ფორსაჟი-HL-ჰუმანითი

სავაჭრო დასახელება:

ფორსაჟი-HL-ჰუმანითი

Forsage-HL-HUMANITY

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

ვალსარტანი, ამლოდიპინი და ჰიდროქლოროთიაზიდი

სამკურნალწამლო ფორმა:

ტაბლეტები

შემადგენლობა:

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებებს:

ვალსარტანს 160.00 მგ

ამლოდიპინის ბესილატს ექვივალენტურს 10მგ ამლოდიპინისა

ჰიდროქლოროთიაზიდს   12.50 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები სხვა კომბინაციაში

ათქ კოდი: C09DX01


ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოკინეტიკა:

ფორსაჟი-HL-ჰუმანითი პერორალური მიღების შემდეგ ნორმალურ ჯანმრთელ მოზრდილებში, ამლოდიპინის, ვალსარტანის და HCTZ პლაზმაში პიკური კონცენტრაციები აღინიშნება, შესაბამისად, დაახლოებით 6, 3 და 2 საათში. ფორსაჟი-HL-ჰუმანითიდან ამლოდიპინის, ვალსარტანის და HCTZ აბსორბციის სიჩქარე და მოცულობა იგივეა, როგორიც აღინიშნება ცალკეული პრეპარატების მიღებისას.

ამლოდიპინის, ვალსარტანის და HCTZ ბიოშეღწევადობა არ იცვლება ფორსაჟი-HL-ჰუმანითის საკვებთან ერთად მიღებისას.

შესაბამისად, პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ამლოდიპინი:

პლაზმაში ამლოდიპინის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება მისი მიღებიდან 6-12 საათში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 64% - 90%. ამლოდიპინის განაწილების მოჩვენებითი მოცულობა შეადგენს 21 ლ/კგ. ჰიპერტენზიულ პაციენტებში ცირკულაციური ამლოდიპინის დაახლოებით 93% უკავშირდება პლაზმის ცილებს.

ამლოდიპინი აქტიურად (დაახლოებით 90%) გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლოტებად ღვიძლში მეტაბოლიზმის შედეგად და მიღებული რაოდენობის 10% უცვლელი სახით, ხოლო 60% მეტაბოლიტების  სახით შარდით გამოიყოფა.

ამლოდიპინის ელიმინაცია პლაზმიდან ორფაზიანია, ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 30-50 საათს. ამლოდიპინის სტაბილური დონეები პლაზმაში მიიღწევა ყოველდღიური მიღებიდან 7-8 დღეში.

ვალსარტანი:

ვალსარტანის პერორალური მიღების შემდეგ პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2-4 საათში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 25% (დიაპაზონი: 10%-35%).

ვალსარტანის განაწილების სტაბილური მოცულობა ინტრავენური მიღების შემდეგ შეადგენს 17 ლ, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ვალსარტანი ქსოვილებში ექსტენსიურად არ ვრცელდება. ვალსარტანის შეკავშირებადობა შრატის ცილებთან, ძირითადად შრატის ალბუმინთან, მაღალია (95%).

ვალსარტანი ხასიათდება ბიექსპონენციალური დაშლის კინეტიკით, ინტრავენური მიღების შემდეგ, დაახლოებით 6-საათიანი ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდით. გამოიყოფა, ძირითადად, უცვლელი სახით და დოზის მხოლოდ დაახლოებით 20% - მეტაბოლიტების სახით. მთავარი მეტაბოლიტი, რომელიც დოზის დაახლოებით 9% შეადგენს, არის ვალერილ-4-ჰიდროქსი ვალსარტანი. In vitro მეტაბოლიზმის კვლევებმა, რეკომბინანტური CYP450 ფერმენტების მონაწილეობით, გვიჩვენეს, რომ ვალერილ-4-ჰიდროქსი ვალსარტანის ფორმირებაზე პასუხისმგებელია CYP2C9 იზოფერმენტი.

ვალსარტანი არ იწვევს CYP450 იზოზიმების ინჰიბიციას კლინიკურად მნიშვნელოვანი კონცენტრაციებით. CYP450-განპირობებული ურთიერთქმედება ვალსარტანსა და მასთან ერთად მიღებულ წამლებს შორის ნაკლებად სავარაუდოა დაბალი მეტაბოლიზმის გამო.

ვალსარტანი, პერორალური მიღების შემთხვევაში, ძირითადად განავლით  (დოზის დაახლოებით 83%) და შარდით (დოზის დაახლოებით 13%) გამოიყოფა. ინტრავენური მიღების შემდეგ ვალსარტანის პლაზმა-კლირენსი შეადგენს დაახლოებით 2 ლ/სთ, ხოლო რენალური კლირენსი - 0.62 ლ/სთ (საერთო კლირენსის დაახლოებით 30%).

ჰიდროქლოროთიაზიდი:

ჰიდროქლოროთიაზიდის სავარაუდო აბსოლუტური ბიოშეღწევადობა პერორალური მიღების შემდეგ შეადგენს დაახლოებით 70%. ჰიდროქლოროთიაზიდის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში (Cmax) აღინიშნება პერორალური მიღებიდან 2-5 საათში. ჰიდროქლოროთიაზიდის ბიოშეღწევადობაზე საკვები კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს.

ჰიდროქლოროთიაზიდი უკავშირდება ალბუმინს (40% - 70%) და ვრცელდება ერითროციტებში. პერორალური მიღების შემდეგ პლაზმაში ჰიდროქლოროთიაზიდის კონცენტრაციები ბიექსპონენციალურად მცირდება, განაწიცელების ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი - დაახლოებით 2 სთ, ხოლო ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი - 10 სთ.

ჰიდროქლოროთიაზიდის პერორალურად მიღებული დოზის დაახლოებით 70%, უცვლელი  სახით შარდით გამოიყოფა.

ფარმაკოდინამიკა:

ფორსაჟი-HL-ჰუმანითი ეფექტური აღმოჩნდა სისხლის წნევის დაქვეითებისთვის. პრეპარატის სამი კომპონენტი (ამლოდიპინი, ვალსარტანი და ჰიდროქლოროთიაზიდი) აქვეითებს სისხლის წნევას ურთიერთშემავსებელი მექანიზმების მეშვეობით, რომელთაგან თითოეული სხვებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს და ბლოკავს სხვადასხვა ეფექტორების გზებს. თითოეული ინდივიდუალური კომპონენტის ფარმაკოდინამიკა ქვემოთაა აღწერილი.

ფორსაჟი-HL-ჰუმანითი არ ყოფილა შესწავლილი სხვა ჩვენებებისთვის, გარდა ჰიპერტენზიისა.

ამლოდიპინი:

ჰიპერტენზიის დროს თერაპიული დოზების მიღების შემდეგ ამლოდიპინი იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, რაც, თავის მხრივ, იწვევს სისხლის წნევის შემცირებას როგორც წოლის ასევე დგომის პოზიციაში. სისხლის წნევის ასეთ დაქვეითებას თან არ ახლავს გულისცემის სიჩქარის და პლაზმაში კატექოლამინის შემცველობის მნიშვნელოვანი ცვლილებები ქრონიკული მიღების შემთხვევაში.

ჰემოდინამიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის  ინტრავენური მიღებისას აღინიშნება არტერიული  წნევის დაქვეითება და გულისცემის სიხშირეს მატება; პერორალური მიღესისას კი სტენოკარდიის და ნორმალური წნევის მქონე პაციენტებში არ იწვევდა გულისცემის სიჩქარის თუ არტერიული  წნევის მნიშვნელოვან ცვლილებებს.

ქრონიკული, დღეში ერთჯერადი მიღებისას, ანტიჰიპერტენზიული მოქმედება შენარჩუნებულია მინიმუმ 24 საათის განმავლობაში. ეფექტი პლაზმაში კონცენტრაციებზეა დამოკიდებული  როგორც ახალგაზრდა, ისე ხანდაზმულ პაციენტებში. ამლოდიპინით არტერიული წნევის დაქვეითების სიდიდე, ასევე, დამოკიდებულია მკურნალობამდე  არსებული წნევის მაჩვენებლებზე;  საშუალო ჰიპერტენზიის მქონე პირებში (დიასტოლური წნევა 105-114 mmHg) დაახლოებით 50%-ით მეტი პასუხი აღინიშნებოდა, ვიდრე მსუბუქი ჰიპერტენზიის მქონე პირებში (დიასტოლური წნევა 90-104 mmHg). ნორმალური წნევის მქონე პირებს არ აღენიშნათ არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები (+1/-2 mmHg).

თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ჰიპერტენზიულ პაციენტებში ამლოდიპინის თერაპიული დოზები იწვევს თირკმლის სისხლძარღვოვანი რეზისტენტობის შემცირებას და გლომერულარული ფილტრაციის სიჩქარის და პლაზმის ეფექტური რენალური ნაკადის ზრდას, ფილტრაციის ცვლილების და  პროტეინურიის გარეშე.

ამლოდიპინით მკურნალობისას, კალციუმის არხების სხვა ბლოკატორების მსგავსად, ნორმალური ვენტრიკულარული ფუნქციის მქონე პაციენტებში გულის  ჰემოდინამიკური მაჩვენებლების კვლევამ მოსვენებულ მდგომარეობაში და ვარჯიშის (ან სიარულის) დროს  დაადასტურა გულის ინდექსის მცირედი ზრდა, DP/DT-ზე ან მარცხენა პარკუჭის საბოლოო დიასტოლურ წნევაზე თუ მოცულობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის გარეშე. ჰემოდინამიკურ კვლევებში ამლოდიპინს არ გამოუვლენია ინოტროპული მოქმედება, ინტაქტურ ცხოველებსა თუ ადამიანებში თერაპიული დოზებით მიღებისას, ბეტა-ბლოკატორებთან ერთდროული მიღების დროსაც კი. თუმცა, მსგავსი შედეგები აღინიშნა ნორმალური ან კარგად კომპენსირებული გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში უარყოფითი ინოტროპული მოქმედების მქონე პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას.

ამლოდიპინი არ ცვლის სინუსური კვანძების ფუნქციას ან წინაპარკუჭოვან გამტარობას ინტაქტურ ცხოველებსა თუ ადამიანებში. ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის მქონე პაციენტებში 10 მგ ინტრავენური მიღება მნიშვნელოვნად არ ვცლიდა A-H და H-V გამტარობას და სინუსური კვანძის აღდგენის დროს აგზნების შემდეგ. მსგავსი შედეგები იქნა მიღებული იმ პაციენტებში, რომლებიც ამლოდიპინთან ერთად ბეტა-ბლოკატორებს იღებდნენ. ჰიპერტენზიის და სტენოკარდიის მქონე პაციენტებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში,  ამლოდიპინის და ბეტა-ბლოკატორების კომბინაციის მიღებისას  ელექტროკარდიოგრაფიულ (ECG) პარამეტრებში არასასურველი ეფექტები არ დაფიქსირებულა. მხოლოდ სტენოკარდიის მქონე პაციენტებებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში ამლოდიპინის თერაპია არ ცვლიდა ECG ინტერვალებს და არ იწვევდა AV ბლოკადის უფრო მაღალ მაჩვენებლებს.

ამლოდიპინს, ჰიპერტენზიის გარდა, აქვს სხვა ჩვენებებიც , რომლებიც აღწერილია მის ინსტრუქციაში.

ვალსარტანი:

ვალსარტანი თრგუნავს ანგიოტენზინის II  ვაზოპრესორულ მოქმედებას. 80 მგ პერორალური დოზა დაახლოებით 80% თრგუნავს ვაზოპრესორულ მოქმედებას, ხოლო მაქსიმალური ინჰიბიციის დაახლოებით 30% შენარჩუნებულია 24 საათის განმავლობაში. უფრო მაღალი დოზების მოქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ანგიოტენზინ II-ის უარყოფითი უკუკავშირი იწვევს პლაზმის რენინის 2-3-ჯერად ზრდას და შემდგომ  ანგიოტენზინ II-ის პლაზმური კონცენტრაციის მატებას ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. ვალსარტანის მიღების შემდეგ აღინიშნება პლაზმაში ალდოსტერონის მინიმალური შემცირება; ასევე  აღინიშნება შრატში კალიუმის დონეზე ძალიან მცირე ზემოქმედება.

პირველადი ჰიპერტენზიის შემთხვევაში ვალსარტანის მიღება იწვევს სისტოლური წნევის  დაქვეითებას როგორც წოლის, ასევე დგომის პოზიციაში, ჩვეულებრივ, მცირედი ან ნულოვანი ორთოსტატიკური ცვლილებით.

ვალსარტანს ჰიპერტენზიის გარდა, აქვს სხვა ჩვენებებიც, რომლებიც აღწერილია მის ინსტრუქციაში.

ჰიდროქლოროთიაზიდი:

ჰიდროქლოროთიაზიდის პერორალური მიღების შემდეგ დიურეზი იწყება 2 საათში, პიკს აღწევს დაახლოებით 4 საათში და გრძელდება დაახლოებით 6-12 საათის განმავლობაში.

ჩვენებები:

ფორსაჟი-HL-ჰუმანითი წარმოადგენს ამლოდიპინის (დიჰიდროპირიდინ კალციუმის არხის ბლოკატორის (DHP CCB), ვალსარტანის  (ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორის (ARB) და ჰიდროქლოროთიაზიდის (თიაზიდური დიურეტიკის) კომბინირებულ ტაბლეტს. ფორსაჟი-HL-ჰუმანითი ნაჩვენებია არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისათვის. არტერიული წნევის დაქვეითება ამცირებს სასიკვდილო და არასასიკვდილო კარდიოვასკულარული შემთხვევების, ძირითადად ინსულტების და მიოკარდიუმის ინფარქტების რისკს. არ გამოიყენება პირველადი თერაპიისთვის.

დოზები :

პრეპარატი მიიღება დღეში ერთხელ.

დოზა შეიძლება გაიზარდოს მკურნალობიდან 2 კვირის შემდეგ. ჰიპოტენზიური მოქმედება მიღწეული იქნა პრეპარატის  მაქსიმალური დოზების მიღებიდან 2 კვირის შემდეგ.

დამატების / გადასვლის თერაპია:

ფორსაჟი-HL-ჰუმანითი შეიძლება გამოყენებული იქნას იმ პაციენტებში, რომლებშიც ადექვატური კონტროლის მიღწევა შეუძლებელია შემდეგი ანტიჰიპერტენზიული კლასებიდან რომელიმეს მეშვეობით: კალციუმის არხის ბლოკატორები, ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები და დიურეტიკები.

პაციენტი, რომელსაც აღენიშნება დოზების შემზღუდავი არასასურველი რაექციები რომელიმე კომპონენტის მიმართ, შეიძლება გადაყვანილი იქნას ფორსაჟი-HL-ჰუმანითზე, რომელიც შეიცავს აღნიშნული კომპონენტის შედარებით დაბალ დოზას, იგივე ჰიპოტენზიური ეფექტის მიღწევის მიზნით.

ჩანაცვლებითი თერაპია:

ფორსაჟი-HL-ჰუმანითი შეიძლება ჩანაცვლებული იქნას ინდივიდუალურად ტიტრირებული კომპონენტებით.

გამოყენება სხვა ანტიჰიპერტენზიულ წამლებთან:

ფორსაჟი-HL-ჰუმანითის მიღება შესაძლებელია სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:

დაუყოვნებლივ მიმართეთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ალერგიული რეაქციის რომელიმე ნიშნის შემთხვევაში: ჭინჭრის ციება, სუნთქვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება.

გვერდითი მოვლენებია:

  • თვალების ტკივილი, მხედველობის პრობლემები;
  • გონების დაკარგვის შეგრძნება;
  • შეშუპება, წონის სწრაფი მატება;
  • ტკივილი ან სიმძიმე მკერდის არეში, ტკივილის გავრცელება მკლავზე ან მხარზე, გულისრევის შეგრძნება, ოფლიანობაა, ზოგადი სისუსტე;
  • ნელი, ჩქარი ან პულსირებადი გულისცემა;
  • სიხლჩაქცევების ან სისხლდენის იოლად განვითარება, უჩვეულო სისუსტე;
  • დაბუჟების, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება;
  • სიყვითლე (კანის ან თვალების სიყვითლე);
  • პირის სიმშრალე, წყურვილის შეგრძნება, ძილიანობა, მოუსვენრობა, გონების არევა, შარდვის მომატება, სწრაფი გულისცემა, გონების დაკარგვა ან კრუნჩხვები.

ნაკლებად მძიმე გვერდითი მოვლენებია:

  • თავბრუსხვევა;
  • თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება;
  • გულისრევა, კუჭის აშლილობა;
  • კუნთების სპაზმი, წელის ტკივილი;
  • ცხვირით სუნთვის გაძნელება, ყელის ტკივილი, ხველა.

უკუჩვენებები:

  • ანურია,
  • მომატებული მგრძნობელობა სხვა სულფონამიდური წამლების, ან პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
  • დაუშვებელია ალისკირენთან ერთდროული გამოყენება დიაბეტიის მქონე პაციენტებში.
  • აორტის, მიტრალური სტენოზის, ან ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს
  • ორსულობა და ლაქტაცია
  • 18 წლამდე ასაკი
  • თირკმლის ( კლირენსი <30 მლ/წთ) და ღვიძლის მძიმე უკმარისობა(ჩაილდ-ფიუს სქალით >8 ქულაზე)
  • მძიმე არტერიული ჰიპოტენზია

წამლებთან ურთიერთქმედება:

ფორსაჟის და სხვა წამლების ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა, ასეთი კვლევები ჩატარებული იქნა ცალკეული კომპონენტებისთვის. წამლების ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევა ჩატარდა ფორსაჟს და შესაბამის 3 ორმაგ კომბინაციას შორის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების პოტენციალის შესწავლის მიზნით. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

ამლოდიპინი:

სხვა წამლების მოქმედება ამლოდიპინზე

CYP3A ინჰიბიტორები:

CYP3A ინჰიბიტორებთან (საშუალო და ძლიერ) ერთად მიღება იწვევს ამლოდიპინის გაზრდილ სისტემურ განაწილებას და შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება. ამლოდიპინის და CYP3A ინჰიბიტორებთან ერთდროილი მიღებისას, აუცილებელია ჰიპოტენზიის და შეშუპების კონტროლი დოზის კორექციის საჭიროების განსაზღვრის მიზნით.

CYP3A ინდუქტორები:

ამლოდიპინზე CYP3A ინდუქტორების რაოდენობრივი ეფექტების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. როდესაც ამლოდიპინი მიიღება CYP3A ინდუქტორებთნ ერთად, აუცილებელია სისხლის წნევის რეგულარული კონტროლი.

სილდენაფილი:

ამლოდიპინის და სილდენაფილის ერთდროული  მიღებისას აუცილებელია ჰიპოტენზიის კონტროლი.

ამლოდიპინის ზემოქმედება სხვა წამლებზე

სიმვასტატინი:

სიმვასტატინის და ამლოდიპინის ერთად მიღება ზრდის სიმვასტატინის სისტემურ განაწილებას. ამლოდოპინით მკურნალობისას სიმვასტატინის დოზა დღეში 20 მგ-მდე შეამცირეთ.

იმუნოსუპრესანტები:

ერთდროულად მიღებისას, ამლოდიპინმა შეიძლება გაზარდოს ციკლოსპორინის ან ტაკროლიმუსის სისტემური ზემოქმედება. აუცილებელია სისხლში ციკლოსპორინის და ტაკროლიმუსის მინიმალური დონეების ხშირი მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, დოზის კორექცია.

ვალსარტანი:

როდესაც ვალსარტანს იღებდნენ ამლოდიპინთან, ათენოლოლთან, ციმედიტინთან, დიგოქსინთან, ფუროსემიდთან, გლიბურიდთან, ჰიდროქლოროთიაზიდთან ან ინდომეტაცინთან ერთად, კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები არ აღნიშნულა. ვალსარტან-ათენოლოლის კომბინაცია უფრო ანტიჰიპერტენზიული იყო, ვიდრე სხვა კომპონენტები, მაგრამ, გულისცემის სიხშირეს არ ამცირებდა ისე, როგორც მხოლოდ ათენოლოლი.

In vitro მეტაბოლიზმის კვლევებით დადასტურდა, რომ CYP450-განპირობებული ურთიერთქმედება ვალსარტანსა და მასთან ერთად მიღებულ წამლებს შორის ნაკლებად სავარაუდოა დაბალი მეტაბოლიზმის გამო.

ვალსარტანის და ვარფარინის ერთად მიღება არ ცვლიდა ვალსარტანის ფარმაკოკინეტიკას თუ ვარფარინის ანტიკოაგულაციური  მოქმედების პერიოდებს.

კალიუმი:ვალსარტანის გამოყენებამ სხვა საშუალებებთან ერთად, რომლებიც ბლოკავენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემას, კალიუმის დამზოგავ დიურეტიკებთან (მაგ.: სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის დანამატებთან, კალიუმის შემცველ მარილებთან, ან სხვა წამლებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება კალიუმის შემცველობა გაზარდონ (მაგ. ჰეპარინი), შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის ზრდა, ხოლო გულის უკმარისობის შემთხვევაში - შრატში კრეატინინის ზრდა. თუ ერთდროული მკურნალობა აუცილებელია რეკომენდებულია შრატში კალიუმის დონის მონიტორინგი.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის სელექტიური ციკოლოოქსიგენაზა-2 ინჰიბიტორები (COX-2 ინჰიბიტორები): ჰიპოვოლემიისა (დიურეტიკების მიღების ფონზე) ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში  NSAID საშუალებების, მათ შორის COX-2 ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ  II ანტაგონისტების, მათ შორის ვალსარტანის ერთდროული გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის გაუარესება, მწვავე უკმარისობის ჩათვლით. ეს ეფექტები, ჩვეულებრივ, შექცევადია. ვალსარტანის და NSAID თერაპიის დროს აუცილებელია თირკმლის ფუნქციის პერიოდული მონიტორინგი.

ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების, მათ შორის ვალსარტანის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება შეიძლება შემცირდეს NSAID საშუალებების, მათ შორის COX-2 ინჰიბიტორების მოქმედების შედეგად.

რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ორმაგი ბლოკადა (RAS):

ორმაგი RAS ბლოკადა ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორებთან, ACE ინჰიბიტორებთან ან ალისკირენთან ერთად, დაკავშირებულია ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის ან თირკმლის ფუნქციაში ცვლილებების (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობის) გაზრდილ რისკთან, მონოთერაპიასთან შედარებით. ორი RAS ინჰიბიტორის კომბინაციის მიღებისას არ აღინიშნება რაიმე დამატებითი სარგებელი მონოთერაპიასთან შედარებით. ზოგადად, მოერიდეთ RAS ინჰიბიტორების კომბინირებულ მიღებას. ფორსაჟი-HL-ჰუმანითის და სხვა საშუალებების მიღების შემთხვევაში, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ RAS-ზე, აუცილებელია სისხლის წნევის რეგულარული მონიტორინგი.

დიაბეტის შემთხვევაში დაუშვებელია ალისკირინის დანიშვნა ფორსაჟი-HL-ჰუმანითთან ერთად. ნუ გამოიყენებთ ალისკირინს და ფორსაჟი-HL-ჰუმანითს თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში (GFR <60 მლ/წთ).

ჰიდროქლორთიაზიდი:

ერთდროულად მიღებისას შესაძლებელია შემდეგი წამლების ურთიერთქმედება თიაზიდურ დიურეტიკებთან:

ანტიდიაბეტური წამლები (პერორალური საშუალებები და ინსულინი): შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური წამლის დოზის კორექტირება.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლები (NSAIDs და COX-2 სელექტიური ინჰიბიტორები):

როდესაც ფორსაჟი-HL-ჰუმანითი და არასტეროიდული ანთების საწინაამდეგო საშუალებები ერთდროულად გამოიყენება, დიურეტიკის სასურველი ეფექტის განსაზღვრის მიზნით აუცილებელია პაციენტის რეგულარული კონტროლი.

კარბამაზეპინი:

 შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომური ჰიპონატრიემია.

იონცვლადი ფისები:

ჰიდროქლოროთიაზიდის და იონცვლადი ფისების (მაგ.: ქოლესტირამინი, კოლესტიპოლი) დოზების განაწილება ისე, რომ ჰიდროქლოროთიაზიდი მიღებული იქნას ფისების მიღებამდე მინიმუმ 4 საათით ადრე ან 4-6 საათის შემდეგ, პოტენციურად შეამცირებს ურთიერთქმედებას.

ციკლოსპორინი:

ციკლოსპორინთან ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს ჰიპერურიკემიის და პოდაგრას ტიპის გართულებების რისკი.

სპეციალური მითითებები

ორსულობადალაქტაცია

ორსულობა
ამლოდიპინი
 ამლოდიპინის უსაფრთხოების ფაქტორი არ არის დადგენილი ორსულ ადამიანებში.  ცხოველთა კვლევებით მაღალი დოზის რეპროდუქციული ტოქსიურობა  დაფიქსირდა (იხ 5.3). ორსულობისას მისი გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს სხვა უსაფრთხო ალტერნატივა და როდესაც დაავადება თავად უქმნის დიდ რისკს დედასა და ნაყოფს.

ვალსარტანი

არ არის რეკომენდებული ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების (AIIRAs) გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში.  AIIRA–ების გამოყენებას ახლავს უკუჩვენება ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში. ეპიდემიოლოგიური მტკიცებულება ტერატოგენოფის რისკის შესახებ ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში აგფ ინჰიბიტორების ფონზე არ არის საბოლოო და დამაჯერებელი; ამასთან, რისკის მცირედით ზრდის გამორიცხვაც არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კონტროლირებადი ეპიდემიოლოგიური მონაცემები ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების (AIIRAs) რისკთან დაკავშირებით, შეიძლება არსებობდეს მსგავსი რისკები წამლების ამ კლასში. იმ შემთხვევაში, თუ AIIRA თერაპიის გაგრძელება აუცილებლად მიიჩნევა, პაციენტებმა, რომლებიც ფეხმძიმობას გეგმავენ, უნდა შეცვალონ მკურნალობა ალტერნატიული ანტიჰიპერტენზიული მკურნალობით, რომელიც ფეხმძიმობისას უსაფრთხოდაა მიჩნეულია.  როდესაც ორსულობის დიაგნოზი ისმევა, AIIRA–ებით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და საჭიროების შემთხვევაში, დაწყებულ იქნეს ალტერნატიული მკურნალობა. ცნობილია, რომ AIIRA–ების თერაპია მეორე და მესამე ტრიმესტრში იწვევს ადამიანის ფეტოტოქსიურობას (თირკმლის ფუნქციის შემცირება, ოლიგოჰიდრამნიონი, თავის ქალის გაძვალება, ჩამორჩენა) და ნეონატალურ ტოქსიკურობას (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალემია). იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა AIIRA–ების ზემოქმედება ორსულობის მეორე ტრიმესტრში, მიზანშეწონილია მიმართოთ თირკმლის ფუნქციის და თავის ქალის ულტრაბგერით შემოწმებას.

ჰიდროქლორთიაზიდი
ორსულობის დროს ჰიდროქლოროთიაზიდთან დაკავშირებული გამოცდილება შეზღუდულია, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია. ჰიდროქლორთიაზიდი კვეთს პლაცენტას. ჰიდროქლოროთიაზიდის ფარმაკოლოგიური მოქმედების მექანიზმზე დაყრდნობით, მისმა გამოყენებამ ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში შეიძლება საფრთხე შეუქმნას ნაყოფი-პლაცენტის პერფუზიას და გამოიწვიოს ნაყოფსა და ახალშობილში ისეთი ეფექტები, როგორიცაა სიყვითლე, ელექტროლიტური დისბალანსი და თრომბოციტოპენია.

ამლოდიპინი / ვალსარტანი / ჰიდროქლორთიაზიდი

არ არსებობს ორსულებში მისი გამოყენების გამოცდილება. არსებული მონაცემების მიხედვით, ამ კომპოზიციის გამოყენება არ არის რეკომენდებული პირველ ტრიმესტრში და უკუჩვენება ახლავს ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში.

ძუძუთიკვება

არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია ვალსარტანის და / ან ამლოდიპინის გამოყენებასთან დაკავშირებით ძუძუთი კვების დროს. ჰიდროქლოროტიაზიდი ადამინის რძიდან მცირე ოდენობით გამოიყოფა. თიაზიდების მაღალი დოზა იწვევს ინტენსიურ დიურეზს და შეუძლია შეამციროს რძის გამოყოფა.

Forsage-HL-HUMANITY–ის გამოყენება ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის, ხოლო თუ მაინც გამოიყენება, მისი დოზა რაც შეიძლება დაბალი უნდა იყოს. ძუძუთი კვების დროს უპირატესია უკეთესი უსაფრთხო პროფილის ალტერნატიული მკურნალობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე გვაქვს ახალშობილთან და დღენაკლულ ჩვილთან.

ორსულობა, კატეგორია „D:

წამლების გამოყენება, რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრების დროს აქვეითებს ნაყოფის თირკმლის ფუნქციონირებას და ზრდის ნაყოფის და ნეონატალურ ავადობას და სიკვდილიანობას. შედეგობრივი ოლიგოჰიდრამნიონი შეიძლება კავშირში იყოს ნაყოფის ფილტვის ჰიპოპლაზიასა და ძვლოვანი სისტემის დეფორმაციებთან. პოტენციური ნეონატალური არასასურველი ეფექტები მოიცავს თავის ქალას ჰიპოპლაზიას, ანურიას, ჰიპოტენზიას, თირკმლის უკმარისობას და სიკვდილს. ორსულობის დადგენის შემთხვევაში ფორსაჟი-HL-ჰუმანითით მკურნალობა შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა შეწყდეს.

ჰიპოტენზია მოცულობის ან მარილების დაკარგვის შემთხვევაში:

ფორსაჟი-HL-ჰუმანითი არ ყოფილა შესწავლილი იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი ან პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ქირურგიული ოპერაცია ან დიალიზი. გულის უკმარისობის ან მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ ვალსარტანის მიღება გარკვეულწილად იწვევს სისხლის წნევის დაქვეითებას, მაგრამ თერაპიის შეწყვეტა მუდმივი სიმპტომატური ჰიპოტენზიის გამო აუცილებელი არ არის, თუ დოზირება დაცულია. გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში კონტროლირებადი კვლევების თანახმად, ჰიპოტენზია აღენიშნებოდა ვალსარტანის ჯგუფში პაციენტების 5.5%-ს, ხოლო პლაცებოს ჯგუფის  - პაციენტების 1.8%-ს. (VALIANT) კვლევის თანახმად, მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ განვითარებული ჰიპოტენზია საჭიროებდა თერაპიის  შეწყვეტას ვალსარტანის ჯგუფის პაციენტების 1.4%-ში, ხოლო კაპტოპრილის ჯგუფის პაციენტების 0.8%-ში.

ვინაიდან ამლოდიპინით გამოწვეული სისხლძარღვების გაფართოება იწყება საფეხურეობრივად, მწვავე ჰიპოტენზია იშვიათად აღინიშნებოდა პერორალური მიღების შემდეგ.  ფორსაჟი-HL-ჰუმანითი არ გამოიყენება აორტის, მიტრალური სტენოზის, ან ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს.

თუ ფორსაჟი-HL-ჰუმანითის მიღების შემდეგ მნიშვნელოვანი ჰიპოტენზიის პაციენტმა უნდა მიიღოს ჰორიზონტალური მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში ინიშნება იზოტონური ხსნარის ინტრავენური ინფუზია. გარდამავალი ჰიპოტენზია არ წარმოადგენს შემდგომი მკურნალობის უკუჩვენებას, რომელიც, ჩვეულებრივ, შეიძლება გართულებების გარეშე გაგრძელდეს სისხლის წნევის სტაბილიზაციის შემდეგ.

სტენოკარდიის და/ან მიოკარდიუმის ინფარქტის გაზრდილი რისკი:

ამლოდიპინის დაწყებამ ან მისი დოზის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს სტენოკარდიის მიმდინარეობის გაუარესება ან მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარება, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კორონარული არტერიის მძიმე ობსტრუქციული დაავადება.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა:

ცვლილებები თირკმლის ფუნქციაში, მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა, შეიძლება გამოწვეული იქნას იმ წამლებით, რომლებიც იწვევენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ინჰიბიციას და დიურეტიკებით. თირკმლის არტერიის სტენოზის, თირკლმების ქრონიკული დაავადების, გულის მწვავე შეგუბებითი უკმარისობის ან ჰიპოვოლემიის მქონე პაციენტებში ფორსაჟი-HL-ჰუმანითი მკურნალობისას შეიძლება გაიზარდოს თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკი. ამ პაციენტებში აუცილებელია თირკმლის ფუნქციის პერიოდული კონტროლი. თირკმლის ფუნქციის კლინიკურად მნიშვნელოვანი დაქვეითების შემთხვევაში ფორსაჟი-HL-ჰუმანითით მკურნალობა უნდა შეჩერდეს ან შეწყდეს.

მომატებული მგრძნობელობის რეაქცია:

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები ჰიდროქლოროთიაზიდის მიმართ შეიძლება განვითარდეს ანამნეზში ალერგიის და ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში.

სისტემური ერითემატოზური მგლურა:

თიაზიდური დიურეტიკები, როგორც აღინიშნა, იწვევენ სისტემური ერითემატოზური მგლურას გართულებას ან გააქტივებას.

ურთიერთქმედება ლითიუმთან:

ვალსარტანთან ან თიაზიდურ დიურეტიკებთან ერთად ლითიუმის გამოყენებისას აღინიშნა შრატში ლითიუმის კონცენტრაციების მატება და ლითიუმის ტოქსიკურობის ზრდა. ფორსაჟი-HL-ჰუმანითის და ლითიუმის მიღებისას აუცილებელია ლითიუმის კონცენტრაციების კონტროლი.

მეტაბოლური დისბალანსი:

ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება შეცვალოს გლუკოზის ათვისებადობა და გაზარდოს ქოლესტეროლის და ტრიგლიცერიდების დონეები შრატში.

ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გაზარდოს შრატში შარდმჟავას დონე ამ უკანასკნელის შეზღუდული კლირენსის გამო და შეიძლება გამოიწვიოს ან გაართულოს ჰიპერურიკემია და პოდაგრა წინასწარგანწყობილ პაციენტებში.

<