პრესტალი-XL-ჰუმანითი

სავაჭრო დასახელება

პრესტალიXL-ჰუმანითი

Prestal-XL - HUMANITY

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

პერინდოპრილის არგინინი

ამლოდიპინი

სამკურნალწამლო ფორმა

ტაბლეტი

შემადგენლობა

ყოველი ტაბლეტი შეიცვას:

პერინდოპრილის არგინინს 10მგ (შეესაბამება 6.790 მგ პერინდპორილს)

ამლოდიპინის ბესილატი ექვივალენტური 10მგ ამლოდიპინისა

დამხმარე ნითიერებები q.s.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი საშუალებები.

 აგფ ინჰიბიტორის და კალციუმის არხების ბლოკატორის კომბინაცია

ათქ კოდი: C09BB04


ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

პერინდოპრილი

პერინდოპრილი შიგნით მიღებისას სწრაფად შეიწოვება, მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1 საათში. პერინდოპრილი განიცდის ინტენსიურ მეტაბოლიზმს. იდენტიფიცირებულია ექვსი მეტაბოლიტი, რომლებიც წარმოიქმნებიან ჰიდროლიზის, გლუკურონიდაციის და ციკლიზაციის შედეგად დეჰიდრატაციის დახმარებით. ძირითადი, ფარმაკოლოგიურად აქტიური  მეტაბოლიტია- პერინდოპრილატი (ჰიდროლიზებული პერინდოპრილი).  დანარჩენი 5 მეტაბოლიტი- არააქტიურები არიან. პერინდოპრილის ჰიდროლიზზე პასუხისმგებელი არის ღვიძლისDესთერაზა. საკვები ანელებს პერინდოპრილის გარდაქმნას პერინდოპრილიტად და, შესაბამისად მოქმედებს მის ბიოშეღწევადობაზე.პრეპარატის მიღება რეკომენდებულია დილით, უზმოზე. პერინდოპრილატის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 3-4 საათში. სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 20%-ს და დოზადამოკიდებულია. პერინდოპრილატი გამოიყოფა თირკმელებით. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 17 საათს.

ამლოდიპინი

ნელა შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 6-12 საათში პერორალური მიღებისას. ამლოდიპინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა  მერყეობს 64%-სა  და 90%-ს შორის. მოცირკულირე ამლოდიპინის დაახლოებით 93% უკავშირდება პლაზმურ ცილებს.ამლოდიპინი ინტენსიურად (დაახლოებით 90%) მეტაბოლიზდენა  ღვიძლში არააქტიურ მეტაბოლიტებად. წონასწორული პლაზმური დონეები მიიღწევა დღეში ერთჯერადი დოზირებისას 7-8 დღის განმავლობაში. უცვლელი პრეპარატის   10% და მეტაბოლიტების60%  გამოიყოფა შარდში. ხანდაზმულ და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში  ამლოდიპინის კლირენსი მცირდება, იზრდება AUC-ი დაახლოებით 40-60%. AUC -ის მსგავსი მომატება აღინიშნებაღვიძლის ზომიერი და მძიმეუკმარისობის მქონე პაციენტებში.

ფარმაკოდინამიკა

პერინდოპრილი

პერინდოპრილი არის ფერმენტის ინჰიბიტორი, რომელიც გარდაქმნის ანგიოტენზინ I-სანგიოტენზის II-ად (ანგიოტენზის გარდაქმნელი ფერმენტი, აგფ).  აგფ ფერმენტი, ან კინაზა, არის ეგზოპეპტიდაზა, რომელიც გარდაქმნის ანგიოტენზინ I-ს ვაზოკონსტრიქტორანგიოტენზის II-ად, ისევე, როგორც იწვევს ვაზოდილატატორის ბრადიკინინის დაშლას არააქტიურ ჰეპტაპეპტიდად. აგფ-ს დათრგუნვა იწვევს ანგიოტენზინ II-ის დონის შემცირებას პლაზმაში, რასაც მოჰყვება პლაზმური რენინის აქტივობის მომატება (რენინის გამოთავისუფლების უარყოფითი უკუკავშირის ინჰიბირებით) და ალდოსტერონის სეკრეციის შემცირება. ვანაიდან აგფ ახდენს ბრადიკინინის აქტივაციას, აგფ ინჰიბირება ასევე იწვევს მოცირკულირე და ლოკალური კალიკრეინ-კინინის სისტემის მომატებულ აქტივობას (და ასევე პროსტაგლანდინის სისტემის აქტივაციას). შესაძლებელია, რომ ეს მექანიზმი ხელს უწყობს აგფ ინჰიბიტორების ჰიპოტენზიურ მოქმედებას და ნაწილობრივ პასუხისმგებელია მათ გარკვეულ გვერდით მოვლენებზე (მაგ. ხველა).

პერინდოპრილი მოქმედებს მათი აქტიური მეტაბოლიტის პერინდოპრილატის საშუალებით, სხვა მეტაბოლიტები აგდ აქტივობის ინჰიბირებასin vitro არ ავლენენ.

ამლოდიპინი

თერაპიული დოზების გამოყენების შემდეგ პაციენტებში ჰიპერტენზიით, ამლოდიპინი წარმოქმნის ვაზოდილატაციას არტერიულ წნევის შემცირებით. არტერიული წნევის დაქვეითებას არ ახლავს თან გულისცემის და პლაზმური კატექოლამინის დონეების მნიშვნელოვანი ცვლილება. მოუხედავად იმისა, რომ ამლოდიპინის ინტრავენური მიღება ამცირებს არტერიულ წნევას და ზრდის გულის შეკუმშვათა სიხშირეს,  კვლევებმა აჩვენა, რომ ამლოდიპინის ქრონიკული პერორალური მიღება  არ იწვევს გულის რითმის ან არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს   სტენოკარდიის მქონე ნორმოტენზიურ პაციენტებში.

დღეში ერთჯერადი პერორალური მიღებისას ანტიჰიპერტენზიული მოქმედება შენარჩუნებულია სულ მცირე 24 საათის განმავლობაში. პლაზმური კონცენტრაციები მსგავსია ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში. ამლოდიპინის ჰიპოტენზიური ეფექტი დამოკიდებულია მკურნალობამდე არსებულ წნევის მაჩვენებლებზე; ამრიგად,   ზომიერი ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ჰიპოტენზიური ეფექტი  50%-ით აღემატება მსგავს ეფექტს მსუბუქი ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. ნორმოტენზიულ პაციენტებში  არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებაარ აღინიშნებოდა (+1/-2მმ.ვწყ.სვ).

გამოყენების ჩვენებები

პერინდოპრილიარგინინი/ამლოდიპინის კომბინაცია გამოიყენება ესენციური ჰიპერტენზიის და/ან გულის იშემიური დაავადების (სტაბილური სტენოკარდია) მქონე პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ პერინდოპრილით და ამლოდიპინითმკურნალობას (ორი პრეპარატით მკურნალობის ჩანაცვლება).

დოზირება და მიღების წესი

მიიღება ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ, რეკომენდებულია მიღება დილით და უზმოზე.

ფიქსირებული დოზების კომბინაცია არ გამოიყენება მკურნალობის დასაწყისში. დოზირების შეცვლის აუცილებლობისას, შესაძლებელია პერინდოპრილ არგინინის/ამლოდიპინის ტაბლეტების დოზის კორექცია ან ინდივიდუალური ტიტრაცია თავისუფალი კომბინაციის გამოყენებით.

განსაკუთრებული პოპულაციები

თირკმლის უკმარისობის მქონე და ხანდაზმული პაციენტები

პერინდოპრილისგამოყოფა მცირდება თირკმლის უკმარისობის მქონე და ხანდაზმული პაციენტებში. ამიტომ, ჩვეული სამედიცინო დაკვირვება მოიცავს კრეზტინინისა და კალიუმის ხშირ კონტროლს. პრეპარატი გამოიყენება პაციენტებში კრეატინინის კლირენსით≥60 მლ/წთ, და არ გამოიყენება, თუ კრეატინინის კლირენსი<60 მლ/წთ. აღნიშნულ პაციენტებში რეკომენდებულია დოზის ინდივიდუალური ტიტრაცია მონოკომპონენტებით.

ხანდაზმულ პაცინტებში არ არის საჭირო დოზის კორექცია, თუმცა დოზის ზრდა უნდა მოხდეს სიფრთხილით. ამლოდიპინის პლაზმური კონცენტრაციების ცვლილებები არ არის კავშირში თირკმლის უკმარისობის ხარისხთან. ამლოდიპინი არ გამოიდევნება დიალიზით.

დოზირების რეკომენდაციები არ არის დადგენილი  ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ამიტომ დოზის შერჩევისას სიფრთხილეა საჭირო.  ოპტიმალური დოზის შერჩევის მიზნით რეკომენდებულია ცალკეული პრეპარატების გამოყენება. ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში პერინდოპრილ არგინინის/ამლოდიპინის ტაბლეტები ინიშნება მინიმალური დოზით და ხდება ნელი ტიტრაცია.

ბავშვები

პერინდოპრილ არგინინი/ამლოდიპინის ტაბლეტები არ გამოიყენება ბავშვებში და  18 წლამდე ასაკის მოზარდებშიეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ  მონაცემების არარსებობის გამო.

გვერდითი მოვლენები

პერინდოპრილი

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პარესთეზია, ვერტიგო, მხედველობის დარღვევა, ყურებში შუილი, ჰიპოტენზია, ხველა, დისპნოე, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა, დისგევზია, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ქავილი, გამონაყარი, კუნთების სპაზმი და ასთენია.

ამლოდიპინი

ამლოდიპინი ზოგადად კარგად გადაიტანება. ყველაზე ხშირი გვერდით მოვლენები(შეშუპება და წამოხურება) ვითარდება ვაზოდილატაციის შედეგად, თუმცა ისინი მსუბუქი ან ზომიერი ხასიათისაა.

ზოგჯერ აღინიშნება თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სიწითლე, ჰიპოტენზია, გულისრევა, მუცლის ტკივილი, პერიფერული შეშუპება, სისუსტე, გულის რითმის აჩქარება, გამონაყარი და  დეპრესია.

უკუჩვენებები

  • პერინდოპრილის/ამლოდიპინის ტაბლეტები უკუნაჩვენებია პაციენტებში მემკვიდრეობითი ან იდიოპათური ანგიოედემით, სხვა აგფ ინჰიბიტორების  ან ამლოდიპინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით.
  • შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში არ შეიძლება ალისკირენის მიღება აგფ ინჰიბიტორებთან ერთად, პერინდოპრილის/ამლოდიპინის ტაბლეტებით ჩათვლით.
  • 18 წლამდე ასაკი
  • თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი<60 ml/wT)
  • კარდიოგენული შოკი
  • კლინიკურად მნიშვნელოვანი აორტის სტენოზი
  • არასტაბილური გულის უკმარისობა

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

პერინდოპრილი

შარდმდენები: შარდმდენების მიღებისას, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, იშვიათად შესაძლებელია არტერიული წნევის ძლიერიდაქვეითება.

კალიუმის დანამატები და კალიუმის დამზოგველი შარდმდენები: კალიუმის დამზოგველი შარდმდენებთან (სპირინოლაქტონი, ამილორიდი, ტრიამტერინი და სხვა) ან კალიუმის დანამატებთან ან სხვა პრეპარატებთან, რომელთაც შეუძლიათ შრატში კალიუმის მომატება (ინდომეტაცინი, ჰეპარინი, ციკლოსპორინი და სხვა) ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალემიის  განვითარების რისკი. საჭიროა შრატისმიერი კალიუმის დონის ხშირი შემოწმება.

ლითიუმი: აგფ ინჰიბიტორების მიღებისას ლითიუმით თერაპიის დროს შეინიშნებოდა შრატში ლითიუმის დონის და მისი ტოქსიურობის სიმპტომები.

ოქროს პრეპარატები: იშვიათად შეინიშნებოდა ნიტრიტოიდული რეაქციების განვითარება (სახის სიწითლე, გულისრევა, ღებინება და ჰიპოტენზია)  პაციენტებში საინექციო ოქროს მიღებისას (ნატრიუმის აუროთიომალატი)  აგფ ინჰიბიტორებთან ერთად.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს-ები) მათ შორის სელექციური ცოგ-2 ინჰიბიტორები: ხანდაზმულ, ჰიპოვოლემიურ და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში აასს-ების (მათ შორის ცოგ-2 ინჰიბიტორების)და აგფ ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია მოხდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორი თირკმლის მწვავე უკმარისობა.

რენინ-ანგიოტენზინის სისტემის(რას) ორმაგი ბლოკადა: რას-ის ორმაგი ბლოკადა ანგიოტენზინ რეცეპტორის ბლოკატორებით, აგფ ინჰიბიტორებით ან ალისკირენით ასოცირდება ჰიპოტენზიის მომატებულ რისკთან, ჰიპერკალემიასთან და თირკმლის ფუნქციის ცვლილებასთან (მათ შორის თირკმლის მწვავე უკამრისობა).

ამლოდიპინი

სიმვასტატინი: ამლოდიპინის  80მგ სიმვასტატინთან ერთად გამოყენებამ გამოიწვია სიმვასტატინის ექსპოზიციის გაზრდა 77%-ით. ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს სიმვასტატინის დოზის შემცირება 20მგ-მდე დღეში.

ციკლოსპორინი: თირკმლის გადანერგვის მქონე პაციენტებში   გამოვლინდა ციკლოსპორინის დონეების 40%-ით მომატება მისი ამლოდიპინთან ერთად მიღებისას. რეკომენდებულია სისხლში ციკლოსპორინის დონის ხშირი მონიტორინგი.

CYP3A ინჰიბიტორები: CYP3A-ს ინჰიბიტორი დილტიაზემი ზრდის ამლოდიპინის ექსპოზიციას 60%-ით.  ერითრომიცინი ასევე წარმოადგენს CYP3A-ს ზომიერ ინჰიბიტორს და არ ზემოქმედებს ამლოდიპინის ექსპოზიციაზე. CYP3A-ს ძლიერი ინჰიბიტორები (მაგ. იტრაკონაზოლი) შესაძლოა გაზარდონ პლაზმური CYP3A სუბსტრატის, ამლოდიპინის კონცენტრაციებს. ამლოდიპინის CYP3A-ს ზომიერ და ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას საჭიროა ჰიპოტენზიის და შეშუპების მონიტორინგი.

CYP3A-ს ინდუქტორები : არ არსებობს ინფორმაცია CYP3A ინდუქტორების და ამლოდიპინის ურთიერთქმედების შესახებ. საჭიროა არტერიული წნევის მონიტორინგი ამლოდიპინის CYP3A ინდუქტორებთან ერთად გამოყენებისას.

განსაკუთრებული გაფრთხილებები

პერინდოპრილი

ორსულობა

აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას დაორსულების შემთხვევაში უნდა შეწყდეს მკურნალობა და დაინიშნოს ალტერნატიული პრეპარატი.

ორსულობის შემთხვევაში ექიმმა უნდა დანიშნოს ალტერნატიული პრეპარატი.

აგფ ინჰიბიტორები გადიან პლაცენტარულ ბარიერს და შესაძლებელია გამოიწვიოს ნაყოფის არტერიული წნევის მარეგულირებელი მექანიზმის დარღვევა. ახალშობილებში შეინიშნებოდა ოლიგოჰიდრამნიოზი, ჰიპოტენზია, ოლიგურია. შეინიშნებოდა თავის ქალის დეფექტები. შესაძლებელია ნაადრევი მშობიარობა და ახალშობილის მცირე მასა.

სახის , კიდურების , ტუჩების , ენის , ხორხის და ლარინქსის ანგიონევრიზული შეშუპება შეინშნებოდა ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების გამოყენებისას. მსგავს შემთხვევებში უნდა შეწყდეს პერიდნოპრილი და დაინიშნოს სათანადო მკურნალობა.

პაციენტები რენოვასკულარული ჰიპერტენზიით:

რენოვასკულარული ჰიპერტენზიის, ბილატერალური თირკმლის არტერიის სტენოზის ან ერთი თირკმლის არტერიის სტენოზის მქონე პაციენტებში აგფ ინჰიბიტორების მიღებისას არსებობს მწვავე ჰიპოტენზიის და თირკმლის უკმარისობის რისკი. შარდმდენებით მკურნალობა შესაძლებელია იყოს სასარგებლო.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები:

შესაძლებელია თირკმლის ფუნქციის ცვლილებები რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბირების გამო. ამიტომ, აგფ ინჰიბიტორების გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის შემცირება ან ნაკლები სიხშირით მიღება.

ანაფილაქტიკური რეაქციები მემბრანული ქსპოზიციის დროს:

შეინიშნებოდა სიცოცხლისთვის საშიში ანაფილაქტოიდური რეაქციები  აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას მაღალი სიჩქარის მემბრანებით დიალიზის ან  დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის აფერეზის დროს დექსტრანის სულფატის აბსორბციით.

ანაფილაქტიკური რეაქციები მგრძნობელობის შემცირების დროს:

შეინიშნებოდა სიცოცხლისთვის საშიში ანაფილაქტიური რეაქციების განვითარება აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას მწერების (ფუტკრის, კრაზანის) შხამით დესენსიბილიზაციის დროს. აგფ ინჰიბიტორებისიფრთხილითგამოიყენება  ალერგიულ პაციენტებში რომლებიც იტარებენ დესენსიბილიზაციას და არ გამოიყენება პაციენტებში  შხამით იმუნოთერაპიის დროს.პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობას და დესენსიბილიზაციას, მსგავსი რეაქციების პრევენცია შესაძლებელია, აგფ ინჰიბიტორების დროებითი შეწყვეტით მკურნალობამდე სულ მცირე, 24 საათის ადრე.

შესაძლებელია ჰიპერკალემიის განვითარება აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობისას განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის დროს და/ან გულის უკმარისობის დროს. კალიუმის დანამატები ან კალიუმის დამზოგველი შარდმდენები ზოგადად არ არის რეკომენდებული, ვინაიდან შესაძლებელია გამოიწვიონ პლაზმური კალიუმის მომატება.

ღვიძლის მწვავე დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია აგფ ინჰიბიტორების პლაზმური დონეების მომატება.

პაციენტები აორტის სტენოზით/ჰიპერტროფული კარდიომიოპათიით:

აგფ ინჰიბიტორების გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით პაციენტებში მარცხენა პარკუჭის გამავალი ტრაქტის ობსტრუქციით (შემცირებული კორონარული პერფუზიის მომატებული რისკი).

ამლოდიპინი

გამოყენება ხანდაზმულებში:

ამლოდიპინის კლირენსი მცირდება (40-60%-ით) ხანდაზმულებში რაც იწვევს ამლოდიპინის AUC -ს და  ნახევარგამოყოფის პერიოდის მომატებას. ამიტომ, ხანდაზმულებში ამლოდიპინის გამოყენება უნდა მოხდეს მცირე დოზებით.

გამოყენება თირკმლის უკმარისობის დროს:

რადგან ამლოდიპინი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით თირკმლის მსუბუქი უკმარისობა არ მოქმედებს პლაზმურ კონცენტრაციებზე. თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს საჭიროა დოზის შემცირება. ამლოდიპინი არ გამოიდევნება დიალიზით.

ამლოდიპინის ნახევარგამოყოფის პერიოდი მნიშვნელონად იზრდება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს. ამიტომ ამლოდიპინის გამოყენება საჭიროა დაბალი დოზებით.

გამოყენება ბავშვებში:

არ დადგენილა უსაფრთხოება და ეფექტურობა.

გამოყენება გულის უკმარისობის დროს:

აღინიშნება ფილტვის შეშუპების შემთხვევები.

ამლოდიპინს შესაძლებელია ჰქონდეს უარყოფითი ინოტროპული ეფექტი. ამლოდიპინის AUC შესაძლებელია გაიზარდოს გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ჭარბი დოზირება

ადამიანებში ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. ჭარბ დოზირებასთან დაკავშირებული სიმპოტმებია:ჰიპოტენზია, სისხლძარღვოვანიშოკი, ელექტროლიტების დარღვევა, თირკმლის უკმარისობა, ჰიპერვენტილაცია, ტაქიკარდია, გულის რითმის აჩქარება, ბრადიკარდია, თავბრუსხვევა, შფოთვა და ხველა. მკურნალობა სიმპტომურია- გამოიყენება ხსნარების ინტრავენური ინფუზია, კატექოლამინებით მკურნალობა. პერინდოპრილის გამოდევნა სისხლის მიმოქცევიდან შესაძლებელია ჰემოდიალიზის გამოყენებით.კარდიომასტიმულირებელი თერაპია ნაჩვენებია თერაპიის მიმართ რეზისტენტული ბრადიკარდიის დროს. უნდა მოხდეს სასიცოცხლო ფუნქციების, შრატში ელექტროლიტების და კრეატინინის კონცენტრაციების სათანადო მონიტორინგი.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

10 ტაბლეტიბლისტერში. 1 Bბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია ყუთში.

ვარგისიანობის ვადა

2 წელი.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25˚С ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისაგან დაცულ დაბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

mwarmoebeli

Celogen Generics Private Limited, ინდოეთი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

სს „ჰუმანითი ჯორჯია“, საქართველო