზმის მხრივ

ხშირი - მადის დაკარგვა.

ხშირი - სხეულის მასის შემცირება, გაუწყლოება, ჰიპერგლიკემია, ჰიპოკალემია.

არახშირი - სხეულის მასის მომატება, ჰიპერკალემია, ჰიპერკალცემია, ჰიპერურიკემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერნატრიემია, ჰიპერკალცემია, ჰიპომაგნემია, ჰიპოფოსფატემია, ჰიპოგლიკემია, მადის მომატება, კახექსია, B12 ვიტამინის უკმარისობა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ძლიან ხშირი - გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა.

ხშირი - მადის დაქვეითება, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, თხევადი განავალი, მეტეორიზმი, მუცლის შებერვა, სლოკინი, პირში წყლულები, ფარინგოლარინგური ტკივილი, სტომატიტი, პირის სიმშრალე.

არახშირი - გაუვალობა, დისკომფორტი მუცლის არეში, ბოყინი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკის დარღვევა, პირის ღრუს ტკივილი, ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი,  ნაწლავის პერისტალტიკის ცვლილება, ჰემორაგიული დიარეა, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა,  ელენთას ტკივილი, კოლიტი, დისფაგია, ეზოფაგიტი, რეფლუქს-ეზოფაგიტი, მუცლის ტკივილი, ტკივილი და სისხლდენა ღრძილებიდან,  სისხლის ღებინება, დიაფრაგმის თიაქარი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი,  პირის ღრუს ლორწოვანი გარსის პეტექიები, რექტალური სისხლდენა, ნერწყვის ჰიპერსეკრეცია, ენაზე ნადები, ენის ფერის ცვლილება, ენტერიტი, ნაწლავური გაუვალობა, მწვავე პანკრეატიტი (იხ. იხილეთ "გამოყენების თავისებურებები").

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

არახშირი - ჰიპერბილირუბინემია, ჰეპატიტი, სისხლდენა ღვიძლიდან, ჰიპოპროტეინემია.

თირკმელების და საშარდე გზების მხრივ

არახშირი - თირკმელების ფუნქციის დარღვევა, დიზურია (იხ. „გამოყენების თავისებურებები“).

არახშირი - თირკმლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის კოლიკა, ჰემატურია, პროტეინურია, ხშირი შარდვა, გართულებული შარდვა, ტკივილი შარდვის დროს, თირკმლის უკმარისობა, ოლიგურია, შარდის შეკავება, ტკივილი, ენურეზი.

რეპროდუქციული სისტემის მხრივ.

არახშირი - საკვერცხეების ტკივილი, ერექციული ფუნქციის დარღვევა.

პერიფერული და ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ

ძალიან ხშირი - პერიფერული ნეიროპათია, პერიფერული სენსორული ნეიროპათია, თვის ტკივილი, პარესთეზია (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებები“)

ხშირი - თავბრუსხვევა, გემოს შეგრძნებების დარღვევა, მწვავე პერიფერული ნეიროპათია, პოლინეიროპათია, დიზესთეზია, ჰიპოესთეზია, ტრემორი .

არახშირი - კრუნჩხვები, ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა, ყურადღების გაფანტულობა, შფოთვა, მომატებული აქტივობა, ავგეზია (გემოვნების შეგრძნების დაკარგვა), ძილიანობა, შაკიკი, პერიფერული მოტორული ნეიროპათია, უნებლიე მოძრაობები, სიარულის დარღვევა, იშიაზი, კოგნიტური დარღვევები, მონონეიროპათია, პარეზები, „დაღლილი ფეხების“ სინდრომი, მეტყველების დარღვევა, თავის შიდაქალის და სუბარაქნოიდული სისლჩაქცევები, პარაპლეგია.

ფსიქიური დარღვევები

ხშირი - უძილობა, ნერვიულობა, ცნობიერების დარღვევა, დეპრესია.

არახშირი - აგზნებადობა, დელირიები, დაღლილობის შეგრძნება, ხასიათის ცვალებადობა, მენტალური მდგომარეობის ცვლილება, ძილის დარღვევა, გაღიზიანებადობა, ჰალუცინაციები, ანომალური სიზმრები.

მხედველობის ორგანოების მხრივ

ხშირი - მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, თვალების ტკვილი.

არახშირი - თვალის სიმშრალე, კონიუნქტივიტი, თვალიდან გამონადენი, მხედველობითი აღქმის დარღვევა, სისხლდენა თვალებიდან, ფოტოფობია, აგზნებადობა, ცრემლდენა, კონიუნქტივური ჰიპერემია, თვალების შეშუპება.

სმენის ორგანოების და ვესტიბულარული აპარატის მხრივ

ხშირი - თავბრუსხვევა (ვერტიგო);

არახშირი - ტინიტუსი, სიყრუე, ჰიპოკაუზია, სმენის დასუსტება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

ხშირი - ორთოსტაზური ჰიპოტენზია, არტერიული წნევის შემცირება, ჰემატომა, ფლებიტი, არტერიული ჰიპერტენზია.

არახშირი - გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის უკმარისობა, ფილტვების მწვავე შეშუპება, გულის გაჩერება, კარდიოგენური შოკი, ტაქიკარდია, სინუსური ტაქიკარდია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, არითმია, წინაგულების ფიბრილაცია, აჩქარებული გულისცემა, პარკუჭოვანი ჰიპოკინეზია, სინუსური კვანძის ბლოკადა, სრული ანტრიოვენტრიკულური ბლოკადა, სტენოკარდია, არასტაბილური სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ტამპონადა (იხ. „გამოყენების თავისებურებები“). სისხლის მოწოლა, პეტექიები, ექკიმოზები, პურპურა, ცერებრული სისხლჩაქცევა, ვასკულიტები, სისხლძარღვების გაფართოება, ჭრილობებიდან სისხლდენები, ფილტვის ჰიპერტენზია, ინსულტი.

იშვიათი - მარცხენა პარკუჭის განდევნის მოცულობის შემცირება.

სასუნთქი ორგანოების, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ

ძალიან ხშირი - ქოშინი.

ხშირი - სისხლდენა ცხვირიდან, ქოშინი დატვირთვისას, ხველა, რინორეა.

არახშირი - ცხვირის დახშობა, ხიხინი, პლევრიტი, ხმის ჩახლეჩა, ტკივილი გულმკერდის არეში, ჰიპოქსია, რინიტი, ბრონქული ასთმა, ჰიპერვენტილაცია, ორთოპნოე,  ყელის შეკუმშვის შეგრძნება, რესპირატორული ალკალოზი, სუნთქვის გაჩერება, ტაქიპნოე.

კანის და მისი დანამატების მხრივ

ძალიან ხშირი - კანზე გამონაყარი.

ხშირი - კანის ქავილი, ერითემა, თვალების შეშუპება, ჭინჭრის ციება, ოფლიანობის მომატება, კანის სიმშრალე, ეგზემა.

არახშირი - ღამის ოფლიანობა, ერითემური გამონაყარი, ალოპეცია, გენერალიზებული ქავილი, ლაქოვანი გამონაყარი, პაპულური გამონაყარი, კანზე კვანძები, გენერალიზებული გამონაყარი, დერმატიტები, ქუთუთოების შეშუპება, ფრჩხილის დისპლაზია, ფსორიაზი, სისხლძარღვთა დაზიანება, სახის შეშუპება, ნაწოლები, იქტიოზი.

ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ

ძალიან ხშირი - მიალგია.

ხშირი - კიდურების ტკივილი, ართრალგია, კუნთების სპაზმები, ძვლების ტკვილი, პერიფერული შეშუპება, კუნთების სისუსტე, ხერხემლის ტკივილი, ძვალ-კუნთების ტკივილი.

არახშირი - სახსრების შებოჭილობა,  დუნდულოების ტკივილი,  შეშუპება სახსრებში, კუნთების სპაზმი, სიმძიმის შეგრძნება კუნთებში, კუნთების შებოჭილობა, ყბის შეშუპება და ტკივილი .

ინფექციები და ინვაზიური გართულებები

ხშირი - Herpes zoster, Herpes simplex, პნევმონია, ბრონქიტი, სინუსიტი, ნაზოფარინგიტი.

არახშირი - კანდიდოზური ინფექციები, გასტროენტერიტი, ინფექციის ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, გრიპი, სოკოვანი ინფექცია, სეფსისი, საშარდე გზების ინფექცია, კათეტერთან დაკავშირებული ინფექციები, Haemophilus-ით გამოწვეული ინფექციები, პნევმოკოკური პნევმონია, პოსტ-ჰერპესული ნევრალგია, ბაქტერიემია, ბლეფარიტი, ბრონქოპნევმონია, ციტომეგალოვირუსული ინფექცია, ინფექციური მონონუკლეოზი, ჩუტყვავილა, პირის ღრუს კანდიდოზი, პლევრის ინფექციები.

ზოგადი გართულებები

ძალიან ხშირი - სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მომატება.

ხშირი - მომატებული დაღლილობა, შემცივნება, სისუსტე, გრიპის მსგავსი მდგომარეობა, შეშუპება, კიდურების შეშუპება და ტკივილი, მოთენთილობა, გულმკერდის ტკივილი, ასთენია.

არახშირი - ლორწოვანი გარსების ანთება, სიცივის შეგრძნება, გულმკერდში შებოჭილობა, პოსტ-ინფექციური ფლებიტი, ლორწოვანი გარსების სისხლდენა, პოსტ-ინფექციური ერითემა, ნევრალგია, სისხლჩაქცევა, ანთება, დისკომფორტი გულმკერდის არეში, გულმკერდის შებოჭილობა, სიმსივნის ლიზისის სინდრომი (იხ. „გამოყენების თავისებურებები“).

პროცედურული გართულებები

არახშირი - გართულებები, რომლებიც დაკავშირებულია კათეტერის დადგმასთან: პროცედურის შემდგომი ტკივილი, სისხლდენა, პრეპარატით ქიმიური დამწვრობა.

უკუჩვენებები.

ორსულობა. ლაქტაცია , ბავშვთა ასაკი, ბორტეზომიბის, ბორის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, თირკმლის უკმარისობა.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების მიღებისას, ადგილი ჰქონდა ჰიპოგლიკემიის და ჰიპერგლიკემიის შემთხვევებს. მიუხედავად იმისა, რომ ბორტეზომიბის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს, პაციენტებზე უნდა მოხდეს სათანადო დაკვირვება CYP3A4 (კეტოკონაზოლი, რიტონავირი) და CYP2C19 (ფლუოქსეტინი) აქტიურ ინჰიბიტორებთან ან CYP3A4 (რიფამპიცინი) ინდუქტორებთან ერთად გამოყენებისას. სიფრთხილით უნდა მოხდეს იზოფერმენტ CYP3A4 და CYP2C19 სუბსტრატებთან ერთად გამოყენებისას.

განსაკუთრებული გაფრთხილებები:

სიფრთხილით უნდა მოხდეს გამოყენება ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის მწვავე დარღვევების დროს, ანამნეზში გულყრების არსებობისას, დიაბეტური ნეიროპათიის დროს, პაციენტებში ჰიპოტენზიური პრეპარატების მიღებისას, ასევე გაუწყლოების შემთხვევაში დიარეის ან ღებინების ფონზე. ორთოსტატული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, რეკომენდებულია ჰიდრატაცია, გლუკოკორტიკოსტეროიდების და/ან სიმპათომიმეტური საშუალებების შეყვანა. აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების დოზების შემცირება. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის დანიშვნა პაციენტებში კრუნჩხვების განვითარების რისკის დროს. თერაპიის თითოეული ციკლის დასაწყისში და მიმდინარეობისას, აუცილებელია სისხლის სრული ანალიზის ჩატარება ლეიკოციტური ფორმულის და თრომბოციტების შემცველობის შემოწმებით. თრომბოციტების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში <25000/მკლ-მდე თერაპია უნდა შეწყდეს. თრომბოციტების რაოდენობის აღდგენის შემთვევაში, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს შემცირებული დოზებით თერაპიის სარგებლის და რისკების შეფასების გზით. ჰემატოლოგიური ტოქსიურობის მკურნალობისთვის შესაძლებელია კოლონია-მასტიმულირებელი ფაქტორების გამოყენება, თრომბოციტული და ერითროციტური მასების გადასხმა. გულისრევის და ღებინების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება. დიარეას განვითარების შემთხვევაში, გამოიყენება დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები. გაუყწლოების თავიდან ასაცილებლად და სამკურნალოდ, აუცილებელია რეჰიდრატაციული თერაპიის დანიშვნა და წყალ-ელექტროლიტების ბალანსის შენარჩუნება. ყაბზობის დროს ნაწლავის გაუვალობის შემთხვევაში, საჭროა დინამიკური დაკვირვება პაციენტზე. ნეიროპათიის განვითრებისას, ტარდება შემანარჩუნებელი თერაპია. პერიფერული ნეიროპათიის განვითარების სიხშირე  მიიღწევა მკურნალობის მაქსიმუმ მე-5 ციკლში . პერიფერიული ნეიროპათიის ახალი სიმპტომების განვითარების ან ძველი სიმპტომების გამწვავებისას, საჭიროა ბორტეზომიბის დოზის შემცირება და  შეყვანის რეჟიმის ცვლილება. გულის უკმარისობის სიმპტომების განვითარებამ,  შესაძლებელია გამოიწვიოს სითხის შეკავება. სისმსივნის ლიზისთან დაკავშირებული ჰიპერურიკემიის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით, თერაპიის დროს საჭიროა სისხლის შრატში კრეატინინის და შარდმჟავას დონეების განსაზღვრა. ჰიპერურიკემიის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება, აუცილებლობის შემთხვევაში ინიშნება ალოპურინოლი და შარდის ტუტოვანება. ბორტეზომიბით თერაპიისას ამილოიდოზით დაავადებულ პაციენტებში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რადგან უცნობია პროტეასომის აქტივობის დათრგუნვის გავლენა დაავადების დროს, რომელთაც თან ახლავს ცილების რაოდენობის მომატება. პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების მიღებისას უნდა მოხდეს სისლხში გლუკოზის დონის შემოწმება და აუცილებლობის შემთხვევაში  უნდა მოხდეს ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზების კორექცია. ბორტეზომიბის მოხმარებისას უნდა მოხდეს საყოველთაოდ მიღებული წესების დაცვა ციტოტოქსიურ პრეპარატებთან მიმართებაში.

პედიატრია.

ბორტეზემიბის ბავშვებში და მოზარდებში გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. ამიტომ, რეკომენდებული არ არის  პრეპარატის გამოყენება მოცემულ ასაკობრივ ჯგიფში სათანადო ცნობების მიღებამდე.

ორსულობა და ლაქტაცია.

ორსულებში ბორტეზომიბით მკურნალობის შესახებ კლინიკური მონაცემები არ არსებობს. ბორტეზომიბის ტერატოგენური თვისებები ბოლომდე არ გამოკვლეულა. წინკლინიკურ კვლევებში არ გამოვლენილა ზემოქმედება ვირთაგვების და ბოცვრების ემბრიონურ განვითარებაზე მაქსიმალური ასატანი დოზების გამოყენებისას. პრე- და პოსტნატალური განვითარების კვლევები ცხოველებში არ ჩატარებულა. ერთ-ერთი პარტნიორის მკურნალობის პერიოდში, შემდგომი 3 თვის განმავლობაში რეკომენდებულია საიმედო კონტრაცეფციული მეთოდების გამოყენება. ყოველ შემთვევაში, ბორტეზემიბის ორსულობის დროს გამოყენებისას ან ორსულობის დადგენისას გამოყენების შემთვევაში, პაციენტები ინფორმირებულები უნდა იყვნენ ნაყოფზე მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

უცნობია, გადადის თუ არა ბორტეზომიბი დედის რძეში, მაგრამ მწვავე გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში ბავშვებში, არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვება მკურნალობის დროს.

სამკურნალო საშუალების  ზემოქმედება ავტოტრანსპორტის ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე.

პრეპარატის ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა მომატებული დაღლილობა, თავბრუსხვევა, ორთოსტაზული ჰიპოტენზია და მხედველობის დარღვევა, შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ავტოტრანსპორტის ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს. ამის გამო, რეკომენდებულია ავტოტრანსპორტის ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვისგან თავის შეკავება.

ჭარბი დოზირება.

ცნობილია ბორტეზომიბის ჭარბი დოზირების ერთი შემთხვევა (რეკომენდებული დოზის ორჯერ მომატების დროს) სეფსისით დაავადებულ პაციენტებში. ჭარბ დოზირებას თან ახლდა არტერიული წნევის მწვავე შემცირება და სხეულის ტემპერატურის დარღვევა.

მკურნალობა. ჭარბი დოზირების შემთვევაში, რეკომენდებულია ჰემოდინამიკის და სხეულის ტემპერატურის მაჩვენებლების სათანადო კონტროლი და სხვა აუცილებელი ზომების მიღება. უცნობია სპეციფიური ანტიდოტი.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა.

1 ფლაკონი ფხვნილით მოთავსებულია მუყაოს შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე..

მომზადებული ხსნარი ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე არაუმეტეს 8 საათისა.

ვარგისობის ვადა.

2 წელი.

დაუშვებელია პრეპარტის გამოყენება კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები.

რეცეპტით

მწარმოებელი: NV REMEDIES PVT Ltd, indoeTi

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

სს „ჰუმანითი ჯორჯია“, საქართველო