სანტა ქოლდი სპირიტი

სავაჭროდასახელება

სანტა ქოლდი სპირიტი

საერთაშორისოარაპატენტურიდასახელება

კომბინირებული პრეპარატი

სამკურნალწამლო  ფორმა

საინჰალაციო კაფსულები

შემადგენლობა

ყოველი რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:

ქაფური                  25 მგ

ქლოროთიმოლი        5 მგ

ევკალიპტოლი         125 მგ

მენთოლი               55 მგ

ტერპინეოლი           120 მგ


ფარმაკოლოგიურითვისებები

სანტა ქოლდი სპირიტის კაფსულები - საშუალება, რომელიც გამოიყენება  ცხვირით სუნთქვის გაუმჯობესების მიზნით როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.  უზრუნველყოფს რინიტის სიმპტომების მოხსნას, თავისუფალ სუნთქვასა და მშვიდი ღამის  ძილს.  არომატულ ზეთებს გააჩნია  შეშუპების საწინააღმდეგო ძლიერი მოქმედება, რომლის წყალობით ხდება სიმპტომების სწრაფი კუპირება, რაც მნიშვნელოვანია ბრონქიტის, რინიტისა და ცხვირით სუნთქვის გაძნელების დროს.

ქაფური- ზეთის ექსტრაქტი, გარეგანი გამოყენებისას ახდენს კანზე გამაღიზიანებელ და ანტისეპტიურ მოქმედებას.  კაფური- თეთრი ან უფერო მყარი მასა კრისტალების ან გრანულების სახით. გააჩნია ამოსახველებელი მოქმედება, რეფლექტორულად ასტიმულირებს გულს, სისხლის მიმოქცევასა და სუნთქვას. გაჩნია სედატიური მოქმედება  ისტერიის, ეპილეფსიის, ქორეისა და კრუნჩხვითი მდგომარეობების დროს, გამოიყენება,  როგორც აფროდიზიაკი. ახასიათებს სპეციფიური არომატი და გარეგანი გამოყენებისას აქვს გამაღიზიანებელი და მასტიმულირებელი მოქმედება კანზე.

მენთოლი - ხელს უწყობს წამლის კომპონენტების სწრაფ  შეწოვას და  მოქმედების დაჩქარებას. აძლიერებს ნივთიერებების შეღწევადობას ვაზოდილატაციური მოქმედებისა  და კანის რქოვანი შრის ბარიერული სტრუქტურის შექცევადი ცვლილების ხარჯზე.  ამ დროს არ ცვლის სისხლის მიმოქცევას პრეპარატის აპლიკაციის ადგილას.

ქლოროთიმოლი- ანტისეპტიური  და სადეზინფექციო საშუალება, გააჩნია ბაქტერიოციდული და ბაქტერიოსტატური მოქმედება, სიძლიერით  აღემატება კარბოლის მჟავას. ახასიათებს გამაღიზიანებელი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტები კანსა და ლორწოვან გარსზე გამოყენებისას.

ევკალიპტოლი- გამოიყენება როგორც მშრალი ინჰალანტი. ხსნის სინუსიტის სიმპტომებს, ყელის ტკივილს, გაციების ნიშნებს, გამოიყენება როგორც ანტისეპტიკი კანის დაზიანებების, ადგილობრივად- ართრიტების დროს. ინჰალაციების სახით ასთმის, ბრონქიტისა და სხვა რესპირატორული დაავადებებისას.  ევკალიპტოლი- ნატურალური ორგანული ნაერთია, უფერო სითხე. ციკლური ეთერი და მონოტერპენტინია. ევკალიპტოლი შეიცავს 90%-მდე ევკალიპტის ზეთს. ევკალიპტოლმა აჩვენა ასევე ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. აღმოჩენილია, რომ  in vitro  შეუძლია ლეიკოზური უჯრედების განადგურება.

ტერპინეოლი- გამოიყოფა მცენარეებიდან და გამოიყენება ტკივილგამაყუჩებელ მალამოებში. ახასიათებს ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედება. ტერპინეოლი- ნატურალური მონოტერპენის სპირტია, რომელიც იქნა მიღებული სხვადასხვა წყაროებიდან - ფიჭვის ზეთი, პეტიტგრენის ზეტი, ფორთოხლის ზეთი. არსებობს 3 იზომერი- ალფა-, ბეტა- და გამა-ტერპინეოლი. ბოლო ორი განსხვავადება მხოლოდ ორმაგი კავშირის ადგილმდებარეობით. ტერპინეოლი - ამ იზომერების ნარევია, სადაც ძირითადი კომპონენტია- ალფა-იზომერი.

გამოყენებისჩვენებები

სანტა ქოლდი სპირიტი გამოიყენება ბავშვებსა და მოზრდილებში ცხვირით გაძნელებული სუნთქვის დროს. უზრუნველყოფს რინიტის სიმპტომების მოხსნას, თავისუფალ სუნთქვასა და მშვიდი ღამის  ძილს. 

დოზირებადაგამოყენებისწესი

მოზრდილებში რეკომენდებული დოზაა 2 კაფსულა დღეში.

ბავშვებში  ინიშნება 1 კაფსულა დღეში. მიზანშეწონილია  ჰაერის  დამატენიანებლის ხმარება. არ ინიშნება 3 თვის ასაკამდე ბავშვებში.

კაფსულაზე დაჭერით თავისუფლდება ზეთოვანი მასა, რომლის აპლიკაცია უნდა მოხდეს ბავშვის ღამის პიჟამოს საყელოზე, ბალიშზე ან საწოლის თავზე. შესაძლებელია დამატება ორთქლით აბაზანაში ინჰალაციისათვის, ცხვირსახოცზე.

ასევე იყენებენ ღამის განმავლობაში  ჰაერის  დამატენიანებლის  მეშვეობით.

გვერდითიეფექტები

ხანგრძლივი და დიდი დოზებით გამოყენებისას კლინიკურად აღინიშნებოდა  ალერგიული რეაქციები- გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ადგილობრივი შეშუპება. ყველა ჩამოთვლილი, ან სხვა სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების  შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცის  ჩატარება.

უკუჩვენებები

არ ინიშნება 3 თვის ასაკამდე ბავშვებში.

პატარა ბავშვებში უფრო ადვილად ვითარდება მძიმე გვერდითი ეფექტები. დაფიქსირებულია კოლაფსის და აპნოეს შემთხვევები ბავშვებში ინტრანაზალური შეყვანისას. ხანდაზმულ პაციენტებში ასევე მატულობს ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი.

სხვაპრეპარატებთანურთიერთქმედება

მეტი ეფექტის მიღებისთვის ორი ან მეტი წამლის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია მოხდეს მათი არასასურველი ურთიერთქმედება.  თქვენი უსაფრთხოებიდან გამომდინარე,  სანამ დაიწყებდით რაიმე სხვა მედიკამენტების მიღებას სანტა ქოლდი სპირიტთან  ერთად, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ასეთ შემთხვევაში დარწმუნებული იქნებით ამ წამლის უსაფრთხოებასა და საუკეთესო შედეგების მიღწევაში. განსაკუთრებულიმითითებანი

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი მოხმარებისათვის. გამოიყენეთ სიფრთხილით და არ დაუშვათ მისი მოხვედრა თვალის ლორწოვან გარსზე. არ გამოიყენება ცხვირში, ვინაიდან შესაძლებელია მძიმე გვერდითი ეფექტების განვითარება, განსაკუთრებით ბავშვებში. არ გამოიყენება, თუ პაციენტს აქვს ალერგია პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე.

ჭარბიდოზირება

სამწუხაროდ, არ არსებობს ინფორმაცია სანტა ქოლდი სპირიტის  ან სხვა მსგავსი მოქმედების პრეპარატის ჭარბი  დოზირების კლინიკურ გამოვლინებებზე. რაიმე მწვავე სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში გამოიყენება სიმპტომური მკურნალობა.

შეფუთვა

10 კაფსულა ბლისტერში. 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში. (1x10).

შენახვისპირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25˚С ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობისვადა: 3 წელი

მწარმოებელი

OCEAN HEALTHCARE PVT. LTD. ინდოეთი

სავაჭროლიცენზიისმფლობელი

ს.ს. „ჰუმანითი ჯორჯია“,  საქართველო