პრესტალი- 5 – ჰუმანითი

სავაჭროდასახელება

პრესტალი- 5 – ჰუმანითი

საერთაშორისოარაპატენტირებულიდასახელება

პერინდოპრილ არგინინი

ამლოდიპინი

სამკურნალწამლოფორმა

ტაბლეტები

შემადგენლობა

ყოველი ტაბლეტი შეიცავს:

პერინდოპრილ არგინინს 5 მგ (3.395 მგ პერინდოპრილის შესაბამისი.)

ამლოდიპინის  ბესილატს ექვივალენტურს 5 მგ ამლოდიპინისა.

ფარმაკოთერაპიულიჯგუფი

რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი საშუალება.აგფ-ინჰიბიტორი და კალციუმის არხების ბლოკატორები.

ათქ კოდი: C09BB04


ფარმაკოლოგიურითვისებები

ფარმაკოკინეტიკა

პერინდოპრილი

პერინდოპრილი შიგნით მიღებისას სწრაფად შეიწოვება, მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1 საათში.

პერინდოპრილი განიცდის ინტენსიურ მეტაბოლიზმს პერორალური მიღების შემდეგ. იდენტიფიცირებულია ექვსი მეტაბოლიტი, რომლებიც წარმოიქმნებიან ჰიდროლიზის, გლუკურონიდაციის, და ციკლიზაციის შედეგად დეჰიდრატაციის დახმარებით. ძირითადი, ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტია - პერინდოპრილატი (ჰიდროლიზებული პერინდოპრილი). დანარჩენი 5 მეტაბოლიტი- არააქტიურები არიან. პერინდოპრილის ჰიდროლიზზე პასუხისმგებელი არის ღვიძლის ესთერაზა. საკვები ანელებს პერინდოპრილის გარდაქმნას პერინდოპრილატად და, შესაბამისად მოქმედებს მის ბიოშეღწევადობაზე. პრეპარატის მიღება რეკომენდებულია დილით, უზმოზე. პერინდოპრილატის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 3-4 საათში. სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 20% და დოზადამოკიდებულია. პერინდოპრილატი გამოიყოფა თირკმლებით. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 17 საათს.

ამლოდიპინი

ნელა შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 6-12 საათში პერორალური მიღებისას.ამლოდიპინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობამერყეობს 64%-სა და 90%-ს შორის. მოცირკულირე ამლოდიპინის 93% უკავშირება პლაზმის ცილებს.

ამლოდიპინი ინტენსიურად (დაახლოებით 90%) მეტაბოლიზდება ღვიძლში არაქტიურ მეტაბოლიტებად. წონასწორობის პლაზმური დონეები მიიღწევა დღეში ერთჯერადი დოზირების შემდეგ 7-18 დღეში. შეუცვლელი პრეპარატის 10% და ამლოდიპინის მეტაბოლიტების 60% გამოიყოფა შარდში. ხანდაზმულდა ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის კლირენსი მცირდება,იზრდებაAUC-ი დაახლოებით 40-60%-ით. AUC-ის მსგავსი მომატება აღინიშნება ღვიძლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ფარმაკოდინამიკა

პერინდოპრილი

პერინდოპრილი არის ფერმენტის ინჰიბიტორი, რომელიც გარდაქმნის ანგიოტენზინ I-ს ანგიოტენზინ II-ად (ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტი, აგფ). აგფ ფერმენტი, ან კინაზა, არის ეგზოპეპტიდაზა, რომელიც გარდაქმნის ანგიოტენზინ I-ს ვაზოკონსტრიქტორ ანგიოტენზინ II-ად, ისევე როგორც იწვევს ვაზოდილატატორის ბრადიკინინის დაშლას არაქტიურ ჰეპტაპეპტიდად. აგფ-ს დათრგუნვა იწვევს ანგიოტენზინ II-ის დოზის შემცირებას პლაზმაში, რასაც მოჰყვება პლაზმური რენინის აქტივობის მომატება (რენინის გამონთავისუფლების უარყოფითი უკუკავშირის ინჰიბირებით) და ალდოსტერონის სეკრეციის შემცირება. ვინაიდან აგფ ახდენს ბრადიკინინის ინაქტივაციას, აგფ-ს ინჰიბირება ასევე იწვევს მოცირკულირე და ლოკალური კალიკრეინ-კინინის სისტემის მომატებულ აქტივობას (და ასევე პროსტაგლანდინის სისტემის აქტივაციას). შესაძლებელია, რომ ეს მექანიზმი ხელს უწყობს აგფ ინჰიბიტორების ჰიპოტენზიურ მოქმედებას და ნაწილობრივ პასუხისმგებელია მათ გარკვეულ გვერდით მოვლენებზე (მაგ. ხველა).

პერინდოპრილი მოქმედებს მათი აქტიური მეტაბოლიტების, პერინდოპრილატის საშუალებით, სხვა მეტაბოლიტები აგფ აქტივობის ინჰიბირებას ინ ვიტრო არ ავლენენ.

ამლოდიპინი

თერაპიული დოზების მიღების შემდეგ პაციენტებში ჰიპერტენზიით, ამლოდიპინი წარმოქმნის ვაზოდილატაციას, რაც იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას.წნევის დაქვეითებას თან არ ახლავს გულის რითმის ან პლაზმური კატექოლამინის დონეების მნიშვნელოვანი ცვლილება. მიუხედავად იმისა, რომ ამლოდიპინის ინტრავენური შეყვანა აქვეითებს სისხლის არტერიულ წნევას და ზრდის გულის შეკუმშვათა სიხშირეს,  კვლევებმა აჩვენა, რომ ამლოდიპინის ხანგრძლივი პერორალური გამოყენება არ იწვევს გულის რითმის ან წნევის კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს სტენოკარდიის მქონე ნორმოტენზიულ პაციენტებში.

დღეში ერთჯერადი პერორალური, ხანგრძლივი გამოყენებისას, ანტიჰიპერტენზიული ეფექტურობა შენარჩუნებულია სულ მცირე 24 საათის განმავლობაში. პლაზმური კონცენტრაციები მსგავსია ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში. ამლოდიპინის ჰიპოტენზიური ეფექტი დამოკიდებულია მკურნალობამდეარსებულ წნევის მაჩვენებლებზე; ამრიგად, ზომიერი ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ჰიპოტენზიური ეფექტი 50%-ით აღემატება მსგავს ეფექტს მსუბუქი ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. ნორმოტენზიულ პირებში არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნებოდა (+1/-2mmHg).

ჩვენებები

პერინდოპრილარგინინის/ამლოდიპინის კომბინაცია გამოიყენება ესენციური ჰიპერტენზიის და/ან გულის იშემიური დაავადების (სტაბილური სტენოკარდია) მქონე პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ  პერინდოპრილით და ამლოდიპინით მკურნალობას (ორი პრეპარატით მკურნალობის ჩანაცვლება).

დოზირებადამიღებისწესი

პერორალური

მიიღება ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ. რეკომენდებულია მიღება დილით და უზმოზე.

ფიქსირებული დოზების კომბინაცია არ გამოიყენება საწყისი თერაპიისათვის. დოზირების შეცვლის საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია პრესტალ -5 - ჰუმანითი ტაბლეტების დოზის კორექცია ან ინდივიდუალური ტიტრაცია თავისუფალი კომბინაციით.

განსაკუთრებულიპოპულაციები

თირკმლის უკმარისობის მქონე და ხანდაზმული პაციენტები

პერინდოპრილის გამოყოფა მცირდება ხანდაზმულებში და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ამიტომ, ჩვეული სამედიცინო დაკვირვება მოიცავს კრეატინინისა და კალიუმის ხშირ კონტროლს. პრესტალ-5 - ჰუმანითი ტაბლეტები გამოიყენება პაციენტებში კრეატინინის კლირენსით ≥60 მლ/წთ, და არ გამოიყენება კრეატინინის კლირენსის<60 მლ/წთ შემთხვევაში. აღნიშნულ პაციენტებში რეკომენდებულია დოზის ინდივიდუალური ტიტრაცია მონო-კომპონენტებით.

ხანდაზმულ პაციენტებშიარ არის საჭირო დოზის კორექცია, თუმცა დოზის ზრდა უნდა მოხდეს სიფრთხილით. ამლოდიპინის პლაზმური კონცენტრაციების ცვლილებები არ არის კავშირში თირკმლის უკმარისობის ხარისხთან. ამლოდიპინი არ გამოიდევნება დიალიზით.

დოზირების რეკომენდაციები არ არის დადგენილი ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში; ამიტომ დოზის შერჩევისას სიფრთხილეა საჭირო. ოპტიმალური დოზის შერჩევის მიზნით რეკომენდებულია ცალკეული პრეპარატების გამოყენება. ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში პრესტალ-5 - ჰუმანითი ტაბლეტები ინიშნება მინიმალური დოზით და ხდება ნელი ტიტრაცია.

ბავშვები

პერინდოპრილ არგინინი /ამლოდიპინის ტაბლეტები არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში, ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის შესწავლილი ამ ასაკობრივ ჯგუფში.

გვერდითიმოვლენები

პერინდოპრილი

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პარესთეზიები, ვერტიგო, მხედველობის დარღვევა, ყურებში შუილი, ჰიპოტენზია, ხველა, დისპნოე, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, ფაღარათი, დისგევზია, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ქავილი, გამონაყარი, კუნთების სპაზმი და ასთენია.

ამლოდიპინი

ამლოდიპინი ზოგადად კარგად გადაიტანება. ძირითადი გვერდითი მოვლენები (შეშუპება დაწამოხურებები) ვითარდება ვაზოდილატაციის შედეგად, თუმცა ისინი მსუბუქი ან ზომიერი ხასიათისაა.

ზოგჯერ აღინიშნება თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ჰიპოტენზია, გულისრევა, მუცლის ტკივილი, პერიფერული შეშუპება, სისუსტე, გულის რითმის აჩქარება, გამონაყარი და დეპრესია.

უკუჩვენებები

•          პერინდოპრილისა/ ამლოდიპინის ტაბლეტები უკუნაჩვენებია პაციენტებში თანდაყოლილი ან იდიოპათური ანგიოედემით, პერინდოპრილის, ნებისმიერი სხვა აგფ ინჰიბიტორის, ან ამლოდიპინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით.

•          შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში არ შეიძლება ალისკირენის მიღება აგფ ინჰიბიტორებთან ერთად, პერინდოპრილისა /ამლოდიპინის ტაბლეტების ჩათვლით.

•          18 წლამდე ასაკი

•          თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <60 მლ/წთ)

•          კარდიოგენული შოკი

•          კლინიკურად მნიშვნელოვანი აორტის სტენოზი

•          არასტაბილური გულის უკმარისობა

სხვასამკურნალოსაშუალებებთანურთიერთქმედება

პერინდოპრილი

შარდმდენები: პაციენტები, რომლებიც შარდმდენებს ღებულობენ, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, პერინდოპრილის/ ამლოდიპინის ტაბლეტებით მკურნალობის დაწყების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის ძლიერი დაქვეითება.

კალიუმის დანამატები და კალიუმის დამზოგველი შარდმდენები: კალიუმის დამზოგველ შარდმდენებს (სპირონოლაქტონი, ამილორიდი, ტრიამტერენი და სხვ) ან კალიუმის დანამატებს, ან სხვა პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლიათ შრატის კალიუმის მომატება (ინდომეტაცინი, ჰეპარინი, ციკლოსპორინი და სხვ.) შეუძლიათ ჰიპერკალიემიის რისკის გაზრდა.იმ შემთხვევაში, თუ ნაჩვენებია აღნიშნული პრეპარატების კომბინაცია, აუცილებელია პაციენტის შრატის კალიუმის ხშირი მონიტორინგი.

ლითიუმი: პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აგფ ინჰიბიტორებითა და ლითიუმით, აღინიშნებოდა შრატში ლითიუმის მომატებული დონე და ლითიუმის ტოქსიურობის სიმპტომები.

ოქრო:  პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აგფ ინჰიბიტორებითა და საინექციო ოქროთი (ნატრიუმის აუროთიომალატი) იშვიათად აღინიშნებოდა ნიტრიტოიდული რეაქციები (სახის წამოხურება, გულისრევა, ღებინება და ჰიპოტენზია).

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სელექციური ციკლოოქსიგენაზა-2 ინჰიბიტორების (ცოგ-2 ინჰიბიტორების) ჩათვლით: ხანდაზმულ და სითხის შემცირებული მოცულობის (შარდმდენებით მკურნალობის ფონზე) ან თირკმლის ფუნქციის დარღვევებისმქონე პაციენტებში, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის გაუარესება, თირკმლის მწვავე უკმარისობის შესაძლო განვითარებით.

რენინ-ანგიოტენზინისსისტემისორმაგიბლოკადა: ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორების, აგფ ინჰიბიტორებისდა ალისკირენის კომბინაციის გამოყენებისასშესაძლებელია განვითარდეს ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემიადა თირკმლის ფუნქციის ცვლილებები (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით).

ამლოდიპინი

სიმვასტატინი: 10 მგ ამლოდიპინის მრავალჯერადი დოზების გამოყენება 80 მგ სიმვასტატინთან ერთად იწვევდა სიმვასტატინის ექსპოზიციის მომატებას 77%-ით სიმვასტატინის მონოთერაპიასთან შედარებით. ამ დროს უნდა მოხდეს სიმვასტატინის დოზის შემცირება დღეში 20 მგ-მდე.

ციკლოსპორინი: პაციენტებში  თირკმლის გადანერგვით, პროსპექტულმა კვლევამ აჩვენა ციკლოსპორინის დონის 40%-ით მომატება ამლოდიპინთან თანმხლები მკურნალობის დროს. რეკომენდებულია სისხლშიციკლოსპორინის დონის ხშირი მონიტორინგი.

CYP3A ინჰიბიტორები: CYP3A ინჰიბიტორის დილთიაზემის თანმხლები გამოყენება ზრდის ამლოდიპინის ექსპოზიციას 60%-ით. თანმხლებად გამოყენებული ერითრომიცინი, ასევე ზომიერი CYP3A ინჰიბიტორი, ამლოდიპინის ექსპოზიციაზე ზეგავლენას არ ახდენს.ძლიერმა CYP3A ინჰიბიტორებმა (მაგ. იტრაკონაზოლი) შეიძლება მნიშვნელოვანად გაზარდონ CYP3A სუბსტრატის, ამლოდიპინის პლაზმური კონცენტრაციები.ამლოდიპინის კომბინირებისას ზომიერ და ძლიერ CYP3A ინჰიბიტორთან, დოზის კორექციის საჭიროების დასადგენად, აუცილებელია ჰიპოტენზიისა და შეშუპების სიმპტომების მონიტორინგი.

CYP3A სტიმულატორები: ამლოდიპინზე CYP3A სტიმულატორების რაოდენობრივ ეფექტებზე ინფორმაცია არ მოიპოვება. CYP3A ინჰიბიტორებთან ამლოდიპინის კომბინირების დროს საჭიროა არტერიული წნევის მონიტორინგი.

განსაკუთრებულიმითითებანი

პერინდოპრილი

აგფ-ინჰიბიტორებითმკურნალობის დროს დაორსულების შემთხვევაში, მკურნალობა სასწრაფოდ უნდა შეწყდეს და დაინიშნოს სხვა პრეპარატი.

თუ პაციენტი ეჭვობს ორსულობას, ექიმმა უნდა დანიშნოს ალტერნატიული პრეპარატი.აგფ-ინჰიბიტორები კვეთენ პლაცენტარულ ბარიერს და იწვევენ ნაყოფის სისხლის წნევის მარეგულირებელი მექანიზმების დარღვევას. მეორე და მესამე ტრიმესტრში, აგფ-ინჰიბიტორების გამოყენების შემდეგ, ახალშობილებში აღინიშნებოდა ოლიგოჰიდრამნიონი, ჰიპოტენზია,ოლიგურია და ანურია. ასევე აღინიშნებოდა თავის ქალის გაძვლოვანების დარღვევის შემთხვევები. შესაძლებელია ნაადრევი მშობიარობა და ნაყოფის მცირე წონა.

ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების გამოყენებისას აღინიშნებოდა სახის, კიდურების, ტუჩის, ენის, ხახისა და საყლაპავის ანგიონევროზული შეშუპება. ასეთ შემთხვევებში პერინდოპრილი უნდა მოიხსნას და სასწრაფოდ დაიწყოს მკურნალობა. აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დასაწყისში, ჰიპოტენზიის განვითარების რისკი მომატებულია შემდეგ შემთხვევებში: შარდმდენებით მკურნალობა, ჰიპოვოლემია, ჰიპონატრიემია, გულის არასტაბილური უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა, ვაზოდილატატორების  მაღალი დოზებით მკურნალობა, ≥70 წლის ასაკის, დიეტა მარილის შეზღუდვით, დიალიზი, ფაღარათი და ღებინება. ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, პაციენტი უნდა მოთავსდეს მწოლიარე მდგომარეობაში და საჭიროების შემთხვევაში გაკეთდეს ხსნარების ინტრავენური ინფუზია.

პაციენტებირენოვასკულურიჰიპერტენზიით:

არსებობს მძიმე ჰიპოტენზიისა და თირკმლის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკი თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზით ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ აგფ ინჰიბიტორებით. შარდმდენებით მკურნალობა შეიძლება ხელშემწყობი ფაქტორი იყოს. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები:

თირკმლის ფუნქციის ცვლილებები შეიძლება მოსალოდნელი იყოს მგრძნობიარე პაციენტებში, რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის დათრგუნვის გამო.ამიტომ აგფ ინჰიბიტორები სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ვინაიდან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება ან დოზებს შორის ინტერვალების გაზრდა.

ანაფილაქსიურირეაქციებიმემბრანულიექსპოზიციისდროს:

აღინიშნებოდა მდგრადი, სიცოცხლისათვის საშიში ანაფილაქსიური რეაქციები აგფ ინჰიბიტორების მიღებისას მაღალი სიჩქარის მემბრანებით დიალიზის ან დაბალი-სიმკვრივის ლიპოპროტეინებით (LDL) აფერეზის დროს დექსტრანის სულფატის შეწოვით.

ანაფილაქსიურირეაქციებიდესენსიბილიზაციისდროს:

პაციენტებში აღინიშნებოდა მდგრადი, სიცოცხლისათვის საშიში ანაფილაქსიური რეაქციების ცალკეული შემთხვევები, აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას ჰიმემოპტერას (ფუტკარი) შხამის დესენსიბილიზაციის დროს. აგფ ინჰიბიტორები სიფრთხილით გამოიყენება ალერგიულ პაციენტებში, რომლებიც იტარებენდესენსიბილიზაციას, და არ გამოიყენება პაციენტებში შხამით იმუნოთერაპიის დროს. პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობას და დესენსიბილიზაციას, მსგავსი რეაქციების პრევენცია შესაძლებელია, აგფ ინჰიბიტორების დროებით შეწყვეტით სულ მცირე,მკურნალობამდე 24 საათით ადრე.    

აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია, განსაკუთრებით თირკმლის და/ან გულის უკმარისობის დროს. კალიუმისდანამატები ან კალიუმის დამზოგველი შარდმდენები ზოგადად რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ისინი იწვევენ პლაზმაში კალიუმის მნიშვნელოვან მომატებას. იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ აღნიშნული პრეპარატების ერთად გამოყენება სავალდებულო არის, აუცილებელია შრატში კალიუმის დონის ხშირი მონიტორინგი.

ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში შეიძლება აღინიშნებოდეს პლაზმაში აგფ-ინჰიბიტორების მომატებული დონე.

პაციენტებიაორტისსტენოზით/ჰიპერტროფულიკარდიომიოპათიით:

აგფ ინჰიბიტორები სიფრთხილით გამოიყენებაპაციენტებში მარცხენა პარკუჭის გამავალი ტრაქტის ობსტრუქციის (დაქვეითებული კორონარული პერფუზიის მომატებული რისკი).

ამლოდიპინი

გამოყენებახანდაზმულებში:

ამლოდიპინის კლირენსი მცირდება (40-60%-ით) ხანდაზმულებში,რაც იწვევს ამლოდიპინის AUC-ისა და ნახევრად დაშლის პერიოდის მომატებას. ამიტომ, ხანდაზმულპაციენტებში ამლოდიპინით მკურნალობა უფრო დაბალიდოზით იწყება.

გამოყენება თირკმლის უკმარისობის დროს:

მიუხედავად იმისა, რომ ამლოდიპინი ძირითადად თირკმლების გამოიყოფა თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევა ზეგავლენას არ ახდენს მის პლაზმურკონცენტრაციებზე. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის დროს შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.ამლოდიპინი არ გამოიყოფა დიალიზით.

გამოყენება ღვიძლის დარღვეული ფუნქციის დროს:

ამლოდიპინის ნახევრადგამოყოფის პერიოდი მნიშვნელოვნად გახანგრძლივებულია ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში. ამიტომ ასეთ პაციენტებში ამლოდიპინი უფრომცირე დოზით ინიშნება.

გამოყენებაბავშვებში:

უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

გამოყენებაგულისუკმარისობისდროს:

აღინიშნება ფილტვის შეშუპების შემთხვევები.

ამლოდიპინსშეიძლება ჰქონდეს უარყოფითი ინოტროპული ეფექტი. ამლოდიპინისAUჩ შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში გულის უკმარისობით.

ჭარბიდოზირება

ადამიანებში ჭარბი დოზირების შესახებარსებობს შეზღუდული მონაცემები. ჭარბი დოზირებასთან დაკავშირებული სიმპტომებია: ჰიპოტენზია, ცირკულატორული შოკი, ელექტროლიტური დისბალანსი, თირკმლის უკმარისობა, ჰიპერვენტილაცია, ტაქიკარდია, გულის რითმის აჩქარება, ბრადიკარდია, თავბრუსხვევა, შფოთვა და ხველა. მკურნალობა სიმპტომურია- გამოიყენება ხსნარების ინტრავენური ინფუზია,  კატექოლამინებით მკურნალობა. პერინდოპრილის მოცილება სისხლის მიმოქცევიდან შესაძლებელია ჰემოდიალიზის გზით. პეისმეიკერით თერაპია ნაჩვენებია თერაპია-რეზისტენტული ბრადიკარდიის შემთხვევაში. უნდა მოხდეს სასიცოცხლო ფუნქციების, შრატის ელექტროლიტებისა და კრეატინინის კონცენტრაციების სათანადო მონიტორინგი.

შეფუთვა

10 ტაბლეტი ბლისტერში. 1Bბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში.

შენახვისპირობები

ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისაგან დაცულ და ბავსვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობისვადა

2 წელი.

აფთიაქიდანგაცემისპირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი  II, გაიცემა ფორმა 3 რეცეპტით.

მწარმოებელი

Celogen Generics Private Limited , ინდოეთი

სავაჭროლიცენზიის  მფლობელი

სს “ჰუმანითი ჯორჯია”, საქართველო