გლიოცეტამი - ჰუმანითი

სავაჭრო დასახელება

გლიოცეტამი-ჰუმანითი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ალფა გლიცერილფოსფორილქოლინი და პირაცეტამი

სამკურნალწამლო ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტის შემადგენლობა:

ალფა გლიცერილფოსფორილქოლინი …………..250 მგ

პირაცეტამი                    ……………………………..….800 მგ

აღწერილობა

ღია ვარდისფერიდან მოწითალო შეფერილობამდე, კაფსულის ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

თავის ტვინის მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი საშუალებები;  ნოოტროპული პრეპარატები


ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

ალფა გფქ(Alpha GPC)

ალფა-გფქ წარმოადგენს შუამავალს ლეციტინის მეტაბოლიზმში და, შესაბამისად, მისი მეტაბოლიზმისა და აბსორბციისთვის რამდენიმე იგივე ფერმენტს იყენებს. ლეციტინის მეტაბოლიზმი ხდება მაშინ, როდესაც ლიზოლეციტინი (რომელიც მიიღება ლეციტინის მეტაბოლიზმის შედეგად კუჭქვეშა ჯირკვლის ფოსფოლიპაზას მეშვეობით) ექვემდებარება ფოსფოლიპაზა „ბ“-ს ზემოქმედებას, რის შედეგად იქმნება გლიცეროფოსფორილქოლინი (სინონიმი: ალფა-გფქ), რომელიც შემდეგ იოლად ექვემდებარება ჰიდროლიზს ნაწლავების ლორწოვანი გარსის უჯრედებში და ქმნის თავისუფალ ქოლინს (დანამატები/ქოლინი) და გლიცეროფოსფატს (გლიცერილფოსფორილქოლინის დიესთერაზას მეშვეობით); ეს საფეხური შეიძლება არ განხორციელდეს, თუ ლეციტინზე ფოსფოლიპაზა „დ“ ახდენს ზემოქმედებას ტვინში, რომელიც ლეციტინს პირდაპირ გლიცეროფოსფატად და ქოლინად გარდაქმნის. ალფა-გფქ, ასევე, შეიძლება წარმოიქმნას სუბპროდუქტის სახით, როდესაც ლიზოლეციტინის ორი მოლეკულა განიცდის რეკონფიგურაციას ლეციტინის მოლეკულად (აცეტილაციის მეშვებობით, რომელიც აქტიურდება ლიზოლეციტინის მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში).

ალგფა-გფქ-ის პერორალურად მიღებისას იზრდება პლაზმაში ქოლინის კონცენტრაციები, როგორც ერთ-ერთი კვლევის შედეგებიდან ჩანს, პლაზმაში ქოლინის კონცენტრაცია იზრდება, 1,000 მგ ალფა-გფქ-ის მიღებისას ჯანმრთელ ახალგაზრდა მამაკაცებში, 8.1+/-1.4μმოლ/ლ-დან 12.1+/-1.9μმოლ/ლ-მდე (49% 60 წუთში) და 11.4+/-1.7μმოლ/ლ-მდე (41% 120 წუთში). ფოსფოქოლინის (200-300 ნმოლ/გ) და გლიცეროფოსფოქოლინის (500-600 ნმოლ/გ) კონცენტრაციები ნერვულ ქსოვილში შედარებით მაღალია, ვიდრე თავისუფალი ქოლინის ან აცეტილქოლინის კონცენტრაციები (ერთად < 30 ნმოლ/გ). თავისუფალი ქოლინის და აცეტილქოლინის კონცენტრაციები შედარებით დაბალია ნერვულ ქსოვილში, ხოლო ქოლინის შენახვის ფორმების კონცენტრაციები (ფოსფოქოლინი და ალფა-გფქ) კი შედარებით მაღალია.

აღინიშნა, რომ ტვინში აღმოჩენილი გლიცეროფოსფოქოლინის კონცენტრაციები უტოლდება ან ოდნავ ნაკლებია მის კონცენტრაციებზე სისხლში, რაც მიუთითებს მის იოლ შეღწევადობაზე ჰემატოენცეფალურ ბარიერში. როგორც აღინიშნა, ვირთაგვებში ალფა-გფქ ტვინის ფოსფოლიპიდებში ერთიანდება მიღებიდან 24 საათში და მისი კონცენტრაციები ტვინში იზრდება პერორალურად მიღებისას ან ინტრავენური ინექციების შემდეგ. თუმცა, მინიმუმ ერთ კვლევაში (რადიოაქტიური იზოტოპით მარკირებული ქოლინი ალფა-გფქ-დან) აღმოჩნდა, რომ ამოკვეთილი ნეირონული ქსოვილის უნარმა, გამოყოს აცეტილქოლინი სტიმულაციის პასუხად, მაქსიმუმს მიაღწია მაშინ, როდესაც ქსოვილი ამოკვეთილი იქნა პერორალური მიღებიდან 1-3 საათის განმავლობაში და არ განსხვავდებოდა 8 საათის შემდეგ ჩატარებული კონტროლის მაჩვენებლებისგან. 24 საათის შემდეგ გაზომვისას კვლავ აღინიშნა აცეტილქოლინად სინთეზირებული რადიოაქტიური იზოტოპით მარკირებული ქოლინის გარკვეული ოდენობა. მან შეიძლება ტვინში შეაღწიოს პერორალური მიღებისას და მაშინ, როდესაც ერთჯერადი მაღალი დოზა მუდმივ ზემოქმედებას ახდენს ტვინზე 24 საათის შემდეგ, ფარდობითი პიკი შეიძლება მიღწეული იქნას პერორალური მიღებიდან 1-3 საათში.

პირაცეტამი

პირაცეტამი სწრაფად და თითქმის სრულად შეიწოვება. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციები აღინიშნება მიღებიდან 1.5 საათში. ორალური მიღების შემდეგ ბიოშეღწევადობის ხარისხი, რომელიც ფასდება მრუდქვეშა ფართობის (AUC) მიხედვით, კაფსულებისთვის, ტაბლეტებისთვის და ხსნარებისთვის უახლოვდება 100%-ს. მაქსიმალური კონცენტრაციები და AUC მიღებული დოზის პროპორციულია. პირაცეტამის განაწილების მოცულობა 0.7 ლ/კგ, ხოლო პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 5.0 საათს ახალგაზრდა მამაკაცებში. პირაცეტამი კვეთს ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერს და დიფუნდირებს ჰემოდიალიზის დროს გამოყენებულ მემბრანებში. დღემდე არ აღმოჩენილა პირაცეტამის არცერთი მეტაბოლიტი. პირაცეტამი თითქმის სრულად გამოიყოფა შარდში. შარდში გამოყოფილი დოზის ნაწილი არ არის დამოკიდებული მიღებულ დოზაზე. ექსკრეციის ნახევარგამოყოფის პერიოდის სიდიდეები შეესაბამება იმ სიდიდეებს, რომლებიც გამოითვლება პლაზმა / სისხლის მონაცემებიდან. ნაერთის კლირენსი დამოკიდებულია თორკმლის კრეატინინის კლირენსზე და, როგორც მოსალოდნელია, შემცირდება თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში.

 

ფარმაკოდინამიკა

ალფა გფქ

ალფა გფქ (L-ალფაგლიცეროფოსფატიდილქოლინი, ასევე,  ცნობილია, როგორც ქოლინის ალფოსცერატი) წარმოადგენს ფოსფოლიპიდის მეტაბოლიტს, რომელიც კონცენტრირებულია ნეირონულ მემბრანებში. წარმოიქმნება რა ლეციტინისგან, ალფა გფქ-ს აბსორბციის ხარისხი უაღრესად მაღალია. აბსორბციის შემდეგ ის ჰემატოენცეფალურ ბარიერს კვეთს. ტვინში ალფა გფქ ხელს უწყობს ტვინის ფუნქციებს და სწავლის პროცესებს, ზრდის აცეტილქოლინის სინთეზს და სეკრეციას. ალფა გფქ ხელს უწყობს ნეირონების სიჯანსაღეს და აუმჯობესებს სიგნალების გადაცემას, ასრულებს მემბრანული ფოსფოლიპიდების პრეკურსორის ფუნქციას.

ამ დანამატის მეშვეობით არსებული ქოლინის რაოდენობა იზრდება, რომელიც შემდეგ ბუნებრივად გადაიქმნება აცეტილქოლინად და ასევე ზემოქმედებს ამ უკანასკნელის წარმოქმნაზე. ეს არის თავის ტვინის ძლიერმომქმედი ქიმიური ნივთიერება, რომელიც, როგორც ბევრჯერ იქნა დადასტურებული, ზემოქმედებს თავის ტვინის რიგ კოგნიტიურ პროცესებზე, რაც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ალფა გფქ ითვლება ნოოტროპულ საშუალებად.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანთა უმრავლესობა არ იღებს ქოლინს საკმარისი ოდენობით საკვებთან ერთად, ბუნებრივი გზით. არსებითად, ეს დანამატი ხელს უწყობს ორგანიზმის ნორმალურ ფიზიკურ პროცესებს უაღრესად სუფთა და მაღალეფექტური ქოლინის აცეტილქოლინად გარდაქმნის პროცესის მეშვეობით. ალფა გფქ-ს მეშვეობით ხდება ქოლინის მიწოდება და დაშლა, რის შედეგადაც, სუბპროდუქტის სახით, აცეტილქოლინი წარმოიქმნება. არსებობს ქოლინის მიღების სხვა წყაროებიც, რომელთა მეშვეობით იგივე შედეგები მიიღება, მიუხედავად იმისა, რომ აცეტილქოლინის წარმოქმნაში მედიატორის სახით მოქმედებენ. 

ერთ-ერთ კვლევაში აღინიშნა, რომ ალფა გფქ-ის განმეორებითი და არა ერთჯერადი ინექცია იწვევდა ნეირონებში ინოზიტოლის ფოსფატის შედარებით დიდი ოდენობით დაგროვებას.  დაგროვებას არ აფერხებდა ატროპინი (მუსკარინის ქოლინერგიული რეცეპტორების ანტაგონისტი), რის მიზეზას ჰიპოთეტურად ჩაითვალა ფოსფოლიპიდების სინთეზის ზრდა. ამ მიმართულების თანახმად, ალფა გფქ აძლიერებდა კალციუმის გამოყოფას ჰიპოკამპუსში, რაც კალიუმით იყო გამოწვეული და ინოზიტოლის ფოსფატის რეცეპტორებით განპირობებულ წარმოქმნას, რაც ანალოგიურია იმ მოვლენისა, რომელიც ურიდინის (დანამატები/ურიდინი, რომელიც, როგორც ითვლება, მოქმედებს დამხმარე ფოსფოლიპიდების მეშვეობით) შემთხვევაში აღინიშნა.

აღინიშნა, რომ ალფა-გფქ (150 მგ/კგ) ზრდის დოფამინის კონცენტრაციებს ვირთაგვების თავის ტვინის ფრონტალურ ქერქში და ნათხემში პერორალურად მიღების შემდეგ, რაც არ აღნიშნულა CDP-ქოლინიდან (დანამატები/CDP-ქოლინი) ქოლინის იგივე დოზის მიღებისას და აღინიშნა დოპამინის მეტაბოლიტის DOPAC ზრდა სტრიატუმში. ასევე, აღინიშნა, რომ ალფა-გფქ აძლიერებდა კალიუმით განპირობებული დოპამინის გამოყოფას ნეირონებიდან, რაც, როგორც ითვლება, გამოწვეულია ინტერაქციით უჯრედულ მემბრანაში. როგორც ალფა-გფქ (150 მგ/კგ), ისე CDP-ქოლინი, ზრდის დოპამინის გადამტანს თავის ტვინის ამ რეგიონებში. შეზღუდული მტკიცებულებები გვაფიქრებინებს, რომ ალფა გფქ-ის პერორალურად მიღება შეიძლება იყოს დოპამინერგიული, როგორც ნეირონული მოქმედების დროს დოპამინის გამოყოფის გაზრდის, ისე, შესაძლოა, რეცეპტორების ექსპრესიის სტიმულირების მეშვეობით.

აღინიშნა, რომ ალფა-გფქ (150 მგ/კგ) ზრდის სეროტონინის კონცენტრაციებს ვირთხების თავის ტვინის ფრონტალურ ქერქში და ნათხემში პერორალურად მიღების შემდეგ, რაც არ აღნიშნულა CDP-ქოლინიდან (დანამატები/CDP-ქოლინი) ქოლინის იგივე დოზის მიღებისას.  აღინიშნა, რომ ალფა-გფქ (150 მგ/კგ) ზრდის სეროტონინის კონცენტრაციებს ვირთხების თავის ტვინის ფრონტალურ ქერქში და ნათხემში პერორალურად მიღების შემდეგ, რაც არ აღნიშნულა CDP-ქოლინიდან (დანამატები/CDP-ქოლინი) ქოლინის იგივე დოზის მიღებისას.

ვირთაგვებში 300-600 მგ/კგ ალფა-გფქ-ის პერორალურად მიღებისას არ აღინიშნა მის მიერ თავის ტვინში აცეტილქოლინის კონცენტრაციების არსებითად შეცვლა (საკონტროლო ჯგუფთან შედარებით), თუმცა, აცეტილქოლინის კონცენტრაციების შემცირება, რაც აღინიშნა სკოპოლამინის მიღების შემთხვევაში, ნაწილობრივ რევერსირებულია. სხვა კვლევაში აცეტილქოლინის კონცენტრაციების ზრდა აღინიშნა მხოლოდ თავის ტვინის ფრონტალურ ქერქში, ნათხემსა და სტრატიუმში მისი კონცენტრაციების მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე. სტრატიუმსა და ქერქში აცეტილქოლინის ვეზიკულარულ გადამტანში ცილების შემცველობა იზრდება და მაშინ, როდესაც ეს ვრცელდება როგორც CDP-ქოლინზე (დანამატები/CDP-ქოლინი), ისე ალფა-გფქ-ზე, გადამტანში ასეთი ზრდა ალფა-გფქ-ის შემთხვევაში ვრცელდება თავის ტვინის ყველა ტესტირებულ რეგიონზე. ეს გულისხმობს გლიცეროფოსფატის ნაწილს, რამდენადაც დოზები (325 მგ/კგ CDP-ქოლინი და 100 მგ/კგ ალფა-გფქ) შესაბამისობაში იქნა მოყვანილი ქოლინის შემცველობის გათვალისწინებით. მას პოტენციურად შეუძლია თავის ტვინში აცეტილქოლინის კონცენტრაციების გაზრდა, თუმცა, ეს შეიძლება ლოკალიზებული იყოს მხოლოდ ფრონტალურ ქერქში. ის შედარებით მეტად საიმედოა აცეტილქოლინის კონცენტრაციების შენარჩუნებაში სტრეს-ფაქტორების (როგორიცაა ანტიქოლინერგიული ნივთიერებები) შემთხვევაში და ალფა-გფქ, ასევე, ითვლება, რომ ზრდის აცეტილქოლინის ვეზიკულური გადამტანის ექსპრესიას.

აღინიშნა, რომ ალფა-გფქ-ის მიერ თავის ტვინში ქოლინერგიული მოქმედების გაზრდის უნარის გამო აცეტილქოლინის ნიკოტინური რეცეპტორების გააქტიურებამ (და შემდეგ  PI3K გააქტიურებამ) შეიძლება გააძლიეროს დაცვა გლუტამატით განპირობებული ნეიროტოქსიკურობისგან.

პირაცეტამი

პირაცეტამის, ისევე, როგორც ზოგადად რაცეტამების, მოქმედების მექანიზმი, სრულყოფილად არ არის შესწავლილი. წამალი ზემოქმედებს ნეირონულ და სისხლძარღვოვან ფუნქციაზე ისე, რომ არ მოქმედებს, როგორც სედაციური საშუალება თუ სტიმულატორი. პირაცეტამი წარმოადგენს AMPA რეცეპტორის პოზიტიურ ალოსტერიულ მოდულატორს. ივარაუდება, რომ პირაცეტამი მოქმედებს იონურ არხებზე ან იონების გადამტანებზე, რაც, შესაბამისად, იწვევს ნეირონების აგზნებადობის ზრდას. პირაცეტამი არ მოქმედებს ტვინის GABA მეტაბოლოზმზე და GABA რეცეპტორებზე. პირაცეტამი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ჟანგბადის შთანთქმას თვის ტვინის ნაწილებში, მაგრამ, ეს შეიძლება წარმოადგენდეს თავის ტვინის გაზრდილი აქტიურობის გვერდით მოვლენას და არა წამლის ზემოქმედებით, თუ მისი მოქმედების მექანიზმით გამოწვეულ შედეგს.                                                                                                                                     

პირაცეტამი აუმჯობესებს აცეტილქოლინის ნეიროგადამცემის ფუნქციას მუსკარინის ქოლინერგული (ACh) რეცეპტორების მეშვეობით, რომლებიც მეხსიერების პროცესებში მონაწილეობენ. გარდა ამისა, პირაცეტამმა შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს NMDA გლუტამატის რეცეპტორებზე, რომლებიც მონაწილეობენ სწავლის და მეხსიერების პროცესებში. ითვლება, რომ პირაცეტამი ზრდის უჯრედების მემბრანების შეღწევადობას. პირაცეტამი შეიძლება გლობალურ ზეგავლენას ახდენს ტვინის ნეიროტრანსმისიაზე იონური არხების მოდულაციის შედეგად (ე.ი. Na+, K+). აღინიშნა, რომ პირაცეტამი ზრდის ჟანგბადის მოხმარებას ტვინში, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ATP მეტაბოლიზმთან და ზრდის ადენილატკინაზას მოქმედებას ვირთხების თავის ტვინში. პირაცეტამი, როდესაც თავის ტვინში ხვდება, როგორც ჩანს, ზრდის  b5 ციტოქრომის სინთეზს, რომელიც წარმოადგენს მიტოქონდრიებში ელექტრონების ტრანსპორტის მექანიზმის ნაწილს.  მაგრამ, თავის ტვინში, ის, ასევე, ზრდის კრებსის ციკლის რამდენიმე შუამავლის მიტოქონდრიების შეღწევადობას.

პირაცეტამი ალფა გფქ-ის სინერგიული მოქმედება

ორივე დანამატი, ცალ-ცალკე, საკმაოდ სუსტ მოქმედებას ახდენს უმნიშვნელოდ შესამჩნევი შედეგებითა და დადებითი ეფექტით. მეორეს მხრივ, კომბინირებულად და ერთად მიღებისას, ორივე უფრო ეფექტური ხდება. ალფა-გფქ უზრუნველყოფს ამ უმთავრესი ნეიროტრანსმიტერის ისეთ ოდენობას, რომელიც საკმარისია პირაცეტამის მიერ შექმნილი გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ალფა გფქ უზრუნველყოფს თქვენს ორგანიზმში ქოლინის ადექვატურ მარაგს. ეს კი იწვევს ტვინში აცეტილქოლინის ეფექტურ გარდაქმნას და წარმოქმნას. ეს ნიშნავს, რომ როდესაც პირაცეტამი ორგანიზმში ხვდება და აცეტილქოლინის რეცეპტორების უბნებს უკავშირდება, მისი მოქმედება  უფრო მეტად იფრქვევა. შედეგად, აცეტილქოლინი სისტემაში უფრო ხანგრძლივად რჩება და კიდევ უფრო მაღალაგზნებადი ხდება.

 

ჩვენებები

შეიძლება მიღებული იქნას დამატების სახით შემდეგი პათოლოგიების დროს:

  • იშემიური ინსულტის შემდგომი მკურნალობა და მართვა
  • სისხლძარღვოვანი დემენციის მკურნალობა
  • ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობა
  • თავის ტვინის პოსტ-ტრავმული დაზიანების მართვა

პირაცეტამის ფარმაკოლოგიური მოქმედება:

  • მეხსიერების და სწავლის პროცესის გაუმჯობესება
  • დამახსოვრების უნარის გაუმჯობესება
  • გახსენების უნარის გაუმჯობესება
  • ყურადღების მოცულობის, ფოკუსირების და კონცენტრაციის გაუმჯობესება
  • ამცირებს შფოთვას, სტრესს და ნერვული სისტემის აგზნებადობას
  • ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში

ალფა გლიცერილფოსფორილქოლინის ფარმაკოლოგიური მოქმედება:

  • ზრდის თავის ტვინში აცეტილქოლინის დონეს
  • მოქმედებს კოგნიტიურ ფუნქციაზე, ზრდის აზროვნების სისწრაფეს

 

დოზირება და მიღების წესი

მიიღება პერორალურად, დღეში 1-2 ტაბლეტი ან ექიმის/ნევროლოგის დანიშნულებით.

ჩვეულებრივ, მიიღება საუზმის ან სადილის დროს. ახდენს მცირედ მასტიმულირებელ მოქმედებას, ამიტომ მისი მიღება არასასურველია შუადღის შემდეგ. ალფა გფქ ქოლინის მიღება, ასევე, შესაძლებელია ვარჯიშის წინ, დანამატის სახით.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ თქვენ ხართ ორსულად, აპირებთ და ორსულებას ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი, ტაბლეტების მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თუ უკვე იღებთ ამ პრეპარატს, გამოიყენეთ კონტრაცეფცია ორსულობის პრევენციისთვის. თუ ტაბლეტებს უკვე იღებთ და ეჭვი გაქვთ, რომ დაორსულდით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

 

პაციენტები თირკმლის უკმარისობით

პაციენტებში, თირკმლის უკმარისობით, საჭიროა დოზის შემცირება.

 

გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქცია და სუნთქვის გართულება, შეშუპება, სხეულის ტემპერატურის მომატება. უეცარი სისხლდენა, რომელსაც იწვევს დარღვევები პაციენტის სისხლის შედედების მექანიზმში. ჰალუცინაციები, სირთულეები წონასწორობის დაცვაში და არამდგრადობა დგომის დროს. შფოთვა და აგზნებადობა, ცნობიერების აღრევა, მოუსვენრობა, ნერვული სისტემის აგზნება, ძილიანობა, დეპრესია, სისუსტე, თავბრუსხვევა, წონის მატება, მუცლის ტკივილი, დიარეა, ღებინების შეგრძნება ან ღებინება, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, კანის შეშუპება, განსაკუთრებით სახეზე, კანზე გამონაყარი და ქავილი.

 

უკუჩვენებები

პირაცეტამი არ უნდა დაინიშნოს თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს (თირკმლის  კრეატინინის კლირენსი 20მლ/წთ-ზე ნაკლები). ასევე, არ უნა დაინიშნოს ცერებრული სისხლჩაქცევის შემთხვევაში, როდესაც პაციენტი დაავადებულია ჰანტინგტონის ქორეით. პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს პირაცეტამის, პიროლიდონის სხვა წარმოებულების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობიარობის შემთხვევაში.

არ ინიშნება ორსულობის დროს.

 

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან                                                                                               

აუცილებელია ყურადღებით დაკვირვება, თუ პაციენტი იღებს შემდეგ წამლებს:

ცილოსტაზოლი, კლოპიდოგრელი, დიპირიდამოლი, ეპტიფიბატიდი, პრაზუგრელი, ტიკლოპიდინი, ტიროფიბანი, ლევოთიროქსინი, ლიოთირონინი და ფარისებრი ჯირკვლის მშრალი ექსტრაქტი.

 

სპეციალური მითითებები

ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და მოდუნება. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში თავი შეიკავეთ ავტოტრანსპორტის მართვისგან ან მექანიზმებთან მუშაობისგან.

თუ დაგავიწყდათ ტაბლეტების მიღება ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის შესავსებად - მიიღეთ მხოლოდ შემდეგი დაგეგმილი დოზა.

ნუ შეწყვეტთ ტაბლეტების მიღებას ექიმთან კონსულტაციის გარეშე. წამლის მიღების მკვეთრად შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები და კონვულსიები.

თუ დამატებითი შეკითხვები გაქვთ ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით, დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ჭარბი დოზირება                                                                                                              

დოზის შემთხვევით გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს პირველადი დახმარების განყოფილებას ან თქვენს ექიმს.

 

                                                                                                                                    

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

10 ტაბლეტი ალ/პვქ ბლისტერში. 10 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში. არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. მოარიდეთ სინათლეს და ნესტს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

 

ვარგისიანობის ვადა

24 თვე

წარმოების თარიღი და ვადა იხ. შეფუთვაზე. ნუ გამოიყენებთ პროდუქტს ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. ვადის ამოწურვის თარიღის მითითებისას იგულისხმება ამ თვის ბოლო დღე.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი

გაიცემა რეცეპტით

 

მწარმოებელი

BDR PHARMACEUTICALS INTERNATIONAL PVT. LTD., ინდოეთი

 

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

სს „ჰუმანითი ჯორჯია“, საქართველო