სულბაქტოპიმი - ჰუმანითი

სავაჭროდასახელება:

სულბაქტოპიმი-ჰუმანითი

SULBACTOPIM - HUMANITY

საერთაშორისოარაპატენტირებულიდასახელება

ცეფეპიმი/სულბაქტამი

სამკურნალწამლოფორმა

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

შემადგენლობა:

ყოველივფლაკონი შეიცავს: ცეფეპიმის ჰიდროქლორიდს (ცეფეპიმის HCL-ისა და L-არგინინის ნარევის სახით) ექვივალენტურს 1000მგ ცეფეპიმისა, სულბაქტამის ნატრიუმს ექვივალენტურს 500მგ სულბაქტამისა. 

სამკურნალწამლოფორმა

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.

ფარმაკოთერაპიულიჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება, პენიცილინების კომბინაცია, ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორების ჩათვლით

ათქ კოდი: J01CR


ფარმაკოლოგიურითვისებები

ფარმაკოდინამიკა:

ცეფეპიმი არის IV თაობის ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკი.

III თაობის ცეფალოსპორინებისგან განსხვავებით, ცეფეპიმს გააჩნია გრამ-უარყოფითი ბაქტერიების PBPs 1, PBPs 2, PBPs 3 (РВРs1, РВРs 2, РВРs 3 Е. Colis-ს , РВРs 1 და Ps.aeruginosa -ს РВРs 3, და РВРs2 და E. cloacae -ს РВРs 3). პენიცილინთან შეკავშირებული ცილების (PBP) მიმართ მაღალი აფინურობა. ცეფეპიმის თვისება, დაუკავშირდეს და დაბლოკოს გრამ-დადებითი ბაქტერიების პენიცილინთან შეკავშირებული ცილები (1ა, 1ბ, 2 – S.aureus, S.pneumonie) აღემატება III თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების იმავე თვისებებს. ზოგადად, გრამ-უარყოფითი ბაქტერიების PBP-ის მიმართ აფინურობა უფრო მაღალია, ვიდრე გრამ-დადებითი ბაქტერიების PBP-ის მიმართ.

ცეფეპიმი არის ცვიტერიონი; მის მოლეკულას გააჩნია დადებითი და უარყოფითი მუხტები, რის გამოც ის კარგად იხსნება წყალში და ადვილად გადაკვეთს გრამ-უარყოფითი ბაქტერიების კედლის ფოროვან არხებს. 

ცეფეპიმს გააჩნია დაბალი აფინურობა და მაღალი სტაბილურობა უმეტესობა ბეტა-ლაქტამაზების ჰიდროლიზის მიმართ, მათ შორის ქრომოსომული და პლაზმიდური ფართო სპექტრის ბეტა-ლაქტამაზების მიმართ, რომლებიც ანადგურებენ III თაობის ცეფალოსპორინებს.

III თაობის ცეფალოსპორინებთან შედარებით, გრამ დადებითი და გრამ-უარყოფითი ბაქტერიების ძირითადი PBP-ების მიმართ უფრო მაღალი აქტივობა, ბეტა-ლაქტამაზების მიმართ მდგრადობა, გრამ-უარყოფითი ბაქტერიების კედლის ადვილად გადაკვეთა განსაზღვრავს ცეფეპიმის დაბალანსებულ ანტიმიკრობულ სპექტრს გრამ-უარყოფითი და გრამ-დადებითი ფლორის მიმართ. 

სულბაქტამი წარმოადგენს ბეტა-ლაქტამური რგოლის წარმოებულს. ქიმიური სტრუქტურით ის არის პენიცილინის წარმოებული, რომელიც წარმოადგენს პენიცილინატის სულფონის შემადგენელ ნაწილს. ის არის ბეტა-ლაქტამაზების შეუქცევადი ინჰიბიტორი. ის აბლოკირებს A ტიპის ბეტა-ლაქტამაზების პლაზმიდებს (მათ შორის ფართო სპექტრის) და ქრომოსომებს, რითაც ხელს უშლის ცეფალოსპორინის მიერ ბეტა-ლაქტამაზების ინაქტივაციას.

სულბაქტამი ეფექტურად აბლოკირებს ბეტა-ლაქტამაზების უმეტესობას, რომლებიც წარმოიქმნებიან ანაერობული მიკროორგანიზმების მიერ, მათ შორის Bacteroides spp. სულბაქტამს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება Neisseriaceae spp. (N. gonorrhoeae MIC90 არის 0.39 მკგ/მლ, N. meningiditis MIC90 ≤ 0.5 მკგ/მლ), Acinetobacter spp. (A.calcoaceticus MIC90 არის 0.19-1 მკგ/მლ, A. baumannii – 1-32 მკგ/მლ), და ზოგიერთი ანაერობის მიმართ, მაგ. Bacteroides spp. (B. fragilis -თვის MIC90 ის 6.25–12.5 მკგ/მლ). ცეფეპიმის/სულბაქტამის ერთდროული გამოყენება, ცალკე ცეფეპიმის გამოყენებასთან შედარებით, ზრდის მის ეფექტურობას მიკროორგანიზმების წინააღმდეგ. ასეთი კომბინაციის სპექტრი უფრო ფართოა და მისი აქტივობა პოლი რეზისტენტული შტამების მიმართ - უფრო მაღალი. მისი ეფექტურობის მომატება აიხსნება ცეფეპიმის მოქმედების გაძლიერებით სამიზნე დონეზე. სხვა PBP შორის, სულბაქტამი ყველაზე უკეთესად აბლოკირებს PBPs-2-ს.

ცეფალოსპორინების უმეტესობა, მათ შორის ცეფეპიმი, უკეთესად აბლოკირებს PВРs1 და РВРs 3, სულბაქტამის და ცეფეპიმის კომბინაცია აძლიერებს ცეფეპიმის მოქმედებას სხვადასხვა გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, მათ შორის Ps. аeruginosa და В.fragilis. სხვა ეფექტურობის გამზრდელი ფაქტორს წარმოადგენს სულბაქტამის უნარი დაბლოკოს პლაზმიდები (ფართო სპექტრის) და ქრომოსომის A ტიპის ბეტა-ლაქტამაზები.

სულბაქტოპიმი-ჰუმანითი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ: გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები: Staphylococcus aureus (მათ შორის პენიცილინაზა-წარმომქმნელი შტამები), Staphylococcus epidermidis , კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკი. Streptococcus pneumoniae (მათ შორის პენიცილის მიმართ საშუალოდ რეზისტენტული შტამები MIC90 პენიცილინისთვის 0.1 - 1 ეგ/მლ, და პენიცილინის მიმართ რეზისტენტული შტამები – MIC90 პენიცილინისთვის > 1 ეგ/მლ), Streptococcus pyogenes (A ჯგუფის β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი); Streptococcus agalactiae (B ჯგუფის β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი), β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკების სხვა ტიპები (ჩ, G, F ჯგუფები).

ენტეროკოკების შტამების უმეტესობა (Enterоcoccusfaecalis, Enterecoccusfeacium) რეზისტენტულია სულბაქტოპიმი-ჰუმანითის მიმართ.

მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული სტაფილოკოკები რეზისტენტულები არიან სულბაქტოპიმი-ჰუმანითის მიმართ, ისევე როგორც უმეტესობა ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკებისა.

ანაერობები:

გრამ დადებითები და კოკები (მათ შორის Peptococcus spp.)

გრამ-დადებითი ბაცილები (მათ შორის Clostridium spp., Eubacterium spp., Lactobacillus spp).

გრამ-უარყოფითიანაერობები:

Pseudomonas spp., მათ შორის P. aeruginosa, P. putida, P. stutzeri; Escherichia coli, Klebsiella spp., მათ შორის K. pneumoniae, K. oxytoca, K. ozaenae; Enterobacter spp., მათ შორის E. cloacae, E. aerogenes, E. sakazakii; Proteus spp., მათ შორის P. mirabilis, P. vulgaris; Acinetobacter calcoaceticus (subsp. anitratus, lwoffi); Acinetobacter baumanii, Aeromonashydrophila; Capnocytophaga spp.; Citrobacter spp., მათ შორის C. diversus, C. freundii; Campylobacter jejuni; Gardnerella vaginalis; Haemophilus ducreyi; H. influenzae (მათ შორის ბეტა-ლაქტამაზა მაპროდუცირებელი შტამები); H. parainfluenzae; Hafnia alvei; Legionella spp.; Morganellamorganii; Moraxella catarrhalis (Branhamellacatarrhalis) (მათ შორის ბეტა-ლაქტამაზა მაპროდუცირებელი შტამები); Neisseria gonorrhoeae (მათ შორის ბეტა-ლაქტამაზა მაპროდუცირებელი შტამები); N. meningitidis; Pantoeaagglomerans (ცნობილი როგორც Enterobacter agglomerans); Providencia spp (მათ შორის P. rettgeri, P. stuartii); Salmonella spp.; Serratia (მათ შორის S. marcescens, S. liquefaciens); Shigella spp.; Yersinia enterocolitica. 

გრამ-უარყოფითიანაერობები:

Bacteroides spp., მათ შორის Bacteroidesfragilis, B. melaninogenicus და მუცლის ღრუს, მცირე მენჯის, პირის ღრუს სხვა ანაერობული მიკროორგანიზმები, დაკავშირებული Bacteroides species-Tan; Clostridium perfringens; Fusobacterium spp.; Mobiluncus spp.; Peptostreptococcus spp.; Veillonella spp.

სულბატოპიმი-ჰუმანითი, როგორც სულბაქტამის და ცეფეპიმის კომბინაცია, აქტიურია ცეფეპიმის მიმართ მგრძნობიარე ყველა მიკროორგანიზმის მიმართ. სულბაქტამის აქტივობის და ცეფეპიმსა და  სულბაქტამს შორის არსებული სინერგიზმის გამო, სულბაქტოპიმი-ჰუმანითის აქტივობა უმეტესწილად აჭარბებს ცეფეპიმის აქტივობას Acinetobacter spp (Acinetоbactercalcoaceticus qvesaxeobebi. anitratus, lwoffi; Acinetobacter baumanii), Neisseriaceae spp., ანაერობების (მათ შორის B. Fragilis) მიმართ.

სულბაქტამი აძლიერებს ცეფეპიმის მოქმედებას ენტერობაქტერიების მიმართ, რომლებიც აწარმოებენ ფართო სპექტრის ბეტა-ლაქტამაზებს (ეს ბეტა-ლაქტამაზები ანადგურებენ III თაობის ცეფალოსპორინებს). ცეფეპიმ/სულბაქტამის კომბინაციას გააჩნია უფრო მაღალი აქტივობა Ps.aeruginosae –ს მიმართ, ვიდრე ცეფეპიმს. სულბაქტამის გამო, სულბაქტოპიმი-ჰუმანითი უფრო აქტიურია Staphylococcuc spp მიმართ.

ამასთან ერთად, ცეფეპიმის და სულბაქტამის კომბინაცია (მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციები რომლებიც  აინჰიბირებს მიკროორგანიზმებს 2-4-ჯერ, ცალკე ცეფეპიმთან შედარებით) ავლენს მოქმედების სინერგიზმს შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ: Haemophilus influenzae; Enterobacter aerogens; Escherichia coli; Proteus mirabilis; Klebsiella pneumoniae; Morganellamorganii; Citrobacterfreundii; Enterobacter cloacae; Citrobacterdiversus.

ფარმაკოკინეტიკა:

ცეფეპიმის ფარმაკოკინეტიკა:

ცეფეპიმის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი ზრდასრულ (20-40 წლის) მოხალისეებში დაახლოებით 2სთ-ია. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის დრო ხანდაზმულებში (65-81 წლის) არის 50%-ით მეტი და შეადგენს 3 სთ-ს.

ცეფეპიმის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 20%-ს და არ არის დამოკიდებული სისხლში მის კონცენტრაციაზე. შარდში გამოიყოფა შეყვანილი დოზის დაახლოებით 85% ინტაქტური ცეფეპიმის სახით და 10-15% მისი მეტაბოლიტების სახით.

სულბაქტამის ფარმაკოკინეტიკა:

სულბაქტამის პლაზმის ნახევარგამოყოფის პერიოდი ჯანმრთელ მოზარდებში შეადგენს დაახლოებით 1სთ-ს. ინტრამუსკულური და ინტრავენური ბიოშეღწევადობა თანაბარია.

სულბაქტამის ცილებთან შეკავშირება - 38-40%, არ არის დამოკიდებული სისხლში მის კონცენტრაციაზე.

შარდში გამოიყოფა შეყვანილი დოზის 71-85%. სულბაქტოპიმი-ჰუმანითის შეყვანისას ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების მონაცემები ცეფეპიმსა და სულბაქტამს შორის არ არსებობს.

ცხრილი #4:

სულბაქტოპიმი-ჰუმანითი 1500 მგ ინტრავენური და ინტრამუსკულარული გამოყენების შემდეგ საშუალო პლაზმური კონცენტრაცია მკგ / და მიღებული ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები (±)

სულბაქტოპიმი - ჰუმანითი 1.500 მგ

 

30 წთ ინტრავენური ინფუზია

ინტრამუსკულარული

 

ცეფეპიმი

სულბაქტამი

ცეფეპიმი 1.000

სულბაქტამი 500

Cmax, ეგ/მლ

66.9 (±4.6)

23.3

29.6 (4.4)

14.2±3.7

AUC, გ×ეგ/მლ

137 ±9

34.4

137 (11)

35.5±7.7

T1/2 სთ

2 (±0.3)

0.96 ± 0.2

2.2±0.42

1.16 ± 0.21

Tmax, სთ

1.6 ± 0.4

1.04±0.25

 

სულბაქტოპიმი-ჰუმანითი 1500 მგ ინტრავენური და ინტრამუსკულარული გამოყენების შემდეგ საშუალო პლაზმური კონცენტრაცია მკგ / და მიღებული ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები (±)

 

სულბაქტოპიმი - ჰუმანითი 3.000 მგ

 

 

30 წთ ინტრავენური ინფუზია

 

ცეფეპიმი 2,000

სულბაქტამი 1,000

Cmax, ეგ/მლ

133 (±35.5)

52.21 ± 14.76

AUC, გ×ეგ/მლl

263 (±33)

67.95 ± 14.41

T1/2 სთ

2 (±0.3)

0.93 ± 0.15

 

თავზურგტვინის სითხეში პენეტრაცია: ინტრამუსკულური ინექციის შემდეგ ცეფეპიმი გადადის თავზურგტვინის სითხეში. თავის ტვინის არხების ანთების შემთხვევაში, თავზურგტვინის სითხეში პრეპარატის კონცენტრაცია უფრო მაღალია, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით და შეადგენს შრატის კონცენტრაციის 20%-ს. ზემოთ მოყვანილი კონცენტრაციები მრავალჯერ აჭარბებს მენინგიტის ბაქტერიული გამომწვევების MIC–ს. ცეფეპიმის და სულბაქტამის კონცენტრაციები ასევე აღინიშნება შარდში, ნაღველში, პერიტონეალურ სითხეში, ბრონქების ლორწოვან სეკრეტში, ნახველში, პროსტის ჯირკვალში, ბრმა ნაწლავში და ნაღვლის ბუშტში და უდრის შრატის კონცენტრაციის 20-80%-ს ქსოვილების/სითხეების შერჩევის მომენტისთვის.

მეტაბოლიზმი:

ცეფეპიმი მეტაბოლიზდება N–მეთილპიროლიდონად, რომელიც სწრაფად გარდაიქმნება N–მეთილპიროლიდონის ოქსიდად. სხეულის სრული კლირენსი საშუალოდ შეადგენს 120მლ/წთ-ს. ცეფეპიმი თითქმის მთლიანად გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, ძირითადად გლომერულური ფილტრაციით (საშუალო თირკმლის კლირენსი არის 110მლ/წთ). შეყვანილი დოზის დაახლოებით 85% გამოიყოფა შარდში შეუცვლელი ცეფეპიმის სახით, 1% N-მეთილპიროლიდონის სახით, დაახლოებით 6.8% N-მეთილპიროლიდონის ოქსიდის სახით და დაახლოებით 2.5% ცეფეპიმის ეპიმერის სახით.

მიღებული სულბაქტამის 25%-ზე ნაკლები განიცდის მეტაბოლიზმს; მეტაბოლიტები გამოყოფა შარდით.

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენებები:

სულბაქტოპიმი-ჰუმანითის (ცეფეპიმ/სულბაქტამი), მოქმედების ფართო სპექტრის გათვალისწინებით, მონოთერაპით ეფექტურად იკურნება ინფექციების უმეტესობა.

მონოთერაპია:

ცეფეპიმ/სულბაქტამის მიმართ მგრძნობიარე ინფექციებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების მკურნალობა:

სასუნთქი სისტემის ინფექციები (მათ შორის პნევმონია და ჰოსპიტალური პნევმონია, გამოწვეული პოლირეზისტენტული გამომწვევებით, ასპირაციული პნევმონია, ხელოვნური ვენტილაციის ფონზე განვითარებული პნევმონია, ბრონქიტი, ჩირქოვანი ენდობრონქიტი, ფილტვის ემპიემა, ფილტვის აბსცესი);

ინტრააბდომინალური ინფექციები (მათ შორის პერიტონიტი, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, ინფიცირებული პანკრეატონეკროზი, პანკრეასის აბსცესი, პანკრეასის ნეკროზის ინფექციის პრევენცია);

ექსტრა-აბდომინური ქსოვილების ინფექციები (პარანეფრიტი);

პროქტოლოგიური ჩირქოვან-ანთებითი დაავადებები – პერიპროქტიტი;

საშარდე სისტემის ინფექციები (პიელონეფრიტი, თირკმლის აბსცესი, ჩირქოვანი ნეფრიტი, ცისტიტი);

სეპტიცემია;

ბაქტერიული მენინგიტი;

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (აბსცესი, ფლეგმონა, ინფიცირებული ჭრილობები, წყლულები, ფისტულები, კიდურის განგრენა, დიაბეტურ ფეხთან დაკავშირებული პიოსეპტიცემიური გართულებების მკურნალობა);

ძვლებისა და სახსრების ინფექციები (მათ შორის ბაქტერიული ართრიტი, ოსტეომიელიტი);

-           მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები, ენდომეტრიტი, გონორეა;

-           მამაკაცებში შარდსასქესო სისტემის ინფექციები – პროსტატიტი, ორქიტი, ეპიდიდიმიტი;

-           ინფიცირებული დამწვრობის მკურნალობა;

-           ფებრილური ნეიტროპენიის ემპირიული მკურნალობა.

კომბინირებული თერაპია:

სულბაქტოპიმი-ჰუმანითის ფართო სპექტრის მოქმედება, მონოთერაპიის სახით, ხელს უწყობს უმეტესობა ინფექციების მკურნალობას, თუმცა შესაძლებელია საჭირო გახდეს კომბინირებული მკურნალობა.

გამომწვევების იდენტიფიცირების და ცეფეპიმის მიმართ მათი მგრძნობელობის დასადგენად, საჭიროა სათანადო ანალიზების ჩატარება. თუმცა, სულბაქტოპიმი-ჰუმანითი შეიძლება გამოყენებულ იქნას გამოწვევების იდენტიფიცირებამდე მონოთერაპიის სახით, რადგანაც მას გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი გრამ-დადებითი და და გრამ-უარყოფითი, აერობული და ანაერობული  მიკროორგანიზმების მიმართ.

უკუჩვენებები:

წამლის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების ან L-არგინინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, ასევე ცეფალოსპორინების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების, პენიცილინების და სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. ჯვარედინი ალერგიის განვითარების რისკის გამო, პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული პენიცილინების მიმართ ალერგიის მქონე პაციენტებში. 1 თვემდე ასაკის ბავშვები.

დოზირება და მიღების წესი:

მოზრდილების და 40კგ-მდე წონის ბავშვებისთვის ჩვეულებრივ დღიურ დოზას წარმოადგენს 1.5-3.0გ, ინტრავენური ან ინტარმუსკულური გზით, 12 სთ-ში ერთხელ. 1.5გ დოზა შეიყვანება ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად, 3.0გ დოზა შეიყვანება ბოლუსურად 5 წთ-ის განმავლობაში ან ინტრავენური წვეთოვანი გზით 30 წთ-ის განმავლობაში. სულბაქტოპიმი-ჰუმანიტის მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 9გ-ს (6გ ცეფეპიმი  და 3გ სულბაქტამი). ჩვეულებრივი მკურნალობის ხანრგრძლივობა შეადგენს 7-10 დღეს. მძიმე ინფექციების დროს შესაძლოა საჭირო გახდეს უფრო ხანგრძლივი მკურნალობა. მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე შ.აურეუს–ით გამოწვეული ნოზოკომური ინფექციების მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობაა 14 დღე.

სტანდარტული მკურნალობის ხანგრძლივობა, რომელიც მოცემულია პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციაში, შეიძლება შეიცვალოს ექიმის მიერ პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.

დოზირება და მიღების წესი შეიძლება შეიცვალოს გამომწვევი მიკროორგანიზმების მგრძნობიარობის, ინფექციის სიძლიერის და პაციენტის თირკმლის ფუნქციის გათვალისწინებით. მოზრდილთათვის სულბაქტოპიმი-ჰუმანითის რეკომენდებული დოზები მოცემულია ცხრილში #1.

ცხრილი #1

საშარდე სისტემის ინფექციები, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის

0.75-1.5 გ  ი.ვ. ან ი.მ.

ყოველ 12 სთ-ში ერთხელ.

სხვა ინფექციები, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის.

1.5 გ ი.ვ.ან ი.მ.

ყოველ 12 სთ-ში ერთხელ.

მძიმე ინფექციები

3.0 გ ი.ვ.

ყოველ 12 სთ-ში ერთხელ.

ძალიან მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში ინფექციები (მათ შორის ბაქტერიული მენინგიტი)

3.0 გ ი.ვ.

ყოველ 8 სთ-ში ერთხელ.

ქირურგიული ოპერაციების დროს შესაძლო ინფექციების განვითარების პრევენციისთვის:

მოზრდილებში: ოპერაციამდე 60წთ-ით ადრე, უნდა მოხდეს პრეპარატის 3.0გ შეყვანა ინტრავენურად 30 წთ-ის განმავლობაში. ანაერობული ინფექციების მაღალი რისკის არსებობის შემთხვევაში, პაციენტს დამატებით შეიძლება ინტრავენურად შეუყვანონ 500მგ მეტრონიდაზოლი. მეტრონიდაზოლის ხსნარების გამოყენება სულბაქტოპრიმ-ჰუმანითის პარალელურად არ შეიძლება.

ხანგრძლივი ქირურგიული ოპერაციების დროს (12 სთ-ზე მეტი) პირველი დოზიდან 12 სთ-ში, უნდა მოხდეს 3.0გ სულბაქტოპიმი-ჰუმანითის განმეორებითი შეყვანა, შემდგომ რეკომენდებულია მეტრონიდაზოლის შეყვანა.

ჩვილები 1 თვის ასაკიდან: ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა 40კგ-მდე წონის ბავშვებისთვის შეადგენს 74მგ/კგ (ცეფეპიმი 50მგ/კგ და სულბაქტამი 25მგ/კგ ყოველ 12სთ-ში ერთხელ) საშარდე სისტემის გაურთულებელი და გართულებული ინფექციების (მათ შორის პიელონეფრიტი) შემთხვევაში, არაგართულებული კანის ინფექციების, პნევმონიის, ასევე ფებრილური ნეიტროპენიის ემპირიული მკურნალობის დროს (ფებრილური ნეიტროპენიით და ბაქტერიული მენინტიტით დაავადებულ პაციენტებში უნდა მოხდეს პრეპარატის შეყვანა ყოველ 8 სთ-ში ერთხელ). როგორც წესი, მკურნალობის ხანგრძლივობაა 7-10 დღე, უფრო მძიმე ინფექციები საჭიროებს შედარებით ხანგრძლივ მკურნალობას.

თირკმლის ფუნქციის უკმარისობა: თირკმლის ფუნქციის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 50მლ/წთ-ზე ნაკლები) სულბაქტოპიმი-ჰუმანითის დოზა საჭიროებს კორექციას. სულბაქტოპიმი-ჰუმანითის დოზის კორექცია უნდა მოხდეს ცეფეპიმის რაოდენობის გამოთვლით.

სხვადასხვა ხარისხის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების კვლევებით, გამოვლინდა ნახევარგამოყოფის დროის გახანგრძლივება. სულბაქტოპიმი-ჰუმანითის შემადგენლობაში შემავალი ცეფეპიმის საშუალო ნახევარდაშლის პერიოდი თირკმლის მძიმე უკმაროსობის მქონე პაციენტებში, არის 13სთ ჰემოდიალიზის შემთხვევაში, 19 სთ – პერიტონეალური დიალიზის შემთხვევაში.

ცეფეპიმის რეკომენდებული დოზები თირკმლის უკმარისობის ხარისხის მიხედვით.

ცხრილი 2.

სულბაქტამის რეკომენდირებული დოზირების რეჟიმი  მოზრდილ პაციენტებში (თირკმლის ნორმალური ფუნქცია, თირკმლის უკმარისობა და ჰემოდიალიზი)

კრეატინინის კლირენსი

რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზები

 

ძალიან მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში ინფექციები (მათ შორის ბაქტერიული მენინგიტი)

მძიმე ინფექციები

სხვა ინფექციები, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის

საშარდე სისტემის ინფექციები, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის

 

> 60

2გ ყოველ 8სთ-ში ერთხელ

2 გ ყოველ 12სთ-ში ერთხელ

1 გ ყოველ 12 სთ-ში ერთხელ

500 მგ ყოველ 12 სთ-ში ერთხელl

30 - 50

2 გ ყოველ 12 სთ-ში ერთხელ

2 გ ყეველ 24 სთ-ში ერთხელ

1 გ ყეველ 24 სთ-ში ერთხელ

500 მგ ყოველ 24 სთ-ში ერთხელ

11 - 29

2 გ ყოველ 24 სთ-ში ერთხელ

1 გ ყოველ 24 სთ-ში ერთხელ

500 მგ ყოველ 24 სთ-ში ერთხელ

500 მგ ყოველ 24 სთ-ში ერთხელ

<10

1 გ ყოველ 24 სთ-ში ერთხელ

500 მგ ყოველ 24 სთ-ში ერთხელ

250 მგ ყოველ 24 სთ-ში ერთხელ

250 მგ ყოველ 24 სთ-ში ერთხელ

ჰემოდიალიზი

1 გ ყოველ 24 სთ-ში ერთხელ

1 გ საწყისი დოზა, შემდგომ 500 მგ ყოველ 24 სთ-ში ერთხელ

პერიტონეალური დიალიზი

2 გ ყოველ 24 სთ-ში ერთხელ

2 გ ყოველ 24 სთ-ში ერთხელ

2 გ ყოველ 48 სთ-ში ერთხელ

500 მგ ყოველ 24 სთ-ში ერთხელ

თუ შრატის კრეატინინის კონცენტაცია ცნობილია, მაშინ შესაძლებელია კრეატინინის კლირენსის გამოთვლა შემდეგი ფორმულის მიხედვით:

მამაკაცები:

სხეულის მასა (კგ) ´ (140 – ასაკი)

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ) = ---------------------------------------------------;

72 ´  შრატის კონცენტრაცია (მგ/დლ)

ქალები:

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ) = გამოითვლება მამაკაცების ფორმულა ×0.85. მოხუცები (65 წლის ზევით): სულბაქტოპიმი-ჰუმანითის დოზის ცვლილება არ არის საჭირო 65 წლის ზევით, თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ასაკის პაციენტებში, ჯანმრთელ პაციენტებთან შედარებით თირკმლის დაბალი კლირენსის მიუხედავად. პაციენტები მუკოვისციდოზით და ღვიძლის ფუნქციის დარღვევით: ცეფეპიმის და სულბაქტამის ფარმაკოკინეტიკა მუკოვისციდოზით დაავადებულ და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არსებითად არ იცვლება. ასეთ პაციენტებში დოზის ცვლილება საჭირო არ არის.

პრეპარატის შეყვანა: სულბაქტოპიმი-ჰუმანითის შეყვანა შესაძლებელია ვენაში ბოლუსურად ან წვეთოვნად, ან ღრმა ინტრამუსკულური ინექციით.

ინტრავენური გზით შეყვანა: სულბაქტოპიმი-ჰუმანითის ინტრავენური ბოლუსური შეყვანისთვის საჭიროა მისი გაზავება 5მლ ან 10მლ სტერილურ საინექციო ხსნარში ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, როგორც მოცემულია ცხრილში #3. წამლის შეყვანა უნდა მოხდეს ინტრავენურად, ნელა, 3-5 წთ-ის განმავლობაში ან ინტრავენური შეყვანის მოწყობილობით.

ნელი ინტრავენური წვეთოვანი შეყვანისას, პირველადი განზავების მიღწევისათვის, სულბაქტოპიმი-ჰუმანითის 1.5გ ან 3.0გ უნდა გაიხსნას 10მლ სტერილურ საინექციო წყალში ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში.

განზავებული ხსნარის შეყვანა შესაძლებელია შემდეგი საინფუზიო გზებით:

-           0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი ინტრავენური გამოყენებისთვის;

-           5% ან 10% გლუკოზის ხსნარი ინტრავენური გამოყენებისთვის;

-           0.9% ნატრუმის ქლორიდის ხსნარი და 5% გლუკოზის ხსნარი ინტრავენური გამოყენებისთვის;

-           რინგერ ლაქტატის ხსნარი;

-           რინგერ ლაქტატის ხსნარი და 5% გლუკოზის ხსნარი;

საინფუზიო ხსნარის შეყვანა უნდა მოხდეს 30 წთ-ის განმავლობაში.

ინტრამუსკულური შეყვანა:

სულბაქტოპიმი-ჰუმანითი შეიძლება განზავდეს სტერილურ საინექციო წყალში, 0.9% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარში, 5% დექსტროზას საინექციო ხსნარში, პარაბენის ან ბენზილის სპირტის შემცველ სტერილურ ბაქტერიოსტატიკულ საინექციო წყალში, 0.5% ან 1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარში, მე-3 ცხრილში მოცემული კონცენტრაციების მიხედვით.

დაუშვებელია ხსნარის ინტრავენური გამოყენება სულბაქტოპიმი-ჰუმანითის ლიდოკაინთან განზავების შემდეგ!

2 თვემდე ასაკის  ბავშვებში, სულბაქტოპიმი-ჰუმანითისთვის გამხსნელის სახით პარაბენის ან ბენზილის სპირტის შემცველი სტერილური ბაქტერიოსტატული საინექციო წყლის გამოყენება დაუშვებელია!

ცხრილი #3

სულბაქტოპიმი-ჰუმანითის ხსნარის მომზადება

ერთჯერადი დოზები ინტრავენური/ინტრამუსკულური გამოყენებისთვის

გამხსნელის მოცულობა (მლl)

მიახლოვებული მოცულობაგანზავების შემდეგ (მლ)

ცეფეპიმ/სულბაქტამის მიახლოვებული კონცენტრაციები (მგ/მლ)

1.5 გ/ ფლაკონი ი.ვ.

1.5 გ/ ფლაკონი ი.მ.

3.0 გ/ ფლაკონი ი.ვ.

10

2.5

10

11.4

4

12.3

90/43

250/125

160/80

 

სხვა პარენტერალური პრეპარატების მსგავსად, მომზადებული ხსნარი უნდა შემოწმდეს ნაწილაკების შემცველობაზე.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებში, რეკომენდებული დოზირების რეჟიმის იგივე ცვლილება, რაც მოზრდილებში. რადგანაც მოზრდილებში და ბავშვებში ცეფეპიმს და სულბაქტამს გააჩნია ერთნაირი ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები. ხსნარის მომზადება და მისი შენახვა: სულბაქტოპიმი-ჰუმანითის ხსნარი ცეფეპიმი/მლ 1-40მგ კონცენტრაციით შეესაბამება შემდეგ პარენტერალურად შესაყვან ხსნარებს: 0.9% ნატრუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი, რინგერ ლაქტატის ხსნარი და 5% დექსტროზას საინექციო ხსნარი. მომზადების შემდეგ ი.ვ ი.მ. ხსნარი სტაბილურია 12 სთ-ის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე (20 °С-25°С)  და 48სთ-ის განმავლობაში მაცივარში (2°С-8°С).

გვერდითი მოვლენები:

სულბაქტოპიმი-ჰუმანითი ჩვეულებრივ კარგად აიტანება, მაგრამ შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

-           ჰიპერსენსიტიურობა: გამონაყარი კანზე, ქავილი, ცხელება, ანაფილაქსიური რეაქციები და კრუნჩხვები;

-           დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, კოლიტი (მათ შორის ფსევდომემბრანული), პირის ღრუს კანდიდოზი;

-           დარღვევები გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტკივილი გულმკერდის არეში, ტაქიკარდია;

-           სასუნთქი სისტემის დაავადებები: ხველა, ყელის ტკივილი, დისპნოე;

-           დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, უძილობა, პარესთეზია, აგზნება, გაბრუება, ეპილეპტიფორმული გულყრები, ენცეფალოპათია;

-           სხვა: ასთენია, გაძლიერებული ოფლიანობა, ვაგინიტი, პერიფერიული შეშუპება, ზურგის ტკივილი, ერითემა, კანდიდოზი, ქავილი შორისის არეში, ანაფილაქსიური შოკი;

-           დარღვევები შეყვანის ადგილზე: ინექციის ადგილას ტკივილი და/ან ანთება;

-           ლაბორატორიული პარამეტრები: ტუტე ფოსფატაზას, ალანინ ამინოტრანსფერაზას, ასპარტატ ამინოტრანსფერაზას და საერთო ბილირუბინის მომატება; ანემია, ეოზინოფილია, პროთრომბინის დროის ან ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დროის გაზრდა, დადებითი კუმბსის ტესტი, სისხლში შარდოვანას დონის გარდამავალი მომატება; გარდამავალი ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი; სისხლში შარდოვანას აზოტის და/ან შრატის კრეატინინის მომატება. 

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: დოზის მწვავე გადაჭარბების შემთხვევაში, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, გვერდითი მოვლენების სიხშირე იზრდება. მკურნალობა: შეწყვიტეთ პრეპარატის შეყვანა და დაიწყეთ სიმპტომური მკურნალობა. დიალიზი აჩქარებს სხეულიდან წამლის გამოდევნის პროცესს, ჰემოდიალიზს გააჩნია უპირატესობა პერიტონეალური დიალიზთან შედარებით (რომელიც არ არის ეფექტური). ძლიერი, მოულოდნელი ალერგიული რეაქციების დროს საჭიროა ადრენალინის შეყვანა და ინტენსიური თერაპიის სხვა ღონისძიებების ჩატარება.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულ ქალებში სათანადო, ყოვლისმომცველი კვლევები არ ჩატარებულა. პრეპარატის გამოყენება ორსულებში შეიძლება მხოლოდ შესაძლო სარგებლის და ჩანასახისთვის პოტენციური რისკის შეფარდების შემდეგ.

პრეპარატი მცირე რაოდენობით გადადის ლაქტატში. შესაბამისად, პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მეძუძურ დედებში.

ბავშვები:

სულბაქტოპიმი-ჰუმანითი გამოიყენება ბავშვებში 1 თვის ასაკიდან.

შეყვანის დეტალები:

მნიშვნელოვანია დადგინდეს, ჰქონდა თუ არა პაც